HR hub–ის ორგანიზებით, 14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading “Radisson RED Tbilisi – კრეატიული სამუშაო გარემო ტურიზმის სექტორში”
14 ივნისს, ვაკის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება
HR hub–ის ორგანიზებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 14 ივნისს, ვაკის პარკში 17:00სთ-დან 19:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების ფესტივალი გაიმართება. Continue reading “14 ივნისს, ვაკის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება”
8 ივნისს თბილისში “დამსაქმებლის ბრენდების მასშტაბური გამოფენა” გაიმართება
HR hub–ის ორგანიზებით, 8 ივნისს 16:00სთ-ზე ვაკის პარკში (ღონისძიება ტარდება ღია ცის ქვეშ, ამიტომ თუ ამინდი შეიცვალა და გადადება მოგვიწია, მინიმუმ 1 კვირით ადრე გაცნობებთ) დამსაქმებლის ბრენდების მასშტაბური გამოფენა და დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას კერძო და საჯარო სექტორის 100-მდე ორგანიზაცია მიიღებს.
ღონისძიების მიზანია ორგანიზაციებმა კანდიდატებს და პოტენციურ თანამშრომლებს გააცნონ სამუშაო გარემო, პირობები და ის უპირატესობები, რაც მათ გამოარჩევს სხვა დამსქმებლებისგან. ასევე, დასაქმების ხელშეწყობა.
დამქირავებლის ბრენდინგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს კანდიდატების დასაინტერესებლად მეტი ძალისხმევა და კანდიდატებთან გაასმაგებული კომუნიკაციაა საჭირო. ჩვენი ღონისძიება, სწორედ დამსაქმებლის ბრენდებს დაეხმარება ცნობადობის გაზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.
გარდა გამოფენისა, სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დირექტორებს, HR მენეჯერებს, თამნამშრომლებს, შეუძლიათ 15 წუთიანი პრეზენტაციით მიმართონ აუდიტორიას და მოუყვნენ კანდიდატებს თუ რა კარიერული შეთავაზება აქვს კომპანიას.
სპიკერები ტალანტების მხრიდან კომპანიის რეპუტაციის შეფასების 4 ძირითად ფაქტორზე ისაუბრებენ:
- როგორ ზრენავენ თანამშრომლებისკარიერულ განვითარებაზე;
- როგორია კომპანიის კულტურა და რა ბენეფიტებია ორგანიზაციაში;
- რა სარგებელს ქმნის კომპანია საზოგოადოებისთვის, რადგან დღესდღეობით ადამიანები სულ უფრო მეტად მიისწრაფვიან დასაქმდნენ ისეთ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებული CSR მიდგომებით გამოირჩევიან;
- როგორია ორგანიზაციაში თანამშრომლების გამოცდილება;
- როგორ პოზიციონირდება კომპანია, როგორც დამსაქმებელი.
ღონისძიების ფორმატი შემდეგნაირია:
- გამოფენა Employer Brand Space – სტენდების სივრცე, სადაც კერძო და საჯარო ორგანიზაციები წარმოაჩენენ დამსაქმებლის ბრენდებს;
- დასაქმების ფესტივალი – თუ ორგანიზაციებს მიმდინარედ ღია ვაკანსიებიც აქვთ, შეხვდებიან მათი ორგანიზაციით დაინტერესებულ კანდიდატებს და ადგილზევე მოხდება გასაუბრებები.
დამსაქმებლის ბრენდი არის თქვენი ორგანიზაციის იმიჯი, როგორც „საუკეთესო ადგილი დასაქმებისთვის“ არსებული თანამშრომლების და ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმოდგენით გარე ბაზრებზე (აქტიური და პასიური კანდიდატები, კლიენტები, მომხმარებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები). ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი ორგანიზაციას ეხმარება როგორც საუკეთესო ტალანტებს მოზიდვაში ასევე, არსებული თანამშრმლების ჩართულობა-შენარჩუნებაში.
როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია გამოფენაში/ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?
მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირეთ კომპანია/დამსაქმებლის ბრენდი ამ ბმულზე: docs.google.com/forms
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 მაისი.
მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას.
ვინ მოვა ღონისძიებაზე:
ღონისძიებას დაესწრება 10 000-მდე კანდიდატი.
ასაკობრივი ჯგუფი:
- 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
- 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.
რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:
- დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობა.
- სამუშაოს მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება.
რა არის დასაქმების ბრენდების გამოფენაში/დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:
- თბილისი (ვაკის პარკი): 615 ლარი + VAT
- თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge
საორგანიზაციო დეტალები:
- თქვენი სივრცე: 4 კვ.მ
- ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;
როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:
შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.
პროექტის თაიმლაინი:
1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა და დასაქმების ფესტივალი.
HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.
გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები:
- 2023 წელი – ფოტოები
- 2022 საახალწლო დასაქმების ფესტივალის ფოტოები
- 2022 საზაფხულო დასაქმების ფესტივალის ფოტოები
- კარიერისა და დასაქმების ფესტივალიები;
- საყოველთაო გასაუბრება;
- Tbilisi Jobs;
- Expo Job;
- ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
- ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
- Job Fest.
საქართველოს მომავალი ევროპაშია
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო
HR hub–ის ორგანიზებით, 14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო
HR hub–ის ორგანიზებით, 6 და 7 ოქტომბერს, ექსპოჯორჯიაში 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 000-მდე კანდიდატი.
4 ოქტომბრამდე დაარეგისტრირეთ კომპანია ამ ბმულზე: docs.google.com/forms
დასაქმების ფესტივალი, ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. აქ პირისპირ შეხვდებით უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღებთ პროფესიონალურ რჩევებსა და ამომწურავ ინფორმაციას გრანტებსა და დაფინანსებაზე და ადგილზე აღმოაჩენთ თქვენთვის საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამებს, კურსებსა და ტრენინგებს.
კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი, შედგება რამდენიმე ნაწილისგან:
- დამსაქმებლების ბრენდების გამოფენა;
- კანდიდატების შეხვედრა დამსაქმებლებთან და გასაუბრებები, მათთვის კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობა და დასაქმება;
- სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების გამოსვლები მთავარ სცენაზე და გამოცდილების გაზიარება და მასტერკლასები. ფესტივალზე მოსულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნონ, რაც დაეხმარებათ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, დასაქმებასა და კარიერის დაგეგმვაში.
მიზანი:
კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.
გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.
როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას.
ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:
ასაკობრივი ჯგუფი:
- 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
- 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.
რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:
- კომპანიების წარმომადგენლების სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
- დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა.
- გაიგოთ მოხვდებით თუ არა სამუშაოს მაძიებელთა სასურველი კომპანიების სიაში.
რა არის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:
- შიდა სივრცე – ყველა ადგილი დაკავებულია
- გარე სივრცე/ Outside 1000 ლარი + VAT (ორივე დღე) – მდაბარეობს პავილიონის შესასვლელთან
თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: hrhubgeorgia@gmail.com
საორგანიზაციო დეტალები:
- თქვენი სივრცე: 4 კვ.მ
- ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;
როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:
შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.
პროექტის თაიმლაინი:
1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. კარიერის ფესტივალი.
HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.
გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები:
- კარიერისა და დასაქმების ფესტივალიები;
- საყოველთაო გასაუბრება;
- Tbilisi Jobs;
- Expo Job;
- ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
- ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
- Job Fest.
ტელეპერფორმანსი არის გლობალური ციფრული ბიზნეს სერვისების კომპანია.
410,000-ზე მეტი შთაგონებული და მოტივირებული ადამიანით, რომლებიც საუბრობენ 300-ზე მეტ ენაზე, ჩვენი გლობალური მასშტაბი და ადგილობრივი ოპერირება, საშუალებას გვაძლევს დადებითი როლი ვითამაშოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი კლიენტებისა და გარემოს მხარდაჭერის კუთხით.
ჩვენ ვთავაზობთ ყველაზე მოწინავე, ციფრულ ბიზნეს სერვისებს, რითიც მნიშვნელოვნად ვეხმარებით მსოფლიოში საუკეთესო ბრენდებს თავიანთი ბიზნესის ოპტიმიზაციაში და მდგრადობის შენარჩუნებაში.
10 დეკემბერს, თბილისში “კარიერის ფესტივალი” ჩატარდება
HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ისა და კომპანია Softswiss–ის მხარდაჭერით, 10 დეკემბერს, სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში (მის. მერაბ კოსტავას N 14), 14:00სთ-დან 18:00სთ–ის ჩათვლით კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. Continue reading “10 დეკემბერს, თბილისში “კარიერის ფესტივალი” ჩატარდება”
“კარიერის ფესტივალში” მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო
HR hub – ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 10 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო რუმსის გარდელ ჰოლში, 14:00 – 18:00 სთ-ებში გაიმართება კარიერის მასშტაბური ფესტივალი, რომელიც შედგება რამდენიმე ნაწილისგან: Continue reading ““კარიერის ფესტივალში” მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”
3 ივნისს ვაკის პარკში დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება
HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. კომპანიები იხილეთ აქ:dasakmebis-festivalis-kompaniebi/.
ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge -ზე.
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.
დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
კიდევ რა გელოდებათ?
ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც გლობალურ ბაზარზე 150-მდე საერთაშორისო კომპანიას უმაღლესი ხარისხის ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს აწვდის. ის ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა. როგორ? ამას ადგილზე გაიგებთ.
რომელი სპიკერები იქნებიან წარმატების კუთხეში?
17:30სთ. – ალტერბრიჯის გზა: 7 ნაბიჯი იდეიდან შედეგამდე.
სპიკერი: ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი
18:00სთ გაიმართება ვორქშოპი თემაზე: სურვილების ფორმირება მიზნებად!
ვორქშოფზე გაიგებთ:
- რა ძალა აქვს სიტყვას;
- ჩვენი რომელი სუბ-პიროვნებაა პასუხისმგებელი სურვილების გაჯღერებაზე;
- რა ან ვინ გვიშლის ხელს სურვილების ასრულებაში;
- როგორ უნდა გარდავქმნათ სურვილები მიზნებად;
- რა გვჭირდება მიზნების მისაღწევად.
ხანგრძლივობა: 1 სთ
ტრენერი: თამარ შოშიაშვილი – ტრანსფორმაციული ქოუჩი. განათლებისა და ცნობიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით ვაკის პარკში.
დაგვიჯერეთ, პარასკევი საღამოს აქ გატარება ნამდვილად ღირს. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.
თუ გინდათ, რომ დასაქმების ფესტივალის შესახებ მიიღოთ სიახლეები, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და შეტყობინებებს გამოგიგზავნით: https://forms.gle/2PXzuQPYpYJ36K499
დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:
- გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
- გაესაუბროთ დამსაქმებელს პირადად;
- დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
- იპოვოთ სამსახური;
- მოისმინოთ სპიკერების გამოსვლები და მიიღოთ მათგან კარიერული რჩევები და რეკომენდაციები.
- საქმიანად, საინტერესოდ, სასიამოვნოდ და ხალიასიანად გაატაროთ რამდენიმე საათი.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს.
დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, Grant Thornton Georgia, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.
მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.
“დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო
HR hub – ის ორგანიზებით, 3 ივნისს ვაკის პარკში, დასაქმებისა და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. Continue reading ““დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”
28 ოქტომბერს კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება
HR hub-ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 ოქტომბერს, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 – დან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება. Continue reading “28 ოქტომბერს კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება”