შემოგვიერთდით

რას სთავაზობს Lineate ,,კარიერის ფესტივალის” მონაწილეებს

HR hubის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით, 6 მაისს ვაკის პარკში 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით კარიერის ფესტივალი გაიმართება. 

,,კარიერის ფესტივალის” ფარგლებში ლინეიტი განსაკუთრებით ემზადება სამუშაოს მაძიებლებთან შესახვედრად. ჩვენ ვესაუბრეთ მათ მარკეტინგის მენეჯერს ანი მაისურაძეს და გთავაზობთ ინტერვიუს.

HR hub: რას საქმიანობს ლინეიტი?

„Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი, მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. Lineate ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას ამ სფეროში წარმატებით მოღვაწეობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, აშშ-სა და ევროპაში, 920-მდე განხორციელებული პროექტით. 

Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს  The New York Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals,  33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და მსოფლიოს წამყვან სხვა საერთაშორისო კომპანიებთან. 

HR hubრამდენი ხანია რაც საქართველოში შემოხვედით?

      ერთი წლის მანძილზე ჩვენ უკვე შევძელით და მივაღწიეთ: 

  • 120-მდე ადამიანის დასაქმება;
  • დავიწყეთ გადამზადების პროგრამა Lineate Dev School, რომლის ფარგლებშიც 60-მდე ახალგაზრდა შეძლებს  შეისწავლოს მომავლის პროფესია, მათგან საუკეთესოს შევთავაზებთ სტაჟირებას,  რის შედეგადაც გახდებიან საერთაშორისო გუნდის წევრები; 
  • ტექნოლოგიის მიმართულებით ორი უნივერსიტეტის, თავისუფალის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ლინეატის სტიპენდიანტები გახდნენ; 
  • გრეის ჰოპერის ჯილდოს ფარგლებში, USAID-თან ერთად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიის მიმართულებით საქართველოში ქალების ჩართულობას;
  • ასევე, ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და მზად ვართ ინვესტირება განვახორციელოთ ტექ-ეკოსისტეის განვითარებაში. ვეხმარებით საოკუპააციო ხაზთან ახლოს მდებარე სკოლას ტექნიკით და ცოდნის გაზიარებით.რათა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განვითარდნენ მომავლის პროფესიის კუთხით. 

HR hub: კარიერის ფესტივალზე რომელ ვაკანსიებს წარმოადგენთ? 

მთავარი რასაც ექსკლუზიურად HR hub-ის ,,კარიერის ფესტივალზე” წარვადგენთ,  Dev School-ის სასწავლო კურსის გავლის შესაძლებლობაა.

დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება უფასოდ  გაიარონ, Lineate Dev School program, სადაც სიღრმისეულად შეისწავლიან მომავლის პროფესიას,  რის შემდგომაც გაივლიან სტაჟირებას და  შანსი ექნებათ დასაქმდნენ, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე,  ამერიკულ კომპანია LIneate-ში.

ასევე გვექნება წარმოდგენილი ისეთი ვაკანსიები, როგორიცაა: 

  • Information Technology Help Desk Engineer (Support)
  • Junior Information Security Engineer
  • Senior Quality Assurance Engineer

HR hub: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ კანდიდატები, რომ თქვენთან დასაქმდნენ?  

ჩვენი გუნდის წევრები გამოირჩევიან, კარგი კომუნიკაციის და კოლაბორაციის უნარით, უყვართ თავსატეხები, ცვლილებებთან ადვილად ადაპტირედებიან,  ასევე ახასიათებთ მაღალი ხარისხით საქმის კეთება, ასე რომ ჩვენი მომავალი თანაგუნდელებისგანაც მსგავს თვისებებს ველით.

HR hub: რატომ უნდა მოვიდნენ თქვენთან სამუშაოს მაძიებლები ვაკის პარკში?

ამერიკული კომპანია Lineate, თანამედროვე დამსაქმებელია, ერა, რომელშიც დასაქმებული მხოლოდ ანაზღარურების სანაცვლოდ მუშაობდა, წარსულს ჩაბარდა. დღესდღეობით, ადამიანებისთვის კონკრეტულ სამუშაოზე დარჩენის ერთადერთი მოტივატორი ანაზღაურება აღარ არის და ამ არჩევანზე სხვა არაერთი ფაქტორი მოქმედებს. ჩვენი კომპანია, სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს: 

  • Personal Review სისტემას:

ამ პრაქტიკის ნაწილია რომ ყველა თანამშრომელი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით გადის განვითარების მიმოხილვას და წინაურდება შედეგებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ჩვენ დასაქმებულებს საინტერესო საქმეს ვთავაზობთ, რაც მოიცავს მსფოლიოს წამყვან ბრენდებთან მუშაობას, გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობის და მათგან სწავლის შესაძლებლობას, ღირებული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, კონკურენტულ

ანაზღაურებას.

  • სამუშაოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა

ჩვენთან დაგხვდებათ მოქნილი სამუშაო გრაფიკი. ვზრუნავთ არა მხოლოდ თანამშრომლების კარიერულ წინსვლაზე, არამედ, მათ პირად ცხოვრებაზეც. სწორედ ამიტომ, თითოეულ თანამშრომელს უნაზღაურდება ჯანმრთელობის დაზღვევა და სპორტული აქტივობა. გარდა ამისა, მუდმივად ვზრუნავთ მათთვის სხვადასხვა შიდა და გარე  საზოგადოებრივი აქტივობების შეთავაზებაზე, ეს არის: ლანჩის სახით, ქალაქ გარეთ გასვლითი ტური, შემეცნებiთი და გასართობი თამაშები, night out-ის სახით.

Coca Cola Talents – სტაჟირებისა და განვითარების საინტერესო პროექტი იწყება

კოკა-კოლა პოზიტივის, გამარჯვების, წარმატების სიმბოლოა. ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას,, უმაღლესი სტანდარტების ქარხანაში, რომელიც მუხრანის ველზე მდებარეობს 625 საუკეთესო პროფესიონალია დასაქმებული და სწორედ ახლა, საერთაშორისო ბრენდი, კარს თქვენთვისაც აღებს.

Continue reading “Coca Cola Talents – სტაჟირებისა და განვითარების საინტერესო პროექტი იწყება”

კანდიდატებს ვეტყოდი „იაქტიურეთ, იყავით რაც მთავარია ბუნებრივები და გახსნილები!“ – თამარ სეთური

HR hubის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით,  6 მაისს, ვაკის პარკში, 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით გაიმართება კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი.

Continue reading “კანდიდატებს ვეტყოდი „იაქტიურეთ, იყავით რაც მთავარია ბუნებრივები და გახსნილები!“ – თამარ სეთური”

ევოლუშენ საქართველო სტუდენტ თანამშრომლებს 1000-ლარიანი სტიპენდიის აღების შანსს სთავაზობს

ევოლუშენ საქართველომ თანამშრომლებისათვის სტიპენდიის პროექტი დააანონსა, რომლის მიზანი სტუდენტების წახალისება და მათი მოტივაციის ზრდაა. Continue reading “ევოლუშენ საქართველო სტუდენტ თანამშრომლებს 1000-ლარიანი სტიპენდიის აღების შანსს სთავაზობს”

Tech Recruitment-ის მასტერკლასი HR-ებისთვის

Edutech წარმოგიდგენთ Tech Recruitment-ის მასტერკლასს HR-ებისთვის.

Continue reading “Tech Recruitment-ის მასტერკლასი HR-ებისთვის”

კარიერის საახალწლო ფესტივალი: SOFTSWISS-მა გამოაცხადა ტოპ-7 ცხელ-ცხელი ვაკანსია

კარიერის საახალწლო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელმა კომპანიების ჯგუფმა SOFTSWISS-მა – პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოს წამყვანმა დეველოპერმა. Continue reading “კარიერის საახალწლო ფესტივალი: SOFTSWISS-მა გამოაცხადა ტოპ-7 ცხელ-ცხელი ვაკანსია”

“შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარებათ

“შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეკომენდაციები, მხარდაჭერა და რჩევები სჭირდებოდათ სამსახურის ძიების/კარიერის სწორად დაგეგმვის პროცესში. Continue reading ““შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარებათ”

ახალი პროფესიები – დამსაქმებელზე მორგებული რეკრუტმენტის მოდელი

Start-Academy  არის ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სამუშაოს მაძიებელი ეუფლება   ახალ და ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, იღებს თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, ყვება Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი ლარისა პატარაია.

პროფესიული განათლება თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოკლე გზაა უპასუხო შრომის ბაზრის გამოწვევებს. ახალი პროფესიები, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში პოპულარული ხდება, მოითხოვს იმ უნარ-ჩვევების და ცოდნის ერთიანობას, რომლებსაც არსებული საგანმანათლებლო სივრცეები ნაკლებად უნვითარებს ადამიანს.  ჩვენ ერთი მხრივ ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც პროექტში ჩართულ ადამიანებს ვაძლევთ გადამზადების უნიკალურ შესაძლებლობას ისე, რომ გაიზარდოს შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობა და მეორე მხრივ,  ვაწყობთ პროცესს ისე, რომ დამსაქმებელმა მიიღოს ისეთი უნარ-ჩვევების და კომპეტენციების თანამშრომელი, რომელიც პირდაპირ პასუხობს მათ საჭიროებებს და მოთხოვნებს.

Start აკადემია იყენებს 3 საფეხურიან საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც სტუდენტს აძლევს საშუალებას ნულიდან დაიწყოს მისთვის სასურველი კურსის შესწავლა და საბოლოოდ კურსის დასრულების შემდეგ თეორიულ ცოდნასთან ერთად გააჩნდეს პრაქტიკული გამოცდილებაც.

საგანმანათლებლო მოდელი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

  • ერთ თვიანი ონლაინ თვითსწავლების ფორმატი, სადაც დაინტერესებული პირი ვიდეო და საკითხავი სპეციალურად შექმნილი კონტენტის გამოყენებით აგროვებს ბაზისურ ცოდნას და აბარებს გამოცდას.

რის შემდეგაც ხდება კანდიდატების მრავალკომპონენტიანი შეფასება და კონკურსის წესით არჩევა. მაგალითისთვის მოვიყვან ჩვენი პირველი ნაკადის მონაცემებს, სადაც დარეგისტირებული 750 ადამიანიდან 45 შეირჩა და გადავიდა მეორე საფეხურზე.

  • ორთვიანი პირისპირ ტრენინგები – ეს საფეხური ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შერჩეული კანინდატები გადიან ინტენსიურ პირისპირ სწავლებას ტრენერებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველაზე გამოცდილ და პრაქტიკოს სპეციალისტებთან, ვისი ჩართულობითაც იქმნება მთლიანად კურსი და მიმართულია თეორიული ცოდნის გაღრმავებისკენ და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებისკენ. პროფესიებს, რომლებსაც ვარჩვეთ, ვასწავლით თანამედროვე სოფტების გამოყენებით და პროექტში ჩართულ ადამიანებს ჰარდ სქილებთან ერთად, ტექნიკურ უნარებს ვუვითარებთ.
  • ოთხთვიანი მენტორინგის პროგრამა – (მოიცავს სტაჟირებას კომპანიაში და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას; ამ ეტაპზე ჩვენი პროექტის მონაწილეები ერთვებიან პარტნიორი კომპანიების სამუშაო გარემოში და რეალურ ამოცანებზე იწყებენ მუშაობას მენტორების მეთვალყურეობის ქვეშ.

მთლიანი ციკლის დასრულების შემდეგ ვიღებთ გადამზადებულ, კვალიფიციურ სამუშაო ძალას გაუმჯობესებული უნარებით, რომელსაც აქვს კორპორაციული გამოცდილება. დატესტილია მისი როგორც ჰარდ, ასევე სოფთ სქილები და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც დამსაქმებელს სჭირდება კონკრეტული პოზიციისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ შრომის ბაზარი არის  მზარდი და ცვალებადი, გაჩნდა ბევრი ახალი პოზიცია. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი შეიქმნა, აკადამიამ გადაწყვიტა კურსების მიმართულებები განსაზღვროს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე;
  • ისეთი მიმართულებები, სადაც არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა;
  • მაღალი ანაზღაურება;

Start-Academy საგანმანათლებლო სივრცეში გამოჩნდა პროგრამით ‘’პროფესიული პროგრამები ICT სექტორისთვის ‘’, რომელიც დაფინანსებულია USAID Led skills development program – ის ფარგლებში.  2022 წლიდან დავიწყეთ პროექტის აქტიური ფაზა და ამჟამად შემდეგი მიმართულებებია განვითარებული:

  • ICT პროექტების მენეჯმენტი
  • მონაცემთა ანალიტიკა
  • კონტენტის შექმნა

აღნიშნულმა პროგრამამ  დიდი ინტერესი გამოიწვია და პირველ ეტაპზე პროგრამაზე რეგისტრაცია გაიარა 750-ზე მეტმა მსურველმა, პროგრამის მეორე ეტაპისთვის კი სამივე მიმართულებით შეირჩა 45 კანდიდატი და ამჟამად მიმდინარეობს კომპანიებში მენტორინგის ეტაპი. დაინტერესება კომპანიების მხრიდან მაღალია და ვფიქრობთ, რომ 15 ადამიანი აუცილებლად დასაქმდება თებერვლის ბოლოს მათ მიერ არჩეულ, ახალ პროფესიებზე მორგებულ პოზიციებზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის მონაწილეებს  მივცეთ სწორედ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც რეალურად სჭირდებათ და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად  პოზიციებზე. შესაბამისად, ვაგრძელებთ ახალი მიმართულებების დამატებას და ცვლილებების მსურველი ადამინებისთვის პროფესიულ განვითარებას.

SOFTSWISS 2022 წელს საუკეთესო სამუშაო ადგილად აღიარეს

საერთაშორისო პროდუქციის მიმწოდებელი ტექნო კომპანია SOFTSWISS, რომელიც ხელს უწყობს განვითარების ცენტრს თბილისში, 2022 წელს საუკეთესო სამუშაო ადგილად აღიარეს. Continue reading “SOFTSWISS 2022 წელს საუკეთესო სამუშაო ადგილად აღიარეს”

აქ ვინმე საჩუქარს ხომ არ ეძებს?!

ვაუჩი არის ჩუქების ვებ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც საჩუქრის მაძიებელს სულ რამდენიმე წუთში შეუძლია შეარჩიოს, შეიძინოს და გააგზავნოს ნებისმიერი პოპულარული ბრენდის ვაუჩერი  ციფრული ან ფიზიკური სახით.   Continue reading “აქ ვინმე საჩუქარს ხომ არ ეძებს?!”