რუბრიკის ,,სამზარეულოს ამბები” სტუმარია Matteo Boifava, რომელიც სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს იტალიური რესტორნის ,,Filini” შეფ მზარეულია. Continue reading “,,არ დანებდეთ, სცადეთ ყოველთვის და გაიმეორეთ, სრულყოფილება მოდის მხოლოდ პრაქტიკით” – Matteo Boifava Filini-ის შეფ მზარეული”
საქართველოს მთავრობამ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოსთან“ კოორდინაციით, მოამზადა „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია“, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №334 დადგენილებით.
სტრატეგია წარმოადგენს საექთნო/საბებიო ადამიანური რესურსის განვითარების ხედვას (2019-2025 წლები), რომელიც თანმიმდევრული ღონისძიებების გატარების საშუალებით უზრუნველყოფს, ქვეყანაში არსებობდეს საექთნო ადამიანური რესურსის დაგეგმვის, განათლების/პროფესიული განვითარების და პროფესიული რეგულირების მდგრადი, თანამედროვე მოთხოვნებთან თავსებადი, ეფექტური სისტემა, რომელიც პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გატარებულ სწორ საკომუნიკაციო ინტერვენციებთან ერთად ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურება იყოს უსაფრთხო და ხარისხიანი, რაც არის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N334 2019 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ იხილეთ: აქ.
თუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რაც არ უნდა ჭკვიანები იყოთ, შორს ვერ წახვალთ

2016 წელს, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა თავისი “მომავლის სამუშაოების ანგარიში”, Continue reading “თუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რაც არ უნდა ჭკვიანები იყოთ, შორს ვერ წახვალთ”
23 აგვისტო ჩაფხუტების დღეა – “რაში გჭირდება მაყუთი თუ არ გახურავს ჩაფხუტი”

👷23 აგვისტო ჩაფხუტების დღეა👷 Continue reading “23 აგვისტო ჩაფხუტების დღეა – “რაში გჭირდება მაყუთი თუ არ გახურავს ჩაფხუტი””
wOnderLAND – ის სამუშაო სივრცე, სადაც იყიდება ყველაზე მაგარი პროდუქტი დედამიწაზე – დასვენება!
ოფისში შესვლისთანავე ყურადღბას იპყრობს ნათელი, ფერადი გარემო, სადაც ძალიან გემოვნებით შერჩეული ავეჯი, სანათები და მცენარეები სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან. Continue reading “wOnderLAND – ის სამუშაო სივრცე, სადაც იყიდება ყველაზე მაგარი პროდუქტი დედამიწაზე – დასვენება!”
“მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად დიდ ხანს უნდა ემსახურო იმ საქმეს, რომელიც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია” – თეიმურაზ არეშიძე
www.HRhub.ge – ის ახალი რუბრიკაში ,,უხუცესი თანამშრომელი” ჩვენ გიყვებით სხვადასხვა კომპანიის ყველაზე ასაკოვან თანამშრომლებზე და გიზიარებთ მათ გამოცდილებას. Continue reading ““მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად დიდ ხანს უნდა ემსახურო იმ საქმეს, რომელიც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია” – თეიმურაზ არეშიძე”
GeoSafety – სრული მომსახურება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით

GeoSafety არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. Continue reading “GeoSafety – სრული მომსახურება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით”
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 40 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს საპატიო სიგელები გადაეცათ.
40 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე შეხვდა, მათი მუშაობა შეაფასა და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე უწყების თანამშრომლებმა ის ეტაპები და ნაბიჯები გაიხსენეს, რომლებიც მათ საქსტატთან ერთად გაიარეს.
თეონა მალაციძის ისტორია Retail Group Georgia-ში – გაყიდვების კონსულტანტობიდან რეგიონულ ვიზუალ მერჩენდაიზერობამდე

კომპანიაში სადაც ნამდვილად სჯერათ თანამშრომლების პოტენციალის და აფასებენ თითოეული ადამიანის ინტერესებს ყოველთვის მიაღწევ წარმატებას, მაგრამ წინსვლა და წარმატება, რომ მხოლოდ გარემო ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული და უმეტესად შენს შრომაზე და მონდომაბეზეა დამყარებული, ამის ნათელი მაგალითი Retail Group Georgia – ს რეგიონული ვიზუალ მერჩენდაიზერის, თეონა მალაციძის ისტორიაა.
HR hub: თეონა, მოგვიყევი შენზე და შენი კარიერის დასაწყისზე Retail Group Georgia– ში
მუშაობა რომ დავიწყე მეორე კურსს ვამთავრებდი. ვსწავლობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, კერძოდ მენეჯმენტზე. კომპანიის შესახებ პირველად ჩემი მეგობრისგან შევიტყვე, რომელიც ნახევარ განაკვეთზე ამავე კომპანიაში უკვე მუშაობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ვსწავლობდი, მოქნილი გრაფიკი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რის საშუალებასაც აღნიშნული კომპანია მაძლევდა. ამიტომაც 2014 წლის ივნისს, მუშაობა დავიწყე ნახევარ განაკვეთზე გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზია Cortefiel-ში, რასაც სამუშაო გამოცდილების დაგროვებისთანავე მოყვა სრულ განაკვეთზე გადასვლა მაღაზია La Senza-ში.

HR hub: მოგვიყევი იმ გამოწვევებზე და სიძნელეებზე რისი გადალახვაც მოგიწია კარიერის შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად.
იქიდან გამომდინარე რომ მენეჯმენტზე ვსწავლობდი, პრაქტიკულმა გამოცდილებამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. სრულ განაკვეთზე მუშაობის დროს ვერკვეოდი მენეჯერის მოვალეობებში, თუ როგორ უნდა დამესახა პრიორიტეტები, შემესრულებინა დღის გეგმა წარმატებით და გადამენაწილებინა დრო ოპტიმალურად. პერიოდულად გვიტარდებოდა ისეთი ტრენინგები მომსახურების კუთხით, რომელიც გვეხმარებოდა მომხმარებელთან კომუნიკაციაში და რა თქმა უნდა ხელს უწყობდა იმ ამოცანების შესრულებას, რომლითაც იზომებოდა შედეგები.
ერთ წლიანი ინტერვალებით დავწინაურდი იმავე მაღაზიაში მენეჯერის ასისტენტის და შემდეგ La Vie en Rose-ში მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. უამრავი გამოწვევა და სიახლე იყო ჩემს ირგვლივ. ვცდილობდი თითოეული სირთულიდან მესწავლა და სწორედ გამომეყენებინა გამოცდილება კიდევ უფრო რთული ამოცანების გადასაჭრელად. მაღაზიის მენეჯერად მუშაობის დროს, სრულიად გუნდის შედეგებზე ვაგებდი პასუხს, რაც თავისთავად დიდი პასუხისმგებლობა იყო. ეს მავალდებულებდა მემუშავა ჩემს თავზე, გამომემუშავებინა დროის მენეჯმენტის, თანამშრომლებთან კომუნიკაციის, საქმის დელეგირების, მათი სამუშაოს დაგეგმვისა და შემდეგ შეფასების უნარები და გამეხადა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი.

HR hub: თეონა, ვინ და რა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა თქვენს კარიერულ წინსვლაზე?
მენეჯმენტის კუთხით განათლებამ, დაგროვილმა გამოცდილებამ და დამატებითმა პასუხისმგებლობამ საშუალება მომცა ცოდნა გამეღრმავებინ ისეთ საკითხებში, როგორიც არის ბრენდ პარტნიორებთან კომუნიკაცია, კომერციული ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და სხვა.
აუცილებლად აღსანიშნავია ჩემი უშუალო ხელმძღვანელის წვლილი იმ ცოდნის და გამოცდილების დაგროვებაში, რომელიც დღემდე გზას მიკვალავს.
იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც ვიზუალური მერჩენდაიზინგის კუთხით ინტერესი გამოვიჩინე საქმის შესწავლაში, კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები დამეხმარნენ, რაც რეალურად ჩემი კარიერის გაგრძელების შემდეგი საფეხური გახდა და საკმაოდ კონკურენტული შიდა შერჩევის წარმატებით გავლის შემდეგ, უკვე მეოთხედ დავწინაურდი რეგიონული ვიზუალ მერჩენდაიზერის პოზიციაზე, რომელსაც დღემდე ვიკავებ. იმისათვის, რომ ვიზუალ მერჩენდაიზინგისა თუ მარკეტინგის კუთხით მუდმივად განახლებული იყოს ჩემი ცოდნა, ტრენინგები გავიარე იორდანიაში და დუბაიში, ვიყავი პრეზენტატორი სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დღევანდელი ჩემი ყოველდღიურობა სავსეა იმ საქმით, რომელიც მიყვარს და სიამოვნებით ვაკეთებ.
HR hub: რას ეტყოდით მომავალ თაობას, რომელიც კარიერას ახლა იწყებს?
გახსოვდეთ, რომ შესაძლებლობები ამოუწურავია, მთავარია განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და დაუღალავი შრომა.
თუ თქვენც გსურთ შეუერთდეთ Retail Group Georgia – ს განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, შეავსეთ აპლიკაცია 20 სექტემბრამდე.
თუ შენ ვერ მიდიხარ შვებულებაში, შვებულება მოდის შენთან პირდაპირ ოფისში
ზაფხული ის პერიოდია, როცა კომპანიაში ყველა შვებულებაშია, ისვენებს ან ფიქრობს გართობასა და დასვენებაზე. Continue reading “თუ შენ ვერ მიდიხარ შვებულებაში, შვებულება მოდის შენთან პირდაპირ ოფისში”

