შემოგვიერთდით

აქ ვინმე საჩუქარს ხომ არ ეძებს?!

ვაუჩი არის ჩუქების ვებ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც საჩუქრის მაძიებელს სულ რამდენიმე წუთში შეუძლია შეარჩიოს, შეიძინოს და გააგზავნოს ნებისმიერი პოპულარული ბრენდის ვაუჩერი  ციფრული ან ფიზიკური სახით.   Continue reading “აქ ვინმე საჩუქარს ხომ არ ეძებს?!”

HR hub-ის საახალწლო საჩუქარი – ჩვენს წევრებს, მეგობრებსა და პარტნიორებს!

ახალი წელი საჩუქრებთან ასოცირდება.

ჰოდა, ჩვენც სასარგებლო და საჭირო საჩუქარი მოგიმზადეთ – ადიზესის მეთოდოლიგიის მიხედვით შექმნილი წიგნი „ეფექტური თათბირები“, რაც ძალიან გამოადგებათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, HR მენეჯერებსა და ბიზნესის სხავდასხვა მიმართულების, მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს.

HR hub – ის წევრები, მეგობრები და პარტნიორები საჩუქრად მიიღებენ ადიზესის მეთოდოლიგიის მიხედვით შექმნილ წიგნს „ეფექტური თათბირები“.

წიგნის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოქვეყნების პროექტი განხორციელდა HR hub – ისა და ადიზესის ინსტიტუტის ქართველი მეგობრების პარტნიორობით: ზურაბ კაპანაძე შპს ,,რეტკოს“ CEO, დავით ურუშაძე სს ,,ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი, თემურ ალექსანდრია სს ,,ნიკორა ტრეიდის“ ფინანსური დირექტორი.
ისინი ადიზესის მეთოდოლოგიას სხვადასხვა ტექნიკებს იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც ეფექტური, პრაქტიკული ინსტრუმენტია და გირჩევენ თქვენც, მზად არიან კონსულტაციისთვისაც.

ადიზესის მეთოდოლოგია უკვე ორმოც წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით უამრავ კომპანიას ეხმარება წარმატებით შექმნან ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული კორპორატიული კულტურა და მტკიცე ორგანიზაციული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ იყვნენ ეფექტურები და შედეგიანები როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ამ მეთოდოლოგიის გაცნობისთანავე აღვფრთოვანდით მისი საოცარი მიგნებებითა და მიდგომებით, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია მარტივად გავუმკლავდეთ კომპანიებში ერთი შეხედვით ამოუხსნელ და გადაუჭრელ პრობლემს.

მოხარული ვართ, რომ თქვენ, ქართველი მენეჯერები გაიცნობთ ამ მეთოდოლოგიას, რადგან ყველანაირი აქტივობა, ტრანსფორმაცია და ეფექტური კომუნიკაცია კომპანიაში სწორად წარმართული თათბირით იწყება.
მადლობა საკონსულტაციო კომპანია Talent Flow-ს და მის დამფუძნებელს – ლიკა ნოზაძეს წიგნის ავტორებთან პარტნიორობის ნაწილში შეტანილი წვლილისთვის!

საჩუქრის მისაღებად გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: 
HR hub გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ჰარმონიულ სამუშაო გარემოს, პოზიტიურ ცვლილებებსა და წარმატებებს!

მადლობა მეგობრობისთვის!

სიყვარულით,
HR hub-ის გუნდი

გაახალისე დისტანციური მუშაობა – ,,უფროს” შეთავაზება HR მენეჯერებს

 

“უფრო” სტარტაპია, რომელიც პანდემიის პერიოდში გაეშვა. Continue reading “გაახალისე დისტანციური მუშაობა – ,,უფროს” შეთავაზება HR მენეჯერებს”