შემოგვიერთდით

,,European Best Destination 2020″ კონკურსისთვის ფოტოების მიღება 6 ივლისს დაიწყება

2020 წლის „ევროპის საუკეთესო მიმართულებების კონკურსისთვის“ – European Best Destination 2020 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს ფოტოების შესასყიდად, რომლებიც განთავსდება EBD-ის ოფიციალურ საიტზე, თბილისის გვერდზე (https://www.europeanbestdestinations.com).

აღნიშნულ ფოტოებზე დაყრდნობით მოხდება თბილისისისთვის ხმის მიცემა „European Best Destination” ჯილდოს მოსაგებად.

კონკურსისათვის შერჩეული ფოტოებიდან 1 ფოტო განისაზღვრება, როგორც მთავარი ფოტო და სწორედ ის იქნება გამოყენებული EBD-ის მიერ პრომო აქტივობებისათვის (ე.წ. Cover Photo).

1.1  კონცეფციის ზოგადი აღწერა

  • ფოტოები უნდა იყოს ტურისტულად მიმზიდველი და მაქსიმალურად გადმოსცემდეს ქალაქის, ქუჩის, ადგილის, მიმართულების სილამაზეს.
  • მთავარი მოთხოვნა: ფოტოები იყოს პოზიტიური და მიმართული უნდა იყოს თბილისში მოგზაურობის განწყობის შესაქმნელად.
  1. ტექნიკური დავალება

თბილისის ფოტოები, European Best Destination კონკურსზე წარსადგენად, გადაღებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციებით:

  • თბილისის პანორამული ხედების ფოტოები (ღამის და დღის)
  • თბილისის ყოველდღიური სიუჟეტური ფოტო
  • ტურისტული ობიექტების/ისტორიული ობიექტების ფოტო (მაგ: ნარიყალა, მეტეხის ეკლესია და ა.შ.)
  • თბილისის ქუჩები და უბნები (მაგ: ბამბის რიგი, რკინის რიკი, ერეკლეს ქუჩა, შავთელის ქუჩა და ა.შ.)
  • ძველი თბილისის ფოტოები (მაგ: აბანოთუბანი, მეტეხის კლდე, კალაუბანი და ა.შ.)
  • თბილისის შერეული არქიტექტურა
  • Hidden Gems of Tbilisi (თბილისური ეზოები, სადარბაზოები და ა.შ.)
  • ღამის გართობა
  • გასტრონომია
  • Urban Regeneration (მაგ: ფაბრიკა, ღვინის ქარხანა, და ა.შ.)
  • მუზეუმები, ოპერა – შიდა გადაღება
  • რეკრეაციული ზონები (თბილისის ზღვა, ლისის ტბა, ბოტანიკური ბაღი)
  • Street art
  • ფოტოების გამოყენების წესები

გამაჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება ენიჭება თბილისის მერიას, შესაბამისად ფოტოები EBD კონკურსის გარდა, გამოყენებული იქნება თბილისის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით შემდეგი მიმართულებებით:

  • ციფრული მედია
  • ვიდეო და სატელევიზიო შეფუთვა
  • ბეჭდვა (ბილბორდი, ბროშურა, ბანერი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარეკლამო ადგილები)
  • სასაჩუქრე ატრიბუტიკა
  1. ინსტრუქცია კონკურსში მონაწილეთათვის

3.1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მეწარმე სუბიექტს. იურიდიული პირის შემთხვევაში თითოეული ფოტოსთვის წარმოდგენილი უნდა იყოს საავტორო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ფიზიკური პირის შემთხვევაში, აღნიშნული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს როგორც ინდივიდუალური მეწარმე.

3.2. თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1 ფოტო

3.3. თითოეულ გამარჯვებული/შერჩეული ფოტოს ღირებულება შეადგენს – 300 ლარს (საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

3.4. ფოტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 2019 წლის 6 ივლისიდან

  1. ფოტოების ტექნიკური მახასიათებლები

ფოტოები წარმოდგენილი უნდა იყოს JPEG ფორმატით, 300 Dpi რეზოლუციით/resolution

  1. კონკურსის ვადები:

5.1. ფოტოების მიწოდების ვადა – კონკურსის გამოცხადების დღიდან (2019 წლის 6 ივლისი) 30 კალენდარული დღე.

5.2. კონკურსანტი ვალდებულია კონკურსით გათვალისწინებულ ვადაში შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა, წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საკონკურსო ფოტოები ელექტრონული ფორმით.

  1. გამარჯვებულის გამოსავლენად საკონკურსო წინადადების შეფასების კრიტერიუმები
  • საკონკურსო ფოტოების კრეატიულობა
  • გადაღების რაკურსი
  • კონკურსის თემატიკასთან შესაბამისობა

6.1. კომისიის ყოველი წევრი ცალ–ცალკე აფასებს თითოეულ კრიტერიუმს 0-10 ქულიან დიაპაზონში (თითოეული წარმოდგენილი ფოტოსათვის), ხოლო საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ

E.mail: tourism@tbilisi.gov.ge , მობ: 591 44 39 39, ანა მატკავა

აქვე გეტყვით იმასაც, რომ შარშან ,,European Best Destination 2019″-ის გამარჯვებული ბუდაპეშტი გახდა.

რა მოხდა WestJet-ის თვითმფრინავში მის აფრენამდე?

კანადური ავიაკომპანია WestJet-ის ბორტგამცილებელმა ორიგინალურად ახსნა თვითმფრინავის უსაფრთხოების წესები, რამაც მგზავრები ძალიან გაამხიარულა. Continue reading “რა მოხდა WestJet-ის თვითმფრინავში მის აფრენამდე?”

პროკრედიტ ბანკი 20 წლისაა – რა ხდებოდა ბანკის საიუბილეო ღონისძიებაზე?

28  ივნისს, „პროკრედიტ ბანკის“  სათაო ოფისში ბანკის 20 წლისადმი მიძღვნილი  საიუბილეო ღონისძიება გაიმართა,  რომლის ფარგლებშიც ადგილობრივმა მენეჯმენტმა,  სამეთვალყურეო  საბჭოს  თავმჯდომარე მარსელ სებასტიან ცაიტინგერთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას პროკრედიტ ბანკის საქართველოში მოღვაწეობის  20 წლიანი  ისტორია და  დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეები  გააცონო. Continue reading “პროკრედიტ ბანკი 20 წლისაა – რა ხდებოდა ბანკის საიუბილეო ღონისძიებაზე?”

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სამი წლისაა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სამი წლისაა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დაარსებიდან სამი წელი შესრულდა. Continue reading “თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სამი წლისაა”

დირექტორი, ვინც მწერალთა სახლის “ახალი სიცოცხლე” შექმნა გათავისუფლებულია

შენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული,  ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა  დავით სარაჯიშვილმა (1848-1911) 1903-1905 წლებში ააგო. სახლი გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვითაა აგებული, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი, ხის ინტერიერის ავტორი ასევე თბილისელი ხელოსანი, ილია მამაცაშვილი იყო. Continue reading “დირექტორი, ვინც მწერალთა სახლის “ახალი სიცოცხლე” შექმნა გათავისუფლებულია”

გაიცანით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც აქციაზე დაზარალებულებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობენ

2019 წლის 20 ივნისის ანტიოკუპაციურ საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ რაც  სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, უამრავი ადამიანი დაზარალდა. Continue reading “გაიცანით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც აქციაზე დაზარალებულებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობენ”

გაიცანით, გიორგი ბაქანიძე, 73 წლის, გლოვოს კურიერი

ნათქვამია არასდროს არ არის გვიან დაიწყო ახალი საქმე. 73 წლის გიორგი ბაქანიძე, რომელიც ,,გლოვოს” კურიერად მუშაობს, ამის ნათელი მაგალითია. Continue reading “გაიცანით, გიორგი ბაქანიძე, 73 წლის, გლოვოს კურიერი”

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამა იწყება

ენერგო-პრო ჯორჯია საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს.  Continue reading “„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამა იწყება”

გაუწიე რეკომენდაცია მანიკურის სპეციალისტს და ისარგებლე სპეციალური პირობებით

მანიკურის და პედიკურის სალონების ევროპული ქსელ Tenten Nail Studio Tbilisi-ს, რომელიც აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს, ძალიან საინტერესო შეთავაზება აქვს მათთვის, ვისაც ფრჩხილების მოვლა-გალამაზება უყვართ. Continue reading “გაუწიე რეკომენდაცია მანიკურის სპეციალისტს და ისარგებლე სპეციალური პირობებით”

რა სიურპრიზი მოუწყო თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს

დღეს, თავისუფალ უნივერსიტეტში დიდი ხმაური იყო. თოფებით მორბენალ უამრავ სტუდენტთან ერთად, ეზოში სახანძროს მანქანასაც შენიშნავდით. Continue reading “რა სიურპრიზი მოუწყო თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს”