შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეექვსე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 300-მდე მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები გაივლიან 11 ონლაინ შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 11 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მეექვსე ნაკადის მენტორები:

  1. ეკა მაჭავარიანიHotels & Preference Hualing Tbilisi – ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი
  2. გენო ძიძგურიჰილტონ ბათუმი HR მენეჯერი
  3. ნინო გონაშვილიWorld Vision International ადამიანური რესურსების მართვის ბიზნეს პარტნიორი
  4. სანათა ჩარგაზია – რეკრუტინგული კომპანია „ჰედქაუნთი“ მმართველი პარტნიორი. ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი შერჩევისა და განვითარების მენეჯერი
  5. ნინო ინაშვილიMajorel HR სპეციალისტი
  6. ლიკა ნოზაძე – Talent Flow HR კონსულტანტი
  7. ლიკა კაპანაძე – ლიბერთი ბანკი კორპორაციულ კულტურასა და შიდა კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღანელი
  8. თამარ წვიმიტიძე – პაშა ბანკი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
  9. სალომე კვახაძე – ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი – ტალანტების განვითარებისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
  10. ქრისტინე ჩიქოვანი – My.ge HR ბიზნეს პარტნიორი.

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 27 აპრილამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration

ონლაინ გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხვდებით პროექტში.

HR hub Next-ის მხარდამჭერია:  პალიტრა მედია ჰოლდინგი.

HR hub Next-ის მეოთხე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მეოთხე ნაკადის მენტორები ცნობილია”