შემოგვიერთდით

“დრიმლენდ ოაზისის წარმატების მთავარი საწინდარი თითოეული თანამშრომელია” – თამარ ჩხაიძე

HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია, დრიმლენდ ოაზისის HR მენეჯერი თამარ ჩხაიძე

HR hub: თამარ რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ მიდგომაზე, რაც გამოარჩევს თქვენს კომპანიას, როგორც დამსაქმებელს და როგორ აისახება ამ მიდგომის ეფექტიანობა შედეგებზე?

კომპანია დრიმლენდ ოაზისის ადამიანური რესურსების მართვის მიდგომები გამომდინარეობს კომპანიიის სტრატეგიული მიზნებიდან და ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ კომპანიის წარმატების მთავარ საწინდარს თითოეული თანამშრომელი წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანიის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანებისთვის ბედნიერების და დადებითი ემოციების მინიჭებასთან, გვჯერა რომ ამ ყველაფერში თითოეულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს შეაქვს უდიდესი წვლილი და სწორედ მათი ჩართულობა, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი სიყვარული განაპირობებს კომპანიის მუდმივ განვითარებასა და წარმატებას.

დრიმლენდ ოაზისის HR გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკრუტინგული პროცესის სათანადოდ წარმართვა და თითოეული ვაკანტური პოზიციისთვის შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა, რომელიც წვლილს შეიტანს კომპანიის განვითარებაში, ასევე აქ მუშაობის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობთ შევუქმნათ გარემო, სადაც ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები.

ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი შერჩევის პროცესში გახლავთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაქსიმალური ხელშეწყობა. ნებისმიერ პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადებიდან, ჩვენი ამოცანაა პირველ რიგში რეგიონში მოვიძიოთ შესაბამისი კანდიდატურები.  გვყავს თანამშრომლები აჭარიდან, რომლებიც კომპანიის დაარსებიდან  არიან ჩვენი გუნდის წევრები და თითოეულ მათგანს გამოარჩევს მუდმივი განვითარების სურვილი და კომპანიის სიყვარული.

სწორედ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი სტუმრებისთვის ასოცირდებიან დრიმლენდ ოაზისთან, ჩვენს სახეს წარმოადგენენ და მათ გარეშე სასტუმროს წარმოდგენა შეუძლებელია.

ასევე, კომპანიაში დასაქმებულები არიან სხვადასხვა ქალაქიდან. მათ შორის თბილისიდან, რომელთა  წარმატებასა და სასურველი სამუშაო სივრცის შექმნაში ჰრ დეპარტამენტი ყველაზე დიდ როლს თამაშობს. ორიენტირებულები ვართ გრძელვადიან თანამშრომლობაზე და  თითოეული თანამშრომლის კარიერულ განვითარებაზე.

HR hub: პანდემიაზე კითხვას გვერდს ვერ ავუვლით, რა მთვარი გამოწვვები გამოიკვეთა პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

ჩემი აზრით სწორედ პანდემიის  დაწყების პერიოდი იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც კომპანიას უნდა დაემტკიცებინა,  რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო თითოეული თანამშრომელი და მათი შენარჩუნება. იმ დროს, როდესაც ჰორეკა ბიზნესი მნიშვნელოვანად დაზარალდა, ჩვენც არ ვყოფილვართ გამონაკლისები და სასტუმრო ფაქტიურად მომხმარებლის და შესაბამისად შემოსავლის გარეშე დარჩა. ჩვენთვის თითოეული თანამრომელი არის მნიშვნელოვანი ამიტომ, მაქსიმალურად მოვერგეთ არსებულ მდგომარეობას. გარკვეული თანამშრომლების ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და შედგა სპეციალური გრაფიკი. ამ ყველაფრის საფუძველზე შევინარჩუნეთ გუნდი და არცერთი მათგანი არ დავტოვეთ შემოსავლის გარეშე.

HR hub: როგორ ვითარდება კომპანია და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

კომპანიას ამ ეტაპზე მუდმივად დასაქმებული ჰყავს  200 თანამშრომელი. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სეზონურ პერიოდში თანამშრომლების რაოდენობა გაიზრდება 600-მდე. ამავდროულად კომპლექსს ემატება ახალი სასმელებისა და კვების ობიექტი, საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მოიცავს როგორც სასტუმროს ნომრებს ისე აპარტამენტებს,  რაც მუდმივ დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის 250 თანამშრომლამდე.

გარდა ამისა,  HR დეპარტამენტი მუდმივად მუშაობს პროცესების დახვეწაზე, თანამშრომელთა სამუშაო უნარების განვითარებაზე.

როგორც აღვნიშნე, თანამშრომლების გარკვეული ნაწილი, შერჩეულია სხვადასხვა ქალაქიდან რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს სასტუმროში, მათ შორის მეც. ასეთ დროს, ჩვენი მთავარი ამოცანაა და ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახური გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომელი თავს იგრძნობს კომფორტულად, ბედნიერად, იქნება მოტივირებული შეასრულოს მისი საყვარელი საქმე, რაც რა თქმა უნდა საწინდარია კომპანიის წარმატების.

ანა ფოცხვერაშვილი: “Vodafone პირველი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება იყო და ალბათ ყველაზე ფასეულიც კი”

მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი – www.HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია,  ანა ფოცხვერაშვილი –  Haworth – ის ტალანტებისა და ტრენინგების სპეციალისტი.  Continue reading “ანა ფოცხვერაშვილი: “Vodafone პირველი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება იყო და ალბათ ყველაზე ფასეულიც კი””

,,HR ჩემთვის პროფესიაზე მეტია” – ქრისტინე ჩიქოვანი

HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია,  ქრისტინე ჩიქოვანი – Pubgenius inc-ის ტალანტების შეჩევისა და განვითარების ხელმძღვანელი.  Continue reading “,,HR ჩემთვის პროფესიაზე მეტია” – ქრისტინე ჩიქოვანი”

,,წარმატების ფორმულა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიაა” – ინდირა ლორთქიფანიძე

HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია,  ინდირა ლორთქიფანიძე – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. Continue reading “,,წარმატების ფორმულა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიაა” – ინდირა ლორთქიფანიძე”

“ადამიანებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა, უნარების გამოვლენა და ზრდა-განვითარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია” – მარიამ სირბილაძე

HR hub  აგრძელებს ბლიც ინტერვიუების ჩაწერას სხვადასხვა HR პროფესიონალთან. Continue reading ““ადამიანებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა, უნარების გამოვლენა და ზრდა-განვითარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია” – მარიამ სირბილაძე”

,,მადლობა თითოეულ ჩვენს თანამშრომელს იმ გმირობისთვის, რომელიც 2020 წელს გამოავლინეს” – თათია ბაკაშვილი

ერთი წელია რაც მთელი მსოფლიო უჩვეულო და მძიმე რეჟიმით ცხოვრობს. Continue reading “,,მადლობა თითოეულ ჩვენს თანამშრომელს იმ გმირობისთვის, რომელიც 2020 წელს გამოავლინეს” – თათია ბაკაშვილი”

,,არასდროს მივიღებ სამსახურში ადამიანს, რომელიც არ არის მზად ისწავლოს და განვითარდეს” – თინა მუხურაძე

HRhub.ge აგრძელებს ბლიც ინტერვიუების ჩაწერას სხვადასხვა HR პროფესიონალთან. Continue reading “,,არასდროს მივიღებ სამსახურში ადამიანს, რომელიც არ არის მზად ისწავლოს და განვითარდეს” – თინა მუხურაძე”

,,ეს არის პროფესია, რომელიც საშუალებას მაძლევს ადამიანებს ვაპოვნინო ის ფარული რესურსები, რაც თითოეულ მათგანშია”, – მაკა მჟავანაძე

HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია HR, ტრენერი, ქოუჩი. სატრენინგო საკონსულტაციო კომპანია QBQ სერვის აკადემია-ს დირექტორი და დამფუძნებელი მაკა მჟავანაძე.

თქვენი პროფესია

HR

რატომ HR?

ეს არის პროფესია, რომელიც საშუალებას მაძლევს ადამიანებს ვაპოვნინო ის ფარული რესურსები, რაც თითოეულ მათგანშია.

პირველი სამსახური და ანაზღაურება

პირველი სამსახური HR-ში არ იყო და ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალი მქონდა 200 ლარი.

პირველი  სამსახური, როგორც HR მენეჯერი,  იყო Privatbank.

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კარიერის განმავლობაში იყო

როდესაც გონივრულად გავრისკე. ვიცოდი რომ მივდიოდი დაბალ ხელფასზე, ნაკლებად ცნობილ კომპანიაში ბრენდიდან (მონსტრიდან), მაგრამ ჩემი კარიერული განვითარებისთვის ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო.

ის, რაც ,,ქართულ“ HR-ში არ მოგწონს

არ მომწონს ასე ვერ ვიტყვი. ჩემი მეგობრები, ასევე ჩემი კოლეგები, არიან საუკეთესოები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორი აქცენტების დასასმელად. თუმცა ხანდახან გვიწევს რომ დავნებდეთ და ეს არ მომწონს.

კითხვა, რომელსაც გასაუბრებაზე არასდროს დასვამ

ალბათ ერთადერთი – რომელია თქვენი საყვარელი კერძი.  დანარჩენი ყველაფერი მიკითხავს სხვადასხვა  კომპანიაში მუშაობისას.

რჩევა სამუშაოს მაძიებელს

დაიწყონ. რაღაცით დაიწყონ. ეს ალბათ საკვანძო რჩევაა.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, იმუშაონ საკუთარი უნარების გაძლიერებაზე. მიზანი იქონიონ მყარი.

ქართველი წარმატებული ადამიანი, რომელსაც ყავაზე დაპატიჟებდი და სიამოვნებით გაიცნობდი

უცებ რატომღაც სპორტი გამახსენდა. ბავშვობაში ძალიან მინდოდა ჩოგბურთის თამაში და ახლაც ვთვლი რომ ერთ-ერთი ლამაზი სპორტია. ამიტომ ლეილა მესხი უდავოდ და მეორე ზაზა ფაჩულია.  აი ეს ორი ადამიანი.

წარმატების ფორმულა არსებობს?

არსებობს.  უდავოდ არსებობს)   ოღონდ ყველამ უნდა იპოვოს თავისი.

მე ვმოქმედებ ერთი პრინციპით – „გადადი“ .   ძალიან კარგად ხსნის ამ სიტყვის შინაარსს რაიან მერფი ცნობილ ფილმში „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“    “attraversiamo”. გადადი და გადაკვეთე.

რისთვის ღირს ცხოვრება?

ყველაფრისთვის, აი ყველაფრისთვის. ეს მარტივად.

 ისე, გაცემისთვის, ზრუნვისთვის, სიკეთისთვის …

,,როდესაც გყავს გუნდი რომელიც გენდობა და რომლის შრომასაც აფასებ, იქ არანაირი სირთულე აღარ არსებობს!”- თამარ კუნჭულია HR მენეჯერი

კორონავირუსის გამო საქართველოში არსებული დიდი სასტუმროების უმრავლესობა საკარანტინო სივრცეებად არის გადაქცეული. Continue reading “,,როდესაც გყავს გუნდი რომელიც გენდობა და რომლის შრომასაც აფასებ, იქ არანაირი სირთულე აღარ არსებობს!”- თამარ კუნჭულია HR მენეჯერი”

,,ჩემი პროფესია საშუალებას იძლევა, პოზიტიური ზეგავლენა მოვახდინო ადამიანების ცხოვრებასა და გარემოზე”-თამუნა ლასურაშვილი

HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია,  Global Beer Georgia-ს HR და ადმინისტრაციის დირექტორი თამარ ლასურაშვილი. Continue reading “,,ჩემი პროფესია საშუალებას იძლევა, პოზიტიური ზეგავლენა მოვახდინო ადამიანების ცხოვრებასა და გარემოზე”-თამუნა ლასურაშვილი”