შემოგვიერთდით

რეკრუტინგული კამპანია – BAT Challenge

studentjob.ge-ის ორგანიზებით, ტექნოპარკში, ბიზნეს ქეისების კონკურსი – BAT Challenge ჩატარდა. British-American Tobacco-მ გადაწყვიტა ინოვაციური ფორმით შეერჩია 2 სტაჟიორი ერთი ფინანსებისა და მეორე მარკეტინგის მიმართულებით. Continue reading “რეკრუტინგული კამპანია – BAT Challenge”

HR ბიზნეს სამიტის პირველი პანელური დისკუსიის მონაწილეები ცნობილია

31 მაისს, ტექნოპარკში, HR hub-ის ორგანიზებით, წლის მთავარი HR ღონისძიება HR ბიზნეს სამიტი გაიმართება.  Continue reading “HR ბიზნეს სამიტის პირველი პანელური დისკუსიის მონაწილეები ცნობილია”

ზურაბ ლალაზაშვილი (BDO): ,,მთავარი ისაა, რომ ორგანიზაციის მმართველობამ სწორად შეაფასოს თავისი ხალხი და მოუსმინოს მათ”

31 მაისს, საქართველოში პირველად HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება. აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO იყო პირველი კომპანია, რომელმაც  მხარი დაუჭირა ღონისძიებას და გენერალური სპონსორი გახდა.  Continue reading “ზურაბ ლალაზაშვილი (BDO): ,,მთავარი ისაა, რომ ორგანიზაციის მმართველობამ სწორად შეაფასოს თავისი ხალხი და მოუსმინოს მათ””

HR ბიზნეს სამიტის სპიკერები ცნობილია

გახდი წლის მთავარი HR მოვლენის HR ბიზნეს სამიტის მონაწილე, რომელიც 31 მაისს, HR hub-ის ორგანიზებით ტექნოპარკში გაიმართება. Continue reading “HR ბიზნეს სამიტის სპიკერები ცნობილია”

პირველად საქართველოში HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

31 მაისს, ტექნოპარკში, HR hub-ის ორგანიზებით, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი გაიმართება. Continue reading “პირველად საქართველოში HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება”

დაიწყეთ კარიერა საავტომობილო სფეროში – თეგეტა აკადემიაში მიღება დაიწყო

თეგეტა აკადემია დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში კარიერის დაწყების მსურველებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. Continue reading “დაიწყეთ კარიერა საავტომობილო სფეროში – თეგეტა აკადემიაში მიღება დაიწყო”

პროექტი “აანთე იდეის” ფარგლებში დასკვნითი ეტაპი, იდეების ფესტივალი გაიმართა

პროექტი “აანთე იდეის” ფარგლებში დასკვნითი ეტაპი, იდეების ფესტივალი გაიმართა 🚀💡 Continue reading “პროექტი “აანთე იდეის” ფარგლებში დასკვნითი ეტაპი, იდეების ფესტივალი გაიმართა”

პალიტრა მედია ჰოლდინგის მეგობრობის 23 წლიანი ისტორია

1995 წლის 18 აპრილს ქართულ მედიასივრცეში ახალი გაზეთი „კვირის პალიტრა“ გამოჩნდა – გაზეთი, რომელმაც უშიშრად დაიწყო მიუკერძოებელი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება. Continue reading “პალიტრა მედია ჰოლდინგის მეგობრობის 23 წლიანი ისტორია”

ფოთის პორტის პროექტში ,,ინპორტი” ახალგაზრდების მიღება დაიწყო

ფოთის პორტი აცხადებს ახალგაზრდების მიღებას ადგილობრივი ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა ,,ინპორტში”. რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 მაისამდე. Continue reading “ფოთის პორტის პროექტში ,,ინპორტი” ახალგაზრდების მიღება დაიწყო”

„პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი

გთავაზობთ, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელსაც პრესსამსახური აქვეყნებს:

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე  მოდელების გათვალისწინებით, ეს გახლავთ ძირითადად გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები და გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას. კერძოდ:

  • პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის  ინტეგრაცია, ანუ, ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა;
  • ასევე იქმნება პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას;
  • მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული – ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია;
  • ასევე გაჩნდება ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;
  • ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში – ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და ა.შ.
  • დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები;
  • სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია;
  • ჩამოყალიბდება მასწავლებლების მომზადების,კარიერული წინსვლის სისტემა;
  • იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების  აღიარების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია;
  • კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.

მე მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს და არა მხოლოდ მას, რომ დღეს მედია ოთახში გააკეთოს კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ.