შემოგვიერთდით

3 ივნისს ვაკის პარკში დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით,  3 ივნისსვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. კომპანიები იხილეთ აქ:dasakmebis-festivalis-kompaniebi/.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge -ზე.

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანიავაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.

დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

კიდევ რა გელოდებათ?

ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც გლობალურ ბაზარზე 150-მდე საერთაშორისო კომპანიას უმაღლესი ხარისხის ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს აწვდის. ის ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა.  როგორ? ამას ადგილზე გაიგებთ.

რომელი სპიკერები იქნებიან წარმატების კუთხეში?

17:30სთ. – ალტერბრიჯის გზა: 7 ნაბიჯი იდეიდან შედეგამდე.

სპიკერი: ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი

18:00სთ გაიმართება ვორქშოპი თემაზე: სურვილების ფორმირება მიზნებად!

ვორქშოფზე გაიგებთ:

  • რა ძალა აქვს სიტყვას;
  • ჩვენი რომელი სუბ-პიროვნებაა პასუხისმგებელი სურვილების გაჯღერებაზე;
  • რა ან ვინ გვიშლის ხელს სურვილების ასრულებაში;
  • როგორ უნდა გარდავქმნათ სურვილები მიზნებად;
  • რა გვჭირდება მიზნების მისაღწევად.

ხანგრძლივობა: 1 სთ

ტრენერი: თამარ შოშიაშვილი – ტრანსფორმაციული ქოუჩი. განათლებისა და ცნობიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდთან შეგეძლებათ ეწვიოთ:
▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების საინფორმაციო ცენტრს, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და ისარგებლებთ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების სერვისებით;
▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრს, სადაც შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ კარიერული განვითარების პრაქტიკულ ვორკშოპებში;
▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრს, სადაც გაეცნობით ინფორმაციას ტრენინგებისა და სასერტიფიკატო პროგრამების შესახებ.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით ვაკის პარკში.

დაგვიჯერეთ, პარასკევი საღამოს აქ გატარება ნამდვილად ღირს. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.

თუ გინდათ, რომ დასაქმების ფესტივალის შესახებ მიიღოთ სიახლეები, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და  შეტყობინებებს გამოგიგზავნით: https://forms.gle/2PXzuQPYpYJ36K499

დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს პირადად;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური;
  • მოისმინოთ სპიკერების გამოსვლები და მიიღოთ მათგან კარიერული რჩევები და რეკომენდაციები.
  • საქმიანად, საინტერესოდ, სასიამოვნოდ და ხალიასიანად გაატაროთ რამდენიმე საათი.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს.

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.geGrant Thornton Georgiaილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტიKing David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.

“დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub – ის ორგანიზებით, 3 ივნისს ვაკის პარკში, დასაქმებისა და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. Continue reading ““დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

28 ოქტომბერს კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub-ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 ოქტომბერს, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 – დან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება.  Continue reading “28 ოქტომბერს კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება”

დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

28 ოქტომბერს, 17:00 – 20:00  HR hub – ის ორგანიზებით, ღია სივრცეში, განახლებულ კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” ჩატარდება. Continue reading “დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” ჩატარდა

HR hub-ისა და  studentjob.ge-ის ორგანიზებით, 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 – დან 22:30 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” გაიმართა. Continue reading “დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” ჩატარდა”

თბილისში დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” ჩატარდება

HR hub-ისა და  studentjob.ge-ის ორგანიზებით, 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 – დან 22:30 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” გაიმართება.  Continue reading “თბილისში დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” ჩატარდება”

Tbilisi Jobs – დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

29 ივლისს, 28:30 – 22:30  HR hub – ის ორგანიზებით, კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs – ჩატარდება.

მიმდინარედ გართულებულია კანდიდატების მოზიდვა და ამ ფონზე კი  ქვეყანაში 307 800 ადამიანი ეძებს სამსახურს.

იქიდან გამოდინარე, რომ 2015 წლიდან გვაქვს დასაქმების ფესტივალების ჩატარების დიდი გამოცდილება, წელსაც ვატარებთ ღონისძიებას, რომელიც კომპანიებს ადამიანური კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება.

ფესტივალი გაიმართება კიკვიძის პარკში.

დასაქმების ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. კანდიდატები კი წინასწარ შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიას, ვაკანსიას და დარეგისტრირდებიან. დასაქმების ფესტივალზე კი სამუშაოს მაძიებლები შეხვდებიან დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა.

რატომ არის ეს ღონისძიება კომპანიებისთვის საინტერესო?!

  1. გაზრდით დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობას;
  2. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა;
  3. შეძლებთ სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას/გასაუბრებას/დასაქმებას.

რას გთავაზობთ:

  • დამსაქმებლის ბრენდის პრომოუშენი;
  • შეხვედრა და გასაუბრება თქვენი კომპანიით/ვაკანსიებით დაინტერესებულ ადამიანებთან;
  • თქვენი კომპანიით დაინტერესებული კანდიდატების ბაზის მოწოდება (მათი თანხმობის საფუძველზე).

დაარეგისტრირეთ დამსქმებლის ბრენდი, კომპანიის რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე.

დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 300 ლარი + დღგ.

კომპანიების რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ივლისი

საორგანიზაციო დეტალები:

  • ფესტივალი გაიმართება დედაენის ბაღში;
  • თქვენი სივრცე: 8 კვ.მ;
  • რა დაგვხვდებათ: 1 მაგიდა და 4 სკამი;
  • როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე: შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

ფესტივალში მოაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს. დამსაქმებლები კი გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

გაეცანით რა ხდებოდა HR hub – ის მიერ ორგანიზებულ წინა დასაქმების ფესტივალზე და როგორ იყო მოწყობილი კომპანიების სტენდები: სტატია  ფოტოები

ღონისძიების მხარდამჭერია გასტრონომი – პირველი “გურმე” მაღაზიათა ქსელი საქართველოში და ბია.

“დასაქმების ონლაინ ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ის ორგანიზებით, დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. Continue reading ““დასაქმების ონლაინ ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

რა მოხდება დასაქმების ფესტივალის წარმატების კუთხეში?!

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს,  ექსპოჯორჯიას მე-5 პავილიონში 10:00სთდან – 19:00სთმდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job გაიმართება.  Continue reading “რა მოხდება დასაქმების ფესტივალის წარმატების კუთხეში?!”

700-მდე ვაკანსია და 70 კომპანია 28-29 თებერვალს დასაქმების ფესტივალზე გელოდებათ

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს,  ექსპოჯორჯიაში 10:00სთდან – 19:00სთმდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება.  Continue reading “700-მდე ვაკანსია და 70 კომპანია 28-29 თებერვალს დასაქმების ფესტივალზე გელოდებათ”