შრომის კოდექსის თანახმად, კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი სახის ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლისგან:
1. ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ;
2. წერილობით დაიდება შრომითი ხელშეკრულება და გექნებათ მეტი დაცვის გარანტია, თუ ზეპირად (რის გამოც მტკიცების ტვირთი მეტად დაგეკისრებათ დავის წარმოშვების შემთხვევაში);
3. ვადიანი ხელშეკრულებაა, თუ უვადო; თუ გამოსაცდელი ვადით იდება ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გაქვთ შრომითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
4. შრომის პირობების შესახებ ინფორმაცია: რამდენი დღე მოგვიწევს მუშაობა, რა ტიპის დავალებებს შევასრულებთ, ვის წინაშე ვიქნებით ანგარიშვალდებული და ა.შ;
5. შრომითი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
6. ამასთან, იცოდეთ, რომ შინაგანაწესით გაწერილი წესები თუ აუარესებს თქვენს მდგომარეობას, ბათილია ასეთი დანაწესი შრომის კოდექსის მიხედვით!
წარმატებას გისურვებთ!
ავტორი: ნათია ქურდაძე