HR hub–ის ორგანიზებით, 14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading ““კარფური”-ს მთავარი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია” – ანა მგალობლიშვილი”
“ევროპაბეთში მუშაობა ნიშნავს უწყვეტ განვითარებას, გამოწვევებსა და საინტერესო თავგადასავალს” – თამარა ქლიბაძე
HRhub.ge – მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ონლაინ HR ჟურნალი აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. ამჯერად ვესაუბრეთ თამარა ქლიბაძეს, ევროპაბეთის HR დირექტორს, რომლის სამუშაო გამოცდილება ამ კომპანიაში უკვე 10 წელს ითვლის.
HR hub: როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ევროპაბეთში?
ეს იყო 10 წლის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, დღემდე ყველა დეტალი მახსოვს, რადგან ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯი.
მაშინდელ მიმდინარე სამსახურსა და ჩემს ხედვებს/ღირებულებებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავება იყო და გადაწყვეტილი მქონდა სამსახურის ძიება, როცა შემოთავაზება მივიღე, უფრო სწორედ კითხვა, ვიმუშავებდი თუ არა გემბლინგ ინდუსტრიაში.
სიმართლე გითხრათ, მაშინ ამ ინდუსტრიის შესახებ არც მე და ზოგადად საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა, თუმცა გარკვეული შაბლონები/სტერეოტიპები არსებობდა, რომ მაინცდამაინც სასურველი ინდუსტრია დასაქმებისთვის არ უნდა ყოფილიყო.
პირადად მე ყოველთვის ვცდილობ მსგავსი სტერეოტიპული ხედვებისგან ვიყო თავისუფალი, ამიტომ ეგ ჩემთვის ბარიერი არ გამხდარა და ინტერესით შევხვდი კომპანიის მაშინდელ დამფუძნებელს. ყველაზე დიდი ინტერესი და მოტივაცია ჩემთვის, რის გამოც ამ კომპანიაში მუშაობას დავთანხმდი და ვფიქრობ თავადაც რის გამოც ამირჩიეს იყო ორმხრივი სრული გახსნილობა მიზნებსა და მოლოდინებში.
10 წლის წინ, საქართველოში ბევრ კომპანიას ვერ ნახავდით, რომელსაც დამსაქმებლის ბრენდი აინტერესებდა ან კომპანიის კორპორატიული კულტურის განვითარება პრიორიტეტი იყო. ამან ძალიან მამოტივირა და ამანთო, რომ აქ შეიძლებოდა რაღაც ძალიან კარგი გამეკეთებინა.
ზოგადად ვარ ამბიციური ადამიანი და ყოველთვის მივისწრაფვი მაღალი მიღწევებისკენ და ზუსტად ის გამოწვევა, რომ უცნობი და საკმაოდ სტერეოტიპულად აღქმულ ინდუსტრიაში არსებული კომპანია კარგ/მიმზიდველ დამსაქმებლად უნდა მექცია, ძალიან საინტერესო მისიად მესახებოდა.
მუშაობის დაწყებიდანვე საქმეს ძალიან მიადვილებდა დამფუძნებლის ნდობა, რომელიც როგორც უკვე დასაწყისშივე აღვნიშნე, გასაუბრებიდანვე შედგა ჩვენს შორის. ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი დასაქმების ინტერვიუ იყო სადაც აქტიურ სამუშაოს ძებნაში არ ვიყავი და დიდად არ ვიღელვებდი თუ არ შემარჩევდნენ, ამიტომ სრულიად გახსნილად ვუთხარი რა განსავითარებელ მხარეებს ვხედავდი უკვე მათ ლიდერულ თუ HR-ულ მიდგომებში და ამან ჩვენი შემდგომი, წელიწადნახევრიანი თანამშრომლობა ძალიან გააადვილა და შესაძლებელი გახადა ის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები რაც დასაქმების დღიდანვე დავიწყე.
HR hub: რას ნიშნავს მუშაობდე 10 წელი ამ კომპანიაში?
ზოგადად ევროპაბეთში მუშაობა ნიშნავს უწყვეტ განვითარებას, გამოწვევებს, სასარგებლო გაკვეთილებს და ძალიან საინტერესო და პოზიტიურ თავგადასავალს.
მეც, როგორც ადამიანების უმრავლესობა, ვფიქრობდი, რომ 10 წელი ერთ კომპანიაში დარჩენა ნიშნავს პენსიაზე ყოფნას, განვითარებაზე უარის თქმას და აუცილებელია 2 წელიწადში იცვალო სამსახური, რათა პროფესიულად გაიზარდო. აქ მუშაობამ მაჩვენა, რომ ეს ძალიან მცდარი წარმოდგენაა და დამოკიდებულია ორგანიზაციაზე სადაც მუშაობ. ვთვლი, რომ ამ 10 წლის მანძილზე 5 სხვა კომპანიაში დასაქმება ისე ვერ გამზრდიდა, როგორც 10 წელი აქ მუშაობამ გამზარდა, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.
ხანგრძლივად ერთ კომპანიაში მუშაობას თავისი გამოწვევები და ბენეფიტები აქვს. გამოწვევებიდან გამოვყოფ იმ მთავარ დილემას, რომ თუ თავად არ იზრდები უფრო სწრაფად, ვიდრე კომპანია იზრდება, შეიძლება დამსაქმებლისთვის გახდე უინტერესო და ვეღარ შესთავაზო ვერაფერი ახალი. განსაკუთრებით, როცა ლიდერულ პოზიციაზე მუშაობ. უპირატესობას რაც შეეხება, ზუსტად იმის გამო, რომ ბევრი წელი მუშაობ ერთ ორგანიზაციაში, იცი ისტორია და გაქვს გამოცდილება, წარსულიდან მიღებულ გაკვეთილებს საუკეთესო კუთხით იყენებ. ყველამ ვიცით, რომ ერთ ადგილას მიღებულ გამოცდილებას პირდაპირ ვერ გადააკოპირებ სხვაგან და ამ გამოცდილებისგან მხოლოდ ნაწილი შეიძლება გამოგადგეს, რათა მოახდინო ცვლილება. ერთი ორგანიზაციის შიგნით მიღებული გამოცდილებები კი ყოველთვის გამოსადეგია და გეხმარება ცვლილებების მართვაში, რომელთა გარეშეც განვითარება წარმოუდგენელია.
HR hub: მოგვიყევით, თქვენს მიერ განხორციელებულ ყველაზე გამორჩეულ პროექტებზე ევროპაბეთში
გამიჭირდება უშუალოდ ჩემი განხორციელებული დავარქვა იმ წარმატებულ ნაბიჯებს, რომელიც ევროპაბეთმა ამ ათი წლის მანძილზე მოიპოვა. არა თავმდაბლობის გამო, არამედ, რეალურად ერთი ადამიანის მიერ ვერასოდეს ვერაფერი ვერ მიიღწევა და ყოველთვის გუნდი და ერთობლივად მუშაობაა საჭირო. ამიტომ უფრო სწორი იქნება ასე ვაფორმულირო, ამ ათი წლის განმავლობაში, ევროპაბეთის HR გუნდმა, კომპანიის მმართველ გუნდთან და უკლებლივ ყველა დასაქმებულთან ერთად შეძლო:
- ევროპაბეთი გამხდარიყო ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი დამსაქმებელი ლოკალურ ბაზარზე, რომლის შედეგადაც წელს ვართ Top Employer-ის სტატუსის მფლობელი, მსოფლიო ტექ ინდუსტრიის ჭრილში;
- შეცვალა სტერეოტიპული წარმოდგენა ინდუსტრიაზე და აჩვენა იგი სხვა კუთხით დასაქმების მაძიებლებლებს;
- შეცვალა კომპანიების წარმოდგენა დამსაქმებლის ბრენდირებაზე და განავითარა ეს მიმართულება მეტად ტალანტების და პიროვნებების ჭრილში ვიდრე ბიზნესისა და ორგანიზაციის;
- აქცია ცვლილება განვითარების ხელსაწყოდ და იქცა მაგალითად იმის, რომ ზრდა და განვითარება შესაძლებელია ყველანაირ გარემოებაში.
- პირადად ჩემი მიღწევა საკუთარი თავის განვითარება, პიროვნული და პროფესიული ზრდაა, რადგან ესეც შეგვიძლია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად დავასახელოთ.
HR hub: უნარები, რომლებიც ძალიან დაგეხმარათ HR სფეროში წარმატების მისაღწევად
მოქნილობა და დაუსრულებელი სურვილი განვითარების, ჩემი აზრით არის ყველა პროფესიაში წარმატების ყველაზე მთავარი გასაღები. სიხისტე და ცვლილებების მიუღებლობა, ჩემი აზრით ძალიან დაკავშირებულია შიშებთან, პირველ რიგში მარცხის შიშთან. ამიტო, თუ ხარ მოქნილი, აუცილებლად ხარ გაბედულიც. ბოლო ათწლეულებში, სამყაროს რითმმა და განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ სტატიკური მდგომარეობა არ არსებობს, გადაწყვეტილებები მოქმედებს მხოლოდ მოკლე ვადიანად და ცვლილება აუცილებლად დადგება იმის მიუხედავად გვინდა ეს თუ არა და ვართ ამისთვის მზად თუ არა. ამიტომ, ვემუშავოთ საკუთარ თავს ცვლილებების მიმღებლობაზე და ცვლილებებში ზრდის პოტენციალის დანახვაზე არის ის, რითაც უნდა დავიწყოთ.
სპეციფიურად ტალანტებთან დაკავშირებული საკითხების მართვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ვფიქრობ გახსნილობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომლის გარეშეც ეფექტური კომუნიკაცია უბრალოდ არ არსებობს.
და ბოლოს, ლიდერისთვის ვიტყოდი საკუთარი ეგოს მართვის უნარს, მუდმივ თვითდაკვირვებას და ანალიზს, რომელიც გეხმარება იმაში, რომ ლიდერობა ემსახუროს მიზანს და არა მიზანი ლიდერობას.
HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
სწავლა და მეტი განვითარება, რაც მეტად იზრდება და ვითარდება კომპანია, ადგილობრივი ბაზარი, ჩემი გუნდი, ჩემი კოლეგები ლოკალური თუ გლობალური, მით მეტია გამოწვევა ჩემთვის, ვიყო პროფესიულ “ფორმაში” და არ ვწყვეტდე განვითარებას. უახლოესი 2 წლის მიზნად მაქვს CIPD საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და მერე ვინ იცის, დრო და მომავალი გვაჩვენებს.
უშუალოდ კომპანიის და გუნდის ნაწილში, ცხადია წელსაც და ყოველვის, მთავარ მიზნად რჩება შევინარჩუნოთ და კიდევ მეტად გავაძლიეროთ კორპორატიული კულტურა, გავხდეთ კიდევ მეტად ეფექტურები, რადგან ყოველთვის არსებობს სივრცე „from good to great and from great to excellent!”
HR სკოლის “HR ბიზნეს პარტნიორის” ექსკლუზიურ კურსზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო
HRBP – HR როგორც ბიზნეს პარტნიორი – HR სკოლის პოპულარული კურსია, რომლის ახალი, მესამე ნაკადი სწავლას 9 ნოემბერს დაიწყებს.
გაეცანით დეტალებს, დარეგისტრირდით კურსზე და გადადგით ახალი ნაბიჯი თქვენს კარიერაში! Continue reading “HR სკოლის “HR ბიზნეს პარტნიორის” ექსკლუზიურ კურსზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო”
20 თებერვალს HR გუნდები მთელი საქართველოდან HR hub-ის ღონისძიებაზე იკრიბებიან
HR hub-ის ორგანიზებით 20 თებერვალს, 16:00სთ-ზე სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers – ში (ილია ჭავჭავაძის 37მ), ,,HR TEAM” 2024 – წლის სეზონის გახსნის მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. Continue reading “20 თებერვალს HR გუნდები მთელი საქართველოდან HR hub-ის ღონისძიებაზე იკრიბებიან”
HR Vision – 18 ნოემბერს ბათუმში მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება ჩატარდება
18 ნოემბერს, 12:00სთ-ზე სასტუმრო ROOMS Batumi – ში (ბათუმი, ი.გოგებაშვილის 10), HR hub-ის ორგანიზებით და Self.HR-ის მხარდაჭერით, ,,HR Vision” – მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება ჩატარდება. Continue reading “HR Vision – 18 ნოემბერს ბათუმში მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება ჩატარდება”
,,რეკრუტინგისა და შერჩევის ხელოვნება” – კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
მესამე წელია HR hub – მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა. Continue reading “,,რეკრუტინგისა და შერჩევის ხელოვნება” – კურსზე რეგისტრაცია დაიწყო”
,,გეფა” ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის – როგორი გარემო დახვდებათ თანამშრომლებს?!
კომპანია ,,გეფა“ ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ფარმაცევტებს შანსი აქვთ ჯპს-ის და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში დაიწყონ მუშაობა და ამავე დროს სასტუმრო ლოპოტას 2 კაციანი საგზური მოიგონ. Continue reading “,,გეფა” ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის – როგორი გარემო დახვდებათ თანამშრომლებს?!”
ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვისა და HR ანალიტიკის კურსზე მიღება გამოცხადდა
HR სკოლა წარმოგიდგენთ LEADERSHIP SCANNER -ის სასერტიფიკატო კურსს ,,ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და HR ანალიტიკა” HR პროფესიონალებისთვის, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნების მიღებაზე. Continue reading “ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვისა და HR ანალიტიკის კურსზე მიღება გამოცხადდა”
HR ბიზნეს სამიტი 2023 14 ივლისს “ბიოლში” ჩატარდება
HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისს, ბიოლში, 15:00სთ-ზე წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია თიბისი დაზღვევა. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2023 14 ივლისს “ბიოლში” ჩატარდება”
10 ივნისს კახეთში,”იკანო მამულებში” HR hub-ის დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდება
HR hub – ის ღონისძიებების სერია TOP HR თემები გრძელდება. ამჯერად 10 ივნისს, კახეთში, იკანო მამულებს ვესტუმრებით. Continue reading “10 ივნისს კახეთში,”იკანო მამულებში” HR hub-ის დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდება”