შემოგვიერთდით

HRshop.ge – HR მენეჯერებისთვის ერთიანი შოპინგ პლატფორმა შეიქმნა

HR hub – მა საქართველოში პირველად, HR მენეჯერებისთვის სერვისებისა და პროდუქტების შესყიდვის ერთიანი ონლაინ პლატფორმა HRshop.ge შექმნა. Continue reading “HRshop.ge – HR მენეჯერებისთვის ერთიანი შოპინგ პლატფორმა შეიქმნა” →

My Office • ჩემი ოფისი

„ჩემი ოფისი“ „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“-ის ავეჯის მიმართულების ახალი პროექტია, რომელიც ავეჯის და სახლის აქსესუარების მაღაზია “ლაბორატორია ჩემი სახლის” ქოლგის ქვეშ შეიქმნა.
“ჩემი ოფისის” შოურუმში წარმოდგენილია საოფისე ავეჯის და აქსესუარების ფართო არჩევანი ყველა სტილის, დიზიანისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
„ჩემი ოფისის“ მაღაზია მდებარეობს:
– თბილისი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. (მაღაზია “ლაბორატორია ჩემი სახლის” პირველი სართული)

გაიგე მეტი მათ შესახებ: FB

შეუკვეთე მომსახურება:  591 10 20 12 myoffice@icr.ge

HR shop – ს მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

იშოპინგეთ HR-ულად!

დაარეგისტრირე კომპანია ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!

KD4US – იდეალური სამუშაო ადგილი თქვენთვის და თქვენი თანამშრომლებისთვის

KD4US ეს არის საერთო სამუშაო სივრცე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოხვიდეთ და იმუშაოთ.

სივრცე განკუთვნილია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ან უბრალოდ, ფრილანსერებისთვის, რომლებიც სამუშაო სივრცისგან გართობის, ურთიერთობისა და პროდუქტიული მუშაობის შეთავსებას ელიან.

KD4US აძლიერებს ანტერპრენერების სულს, ზრდის საქმიანი ადამიანის მოტივაციასა და სურვილს, გაიღრმავოს ცოდნა. მხარს უჭერს სიახლეებს, აკავშირებს საინტერესო ადამიანებსა და კომპანიებს. სივრცე მოიცავს 110-მდე ინდივიდუალურ სამუშაო ადგილს, ბოქს ოფისებს, შეხვედრების ოთახებს, საკონფერენციო დარბაზებს, გასართობ-მოსასვენებელ ზონას თვითმომსახურების სამზარეულოთი.

გაიგე მეტი მათ შესახებ: FB

შეუკვეთე მომსახურება:  032 200 17 44 info@kd4us.com

HR shop – ს მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

იშოპინგეთ HR-ულად!

დაარეგისტრირეთ კომპანია თქვენც, ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ღონისძიება ,,ქოუჩინგი:ინსპირაციის წყარო” გაიმართება

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობა ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ინოვაციურ და კრეატიულ ღონისძიებას ,,ქოუჩინგი: ინსპირაციის წყარო“ მართავს.

ღონისძიებაზე თქვენ:

  • გაიცნობთ ICF საქართველოს წევრ ქოუჩებს, რომელთაგანაც მოისმენთ, თუ რა შეცვალა ქოუჩინგმა მათ ცხოვრებაში;
  • შემთხვევითი გადანაწილების პრინციპით მოხვდებით ერთ-ერთ ქოუჩთან, ისაუბრებთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე და დასვამთ შეკითხვებს, რომლებზეც მიიღებთ ამომწურავ პასუხებს. მსგავსი პრინციპით თქვენ სამ სხვადასხვა ჯგუფში აღმოჩნდებით, რაც შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ მრავალფეროვანი გამოცდილება და შთაგონება სხვადასხვა ქოუჩებისგან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდება უფასო ქოუჩ-სესიები, რომლებზეც რეგისტრაცია დაიწყება 6 მაისს ICF საქართველოს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/ICFweek/

ღონისძიება ტარდება ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 70 ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული 2019 წელს ჩატარდა, რომლის ბენეფიციარიც 1200 ადამიანი იყო.

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ ინარჩუნებს გუნდის თითოეულ წევრს

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სრულად ახდენს თანამშრომლების შენარჩუნებას და  სახელფასო ანაზღაურების გაცემას.

„ჩვენთვის  მნიშვნელოვანია, პანდემიის პირობებში ვიზრუნოთ  თითოეული მოდუსელის  კეთილდღეობაზე.“

კომპანია „მოდუსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გადავიდა დისტანციურ სამუშაო პროცესზე და თავის ერთგულ მომხმარებლებს უწევს ონლაინ გაყიდვების მომსახურებას.

„ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დასაქმებული პირებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება“.

ანტიკრიზისული გეგმის 1,000,000 ლარს ფრესკო თანამშრომლების სახელფასო ფონდში ჩარიცხავს

ფრესკოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით 1,000,000 ლარზე მეტი თანხა, რომელიც საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით უნდა დარჩენილიყო კომპანია ფრესკოს განკარგულებაში და არ გადარიცხულიყო ბიუჯეტში, სრულად მიემართოს ფრონტში, წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლების:
✔ კონსულტანტების
✔ ხაზის კონსულტანტების
✔ მოლარეების
✔ მერჩენდაიზერების
✔ დაცვის თანამშრომლების
✔ ინვენტარიზაციის თანამშრომლების
✔ მიმღები ოპერატორების
✔ ტექნიკურ თანამშრომლებს
✔ წარმოების თანამშრომლების
✔ საწყობის თანამშრომლების
✔ კონტროლის თანამშრომლების
✔ დარბაზის, საწყობის და ცვლის მენეჯერების
✔ მძღოლების
✔ კორპორატიული მოლარეების
✔ პარკინგის თანამშრომლების
სახელფასო ფონდში.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ფრესკოს დირექტორთა საბჭოს.

რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა, დასაქმებულებმა და თვითდასაქმებულებმა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად?!

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში. Continue reading “რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა, დასაქმებულებმა და თვითდასაქმებულებმა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად?!” →

ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას

ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გარდა ამისა, მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ, 6 თვის განმავლობაში 1200 – თვეში 200 ლარით დაეხმარება.

პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“- განაცხადა გახარიამ.

“ტავ ჯორჯია” თანამშრომლებს არ ათავისუფლებს, სახელფასო ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევარია

“ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის ინფორმაციით კომპანიას ჰყავს 1400 თანამშრომელი და მთლიანი სახელფასო ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევარი ლარია. Continue reading ““ტავ ჯორჯია” თანამშრომლებს არ ათავისუფლებს, სახელფასო ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევარია” →

„ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეამცირა

„ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოებისა და გაყიდვების გუნდის თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეუმცირა.

Continue reading “„ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეამცირა” →