HR სკოლაში სიახლე გვაქვს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, HR მენეჯერებისთვის საჭირო და სასარგებლო ვორქშოპი “ქოუჩინგის ინსტრუმენტები HR მენეჯერებისთვის” შევქმენით.
კურსი განკუთვნილია მოქმედი HR პრაქტიკოსებისთვის, რომელთაც სურთ გაიმრავალფეროვნონ პროფესიული საქმიანობის სპექტრი და დანერგონ მასში ქოუჩინგური პრინციპები და ინსტრუმენტები, რაც შედეგად მოიტანს თანამშრომელთა პროდუქტიულობის ამაღლებას.
კურსის მიზანს წარმოადგენს ქოუჩინგის ძირითადი პრინციპებისა და ინსტრუმენტების გაცნობა და HR-ის საქმიანობაში მათი გამოყენების ხელშეწყობა.
კურსის განმავლობაში განხილული იქნება ქოუჩინგის ძირითადი პრინციპები და ინსტრუმენტები, ასევე როგორ არის მათი ინტეგრირება შესაძლებელი ადამიანური რესურსების მართვის პროცესში.
კურსი დაფუძნებულია გამოცდილებითი სწავლების მეთოდიკაზე, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სიმულაციებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
ვინ ჩაატარებს ვორქშოპებს?
ნინო ბერუაშვილი ფლობს ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციაში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ამჟამად არის York Holding Group-ის ადამიანებისა და კულტურის მართვის დირექტორი, არის ფსიქოლოგიის მაგისტრი, ასევე გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლიდერობის პროგრამა (Advanced Leadership Program).
ნინო არის სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson International; Jungian International School, Coaching rising), ასევე არის ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული ტრენერი (Rochemartin London). გარდა ამისა, პარალელურად დაკავებულია აკადემიური საქმიანობით რამდენიმე უნივერსიტეტში.
ვისთვისაა ვორქშოპი?
ვორქშოპი განკუთვნილია:
- HR გუნდებისთვის, HR დირექტირებისთვის, HR მენეჯერებისთვის, HR – ის სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის.
როგორ დავრეგისტრირდეთ?
დარეგისტრირდით ბმულზე 7 თებერვლამდე: https://forms.gle/XEhvyoR9sfaqdExi7
სად ჩატარდება ვორქშოპები?
მის: ჭავჭავაძის გამზ. 37მ (Axis Towers, ტერმინალი ვაკეში, გალაკტიონ ტაბიძის ძეგლთან).
რა ხანგრძლივობისაა?
კურსი მოიცავს 8 შეხვედრას. ჩატრდება სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 სთ-ზე. თოთოეული ლექცია 2 საათიანია.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები როგორია?
კურსის ღირებულებაა 899 ლარი. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.
როდის დაიწყება სწავლა?
სწავლა დაიწყება თებერვლის მეორე ნახევარში.
თითოეული ვორქშოპის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ვორქშოპი #1
- რა არის ქოუჩინგი?
- რა არის ქოუჩინგის ძირითადი პრინციპები?
- როგორ არის შესაძლებელი ქოუჩინგის გამოყენება HR მენეჯმენტში
ვორქშოპი #2
- ქოუჩინგური კომპეტენციები HR-ებისთვის: ქოუჩინგური აზროვნების სტილი, სანდო და უსაფრთხო გარემოს შექმნა; ჩართულობის შენარჩუნება;
ვორქშოპი #3
- ქოუჩინგური კომპეტენციები HR-ებისთვის: თანამშრომელთა ცნობისმოყვარეობის გაღვივება და მათი ზრდის ხელშეწყობა
ვორქშოპი #4
- როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია ქოუჩინგური კომუნიკაციის მეშვეობით?
- თანამედროვე მოტივაციის თეორია და ქოუჩინგი
ვორქშოპი #5
- ორგანიზაციული კულტურის მართვა ქოუჩინგური ინსტრუმენტების მეშვეობით
- გუნდური ქოუჩინგის გამოყენება ნდობის ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად
ვორქშოპი #6
- თანამშრომელთა კარიერული განვითარება: როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს ხედვის შემუშავებასა და მის განხორციელებაში?
ვორქშოპი #7
- აღმასრულებელი რგოლის მენეჯერების ქოუჩინგი და ლიდერული პოტენციალის განვითარება, 360 გრადუსიანი შეფასების გამოყენება ქოუჩინგში
ვორქშოპი #8
სადემონსტრაციო სესია.
სადემონტრაციო სესიის დროს კურსის თითოეული მსმენელი მონაწილეობას მიიღებს სიმულაციაში, რომლის მეშვეობითაც შეფასდება კურსის განმავლობაში ათვისებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები.