საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.1 პროცენტი შეადგინა. Continue reading “საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პროცენტით შემცირდა”
Google, Intel, Microsoft წარმომადგენლები საქართველოში ტრენინგებს ატარებენ
WiSci საერთაშორისო ბანაკი წელს პირველად ტარდება საქართველოში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და გაერთიანებული ერების ფონდთან თანამშრომლობით. Continue reading “Google, Intel, Microsoft წარმომადგენლები საქართველოში ტრენინგებს ატარებენ”
რა ფუნქციები ექნება საპენსიო სააგენტოსა და მის დირექტორს, რომლის ხელფასიც 10000-დან 15000 ლარამდეა?
სსიპ-საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადებულია. Continue reading “რა ფუნქციები ექნება საპენსიო სააგენტოსა და მის დირექტორს, რომლის ხელფასიც 10000-დან 15000 ლარამდეა?”
დიტო რაზმაძეს, რომელმაც დედა და მამა აგვისტოს ომში დაკარგა Georgian Airways ოცნებას აუხდენს
დღეს ინტერნეტში გვრცელდა ვიდეო, რომელშიც 17 წლის დიტო რაზმაძე ყვება მის ტრაგიკულ ისტორიასთან დაკავშირებით, მან დედა და მამა დაკარგა აგვისტოს ომში, თავად კი სასწაულით გადარჩა. Continue reading “დიტო რაზმაძეს, რომელმაც დედა და მამა აგვისტოს ომში დაკარგა Georgian Airways ოცნებას აუხდენს”
ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ,,ზუგდიდი ჯობს“ გაიმართა

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს, Continue reading “ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ,,ზუგდიდი ჯობს“ გაიმართა”
ხვალ ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

25 ივლისს, ოთხშაბათს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 19:00სთ-ზე Studentjob.ge -ისა და HR hub-ის, Continue reading “ხვალ ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება”
,,ზუგდიდი ჯობსზე” კომპანიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ გრძელდება. Continue reading “,,ზუგდიდი ჯობსზე” კომპანიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო”
,,ზუგდიდი ჯობსზე” კომპანიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ გრძელდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და კრედო ბანკის მხარდაჭერით. კახეთის შემდეგ, აღნიშნული ღონისძიება სამეგრელოში ჩატარდება.
ზუგდიდი ჯობს/Zugdidi Jobs – 30 ივლისს, 19:00სთ-ზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality-ის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.
კომპანიები, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ,,ზუგდიდი ჯობსში” უნდა დარეგისტრირდნენ: https://goo.gl/LohFAu
ფესტივალის ფარგლებში გარდა იმისა, რომ კომპანიები წარმოადგენენ ვაკანსიებს/სტაჟირებებს, აგრეთვე, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ჟურნალი Entrepreneur Georgia. საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება სპიკერი, რომელიც ისაუბრებს კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე. აქვე მოისმენთ სხვადასხვა წარმატებული ადამიანების გამოსვლებს მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.
,,ზუგდიდი ჯობსის” ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიება გაგრძელდება 22:00სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება, დასაქმების მსურველ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ამისთვის დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7 ყველა, ვინც გადაწყვეტს ,,ზუგდიდი ჯობსზე” დასწრებას, თან უნდა იქონიოს რამდენიმე რეზიუმე.
პროექტის მედია მხარდამჭერები არიან: ჟურნალი Entrepreneur Georgia, რადიო იმედი და www.hrhub.ge.
თელავში დასაქმების ფესტივალი ,,თელავი ჯობს“ ჩატარდა

Studentjob.ge –ისა და HR hub-ის ორგანიზებით, თელავში, თეატრის წინ, დასაქმების ფესტივალი ,,თელავი ჯობს“ ჩატარდა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო ბანკის, ფერმერთა ასოციაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.


არაფორმალურ გარემოში, 20-ზე მეტმა კომპანიამ სხვადასხვა ვაკანსია წარმოადგინა. ადგილზე მოსულ ადამიანები ესაუბრებოდნენ დამსაქმებელს და რეზიუმეს უტოვებდნენ.

,,თელავი ჯობსის” ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება დასრულდა ბენდის ,,მუსიკის ქალაქი” კონცერტით.

ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ” გაგრძელდება და შემდეგი ღონისძიება 28 ივლისს ზუგდიდში ჩატარდება.
მედია მხარდამჭერები: რადიო იმედი, ჟურნალი Entrepreneur Georgia და www.hrhub.ge.
დღეს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

მეზღვაურთა დღის აღსანიშნავი ოფიციალური ცერემონია ბათუმის მე-10 ნავმისადგომზე გაიმართა, Continue reading “დღეს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება”
