შემოგვიერთდით

გაიცანით 19 წლის ვალენტინა, რომელმაც პროფესიად ელექტრიკოსობა აირჩია

ენერგო-პრო ჯორჯია Facebook-ის გვერდზე 19 წლის ვალენტინა ზიბზიბაძეზე წერს, რომელმაც ელექტრიკოსის პროფესია აირჩია. Continue reading “გაიცანით 19 წლის ვალენტინა, რომელმაც პროფესიად ელექტრიკოსობა აირჩია”

ჩინურმა კომპანიამ 2500 თანამშრომელს იბიცაზე კორპორატიული ღონისძიება მოუწყო და ჯენიფერ ლოპესი მოიწვია

ჩინურმა თამაშების კომპანია Playtika-მ, კორპორატიული ღონისძიებისთვის იბიცაზე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კლუბი  Amnesia Ibiza დაიქირავა და მუსიკალური გაფორმებისთვის მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მოიწვია. Continue reading “ჩინურმა კომპანიამ 2500 თანამშრომელს იბიცაზე კორპორატიული ღონისძიება მოუწყო და ჯენიფერ ლოპესი მოიწვია”

პარლამენტში მისულ ჟურნალისტებს ფოიეში საკუთარი ფოტოები დახვდათ

3 მაისს, მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. პარლამენტში მისულ ჟურნალისტებს, ფოიეში საკუთარი ფოტოების გამოფენა დახვდათ. Continue reading “პარლამენტში მისულ ჟურნალისტებს ფოიეში საკუთარი ფოტოები დახვდათ”

,,HR ბიზნეს სამიტი – გამოცდილების გაზიარებისა და კომუნიკაციის პლატფორმა” – სოფიო ლებანიძე

პსპ დაზღვევა არის HR ბიზნეს სამიტი 2019-ის წარმდგენი, რომელიც 31 მაისს, King David-ის ივენთ ჰოლში, HR hub-ის ორგანიზებით გაიმართება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge. Continue reading “,,HR ბიზნეს სამიტი – გამოცდილების გაზიარებისა და კომუნიკაციის პლატფორმა” – სოფიო ლებანიძე”

ხვალ საქართველოს უნივერსიტეტში კიბერსუფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

3 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტი, კიბერსუფრთხოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. Continue reading “ხვალ საქართველოს უნივერსიტეტში კიბერსუფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება”

31 მაისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

31 მაისს, King David-ის ივენთ ჰოლში, HR hub-ის ორგანიზებით, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2019 გაიმართება.  Continue reading “31 მაისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება”

„ისწავლე და დასაქმდი“ – თბილისის მერია ახალგაზრდების გადამზადების პროგრამას იწყებს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, მასშტაბურ პროფესიული გადამზადების პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს.

პროგრამის მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სექტორში.

სასწავლო კურსებს სრულად აფინანსებს ქ. თბილისის მერია და ხანგრძლივობა შეადგენს სამ თვეს.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
  • საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა ორი თვეა. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს.

დეტალებისთვის ეწვიეთ: თბილისი მერიის ვებ-გვერდს

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც კოლეჯებში, ასევე ელექტრონულად.

რეგისტრაციის ვადები: 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

ყველა ადამიანი იმსახურებს აკეთოს საქმე, რომელიც უყვარს – ,,პროფესიიდან პროფესიამდე” ახალი რუბრიკა hrhub.ge-ზე

,,პროფესიიდან პროფესიამდე” – ასე ჰქვია ჩვენს ახალ რუბრიკას, რომელიც მოგიყვებათ იმ ადამიანების შესახებ, ვინც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პროფესია შეიცვალა. Continue reading “ყველა ადამიანი იმსახურებს აკეთოს საქმე, რომელიც უყვარს – ,,პროფესიიდან პროფესიამდე” ახალი რუბრიკა hrhub.ge-ზე”

კავკასიის უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლებს, მრავალწლიანი ერთგულებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მადლიერების სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

დაჯილდოვდნენ თანამშრომლები, რომლებიც CU გუნდს 2011 წლამდე შემოუერთდნენ.

19 აპრილს შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს,  სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. Continue reading “19 აპრილს შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართება”