შემოგვიერთდით

გამორჩეული სივრცეები კორპორატიული ღონისძიებისთვის

საახალწლო პერიოდში ყველა HR პროფესიონალი ეძებს სივრცეს კორპორატიული ღონისძიების ჩასატარებლად. მოგიმზადეთ სტატია, სადაც გაგაცნობთ რამდენიმე გამორჩეულ ადგილს.

შუაგულის ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. ბუნებრივი გარემო და ხედები საუკეთესო ერთობლიობას ქმნის ნებისმიერი ტიპის დღესასწაულისთვის. რაც მთავარია „შუაგულის” გუნდი ყველა ღონისძიებასა და სტუმარს ინდივიდუალურად უდგება.

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

„შუაგული“ იდეალური ადგილია კორპორატიული წვეულებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რა მასშტაბის ღონისძიების დაგეგმვა გსურთ. 7 განსხვავებული სივრცე – გარდენი, მთავარი და პანორამული დარბაზები, ბიბლიოთეკა, ქართული ოთახი, ლაუნჯი და სეზონზე აუზი – სრულიად აკმაყოფილებს წვეულებებისთვის საჭირო მოთხოვნებს. შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ერთდროულად რამდენიმე ღონისძიებას, როგორც მცირე ჯგუფების, ასევე 250-300 ადამიანზე გათვლილ სივრცეებში.

თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ.

„შუაგულის“ გუნდი მზად არის მომსახურების მაღალი ხარისხით და განსაკუთრებული შეთავაზებებით ვუმასპინძლოთ ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც ჩვენთან მოსულ სტუმარს გაუჩნდება. შეგვიძლია მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზება, რაც გულისხმობს თემატურ დეკორაციებს, მუსიკას, ფოტო-ვიდეო გადაღებას, წამყვანისა და გასართობი, წამახალისებელი თამაშების შეთავაზებას. ასევე, რადგანაც ქალაქგარეთ ვართ, სტუმრებს ვთავაზობთ ტრანსპორტირებას გამოცდილი მძღოლითა და  კომფორტული მიკროავტობუსებით.

მცირე ჯგუფებს,  რომლებსაც სადღესასწაულო სივრცეების დაჯავშნა არ სჭირდებათ, შეუძლიათ გვესტუმრონ ნებისმიერ საღამოს. ყოველდღე გვაქვს ცოცხალი მუსიკა და სადღესასწაულო განწყობა, რომლითაც შევძლებთ განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე შევქმნათ.

როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?

„შუაგულს“ განსაკუთრებულად გემრიელი სავიზიტო ბარათი აქვს. მენიუს ინდივიდუალურად ვადგენთ სტუმრების მოთხოვნებიდან გამომდინარე და ვცდილობთ გამორჩეული, განახლებული კერძებით თავი მოვაწონოთ. რაც შეეხება ბარს, რა თქმა უნდა გვაქვს ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნება. თავს ვიწონებთ გამორჩეული კოქტეილებით, რომლის დაგემოვნებასაც აუცილებლად ვურჩევთ ჩვენთან მოსულ სტუმარს.  თუმცა, ასევე გვაქვს გამონაკლისებიც, რაც გულისხმობს ღვინის შემოტანას დიდ წვეულებაზე, რომელსაც ინდივიდუალურად განვიხილავთ.

საკონტაქტო პირი

„შუაგულის“ გუნდი მზად ვართ ჩავინიშნოთ თქვენი ღონისძიებისთვის სასურველი თარიღი და ეს დღე გამორჩეული, დასამახსოვრებელი გავხადოთ:  +995 596 97 49 49; info@shuaguli.ge

Bachata Community

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

ჩვენი სივრცე გამოირჩევა ესპანური და მექსიკური კულტურის დამახასიათებელი ინტერიერით. ბაჩატა ქომუნითი მასპინძლობს ფურშეტის შემთხვევაში მაქსიმუმ 80 სტუმარს, ვახშამზე 60 სტუმარს

თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ

გვაქვს მომსახურების სრული პაკეტი და განსხვავებული, საინტერესო იდეები თემატური კორპორატიული წვეულებისთვის. ესპანურ, ლათინო ამერიკულ, პორტუგალიურ და მექსიკურ სტილში. ასევე თემატური დეკორაციები.

როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?

ესპანური და მექსიკური კერძებით სავახშმო და ფურშეტის კანაპე მენიუ იგივე კონცეფციით. სასმელის შემოტანა არ შეიძლება, თუმცა სანაცვლოდ დახურვის საკომისიოს არ იხდის სტუმარი და არც მომსახურების პროცენტი გვაქვს, ფასებში შესულია დღგც.

საკონტაქტო პირი

მარიამ გოგოჭური 591995005

The Hilton Garden Inn Tbilisi River view

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

სასტუმროში მოქმედი რესტორანი Together & Co საერთაშორისო ბრენდია. აქ სტუმრებს საუზმით, სადილითა და ვახშმით გაუმასპინძლდებიან. ბარში კი – გემრიელი სასმელებისა და კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებენ. Together & Co-ს თბილი, მყუდრო სივრცე Hilton Garden Inn-ის სტილშია დაპროექტებული. ეს არის საუკეთესო ადგილი კორპორატიული ღონისძიებების ჩასატარებლად.
თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ

ღონისძიების დაგეგმვის შემთხვევაში, შეგვიძლია ყველა ტიპის მომსახურების გაწევა:  მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ
როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?

მენიუ გვაქვს: ყავის შესვენების, ლანჩის და ვახშმის ვარიანტები როგორც ქართული ასევე ევროპული.
საკონტაქტო პირი მარიამ ზირაქაშვილი, mariam.zirakashvili@hilton.com – 598 69 19 15

Ramada by Wyndham Tbilisi old City

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

რამადა ეს არის სასტუმრო. გვაქვს ტერასის შემოთავაზება, რომელიც სხვადახვა წყობის მიხედვით იტევს დამჯდარ (აქაც სხვაობაა გაშლაში) 450 პერსონას, ხოლო ფურშეტის შემთხვევაში შესაძლებელია 700 ადამიანიც. ტერასა განთავსებულია მე-8 სართულზე და იშლება ულამაზესი ხედი მთაწმინდასა და ძველ თბილისზე. აქ შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი ტიპის ღონისძიება. ფოტოსესიისთვის გამოიყენება შიდა და გარე აუზი, ასევე ღია ტერასა, სადაც ყველანაირი დეკორაციის განთავსებაა შესაძლებელი.

რაც შეეხება მომდევნო სივრცეებს: სასტუმროს ეზოში დგას წითელ წიგნში შეტანილი 4 სართულიანი შენობა,  სადაც მდებარეობს უნიკალური მარანი და აქ კეთდება განსაკუთრებული ტურები ქვევრის ღვინის მოყვარულთათვის და ასევე დახურული ვახშამი მისტიურ ოთახში სანთლის განათებაზე 12 ადამიანზე, ფურშეტზე კი – 100.

მეორე სართულზე, დიდი აივნიანი სივრცეა, რომელიც სრულად გამოხატავს ქართულ სულს და არქიტექტურას. თვითონ დარბაზიც წითელი აგურით არის მოპირკეთებული. აქ შესაძლებელია 110 კაციანი (მჯდომარე) მდგომარეობაში ღონოსძიება და ასევე ტარდება ტრენინგები.

ამავე შენობაში გვაქვს ერთი სართული, სადაც 60 კაცამდე მყუდრო ღონისძიება ტარდება, ბარის-კლუბის განწყობით და ასევე კეთდება სუპერ კლასიკური გარემოც. ამ შენობის მე-4 სართულზე გვაქვს მანსარდა, სადაც ეწყობა მყუდრო სალონური საღამოები, თიმ ბილდინგები და ძალიან ახალგაზრდული გარემოა. პუფებში რომ უნდა ჩაჯდე და ისიამოვნო ისეთი. აქაც თავისუფლად ეტევა 100 ადამიანი.

თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ

ყველა სივრცეში, დიზაინის შექმნის გარდა, ვწერთ სცენარს და სრულ მომსახურებას ვუწევთ მომხმარებელს.

როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?

მენიუ გვაქვს შერეული, მაგრამ ვასრულებთ ნებისმიერ მოთხოვნას. რაც შეეხება სასმელს, გააჩია სუფრას. ყველაფერი მოლაპარაკებაზეა.

საკონტაქტო პირი: სალომე ქადარია ივენთ მენეჯერი 591511912

“SPAR Georgia-მ” თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის პროექტი “SPAR აკადემია” შექმნა

SPAR Georgia-ში სიახლეა. კომპანიამ თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის სტრატეგიული პროექტი “SPAR აკადემია” შექმნა. Continue reading ““SPAR Georgia-მ” თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის პროექტი “SPAR აკადემია” შექმნა”

HR Vision – 18 ნოემბერს ბათუმში მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება ჩატარდება

18 ნოემბერს, 12:00სთ-ზე სასტუმრო ROOMS Batumi – ში (ბათუმი, ი.გოგებაშვილის 10), HR hub-ის ორგანიზებით და Self.HR-ის მხარდაჭერით, ,,HR Vision” – მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება ჩატარდება. Continue reading “HR Vision – 18 ნოემბერს ბათუმში მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება ჩატარდება”

“თუ ეს სიტუაცია გეცნობა, შენ მენტალურად დაღლილი ორგანიზაციის ტოპ მენეჯერი ხარ” – ლიკა ნოზაძე

კორპორატიული მენტალური ჯანმრთელობაბიზნესის კონკურენტული უპირატესობა თუ აუცილებელი ბენეფიტი by Talent Flow_Management Consulting

შენ და შენი ბიზნესი

შენ დიდი კომპანიის დამფუძნებელი ხარ. Შენი ბიზნესი წლებია ლოკალურ ბაზარზე ოპერირებს. ერთი პატარა ობიექტით დაიწყე და დღეს, რამდენიმე მილიონიან აქტივებს ფლობ. ბევრი პრობლემა გადალახე, ბევრი სირთულე გამოიარე, ბევრი ნერვიულობაც. თანადამფუძნებლებთან ურთიერთობების გაწყვეტაც დაგჭირდა ამ ბიზნესის გადარჩენის გამო, მაგრამ ფიქრობ რომ ღირდა, რადგან დღეს, შენ ერთ-ერთი ტოპ ბიზნესის მფლობელი და სტაბილური დამსაქმებელი ხარ. Შენ შეძელი ის, რაც ყველას არ გამოსდის და ამ განცდით გამოწვეული სიამაყე თავბრუს გახვევს.

გაიზარდა შენი ბიზნესი და გაიზრდა გუნდიც. Ძალიან დიდია კონკურენცია და გენატრება ის დრო, ბაზარზე ლიდერის პოზიციას მშვიდად რომ ინარჩუნებდი. ქაოტურ და ცვლილებებით სავსე გარემოში, ადამიანების ქცევაც განსხვავებულია და ბიზნეს გადაწყვეტებიც. Შენი მენეჯმენტის სტილი იგივეა და შენ ბრაზდები, რადგან შენი ქცევა, რომელიც აქამდე სულ გაძლევდა შედეგს, ვეღარ გეხმარება.

ხშირად იყენებ ფრაზებს: “ადექით და გააკეთეთ!”, “მოიფიქრეთ მერე!” “ესენი სამსახურში იმიტომ მოდიან, რომ მთელი დღე შესვენებაზე იარონ?”, “ახლა კიდე უკუკავშირი მადარდე!”, “გასაუბრებაზე აპლიკანტებს ჩემს კაბინეტში შევხვდები”, “მე ბონუსებში ფულს ვერ დავხარჯავ, ისედაც ხელფასებში მეხარჯება!”, “ვისაც ჩემი წესები არ მოწონს, წავიდეს!”, “იყოს გადინება, ფულს ხომ მაინც ვწერთ!”

შენი თანამშრომლები

Შენი თანამშრომლების უმეტესობის ქცევა აპათიური ან დაძაბულია. Ზოგიერთის – მშფოთვარე. Ხვდები, რომ სამუშაო გარემო ტოქსიური გახდა. Შენს დაქვემდებარებულებში, Სულ უფრო მეტად ავლენ სხვადასხვა ტიპის თანამშრომლებს:

თანამშრომელი #1 – უიმედოა, დეპრესიული, ინტერესის არმქონე, წყნარი, რისკის ამრიდებელი. შენელებული მოძრაობების მქონე, ხშირად – მითვლემილი გამომეტყველებით. გუნდის წევრებთან იყენებს სიტყვებს და წინადადებებს: “კარგი, კარგი, ნუ მეუბნები”, “რატომ მეუბნები?”, “მე რაშუაში ვარ?” არააქტიურია, უინიციატივო, საქმეს ამისამართებს სხვებისკენ.

თანამშრომელი #2 – პესიმისტურია, ნეგატიურად განწყობილი, დაუცველი, კრიტიკული, რისკის ამრიდებელი. ვერ ისვენებს ერთ ადგილას, დადის წინ და უკან, იყურება აქეთ-იქეთ. გუნდში იყენებს ფრაზებს: “ასე რომ მოხდეს, მერე?”, “არა, არა! ვერ გავრისკავ”, “რა აზრი აქვს?!” ეძებს შიშების გამართლებას, აწყობს ნეგატიურ სცენებს გონებაში, ეძებს მხარდაჭერას სხვებისგან, აქცენტს აკეთებს ნეგატივზე.

თანამშრომელი #3 – იქცევა, როგორც მსხვერპლი, ინტროვერტულია, თავიდან ირიდებს კომუნიკაციას, ნეგატიური აზრები აქვს და ნეგატივს აზიარებს კოლეგებთანაც. ხშირად, ძალიან მოუსვენარია ან სრულიად გაყინული ემოცია აქვს. იყენებს ფრაზებს: “ისეთი აღელვებული ვარ, თავიც კი მტკივა!”, “წუხელ ამაზე ფიქრის გამო ვერც დავიძინე”, “არც ვიცი რა უნდა ვქნა”. თავს არიდებს თვალით კონტაქტს. ზოგჯერ, გადამეტებულად აგრესიულია ან ზედმეტად თავდაცვით პოზაში იჭერს თავს.

თანამშრომელი #4 – მხოლოდ ფიზიკურად არის წარმოდგენილი, შენელებული მოძრაობები აქვს, თავს არიდებს აქტივობას, წუწუნებს, დემოტივირებულია, აჭიანურებს საქმის გაკეთებას, თავს არიდებს კონფლიქტს. ზედმეტად მოდუნებულია, არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს. გუნდის წევრებთან იყენებს ფრაზებს: “როდის დამთავრდება დღე!” “აუ, მოიცა რა!” “აუ კიდე ეს?!”, ”აუ, არ მაინტერესებს რა”. სულ ტელეფონს სქროლავს ან ათამაშებს ხელში, წუხს რომ დრო ნელა გადის.

თუ ეს სიტუაცია გეცნობა, შენ მენტალურად დაღლილი ორგანიზაციის ტოპ მენეჯერი ხარ და შენს ბიზნესს საფრთხე ემუქრება.

გინდა იცოდე რა ხდება მენტალურად დაღლილ ორგანიზაციებში?

  • თანამშრომლებს არ უხარიათ სამსახურში ყოფნა;
  • Day Off-ებს ხშირად იღებენ, სამსახურებრივი გადაწვის გამო;
  • თანამშრომლების პროდუქტიულობა დაბალია;
  • თანამშრომლები ნაკლებად იღიმიან/ ან არ იღიმიან;
  • თანამშრომლები არაეფექტურები არიან;
  • შეხვედრები უსასრულოდ ხანგრძლივია და უშედეგო;
  • თანამშრომლების მხრიდან ხშირად ისმის ფრაზები: “არაფერი შეიცვლება“; „აზრი არ აქვს“; „რა უნდა შეიცვალოს?”

ალბათ, გინდა გაიგო მეტი, ატომ არის თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახლა?

  • Სამუშაო ადგილი და გარემო მნიშვნელოვნად გარდაისახა;
  • ადამიანების ქცევა შეიცვალა;
  • ჯანსაღი კორპორატიული კულტურა წარმატებული ბიზნესის აუცილებელი პირობაა;
  • ციფრულმა სამყარომ და პოსტ-პანდემიურმა გარემომ სოციალური დისტანცია გამოიწვია;
  • დღეს, Work/Life ბალანსი პრიორიტეტია;
  • GEN Z სამუშაო ბაზარზე აქტიურად შემოდის და მათთვის, საკუთარი თავზე ზრუნვა პრიორიტეტია;
  • 21-ე საუკუნის ბიზნესის წარმატება თანამშრომლის ბედნიერებაზე დგას.

აინც არ გინდა გაწიო ხარჯი? აშინ გადაიკითხე ენტალური ველბინგის ბენეფიტებირა მოაქვს მას ბიზნესისთვის და კორპორატიული კულტურისთვის?

  • აუმჯობესებს გონების”აქ და ამჟამად” კონცენტრირებას/მაინდფულნესს;
  • აქრობს გადაწვის შეგრძნებას;
  • აუმჯობესებს მორალს და ეთიკას სამუშაო გარემოში;
  • ზრდის პროდუქტიულობას;
  • ხდის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს სწრაფს და ეფექტურს;
  • აუმჯობესებს შემოქმედებითობას;
  • ამცირებს თანამშრომლების ავადობას;
  • ზრდის თანამშრომლების ლოიალურობას/ ამცირებს თანამშრომლების გადინებას;
  • ამცირებს სტრესს სამუშაო გარემოში;
  • აძლიერებს და აჯანსაღებს შიდა კომუნიკაციას;
  • ქმნის მეგობრულ, ღია და მხარდამჭერ გარემოს;
  • აძლიერებს პოზიტიურ ურთიერთობებს გუნდში;
  • აძლიერებს კორპორატიულ ფასეულობებს;
  • ზრდის თანამშრომლების ეფექტურობას და ბიზნესის შედეგებს;
  • ქმნის ძლიერი დამსაქმებლის ბრენდს.

ას გთავაზობს Talent Flow _ Management Consulting კორპორატიული მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციაში

4 მიმართულების სერვისს:

  1. კორპორატიული ენტალური ველბინგის თემაზე საუბრები – Corporate Wellbeing & FLOW Talks
  2. კორპორატიული ენტალური ველბინგის ტრენინგები – Corporate Wellbeing & FLOW Trainings
  3. კორპორატიული ენტალური ველბინგის ვორქშოფები – Corporate Wellbeing & FLOW Workshops
  4. კორპორატიული მენტალური ველბინგის დიაგნოსტიკა, სტრატეგიის შემუშავება და აღსრულებაში დახმარების გაწევა – Corporate Wellbeing & FLOW at Workplace Strategy

თუ შენ გინდა, რომ შენი ბიზნესი უწყვეტად წარმატებული და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული იყოს, შექმენი Flow experiencing გარემო, სადაც გუნდი:

  • პოზიტიური, თავდაჯერებული, მშვიდი, გაწონასწორებული, აქტიური, ანალიტიკური, რისკის შემფასებელი და სტრატეგიულია.
  • ადამიანები იყენებენ აქტიური მოსმენის ტექნიკებს, მათი კომუნიკაცია ღია და ნათელია, იღიმიან და გულწრფელები არიან.
  • იყენებენ ფრაზებს: “ყველაფერი გამოვა”, “ჩვენ”, “ერთად”. მათი ქცევა მხარდამჭერია, ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის და ზრუნვისთვის, სიახლეებს ეძებენ და აზიარებენ მუდმივად, ისმენენ განსხვავებულ აზრს და აანალიზებენ ყველა შესაძლებლობას, დეტალურად ფიქრობენ და მხოლოდ შემდეგ ღებულობენ გადაწყვეტილებებს.

ასეთ გარემოში, თანამშრომლები მაქსიმალურად ჩართულები არიან  პროცესში და სიამოვნებას იღებენ პროცესისგან. აქ, შედეგი ყოველთვის სასურველზე მაღალია.

დღეს, მხოლოდ FLOW experiencing გარემო ქმნის კონკურენტულ უპირატესობას, ადაც:

– მენეჯერი ლიდერია და არა ბოსი;

– მხარდაჭერა და ზრუნვა უპირველესია;

– მიზანი ნათელია და მკაფიო მთელი გუნდისთვის;

– უკუკავშირი დაუყოვნებლივი და კონსტრუქციულია;

– ეგო არ არსებობს, არსებობს “ჩვენ” და არა “მე”;

– გამოწვევასა და უნარებს შორის ბალანსია დაცული;

– ადამიანი ბედნიერია;

– ბიზნესი წარმატებულია.

გახსოვდეს, თუ შენ  არ იზრუნებ შენი თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე, შენი კონკურენტები იზრუნებენ მათზე.

ლიკა ნოზაძეTalent Flow _Management Consulting-ის დამფუძნებელი და Flow follower.

,,თანამშრომლებზე ზრუნვის კულტურა და ბედნიერება” 27 ნოემბერს, HR hub-ის ღონისძიება გაიმართება

27 ნოემბერს, 17:00სთ-ზე თიბისი კონცეპტის სივრცეში (მის: მარჯანიშვილის 7), TOP HR თემების ფარგლებში მორიგი ღონისძიება ჩატარდება.

ამჯერად ვისაუბრებთ თანამშრომლებზე ზრუნვის კულტურასა და პიროვნულ ბედნიერებაზე. Continue reading “,,თანამშრომლებზე ზრუნვის კულტურა და ბედნიერება” 27 ნოემბერს, HR hub-ის ღონისძიება გაიმართება”

,,რეკრუტინგისა და შერჩევის ხელოვნება” – კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მესამე წელია HR hub – მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა.  Continue reading “,,რეკრუტინგისა და შერჩევის ხელოვნება” – კურსზე რეგისტრაცია დაიწყო”

“მოხარული ვართ, რომ HR აკადემია უკვე საქართველოსა და აზერბაიჯანშიც ჩავუშვით” – მარიამ ბერიძე

დეველორი საერთაშორისო კომპანია, რომაც საქართველოში ახალი პროექტი – HR აკადემია ჩაუშვა.

ჩვენ დეველორ საქართველოს მმართველ დირექტორსა და ტრენერს, მარიამ ბერიძეს ვესაუბრეთ. მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ონლაინ HR ჟურნალი HRhub.ge  წარმოგიდგენთ მასთან ინტერვიუს დეველორის მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

HR hub: მოგვიყევით დეველორის შესახებ

დეველორი, ეს არის საერთაშორისო კომპანია სადაც უკვე 30 წელია სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები ერთმანეთს ვუზიარებთ და ვაცნოთ ჩვენს კულტურას, ისტორიას, გამოწვევებს და  გამოცდილებებს, სწორედ ეს აქცევს დეველორის პროგრამებს უნიკალურს.

ჩვენს სასაწვალო პროცესი კი მაქსიამლურად ორიენტირებულია ბიზნეს შედეგებზე. სანამ კონკრეტულ პროექტს თუ პროგრამას შევთავაზებთ კომპანიას, ხდება გამოწვევის იდენტიფიცირება  როგორც  და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ უშუალოდ პროგრამის ადაპტირებაზე მუშაობას.

დეველორის პროდუქტი ეს არის სართაოშორისო გამოცდილების და ლოკალური ცოდნის ნაზავი, რაც გვაძლევს საშუალებას გავაზიაროთ დასავლური გამოცდილება. ეს ყველაფერი კი მოვარგოთ ჩვენს რეალობას.

ჩვენი  ძირითადი მიმართულებაა:

  • ლიდერშიფი,
  • მენეჯმენტი,
  • “Game-based” პროგრამები და
  • კორპორატიული გაყიდვები.

ჩვენი მთავარი ოფისი უნგრეთში მდებარეობს, წარმოდგენილი ვართ 18 ქვეყანაში გვაქვს. ჩვენი საერთაშორისო ტრენერები ხშირად ჩამოდიან საქართველოში და სხვადასხვა კორპორატიული პროგრამაში იღებენ მონაწილეობას.

Develor Internatioanl ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და მინდა ეს პლათფორმაც გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო როგორც მათ, ასევე დეველორ საქართველოს გუნდს, თავდაუზოგავი მუშაობისთვის, გუნდურობისთვის და პროფესიონალიზმისთვის.

მარიამ ბერიძე

HR hub: ცოტა ხნის წინ ჩაუშვით HR აკადემია, კონკრეტულად რა შეთავაზება გაქვთ HR მენეჯერებისთვის და რით  გამოირჩევა აკადემიის კურსები?

HR აკადემია საერთაშორისო პროექტია, რომელიც უკვე არა ერთ ქვეყანაში ჩატარდა. ახლა უკვე, აკადემია საქართველოში და აზერბაიჯანში ჩაეშვა.

პროგრამა საინტერესოა როგორც HR ასევე L&D მენეჯერებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც პროფილის ცვლილება უნდა და აინტერესებს HR სფერო.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი ყველა პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ ვითვალისწინებთ საერთაშორისო ტენდეციებს, გამოცდილებას თუმცა ამ ყველაფერს ლოკალურ ცოდნას ვუკავშირებთ, რომთეორიული თუ პრაქტიკული ნაწილი საქართველოს რეალობასთან, ყოველდღიურ გამოწვევებთან იყოს მიახლოებული .

ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენო დეველორის და მოწვეული ტრენერები, დეველორში მათ “მეორე თაობის” ტრენერებს ვეძახით, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მათგანს მრავალწიანი გამოცდილება აქვს და ვფიქრობთ, რომ მათი რელური ქეისების განხილვა მონაწილეებისთვის სასარგებლო იქნება.

HR hub: მარიამ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ზოგადად, ჩვენი მიზანია საქართველოში კორპორატიული სწავლების შესახებ ავამაღლოთ ცნობიერება.

დეველორის თანადამფუძნებელი და საერტაშორისო ტრენერი Imre Szűcs ოქტომბრის თვეში ღია ფორმატში სწორედ ამ თემაზე ჩაატარებს საქართველოში მასტერკლასს. ნოემბერში კი ჩვენი გლობალ CEO ეწვევა საქართველოს და შემოგთავაზებს ვოქრშოპს თემაზე: Global Megatrends and their impact on Leadership.

ვცდილობთ რაც შეიძლება ბევრმა კომპანიამ დაინახოს კორპორატიული სწავლების მნიშვნელოვნება და გაიაზროს ის პროცესი რომელიც აუცილებელია შედეგების მისაღწერვად.

ამ ყველაფერთან დაკაშირებით ძალიან მალე გაგიზიარებთ ინფორმაციას და დაინტერესებული პირები შეძლებენ რეგისტრაციას.

6 და 7 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, 6 და 7 ოქტომბერს 13:00სთდან 16:00სთ-მდე  ექსპო ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში, განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB 2023 ჩატარდება. Continue reading “6 და 7 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება”

სამსახურს ეძებთ გამოცდილების გარეშე?! არ იდარდოთ თქვენთვის ვაკანსიები გვაქვს

თუ სამსახურს ეძებთ და გამოცდილება ან უმაღლესი განათლება არ გაქვთ, არ იდარდოთ, თქვენთვის კომპანია “გეფა საწყობში რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

საჭიროა მხოლოდ მუშაობის სურვილი, პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია.

სამუშაო ადგილი თბილისი.

გამოცდილება არ მოგეთხოვებათ.

გაეცანით ვაკანსიებს და დარეგისტრირდით 30 სექტემბრამდე: forms.vakansiebi

გაუზიარეთ ინფორმაცია ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს.

პოზიციები, გრაფიკი და სამუშაო აღწერა:

  • მძღოლი

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 1100-1200₾

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:

კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით და სპეც პირობების დაცვით პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება აფთიაქებისათვის. მანქანის ტექნიკური მდგომარეობის/გამართულობის უზრუნველყოფა.  გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

  • დიასახლისი

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 650 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები: 

პასუხისმგებლობაში არსებული ტერიტორიის დაგვა/დასუფთავება და სველი წესით დასუფთავება. ჰიგიენის ნორმების დაცვა.

  • პროდუქციის შემგროვებელი

გრაფიკი: 08:00-17:00 ან 09:00-18:00 ან 10:00-19:00

ხელფასი: ქვედა ზღვარი 600 ლარი – ზედა ზღვარი 3 000 ლარი; თვიური შემოსავლის ცვალებადი ნაწილი დამოკიდებულია შესრულებაზე – საშუალო მაჩვენებელი 1600 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:

აფთიაქიდან მოსული შეკვეთის მიხედვით, პროდუქციის შეგროვება და გზავნილის გამზადება. პროდუქციის შეგროვება ხდება ხელის პლანშეტის მეშვეობით. გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

  • საწყობის დამხმარე/მუშა

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 700 – 860 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:

საწყობში მიღებული პროდუქციის ჩამოცლა და შესაბამის სექტორებში გადანაწილება არსებული წესის მიხედვით.  გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

  • მაკულატურის შემგროვებელი

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 700 – 860 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:
მუყაოს ყუთების შეგროვება საწყობის პერიმეტრზე და სპეციალური აპარატის მეშვეობით დაპრესვა. გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

რა ბენეფიტებით ისარგებლებთ:

  • კვების დაფინანსება;
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
  • დანამატი არასრულწლოვან შვილებზე.

კომპანია და გუნდის ღირებულებები:

გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით. მათი უნარი გადალახონ გამოწვევები, დანერგონ ინოვაციები და დაასტიმულირონ ზრდა, გეფას წარმატების მამოძრავებელი ძალაა.

გეფა ბაზარზე წარმოდგენილია ორი სააფთიაქო ქსელით. თითოეული განსხვავებული პოზიციონირებით:

  • ჯპს-ის ქსელში შეგხვდებათ საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქცია;
  • ფარმადეპოში – მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ბრენდები.

გეფა ორივე სააფთიაქო ქსელით ფარავს საქართველოს სრულ ტერიტორიას.

როგორი სამუშაო გარემოა კომპანიაში?

“გთავაზობთ გარემოს სადაც ბევრ საქმეს იწვევს ბევრი სიახლე და არა ბიუროკრატია, გარემოს სადაც კარიერული განვითარება ჩადებული წვლილის პირდაპირპროპორციულია, სადაც გისმენენ რადგან აინტერესებთ, სადაც შეგიძლია იყო ის ვინც ხარ, სადაც ერთ მაგიდასთან, არავინაა დირექტორი და დაქვემდებარებული, ყველა უბრალოდ გეფელია და გადაწყვეტილებაც ასე იჩარხება. ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რადგან გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ამ კომპანიით, მისი თანამედროვე, მაღალი მიმღებლობის მქონე და ზრდაზე ორიენტირებული მენეჯმენტით და უერთგულესი თანამშრომლებით. გელოდებით ჩვენს გუნდში”. – ,,გეფას” ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი დიანა ბურდული. ინტერვიუ ვრცლად.

17 სექტემბერს კახეთში HR რთველი გაიმართება

HR hub – ის ორგანიზებით 17 სექტემბერს, ნაფარეულში, ტყუპების საღვინე სახლში HR რთველი გაიმართება.

ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება:

  • სპიკერების გამოსვლა;
  • რთველი;
  • სხვა აქტივობები.

დარეგისტრირდით 15 სექტემბრამდე: forms.ge

სპიკერი I: თორნიკე ენუქიძე – ბისიეი ჰელსის ნუტრიციოლოგი, ამერიკის ნაციონალური აკადემიის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი, სამედიცინო განათლებით.

თემა: კვება და პროდუქტიულობა

  • რა გავლენა აქვს კვებას თქვენს პროდუქტიულობაზე
  • როგორ შეუძლია სხვადასხვა საკვებს და საკვებ ელემენტს გავლენა მოახდინოს თქვენს: ენერგიის დონეზე, კონცენტრაციაზე, გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებეზე.

პირველი სემინარის ბოლოს ჩატარდება ვოქრშოფი-აქტივობა: როგორ გავამდიდროთ საკვები რაციონი დაბალანსებული, ნუტრიენტებით და მდიდარი კერძებით. დამსწრეები თავად ააწყობენ ერთი დღის ლანჩს, რომელიც ჯანსაღთან ერთად გემრიელი და ნოყიერი იქნება.

სპიკერი II:  ნათია გულისაშვილი ფიტნეს-ტრენერი, Vortex Fitness-ის პერსონალური ტრენერი

თემა: ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია (ვარჯიშები პროდუქტიულობისა და შრომისუნარიანობის გასაზრდელად)

  • როგორ უნდა დარჩეთ აქტიურები და ენერგიულები სამუშაო დღის განმავლობაში სპეციფიკური ვარჯიშებით, რათა გააუმჯობესოთ პროდუქტიულობა და შრომისუნარიანობა.
  • გაეცნობით სამუშაო ადგილზე რეგულარული ფიზიკური აქტივობის სარგებელს. როგორიცაა გაუმჯობესებული კონცეტრაციის უნარი, განწყობის გაუმჯობესება და სტრესის დონის შემცირება.

არსებული თემა გაიმართება ასევე “ვორქშოფის” სტილით, ინტერაქციული აქტივობებით.

ღონისძიების არაფორმალურ ნაწილში თქვენ გელოდებათ:

  • რთველი;
  • ქვევრის ღვინის მუზეუმის ტური;
  • პურის ცხობის და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი;
  • საინტერესო სპიკერები;
  • წახემსება – ღვინის დაგემოვნება;

თუ სასტუმროში დარჩენას გადაწყვეტთ, თქვენთვის სპეციალური შეთავაზება გვაქვს და მოგვწერეთ.

განრიგი

  • 08:30 შეკრება; 
  • 09:00 თბილისიდან გამგზავრება (ზუსტად ამ დროს გავალთ)
  • 12:00 ქვევრის ღვინის მუზეუმის ტური
  • 12:15 რთველი, ყურძნის დაწურვა, პურის ცხობის და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი ტყუპების საღვინე სახლში
  • 13:30 სპიკერები
  • 15:30 წახემსება და ღვინის დაგემოვნება
  • 18:30 თბილისში გამომგზავრება

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Network  ტყუპების საღვინე სახლი  Grant Thornton Georgia.