HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია eteam.
„HR პროცესებში მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება საქმიანობის ხარისხსა და შედეგს ზრდის“ – HR ბიზნეს სამიტის უცვლელი მხარდამჭერი Signify
უკვე მეორე წელია რაც კომპანია Signify HR ბიზნეს სამიტის უცვლელი მხარდამჭერია. ელექტრონული ხელმოწერების ყველაზე მარტივი და საიმედო პლატფორმა წლებია, HR მენეჯერებს საქმიანობას მნიშვნელოვნად უმარტივებს. Continue reading “„HR პროცესებში მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება საქმიანობის ხარისხსა და შედეგს ზრდის“ – HR ბიზნეს სამიტის უცვლელი მხარდამჭერი Signify”
7 ივლისს შატო მუხრანში საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება
HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია eteam. Continue reading “7 ივლისს შატო მუხრანში საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება”
HR hub Next-ის მეთვრამეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა
HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთვრამეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”
,,ვფიქრობ, შევძელით და შევქმენით სისტემა ყველა HR მენეჯერისთვის” – ნინო ფეიქრიშვილი
Self.ge – პირველი ქართული სრულად ციფრული HRMS პლატფორმა რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გააციფრულონ HR ბიზნეს პროცესები და შეამცირონ ამ პროცესებზე დახარჯული დრო და ადამიანური რესურსი. ჩვენ მის დამფუძენებელს ნინო ფეიქრიშვილს ვესაუბრეთ და საინტერესო ინტერვიუ მოგიმზადეთ.
HR hub: როგორი იყო ნინო ფეიქრიშვილის კარიერული გზა Self.ge – ის დაფუძნებამდე?
ჩემი HR კარიერა 10 წელზე მეტს ითვლის, ხშირად ეს სტაჟი ჩემი ასაკის გამო უკვირთ ხოლმე. 19 წლიდან ვმუშაობ და ვფიქრობ, თითოეული ჩემი წარმატებული ნაბიჯი სწორედ ადრეულ ასაკში დაწყებულ კარიერას უკავშირდება. 17 წლის ვიყავი როცა ამერიკაში წავედი სასწავლებლად და იქიდან დაბრუნებულმა მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. პირველი სამუშა გამოცდილება ბანკს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობით არ ვმუშაობდი, ვფიქრობ, ბანკში გატარებულმა პერიოდმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ამის შემდეგ, ძალიან მოულოდნელად მივიღე შეთავაზება ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიიდან, აი აქედან იწყება ჩემი პირველი პრაქტიკული გამოცდილება HR-ში. 2011 წელს დავიწყე გარკვევა ტექნოლოგიებში, მაშინ ეს ძალიან უცხო მიმართულება იყო და ძალიან რთული მეჩვენებოდა, ახლა ბევრია უკვე tech სფეროს hr პროფესიონალი და ერთმანეთის გამოცდილებიდან ბევრს სწავლობენ, მაშინ მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილებიდან ვსწავლობდით. შესაბამისად, ბევრს ვკითხულობდი, პროგრამული მიმართულებით ტრენინგებიც კი გავიარე, რომ ამ სფეროში უკეთ გავრკვეულიყავი.
ვფიქრობ სწორედ აქედან იწყება ჩემი სიყვარული ტექნოლოგიების და HR-ის ერთად. ამის შემდეგ უკვე იყო მენეჯერული პოზიციები ევექსის კლინიკებში, შემდეგ უკვე პალიტრა ჰოლდინგში და ნიკორას სუპერმარკეტებში, სადაც ვხელმძღვანელობდი HR დეპარტამენტებს. ვფიქრობ, სწორედ ამ წლებში მიღებულმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ მიმიყვანა სელფამდე.
HR hub: საიდან გაჩნდა იდეა? როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება დაგეტოვებინათ წარმატებული HR მენეჯერის კარიერა და სრულიად ნულიდან დაგეწყოთ თქვენი საქმე?
სელფის იდეა 3 წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ ალბათ ყოველდღე ვწერდი და ვშლიდი იმ საფრთხეებს და ბენეფიტებს რაც შეიძლება მოყოლოდა ჩემს სამსახურიდან წამოსვლას და ახალი საქმის ნულიდან დაწყებას. თითოეული ასეთი დაფიქრების დროს საფრთხეების ჩამონათვალი იმდენად დიდი იყო, რომ ვერ ვბედავდი ამ ნაბიჯის გადადგმას. არ ვიცი, პანდემიის პერიოდმა ვისზე როგორ იმოქმედა, მე კი ამ პერიოდში ბევრი რამ გადავაფასე და მივხდი, რომ დღეს თუ არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს მერე კიდევ უფრო რთული იქნებოდა. ხოდა, ალბათ, ეკონომიკურად ყველაზე არასტაბილურ პერიოდში დავტოვე სტაბილური სამსახური და 2021 წლის მარტში დავიწყეთ Self.ge. ვფიქრობ, ამაზე სწორი გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია.
დღეს ძალიან ვამაყობ ხოლმე ამ გადაწყვეტილებით, მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ და რაც მთავარია მჯერა, რომ ამ საქმეს დადებითი ცვილელების მოტანა შეუძლია ციფრული ეკოსისისტემის განვითარებისთვის საქართველოში.
HR hub: როგორი ემოციაა, როცა საკუთარ ბიზნესს მართავთ. გეხმარებათ HR სფეროში დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები?
ვფიქრობ, სელფის ძლიერი მხარე გარდა მისი ტექნიკური შესაძლებლობებისა და გუნდისა, სწორედ ეს გამოცდილება და კონტაქტები აღმოჩნდა. მთელი ჩემი 10 წლიანი გამოცდილება ჩავდე ამ პროექტში. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი კოლეგა იყო ჩართული სელფის შექმნის პროცესში და ბევრი განსხვავებული გამოცდილება გავითვალისწინეთ თავიდანვე. სწორედ ამ გამოცდილებამ აქცია სელფი უნიკალურ პროდუქტად hr მენეჯერებისთვის.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო ამ სფეროს პროფესიონალების მიერ გაწეული რეკომენდაციები სისტემის შესახებ. პროდუქტის ბაზარზე გამოჩენისთანავე, სწორედ წამყვანი HR პროფესიონალები იყვნენ პირველები, ვინც სელფის დანერგვა დაიწყეს თავის კომპანიებში და შემდეგ ბევრ კოლეგასთანაც გაგვიწიეს რეკომენდაცია, ეს იყო ყველაზე დიდი აღიარება და დაფასება იმ შრომის, რაც სელფის გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო ამ სისტემაში.
HR hub: რას ურჩევდით კოლეგებს, რომლებსაც საკუთარი საქმის დაწყება სურთ?
არ ვიცი, რამდენად შეიძლება მრჩევლად გამოვდგე, რადგან ამ ამპლუაში ჯერ ძალიან დამწყებად ვგრძნობ თავს, შემიძლია უბრალოდ გაგიზიაროთ რა გაკვეთილი მომცა ამ ერთმა წელიწადმა.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან გჯეროდეს შენი პროდუქტის, ეს დაგეხმარება ბევრ იმედგაცრუებას გაუძლო და მაინც მაქსიმუმი ჩადო იმ გამარჯვების მოლოდინში, რომლისაც მთელი გულით გჯერა. უნდა მოემზადო დაუსრულებელი უძილო ღამეების, დასვენების დღეებზე და შაბათ კვირას მუშაობისთვის. მაგრამ მერწმუნე ამას ისეთი ენთუზიაზმით აკეთებ და იმხელა ადრენალინს იღებ ყველანაირი დაღლა გავიწყდება. და ბოლოს, უნდა მოემზადო უსაზღვრო პასუხისმგებლობისთვის თითოეული იმ ადამიანის მიმართ ვინც გენდო სტარტაპს და საკმაოდ მსხვილი კომპანიებიდან შენთან გადმოვიდა სამუშაოდ. თქვენ უკვე თითოეულ მათგანზე აგებთ პასუხს, მათ კმაყოფილებაზე, სტაბილურობაზე, განვითარებაზე და სხვა.
სწორედ ამის გამო მჯერა, რომ ძალიან უნდა გიყვარს შენი საქმე, ძალიან გჯეროდეს იდეის იმისთვის რომ ეს სირთულეები დაძლიო და საბოლოო წარმატებამდე მიხვიდე.
HR hub: Self.ge უკვე ერთი წლისაა. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს? რა გამოწვევების გადალახვა მოუწია კომპანიას დაარსებიდან დღემდე?
ჩვენთვის საამაყოა, რომ „სელფის“ სისტემით 200-მდე კომპანიის 38 000-ზე მეტი დასაქმებულის პორტფელი იმართება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთმა წელმა ყველა დასახულ გეგმას და მოლოდინს გადააჭარბა. „სელფმა“ შეძლო და გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორისთვის და არა მარტო. მიხარია, რომ დღეს „სელფი“ აერთიანებს 200-მდე როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს. მიუხედავად იმისა რომ პირველ ბიზნესგეგმაში ძირითადი გათვლა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე გვქონდა, დღეის მდგომარეობით, ჩვენი სამომხმარებლო პორტფელის 25% მსხვილ ორგანიზაციებს უჭირავს. თუმცა განსაკუთრებით გვიხარია, რომ შევძელით ისეთი ბიზნესმოდელი შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მცირე ზომის კომპანიებს (რომელთა გუნდის რაოდენობა 10-15 კაცს არ აღემატება) პროცესების გაციფრულების კუთხით პირველი ნაბიჯები გადაედგათ. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად იქცა ის, რომ მცირე ზომის კომპანიებს ვაძლევთ წვდომას ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო მათთვის.
HR hub: კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
განვლილმა ერთმა წელმა უზომოდ ბევრი რამ გვასწავლა. ძალიან დიდი სისწრაფით განვითარდა როგორც პროდუქტი, ისე გუნდი. გაიზარდა ჩვენი პარტნიორი კომპანიების რიცხვი, დღეს უკვე 200-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. შესაბამისად, შემიძლია უკვე თამამად ვთქვა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რამდენიმე ქვეყანაში გავიდეთ, თუმცა უცხო ბაზრებზე გასვლას ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო უძღვის, რომელიც კანონმდებლობის შესწავლას, მის პლატფორმასთან ადაპტირებას და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის სპეციფიკასთან გაცნობას უკავშირდება, თუმცა ეს პროცესი დაწყებულია და იმედი მაქვს, „სელფს“ წლის ბოლომდე უკვე სხვა ქვეყნებშიც გაიცნობენ და შეიყვარებენ.
1 მაისს ყაზბეგში “HR რითრითი” გაიმართება
,,კორპორატიული კულტურის ქეისები” – 26 მარტს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება
HR hub – ის ორგანიზებით, 26 მარტს 12:00-15:00 საათზე (მის: ჩუბინაშვილის 55, N1 პურის ქარხანა) გაიმართება ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები”, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციული კულტურის 3 მაგალითი და ვიმსჯელებთ როგორ ვქმნით, ვავითარებთ და ვმართავთ ამ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხს ორგანიზაციებში.
რატომ კორპორატიული კულტურა?
ორგანიზაციული კულტურა გავლენას ახდენს და მართავს გუნდის წევრების ქცევას. კორპორატიული კულტურა მოიცავს სამუშაო გარემოს, ეთიკას, მიზნებს, ფასეულობებს, მუშაობის სტილს, ურთიერთობებს თანამშრომლებს შორის და ა.შ.
კორპორატიული კულტურა ფილტრია, სამსახურში სწორი ადამიანების ასაყვანად, ისევე როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომლებმაც უნდა აირჩიონ იმუშაონ მათ ღირებულებებთან შესაბამის კულტურაში.
მარტის ღონისძიება ამ მნიშვნელოვან თემას ვუძღვნით.
რომელი კომპანიების ქეისები იქნება წარმოდგენილი და ვინ იქნებიან სპიკერები?
1. რუსკა თამაზაშვილი – აჭარაბეთის ადამიანების განვითრებისა და ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი.
თემა: A people თავისუფალი ადამიანების კულტურა;
ღონისძიება ჩატარდება აჭარაბეთის მაღალტექნოლოგიურ საერთო სამუშაო სივრცეში. ამით პრაქტიკულ მაგალითს განვიხილავთ თუ როგორ აისახება კომპანიის კულტურა ყველა დეტალში, რაც ორგანიზაციას, გუნდს, სამუშაო სტილს უკავშირდება. ამ კომპანიის სამუშაო სივრცე ძალიან მკაფიოდ გადმოსცემს თავად კომპანიის მთავარ ფასეულობებსა და ხედვებს.
“შენობა ჩვენთვის განსაკუთრებულია პირველ რიგში იმის გამო, რომ ის იდეალურად გამოხატავს კომპანიის კულტურას და ძირითად ღირებულებებს: არის ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეებით მოწყობილი. apeople სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობაა, სადაც ყველას შეუძლია ბოლომდე გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალიზმი. ოფისის საერთო სამუშაო სივრცეები ხალისიანი და ფერადია – მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურის ორგანული ნაწილია.” – აცხადებენ კომპანიაში.
2. სულხან სახვაძე Sweeft Digital – ის HR ბიზნეს პარტნიორი.
თემა: კორპორატიული კულტურა როგორც ცოცხალი ორგანიზმი.
3. თეა მახარაძე – TBC დაზღვევა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.
თემა: თანამშრომლების ბედნიერებაზე ორიენტირებულეი კულტურა
მაკა ყუბუსიძე – Click Events, დამფუძნებელი
4. თემა: შიდა კორპორატიული ღონისძიება, როგორც არამატერიალური მოტივაციის ინსტრუმენტი.
დარეგისტრირდით 26 მარტამდე: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA
ადგილები შეზღუდულია.
ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრანის მხარდაჭერის ნიშნად პოსტერი ლურჯ და ყვითელ ფერებშია. ღონისძიებაზე დასწრებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინაში გასაგზავნი საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენას, რომლებსაც ქართველი HR-ებისა და HR hub-ის სახელით გავგზავნით. We stand with Ukraine
ღონისძიების პარტნიორია: Grant Thornton Georgia, Kind david KD4US შატო ართვაინი.
,,როგორ გავახაროთ თანამშრომლები?!” -15 თებერვალს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება
15 თებერვალს HR hub – ის ორგანიზებით ღონისძიება HR Online ჩატარდება. Continue reading “,,როგორ გავახაროთ თანამშრომლები?!” -15 თებერვალს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება”
HR hub Next-ის მეთექვსმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა
HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთექვსმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”
28 ოქტომბერს კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება
HR hub-ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 ოქტომბერს, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 – დან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება. Continue reading “28 ოქტომბერს კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება”