შემოგვიერთდით

როგორ გახდა თამარა ჯანელი Givenchy Beauty-ის მეიქაფ არტისტი ნიუ იორკში

რამდენიმე წლის წინ ნიუ იორკში, მე-5 ავენიუზე Estee Lauder-ში შესაძლებელია ქართველ გოგონას შეხვედროდით, რომელიც სეზონურ დამხმარე არტისტად მუშაობდა. Continue reading “როგორ გახდა თამარა ჯანელი Givenchy Beauty-ის მეიქაფ არტისტი ნიუ იორკში” →

,,როდესაც გყავს გუნდი რომელიც გენდობა და რომლის შრომასაც აფასებ, იქ არანაირი სირთულე აღარ არსებობს!”- თამარ კუნჭულია HR მენეჯერი

კორონავირუსის გამო საქართველოში არსებული დიდი სასტუმროების უმრავლესობა საკარანტინო სივრცეებად არის გადაქცეული. Continue reading “,,როდესაც გყავს გუნდი რომელიც გენდობა და რომლის შრომასაც აფასებ, იქ არანაირი სირთულე აღარ არსებობს!”- თამარ კუნჭულია HR მენეჯერი” →

დაამუღამე იზოლაცია ანუ  ჩახტი Flow-ში – ლიკა ნოზაძის ბლოგი

როცა გარეთ თბილი აპრილია და შენ ასრულებ მოწოდებებს #დარჩისახლში;

როცა ექსტრავერტი ხარ და ადამიანებთან ურთიერთობა გენატრება;

როცა ცხოვრება ქცევების შეცვლას გთხოვს;

როცა ზუსტად იცი, რომ ესეც გაივლის და საბოლოოდ პოზიტიურ გამოცდილებად დაგრჩება…

იღებ ლეპტოპს და იწყებ იმის გაკეთებას, რასაც აქამდე არ აკეთებდი.

დღეს, ბევრი კომპანიის ეიჩარი თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, რომ თანამშრომლებზე იზრუნოს, ზოგი ეიჩარი შეუძლებელს აკეთებს და ყველას მაქსიმალურად უნარჩუნებს სამსახურებს, კარგ განწყობას, დაფასებულობის განცდას.

ჩვენ Talent Flow-ს ტალანტების სკაუტებმა (ასე ჰქვია HR ბიზნეს პარტნიორებს ჩვენთან) გადავწყვიტეთ, დაგვეწყო კამპანია: „შენ ზრუნავ შენს თანამშრომელზე, ვინ ზრუნავს შენზე?“ ჩვენვე გადავწყვიტეთ ჩვენიანებზე ზრუნვა საკუთარ თავზე აგვეღო და იდეებიც წამოვიდა.

პირველი ივენთი იყო მონატრებული ერთმანეთის მოკითხვა და დანახვა.

მერე დაიწყო #hrchallenges, რომლის მიზანიცაა პოზიტიურ განწყობასთან ერთად ერთმანეთს კარგი გამოცდილებები გავუზიაროთ.

პირველი #hrchallenge სწორედ თვითიზოლაციაში დამუღამებული უნარების თუ ქცევების გაზიარებას დაეთმო. დანარჩენ ჩელენჯებს პერიოდულად გავაჟღერებთ. მთავარი მუღამი ამ ამბავში არის ორი რამე: შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და გავუზიაროთ ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი პოზიტივი – გამოცდილება, ქცევა, უნარი, ჩვევა, ხასიათი. სულ 4 ჩელენჯი გვექნება და აუცილებლად გამოვავლენთ, თითოეულის ბოლოს, გამარჯვებულებს – FLOW Stars, რომლებიც საჩუქრად მიიღებენ ჩვენი კომპანიის სერვისებიდან, მათთვის სასურველ ნებისმიერ მომსახურებას, უფასოდ. ასევე გვეყოლება Flow Super Star – ყველაზე აქტიური, ყველაზე პოზიტიური მონაწილე, რომელიც ჩვენი თიმისგან სუპერ პრიზს მიიღებს საჩუქრად. სუპერ პრიზს გამარჯვებულთან ერთად გამოვაცხადებთ.

ჩელენჯების გარდა გვაქვს და გვექნება ონლაინ ივენთები, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ ჩვენს კოლეგა ეიჩარებთან და არა მარტო ეიჩარებთან ერთად. 14 აპრილს სუპერ კოლეგებთან ერთად გვქონდა #hrspeakups, სადაც განვიხილეთ რატომ არის „ცუდი“ ეიჩარობა. ონლაინ ივენთები ლაივ სტრიმით გადის ჩვენს Facebook გვერდზე – Talent Flow და მისი მოსმენის, ყურების შესაძლებლობა აბსოლუტურად ყველა მსურველს აქვს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად უფასოა, რადგან ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანზე ვიზრუნოთ და რაც შეიძლება მეტი პოზიტივი გავაზიაროთ.

ხოდა, მეგობრებო, ეიჩარებო, არაეიჩარებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, თუ გინდათ რომ ამ იზოლაციის პერიოდში კარგი რაღაცეები დაამუღამოთ და Flow-ში ჩახტეთ, გელით ამ კარგ ამბებში ზოგს მონაწილეებად, ზოგს მსმენელებად, ზოგს ლუპით მაყურებლებად – ჩვენ ყველა გაგვეხარდებით.

რა არის Flow და რატომ უნდა გინდოდეთ Flow-ში ჩახტომა? გარდა იმის, რომ Flow პოზიტიური ფსიქოლოგიის ცნებაა და მას თანამედროვე ლიდერები საუკეთესოდ იყენებენ საკუთარი და გუნდის წარმატებისთვის, ჩვენს ენაზე Flow არის  მუღამში ჩავარდნა, რომლის დროსაც ისეთი გატაცებული ხარ ამ მუღამებით დროის გასვლას ვერც კი ამჩნევ, ხოდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზუსტად ეს გვჭირდება ახლა ყველას – May Flow be with us!

,,იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს, ამათ ყველას მივაკითხავთ,”- გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს. Continue reading “,,იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს, ამათ ყველას მივაკითხავთ,”- გახარია” →

რIT დაგეხმაროთ? – ახალი FB ჯგუფი დისტანციურად მომუშავე ადამიანების IT დახმარებისთვის შეიქმნა

IT სპეციალისტები დისტანციურად მომუშავე ადამიანების დასახმარებლად ერთიანდებიან. Continue reading “რIT დაგეხმაროთ? – ახალი FB ჯგუფი დისტანციურად მომუშავე ადამიანების IT დახმარებისთვის შეიქმნა” →

,,ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი: როცა გიკრძალავენ, მაშინ უფრო გინდა!” – ლიკა ნოზაძის თვითიზოლაცია

როცა გარეთ მარტის თვისთვის უჩვეულოდ გემრიელი სითბო გეძახის, გაზაფხული ეხეთქება ფანჯრებს და მზის სხივებით ტკბობა მხოლოდ ფანჯრიდან შეგვიძლია, ნუ ჰა მაქსიმუმ მაღაზიაში სირბილით გასულებს – ამ სცენარს ალბათ ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ არა მსოფლიოს მოდებული #StayHome. Continue reading “,,ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი: როცა გიკრძალავენ, მაშინ უფრო გინდა!” – ლიკა ნოზაძის თვითიზოლაცია” →

HR hub Next-ის მეექვსე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 300-მდე მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები გაივლიან 11 ონლაინ შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 11 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მეექვსე ნაკადის მენტორები:

  1. ეკა მაჭავარიანი – Hotels & Preference Hualing Tbilisi – ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი
  2. გენო ძიძგური – ჰილტონ ბათუმი HR მენეჯერი
  3. ნინო გონაშვილი – World Vision International ადამიანური რესურსების მართვის ბიზნეს პარტნიორი
  4. სანათა ჩარგაზია – რეკრუტინგული კომპანია „ჰედქაუნთი“ მმართველი პარტნიორი. ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი შერჩევისა და განვითარების მენეჯერი
  5. ნინო ინაშვილი – Majorel HR სპეციალისტი
  6. ლიკა ნოზაძე – Talent Flow HR კონსულტანტი
  7. ლიკა კაპანაძე – ლიბერთი ბანკი კორპორაციულ კულტურასა და შიდა კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღანელი
  8. თამარ წვიმიტიძე – პაშა ბანკი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
  9. სალომე კვახაძე – ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი – ტალანტების განვითარებისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
  10. ქრისტინე ჩიქოვანი – My.ge HR ბიზნეს პარტნიორი.

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 27 აპრილამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration. 

ონლაინ გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხვდებით პროექტში.

HR hub Next-ის მხარდამჭერია:  პალიტრა მედია ჰოლდინგი.

HR hub Next-ის მეექვსე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეექვსე ნაკადის მიღება გამოცხადდა” →

გაეცანით უფასო ონლაინ-კურსების ჩამონათვალს

ახალი კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ და კარანტინის, იზოლაციისა თუ სოციალური დისტანციის წესების მხარდასაჭერად, ბევრმა საერთაშორისო ელექტრონული სწავლების საიტმა მომსახურება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა.  Continue reading “გაეცანით უფასო ონლაინ-კურსების ჩამონათვალს” →

,,მებაღე და მებაღეობა, რომ დაფასდება ის დრო დგება” – ზურა შევარდნაძე

,,ყოველდღე 10.00 დან 14.00 საათამდე ფანჯარასთან ვზივარ. Continue reading “,,მებაღე და მებაღეობა, რომ დაფასდება ის დრო დგება” – ზურა შევარდნაძე” →