შემოგვიერთდით

HR hub 25 აპრილს ღონისძიებას “HR Tech – ტექნოლოგიები HR-ში” ჩაატარებს

HR hub-ის ორგანიზებით 25 აპრილს, 19:00სთ-ზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში (მარჯანიშვილის 7) ღონისძიება HR Tech გაიმართება.

გვეყოლება სპიკერები, რომლებიც ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორებიცაა:
➡️ ტექ. რეკრუტინგი – გლობალური რეკრუტინგის მთავარი გამოწვევები, ტექნოლოგიები რეკრუტინგში;
➡️ HR სოფტები;
➡️ HR ანალიტიკა;
➡️ HR მენეჯერებისთვის საინტერესო ტექნოლოგიური სერვისები.
გვექნება ნეთვორქინგ აქტოვობა The power of Networking, სფიჩებისა და პანელ-დისკუსიის ფორმატი.

განრიგი

  • 19:00 გახსნა
  • 19:10 მარიამ ნებაძე – Self.HR – ის პროდუქტის განვითარების მენეჯერი თემა: Self Talk – ახალი პროდუქტი Self.HR-სგან თანამშრომლებთან მარტივი კომუნიკაციისთვის
  • 19:20 ნათია გარუჩავა – EVA Global – ის ტალანტების მოზიდვის ლიდი თემა: “როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები რეკრუტინგში?”
    გამოსვლა შეეხება ციფრებსა და ქეისებს, თუ როგორი ეფექტი აქვს ტექ რეკრუტინგში კონკრეტული ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებას.
  • 19:40 მარიამ მამულია – HR lead at Team Up თემა:  The power of Intake meeting მარიამი ისაუბრებს Hiring მენეჯერისა და რეკრუტერის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. თუ როგორ მოვახდინოთ მიზნების თანხვედრა და გაწერა რეკრუტინგის პროცესის დაწყებამდე. ერთობლივად როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად.
  • 20:00 შესვენება
  • 20:30 ნინი დიხამინჯიაTelnet კომერციული დირექტორი თემა: IT რეკრუტინგის გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები.
  • 20:50 პანელ-დისკუსიის თემა: გამოწვევები ტექ რეკრუტინგში.
  • პანელის მოდერატორი: თამარ აბრალავა კომპანია Garage IT- ის HR მენეჯერი
    • აპოლონ ფაჩულია – Node Chapter Lead კომპანია Making Science Sweeft;
    • ნათია გარუჩავა – EVA Global – ის ტალანტების მოზიდვის ლიდი;
    • მარიამ ბარსონიძე  – TBC ბანკის უფროსი ტექ ტალანტების მართვის მენეჯერი;
    • გია მეტრეველი – TA Lead at Gigs. სტარტაპ კონსულტანტი ტალანტების მენეჯმენტის მიმართულებით.
  • 21:40  ლაშა ბოკუჩავა – ლიდერშიფ სკანერი – CEO, Founding Partner თემა: HR ანალიტიკა
  • 22:00 ღონისძიების დასრულება.

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები);
  • ტექ რეკრუტერებისთვის;
  • HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები;
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.

ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე.

დასწრების ღირებულებაა: 85 ლარი.

ორგანიზაციიდან 3-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში ისარგებლებთ 10%-იანი ფასდაკლებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 აპრილი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 591990107

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: telnet.ge  სასტუმრო ეპიზოდი, სამუშაო სივრცე  Network, Geosoft.

საქართველოს მომავალი ევროპაშია %uD83C%uDDEC%uD83C%uDDEA 🇪🇺

სს გეფა “HR გალა 2021” – ის გამარჯვებულია

28 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში HR Gala ღონისძიება გაიმართა, სადაც 2021 წლის HR პროექტები იყო წარდგენილი. Continue reading “სს გეფა “HR გალა 2021” – ის გამარჯვებულია”

“PMC – ის ტრენინგკურსი HR მენეჯერებს გააცნობს ფსიქოლოგიურ კონსტრუქტებს, რომლებიც ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის საფუძველია” – სოფიო დოლიძე

ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი (PMC) ადამიანური რესურსის მართვის სპეციალისტებს სთავაზობს ტრენინგკურსს „ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“.  ტრენინგის (დეტალები იხ. ) მიზნისა და თემატიკის შესახებ PMC-ის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი სოფიო დოლიძე გვესაუბრა.

HR hub: რა მიზანს ემსახურება PMC-ის მიერ შემოთავაზებული ტრენინგკურსი?

დღეს ალბათ შეიძლება უკვე ითქვას, რომ ადამიანური რესურსის მართვა სამეცნიერო დისციპლინაა. და როგორც სამეცნიერო დისციპლინა, ის გარკვეულ თეორიულ მოდელებსა და კვლევით გამოვლენილ კანონზომიერებს ეფუძნება, რომლებიც სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა სფეროდან მომდინარეობს. თუმცა როცა  ადამიანურ რესურსზე ვლაპარაკობთ, ცხადია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელსაც HRM ეყრდნობა, ფსიქოლოგია და კონკრეტულად შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაა.

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა და, ამავდროულად გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგი, შრომის პროცესში ან ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის აღწერის, ახსნისა და წინასწარმეტყველების საშუალებას გვაძლევს. ცნობილი ფსიქოლოგი, კურტ ლევინი ამბობდა, რომ „არ არსებობს არაფერი იმაზე პრაქტიკული, ვიდრე კარგი თეორია“. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში ნამდვილად არის დაგროვილი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცოდნა ადამიანური რესურსის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ცოდნის, ალბათ მისი ნაწილის მაინც, გაზიარება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის არის ჩვენი კურსის მიზანი.

HR hub: უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა თემებს მოიცავს კურსი?

თემების მართლაც საინტერესო სპექტრია შერჩეული. მათი ერთგვარად კლასიფიცირება რომ ვცადოთ: ერთი მხრივ, წარმოდგენილია ფსიქოლოგიისა და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ფუნდამენტური კონსტრუქტები – ადამიანის პიროვნულო მახასიათებლები, კოგნიტური უნარები, მოტივაცია, შრომითი განწყობები (კმაყოფილება, ერთგულება, ჩართულობა) სამუშაო სტრესი, სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი,  ორგანიზაციულ კულტურა, ორგანიზაციული კომუნიკაცია და ა.შ. მეორე მხრივ, მსმენელები მიიღებენ ცოდნას დღეს დარგისთვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხების შესახებ, როგორებიცაა სამართლიანობის კონცეფცია ორგანიზაციაში, სამოქალაქო ორგანიზაციული ქცევა, „თანამშრომლის ხმა“, ემოციური შრომა, პერფექციონიზმი და სოცაილიაზაცია, ორგანიზაციული ქედმაღლობა, ბედნიერი თანამშრომლის კონცეფცია და სხვა.

ტრენინგკურსი ორიენტირებულია იმაზე, რომ გააცნოს ადამიანური რესურსის მართვაში ჩართულ სპეციალისტებს ის ფსიქოლოგიური კონსტრუქტები, რომლებიც ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის საფუძველია და მათ სამუშაო ადგილზე წარმოქმნილი პრაქტიკული პრობლემებისა თუ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. თემატიკის თვალსაზრისით, ეს კურსი, შეიძლება ითქვას, უნიკალურია.

HR hub: როგორ ფიქრობთ, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, ვინ იქნება დაინტერესებული ამ კურსით?

დაინტერესებული, ჩემი აზრით, უნდა იყოს ყველა, ვინც ორგანიზაციულ კონტექსტში ადამიანის ქცევაზე, განცდებსა და განწყობებზე ფიქრობს. ნებისმიერი დასაქმებული ადამიანისთვის, როგორც მომუშავისთვის, საკუთარი ან სხვათა ქცევის კანონზომიერებების აღმოჩენა, საკუთარი განცდებისთვის ან ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებისთვის „სახელის დარქმევა“ ხომ საოცრად საინტერესო უნდა იყოს. მაგრამ თუ სამიზნე აუდიტორიაში ვიგულისხმებთ ადამიანებს, რომლებიც ამ კურსზე მიღებულ ცოდნას ადამიანური რესურსის მართვაში გამოიყენებენ, მაშინ ესენი არიან ორგანიზაციის მენეჯერები ან სპეციფიკურად ადამიანური რესურსის მართვის სპეციალისტები, რომელთაც არა აქვთ მიღებული ფსიქოლოგიური განათლება. თუმცა, ეს კურსი საინტერესო იქნება ფსიქოლოგებისთვისაც, რადგან ჩვენ მათ ვაცნობთ ახალ თეორიებსა და უახლეს კვლევით მონაცემებს. ვფიქრობთ, ტრენინგის პროცესში დაგეგმილი პრაქტიკული შემთხვევების განხილვა და მათ ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე საუბარი, ამ მხრივ გამოცდილების გაზიარება ერთმანეთისთვის დაეხმარება მათ სამუშაო პროცესში.

HR hub: ვინ გაუძღვება ტრენინგ-კურსს?

ტრენერები ფსიქოლოგები არიან, მაგრამ განსხვავებული სამუშაო გამოცდილებით ­ ცხადია, უმრავლესობა ადამიანური რესურსის მართვაში მუშაობს (და თანაც უკვე ძალიან დიდი ხანია – PMC ხომ პრაქტიკულად პირველი საკონსულტაციო ორგანიზაციაა ამ სფეროში). ტრენერთა უმარვლესობა აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა – ძირითადად, თსუ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე. იმედი გვაქვს, მსმენელებისთვის საინტერესო იქნება ჩვენთან ერთად მუშაობა. ჩვენთვის ტრენინგი, ერთგვარად, გამოცდილების გაზიარების პროცესია და ყველანი ყოველთვის ბევრს ვსწავლობთ ამ პროცესში.

31 ივლისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით და პსპ დაზღვევის მხარდაჭერით, 31 ივლისს, შატო მუხრანში, ღია ცის ქვეშ,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2020 გაიმართება.  Continue reading “31 ივლისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება”