HR hub – ის ორგანიზებით, 22 და 23 დეკემბერს, წლის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება.
Continue reading “რა მოხდება 22 და 23 დეკემბერს HR hub-ის ღონისძიებებზე?!”
რა მოხდება 22 და 23 დეკემბერს HR hub-ის ღონისძიებებზე?!


HR hub – ის ორგანიზებით, 22 და 23 დეკემბერს, წლის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება.
Continue reading “რა მოხდება 22 და 23 დეკემბერს HR hub-ის ღონისძიებებზე?!”

საახალწლო პერიოდში ყველა HR პროფესიონალი ეძებს სივრცეს კორპორატიული ღონისძიების ჩასატარებლად. მოგიმზადეთ სტატია, სადაც გაგაცნობთ რამდენიმე გამორჩეულ ადგილს.

შუაგულის ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. ბუნებრივი გარემო და ხედები საუკეთესო ერთობლიობას ქმნის ნებისმიერი ტიპის დღესასწაულისთვის. რაც მთავარია „შუაგულის” გუნდი ყველა ღონისძიებასა და სტუმარს ინდივიდუალურად უდგება.
რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?
„შუაგული“ იდეალური ადგილია კორპორატიული წვეულებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რა მასშტაბის ღონისძიების დაგეგმვა გსურთ. 7 განსხვავებული სივრცე – გარდენი, მთავარი და პანორამული დარბაზები, ბიბლიოთეკა, ქართული ოთახი, ლაუნჯი და სეზონზე აუზი – სრულიად აკმაყოფილებს წვეულებებისთვის საჭირო მოთხოვნებს. შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ერთდროულად რამდენიმე ღონისძიებას, როგორც მცირე ჯგუფების, ასევე 250-300 ადამიანზე გათვლილ სივრცეებში.
თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ.
„შუაგულის“ გუნდი მზად არის მომსახურების მაღალი ხარისხით და განსაკუთრებული შეთავაზებებით ვუმასპინძლოთ ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც ჩვენთან მოსულ სტუმარს გაუჩნდება. შეგვიძლია მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზება, რაც გულისხმობს თემატურ დეკორაციებს, მუსიკას, ფოტო-ვიდეო გადაღებას, წამყვანისა და გასართობი, წამახალისებელი თამაშების შეთავაზებას. ასევე, რადგანაც ქალაქგარეთ ვართ, სტუმრებს ვთავაზობთ ტრანსპორტირებას გამოცდილი მძღოლითა და კომფორტული მიკროავტობუსებით.
მცირე ჯგუფებს, რომლებსაც სადღესასწაულო სივრცეების დაჯავშნა არ სჭირდებათ, შეუძლიათ გვესტუმრონ ნებისმიერ საღამოს. ყოველდღე გვაქვს ცოცხალი მუსიკა და სადღესასწაულო განწყობა, რომლითაც შევძლებთ განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე შევქმნათ.
როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?
„შუაგულს“ განსაკუთრებულად გემრიელი სავიზიტო ბარათი აქვს. მენიუს ინდივიდუალურად ვადგენთ სტუმრების მოთხოვნებიდან გამომდინარე და ვცდილობთ გამორჩეული, განახლებული კერძებით თავი მოვაწონოთ. რაც შეეხება ბარს, რა თქმა უნდა გვაქვს ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნება. თავს ვიწონებთ გამორჩეული კოქტეილებით, რომლის დაგემოვნებასაც აუცილებლად ვურჩევთ ჩვენთან მოსულ სტუმარს. თუმცა, ასევე გვაქვს გამონაკლისებიც, რაც გულისხმობს ღვინის შემოტანას დიდ წვეულებაზე, რომელსაც ინდივიდუალურად განვიხილავთ.
საკონტაქტო პირი
„შუაგულის“ გუნდი მზად ვართ ჩავინიშნოთ თქვენი ღონისძიებისთვის სასურველი თარიღი და ეს დღე გამორჩეული, დასამახსოვრებელი გავხადოთ: +995 596 97 49 49; info@shuaguli.ge

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?
ჩვენი სივრცე გამოირჩევა ესპანური და მექსიკური კულტურის დამახასიათებელი ინტერიერით. ბაჩატა ქომუნითი მასპინძლობს ფურშეტის შემთხვევაში მაქსიმუმ 80 სტუმარს, ვახშამზე 60 სტუმარს
თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ
გვაქვს მომსახურების სრული პაკეტი და განსხვავებული, საინტერესო იდეები თემატური კორპორატიული წვეულებისთვის. ესპანურ, ლათინო ამერიკულ, პორტუგალიურ და მექსიკურ სტილში. ასევე თემატური დეკორაციები.
როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?
ესპანური და მექსიკური კერძებით სავახშმო და ფურშეტის კანაპე მენიუ იგივე კონცეფციით. სასმელის შემოტანა არ შეიძლება, თუმცა სანაცვლოდ დახურვის საკომისიოს არ იხდის სტუმარი და არც მომსახურების პროცენტი გვაქვს, ფასებში შესულია დღგც.
საკონტაქტო პირი
მარიამ გოგოჭური 591995005

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?
სასტუმროში მოქმედი რესტორანი Together & Co საერთაშორისო ბრენდია. აქ სტუმრებს საუზმით, სადილითა და ვახშმით გაუმასპინძლდებიან. ბარში კი – გემრიელი სასმელებისა და კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებენ. Together & Co-ს თბილი, მყუდრო სივრცე Hilton Garden Inn-ის სტილშია დაპროექტებული. ეს არის საუკეთესო ადგილი კორპორატიული ღონისძიებების ჩასატარებლად.
თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ
ღონისძიების დაგეგმვის შემთხვევაში, შეგვიძლია ყველა ტიპის მომსახურების გაწევა: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ
როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?
მენიუ გვაქვს: ყავის შესვენების, ლანჩის და ვახშმის ვარიანტები როგორც ქართული ასევე ევროპული.
საკონტაქტო პირი მარიამ ზირაქაშვილი, mariam.zirakashvili@hilton.com – 598 69 19 15
Ramada by Wyndham Tbilisi old City

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?
რამადა ეს არის სასტუმრო. გვაქვს ტერასის შემოთავაზება, რომელიც სხვადახვა წყობის მიხედვით იტევს დამჯდარ (აქაც სხვაობაა გაშლაში) 450 პერსონას, ხოლო ფურშეტის შემთხვევაში შესაძლებელია 700 ადამიანიც. ტერასა განთავსებულია მე-8 სართულზე და იშლება ულამაზესი ხედი მთაწმინდასა და ძველ თბილისზე. აქ შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი ტიპის ღონისძიება. ფოტოსესიისთვის გამოიყენება შიდა და გარე აუზი, ასევე ღია ტერასა, სადაც ყველანაირი დეკორაციის განთავსებაა შესაძლებელი.
რაც შეეხება მომდევნო სივრცეებს: სასტუმროს ეზოში დგას წითელ წიგნში შეტანილი 4 სართულიანი შენობა, სადაც მდებარეობს უნიკალური მარანი და აქ კეთდება განსაკუთრებული ტურები ქვევრის ღვინის მოყვარულთათვის და ასევე დახურული ვახშამი მისტიურ ოთახში სანთლის განათებაზე 12 ადამიანზე, ფურშეტზე კი – 100.
მეორე სართულზე, დიდი აივნიანი სივრცეა, რომელიც სრულად გამოხატავს ქართულ სულს და არქიტექტურას. თვითონ დარბაზიც წითელი აგურით არის მოპირკეთებული. აქ შესაძლებელია 110 კაციანი (მჯდომარე) მდგომარეობაში ღონოსძიება და ასევე ტარდება ტრენინგები.
ამავე შენობაში გვაქვს ერთი სართული, სადაც 60 კაცამდე მყუდრო ღონისძიება ტარდება, ბარის-კლუბის განწყობით და ასევე კეთდება სუპერ კლასიკური გარემოც. ამ შენობის მე-4 სართულზე გვაქვს მანსარდა, სადაც ეწყობა მყუდრო სალონური საღამოები, თიმ ბილდინგები და ძალიან ახალგაზრდული გარემოა. პუფებში რომ უნდა ჩაჯდე და ისიამოვნო ისეთი. აქაც თავისუფლად ეტევა 100 ადამიანი.
თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ
ყველა სივრცეში, დიზაინის შექმნის გარდა, ვწერთ სცენარს და სრულ მომსახურებას ვუწევთ მომხმარებელს.
როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?
მენიუ გვაქვს შერეული, მაგრამ ვასრულებთ ნებისმიერ მოთხოვნას. რაც შეეხება სასმელს, გააჩია სუფრას. ყველაფერი მოლაპარაკებაზეა.
საკონტაქტო პირი: სალომე ქადარია ივენთ მენეჯერი 591511912

SPAR Georgia-ში სიახლეა. კომპანიამ თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის სტრატეგიული პროექტი “SPAR აკადემია” შექმნა. Continue reading ““SPAR Georgia-მ” თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის პროექტი “SPAR აკადემია” შექმნა”

18 ნოემბერს, 12:00სთ-ზე სასტუმრო ROOMS Batumi – ში (ბათუმი, ი.გოგებაშვილის 10), HR hub-ის ორგანიზებით და Self.HR-ის მხარდაჭერით, ,,HR Vision” – მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება ჩატარდება. Continue reading “HR Vision – 18 ნოემბერს ბათუმში მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება ჩატარდება”

კორპორატიული მენტალური ჯანმრთელობა – ბიზნესის კონკურენტული უპირატესობა თუ აუცილებელი ბენეფიტი by Talent Flow_Management Consulting
შენ და შენი ბიზნესი
შენ დიდი კომპანიის დამფუძნებელი ხარ. Შენი ბიზნესი წლებია ლოკალურ ბაზარზე ოპერირებს. ერთი პატარა ობიექტით დაიწყე და დღეს, რამდენიმე მილიონიან აქტივებს ფლობ. ბევრი პრობლემა გადალახე, ბევრი სირთულე გამოიარე, ბევრი ნერვიულობაც. თანადამფუძნებლებთან ურთიერთობების გაწყვეტაც დაგჭირდა ამ ბიზნესის გადარჩენის გამო, მაგრამ ფიქრობ რომ ღირდა, რადგან დღეს, შენ ერთ-ერთი ტოპ ბიზნესის მფლობელი და სტაბილური დამსაქმებელი ხარ. Შენ შეძელი ის, რაც ყველას არ გამოსდის და ამ განცდით გამოწვეული სიამაყე თავბრუს გახვევს.
გაიზარდა შენი ბიზნესი და გაიზრდა გუნდიც. Ძალიან დიდია კონკურენცია და გენატრება ის დრო, ბაზარზე ლიდერის პოზიციას მშვიდად რომ ინარჩუნებდი. ქაოტურ და ცვლილებებით სავსე გარემოში, ადამიანების ქცევაც განსხვავებულია და ბიზნეს გადაწყვეტებიც. Შენი მენეჯმენტის სტილი იგივეა და შენ ბრაზდები, რადგან შენი ქცევა, რომელიც აქამდე სულ გაძლევდა შედეგს, ვეღარ გეხმარება.
ხშირად იყენებ ფრაზებს: “ადექით და გააკეთეთ!”, “მოიფიქრეთ მერე!” “ესენი სამსახურში იმიტომ მოდიან, რომ მთელი დღე შესვენებაზე იარონ?”, “ახლა კიდე უკუკავშირი მადარდე!”, “გასაუბრებაზე აპლიკანტებს ჩემს კაბინეტში შევხვდები”, “მე ბონუსებში ფულს ვერ დავხარჯავ, ისედაც ხელფასებში მეხარჯება!”, “ვისაც ჩემი წესები არ მოწონს, წავიდეს!”, “იყოს გადინება, ფულს ხომ მაინც ვწერთ!”
შენი თანამშრომლები
Შენი თანამშრომლების უმეტესობის ქცევა აპათიური ან დაძაბულია. Ზოგიერთის – მშფოთვარე. Ხვდები, რომ სამუშაო გარემო ტოქსიური გახდა. Შენს დაქვემდებარებულებში, Სულ უფრო მეტად ავლენ სხვადასხვა ტიპის თანამშრომლებს:
თანამშრომელი #1 – უიმედოა, დეპრესიული, ინტერესის არმქონე, წყნარი, რისკის ამრიდებელი. შენელებული მოძრაობების მქონე, ხშირად – მითვლემილი გამომეტყველებით. გუნდის წევრებთან იყენებს სიტყვებს და წინადადებებს: “კარგი, კარგი, ნუ მეუბნები”, “რატომ მეუბნები?”, “მე რაშუაში ვარ?” არააქტიურია, უინიციატივო, საქმეს ამისამართებს სხვებისკენ.
თანამშრომელი #2 – პესიმისტურია, ნეგატიურად განწყობილი, დაუცველი, კრიტიკული, რისკის ამრიდებელი. ვერ ისვენებს ერთ ადგილას, დადის წინ და უკან, იყურება აქეთ-იქეთ. გუნდში იყენებს ფრაზებს: “ასე რომ მოხდეს, მერე?”, “არა, არა! ვერ გავრისკავ”, “რა აზრი აქვს?!” ეძებს შიშების გამართლებას, აწყობს ნეგატიურ სცენებს გონებაში, ეძებს მხარდაჭერას სხვებისგან, აქცენტს აკეთებს ნეგატივზე.
თანამშრომელი #3 – იქცევა, როგორც მსხვერპლი, ინტროვერტულია, თავიდან ირიდებს კომუნიკაციას, ნეგატიური აზრები აქვს და ნეგატივს აზიარებს კოლეგებთანაც. ხშირად, ძალიან მოუსვენარია ან სრულიად გაყინული ემოცია აქვს. იყენებს ფრაზებს: “ისეთი აღელვებული ვარ, თავიც კი მტკივა!”, “წუხელ ამაზე ფიქრის გამო ვერც დავიძინე”, “არც ვიცი რა უნდა ვქნა”. თავს არიდებს თვალით კონტაქტს. ზოგჯერ, გადამეტებულად აგრესიულია ან ზედმეტად თავდაცვით პოზაში იჭერს თავს.
თანამშრომელი #4 – მხოლოდ ფიზიკურად არის წარმოდგენილი, შენელებული მოძრაობები აქვს, თავს არიდებს აქტივობას, წუწუნებს, დემოტივირებულია, აჭიანურებს საქმის გაკეთებას, თავს არიდებს კონფლიქტს. ზედმეტად მოდუნებულია, არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს. გუნდის წევრებთან იყენებს ფრაზებს: “როდის დამთავრდება დღე!” “აუ, მოიცა რა!” “აუ კიდე ეს?!”, ”აუ, არ მაინტერესებს რა”. სულ ტელეფონს სქროლავს ან ათამაშებს ხელში, წუხს რომ დრო ნელა გადის.
გინდა იცოდე რა ხდება მენტალურად დაღლილ ორგანიზაციებში?
ალბათ, გინდა გაიგო მეტი, Რატომ არის თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახლა?
Მაინც არ გინდა გაწიო ხარჯი? Მაშინ გადაიკითხე Მენტალური ველბინგის ბენეფიტები – რა მოაქვს მას ბიზნესისთვის და კორპორატიული კულტურისთვის?
Რას გთავაზობს Talent Flow _ Management Consulting კორპორატიული მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციაში
4 მიმართულების სერვისს:
თუ შენ გინდა, რომ შენი ბიზნესი უწყვეტად წარმატებული და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული იყოს, შექმენი Flow experiencing გარემო, სადაც გუნდი:
ასეთ გარემოში, თანამშრომლები მაქსიმალურად ჩართულები არიან პროცესში და სიამოვნებას იღებენ პროცესისგან. აქ, შედეგი ყოველთვის სასურველზე მაღალია.
დღეს, მხოლოდ FLOW experiencing გარემო ქმნის კონკურენტულ უპირატესობას, Სადაც:
– მენეჯერი ლიდერია და არა ბოსი;
– მხარდაჭერა და ზრუნვა უპირველესია;
– მიზანი ნათელია და მკაფიო მთელი გუნდისთვის;
– უკუკავშირი დაუყოვნებლივი და კონსტრუქციულია;
– ეგო არ არსებობს, არსებობს “ჩვენ” და არა “მე”;
– გამოწვევასა და უნარებს შორის ბალანსია დაცული;
– ადამიანი ბედნიერია;
– ბიზნესი წარმატებულია.
გახსოვდეს, თუ შენ არ იზრუნებ შენი თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე, შენი კონკურენტები იზრუნებენ მათზე.
ლიკა ნოზაძე – Talent Flow _Management Consulting-ის დამფუძნებელი და Flow follower.

27 ნოემბერს, 17:00სთ-ზე თიბისი კონცეპტის სივრცეში (მის: მარჯანიშვილის 7), TOP HR თემების ფარგლებში მორიგი ღონისძიება ჩატარდება.
ამჯერად ვისაუბრებთ თანამშრომლებზე ზრუნვის კულტურასა და პიროვნულ ბედნიერებაზე. Continue reading “,,თანამშრომლებზე ზრუნვის კულტურა და ბედნიერება” 27 ნოემბერს, HR hub-ის ღონისძიება გაიმართება”

მესამე წელია HR hub – მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა. Continue reading “,,რეკრუტინგისა და შერჩევის ხელოვნება” – კურსზე რეგისტრაცია დაიწყო”

დეველორი საერთაშორისო კომპანია, რომაც საქართველოში ახალი პროექტი – HR აკადემია ჩაუშვა.
ჩვენ დეველორ საქართველოს მმართველ დირექტორსა და ტრენერს, მარიამ ბერიძეს ვესაუბრეთ. მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ონლაინ HR ჟურნალი HRhub.ge წარმოგიდგენთ მასთან ინტერვიუს დეველორის მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
დეველორი, ეს არის საერთაშორისო კომპანია სადაც უკვე 30 წელია სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები ერთმანეთს ვუზიარებთ და ვაცნოთ ჩვენს კულტურას, ისტორიას, გამოწვევებს და გამოცდილებებს, სწორედ ეს აქცევს დეველორის პროგრამებს უნიკალურს.
ჩვენს სასაწვალო პროცესი კი მაქსიამლურად ორიენტირებულია ბიზნეს შედეგებზე. სანამ კონკრეტულ პროექტს თუ პროგრამას შევთავაზებთ კომპანიას, ხდება გამოწვევის იდენტიფიცირება როგორც და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ უშუალოდ პროგრამის ადაპტირებაზე მუშაობას.
დეველორის პროდუქტი ეს არის სართაოშორისო გამოცდილების და ლოკალური ცოდნის ნაზავი, რაც გვაძლევს საშუალებას გავაზიაროთ დასავლური გამოცდილება. ეს ყველაფერი კი მოვარგოთ ჩვენს რეალობას.
ჩვენი მთავარი ოფისი უნგრეთში მდებარეობს, წარმოდგენილი ვართ 18 ქვეყანაში გვაქვს. ჩვენი საერთაშორისო ტრენერები ხშირად ჩამოდიან საქართველოში და სხვადასხვა კორპორატიული პროგრამაში იღებენ მონაწილეობას.
Develor Internatioanl ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და მინდა ეს პლათფორმაც გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო როგორც მათ, ასევე დეველორ საქართველოს გუნდს, თავდაუზოგავი მუშაობისთვის, გუნდურობისთვის და პროფესიონალიზმისთვის.

მარიამ ბერიძე
HR აკადემია საერთაშორისო პროექტია, რომელიც უკვე არა ერთ ქვეყანაში ჩატარდა. ახლა უკვე, აკადემია საქართველოში და აზერბაიჯანში ჩაეშვა.
პროგრამა საინტერესოა როგორც HR ასევე L&D მენეჯერებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც პროფილის ცვლილება უნდა და აინტერესებს HR სფერო.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი ყველა პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ ვითვალისწინებთ საერთაშორისო ტენდეციებს, გამოცდილებას თუმცა ამ ყველაფერს ლოკალურ ცოდნას ვუკავშირებთ, რომთეორიული თუ პრაქტიკული ნაწილი საქართველოს რეალობასთან, ყოველდღიურ გამოწვევებთან იყოს მიახლოებული .
ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენო დეველორის და მოწვეული ტრენერები, დეველორში მათ “მეორე თაობის” ტრენერებს ვეძახით, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მათგანს მრავალწიანი გამოცდილება აქვს და ვფიქრობთ, რომ მათი რელური ქეისების განხილვა მონაწილეებისთვის სასარგებლო იქნება.
ზოგადად, ჩვენი მიზანია საქართველოში კორპორატიული სწავლების შესახებ ავამაღლოთ ცნობიერება.
დეველორის თანადამფუძნებელი და საერტაშორისო ტრენერი Imre Szűcs ოქტომბრის თვეში ღია ფორმატში სწორედ ამ თემაზე ჩაატარებს საქართველოში მასტერკლასს. ნოემბერში კი ჩვენი გლობალ CEO ეწვევა საქართველოს და შემოგთავაზებს ვოქრშოპს თემაზე: Global Megatrends and their impact on Leadership.
ვცდილობთ რაც შეიძლება ბევრმა კომპანიამ დაინახოს კორპორატიული სწავლების მნიშვნელოვნება და გაიაზროს ის პროცესი რომელიც აუცილებელია შედეგების მისაღწერვად.
ამ ყველაფერთან დაკაშირებით ძალიან მალე გაგიზიარებთ ინფორმაციას და დაინტერესებული პირები შეძლებენ რეგისტრაციას.

HR hub–ის ორგანიზებით, 6 და 7 ოქტომბერს 13:00სთ–დან 16:00სთ-მდე ექსპო ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში, განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB 2023 ჩატარდება. Continue reading “6 და 7 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება”

თუ სამსახურს ეძებთ და გამოცდილება ან უმაღლესი განათლება არ გაქვთ, არ იდარდოთ, თქვენთვის კომპანია “გეფა“ საწყობში რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
საჭიროა მხოლოდ მუშაობის სურვილი, პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია.
სამუშაო ადგილი თბილისი.
გაუზიარეთ ინფორმაცია ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს.
გრაფიკი: 09:00-18:00
ხელფასი: 1100-1200₾
ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:
კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით და სპეც პირობების დაცვით პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება აფთიაქებისათვის. მანქანის ტექნიკური მდგომარეობის/გამართულობის უზრუნველყოფა. გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.
გრაფიკი: 09:00-18:00
ხელფასი: 650 ლარი
ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობაში არსებული ტერიტორიის დაგვა/დასუფთავება და სველი წესით დასუფთავება. ჰიგიენის ნორმების დაცვა.
გრაფიკი: 08:00-17:00 ან 09:00-18:00 ან 10:00-19:00
ხელფასი: ქვედა ზღვარი 600 ლარი – ზედა ზღვარი 3 000 ლარი; თვიური შემოსავლის ცვალებადი ნაწილი დამოკიდებულია შესრულებაზე – საშუალო მაჩვენებელი 1600 ლარი
ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:
აფთიაქიდან მოსული შეკვეთის მიხედვით, პროდუქციის შეგროვება და გზავნილის გამზადება. პროდუქციის შეგროვება ხდება ხელის პლანშეტის მეშვეობით. გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.
გრაფიკი: 09:00-18:00
ხელფასი: 700 – 860 ლარი
ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:
საწყობში მიღებული პროდუქციის ჩამოცლა და შესაბამის სექტორებში გადანაწილება არსებული წესის მიხედვით. გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.
გრაფიკი: 09:00-18:00
ხელფასი: 700 – 860 ლარი
ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:
მუყაოს ყუთების შეგროვება საწყობის პერიმეტრზე და სპეციალური აპარატის მეშვეობით დაპრესვა. გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.
გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით. მათი უნარი გადალახონ გამოწვევები, დანერგონ ინოვაციები და დაასტიმულირონ ზრდა, გეფას წარმატების მამოძრავებელი ძალაა.
გეფა ბაზარზე წარმოდგენილია ორი სააფთიაქო ქსელით. თითოეული განსხვავებული პოზიციონირებით:
გეფა ორივე სააფთიაქო ქსელით ფარავს საქართველოს სრულ ტერიტორიას.
“გთავაზობთ გარემოს სადაც ბევრ საქმეს იწვევს ბევრი სიახლე და არა ბიუროკრატია, გარემოს სადაც კარიერული განვითარება ჩადებული წვლილის პირდაპირპროპორციულია, სადაც გისმენენ რადგან აინტერესებთ, სადაც შეგიძლია იყო ის ვინც ხარ, სადაც ერთ მაგიდასთან, არავინაა დირექტორი და დაქვემდებარებული, ყველა უბრალოდ გეფელია და გადაწყვეტილებაც ასე იჩარხება. ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რადგან გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ამ კომპანიით, მისი თანამედროვე, მაღალი მიმღებლობის მქონე და ზრდაზე ორიენტირებული მენეჯმენტით და უერთგულესი თანამშრომლებით. გელოდებით ჩვენს გუნდში”. – ,,გეფას” ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი დიანა ბურდული. ინტერვიუ ვრცლად.