შემოგვიერთდით

18 ნოემბერს საჯარო სამსახურის ბიურო თანამშრომლების შეფასების თემაზე HR ფორუმს ჩაატარებს

18 ნოემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით Courtyard by Marriott Tbilisi – ში თანამშრომლების შეფასების თემაზე HR ფორუმი ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას საჯარო და კერძო ორგანიზაციების  HR მენეჯერები მიიღებენ. Continue reading “18 ნოემბერს საჯარო სამსახურის ბიურო თანამშრომლების შეფასების თემაზე HR ფორუმს ჩაატარებს” →

BDO აკადემია HR მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსს იწყებს

არც სწავლის ძირია მწარე და კენწეროც არ არსებობს – ასე გადაწყვიტეს BDO აკადემიაში და მათი სტუდენტებიც ეთანხმებიან. Continue reading “BDO აკადემია HR მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსს იწყებს” →

ლინ მენეჯმენტში KAIZEN – ის ყვითელი ქამრის სასერტიფიკატო კურსი 19-22 ნოემბერს ჩატარდება

ლინ მენეჯმენტში KAIZEN – ის ყვითელი ქამრის სასერტიფიკატო კურსი  19-22 ნოემბერს ჩატარდება. Continue reading “ლინ მენეჯმენტში KAIZEN – ის ყვითელი ქამრის სასერტიფიკატო კურსი 19-22 ნოემბერს ჩატარდება” →

საქართველოს უნივერსიტეტი შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე დისკუსიას უმასპინძლებს

7 ნოემბერს, 17:00სთ-ზე, საქართველოს უნივერსიტეტი  და მასთან არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise აწყობს საჯარო დისკუსიას შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე, სადაც განიხილება საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, მათ შორის  ახალი შესაძლო კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში (კოსტავას ქ.77 IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519).

დისკუსია მოიცავს ყველა იმ ბუნდოვან საკითხს, რაც საფრთხის შემცველია როგორც დამსაქმებლისთვის, აგრეთვე დასაქმებულისთვის.

დისკუსიას გაუძღვებიან:

ირაკლი პეტრიაშვლი – პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე;

ირაკლი ლექვინაძე – ბიზნესომბუდსმენი;

შალვა ცხაკაია – დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი.

დასწრება თავისუფალია!

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

„აგრძნობინე შენს თანამშრომლებს თავი მნიშვნელოვნად და ისინი აუცილებლად აგრძნობინებენ სტუმრებს თავს განსაკუთრებულად“ – გიორგი მურჯიკნელი

გიორგი მურჯიკნელს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. Continue reading “„აგრძნობინე შენს თანამშრომლებს თავი მნიშვნელოვნად და ისინი აუცილებლად აგრძნობინებენ სტუმრებს თავს განსაკუთრებულად“ – გიორგი მურჯიკნელი” →

8-9 დეკემბერს, HR hub-ის ორგანიზებით, ბათუმში ღონისძიება HR 360◦ ჩატარდება

8-9 დეკემბერს, HR hub-ის ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო ,,გრანდ გლორიაში” მედეა ტაბატაძის ტრენინგი  HR 360◦ ჩატარდება.  Continue reading “8-9 დეკემბერს, HR hub-ის ორგანიზებით, ბათუმში ღონისძიება HR 360◦ ჩატარდება” →

,,გუდვილის” სასწავლო ცენტრი მზად არის აქტიურად ჩაერთოს პროფესიული განათლების განვითარებაში

,,გუდვილის” სასწავლო ცენტრი აქტიურად არის ჩართული პროფესიული სწავლების ხელშეწყობაში. Continue reading “,,გუდვილის” სასწავლო ცენტრი მზად არის აქტიურად ჩაერთოს პროფესიული განათლების განვითარებაში” →

,,ანტიგაყიდვები” – პირველი ქართული წიგნი გაყიდვებში

,,ანტი გაყიდვები” – პირველი ქართული წიგნია გაყიდვებში, რომელიც საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებლის დავით ჩიკვაიძის  ავტორობით სულ ახლახანს გამოიცა.

Continue reading “,,ანტიგაყიდვები” – პირველი ქართული წიგნი გაყიდვებში” →

ეკატერინე ტიკარაძე: “ექიმთა დეფიციტია, ხელს შევუწყობთ საერთაშორისო სტანდარტის განათლების მიღებას”

ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე – “მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა” მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა: Continue reading “ეკატერინე ტიკარაძე: “ექიმთა დეფიციტია, ხელს შევუწყობთ საერთაშორისო სტანდარტის განათლების მიღებას”” →

Safco – ს ახალი ვებ-გვერდი აქვს!

საფკოს ახალი ვებგვერდი მზადაა. განახლებული საიტის საშუალებით შესაძლებელია:

🔸 დარეგისტრირდეთ შრომის უსაფრთხოების ტრენინგებზე;
🔸 მიიღოთ სრული ინფორმაცია ჩვენი სერვისების შესახებ;
🔸 თვალი ადევნოთ არსებულ და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს;
🔸 გაეცნოთ ინფორმაციას ჩვენი შესრულებული პროექტებისა და პარტნიორების შესახებ.

👉 ვებგვერდზე არსებული ბლოგის საშუალებით კი შეძლებთ ჩაერთოთ შრომის უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ დისკუსიებში.

SafCo არის დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია 12 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.

“ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს სხვადასხვა უსაფრთხოების მომსახურებას რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

გამოცდილება – ჩვენ გვაქვს 12 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ ვართ საქმის პროფესიონალები და ვფლობთ შესაბამის კვალიფიკაციას ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებილ სტანდარტებსა და მოთხოვნებში.

კლიენტები – ჩვენი კლიენტები არიან სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის: სამშენებლო, საწარმოო, ფაბრიკა-ქარხნები, პორტები, სასტუმროები, სასწავლო დაწესებულებები და ასე შემდეგ.

კვალიფიკაცია – ჩვენ ვფლობთ უმაღლესი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისოდ ავტორიზებულ სერტიფიკატებს, როგორებიც არიან:
National Examination Board in Occupational Safety and Health (NEBOSH), IOSH (institution of Safety and Health), OHSAS 18001; ISO 19011 Lead Auditor; NFPA (National Fire Protection Administration) BOHS (British Occupational Hygiene Society); Control of Work Systems.

ჩვენი მიზანი – ჩვენი მიზანია წარმოვადგინოთ, დავნერგოთ და განვავითაროთ ამერიკული და ბრიტანული (OSHA, BSC) შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, დავეხმაროთ ადგილობრივ ბიზნესებს ახალი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსვლაში, უსაფრთხოების კულტურის დანერგვაში და განვითარებაში, მაღალი სტანდარტების მიღწევაში და მათ შენარჩუნებაში.” – აცხადებენ კომპანიაში.