შემოგვიერთდით

ფოთის პორტის პროექტში ,,ინპორტი” ახალგაზრდების მიღება დაიწყო

ფოთის პორტი აცხადებს ახალგაზრდების მიღებას ადგილობრივი ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა ,,ინპორტში”. რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 მაისამდე. Continue reading “ფოთის პორტის პროექტში ,,ინპორტი” ახალგაზრდების მიღება დაიწყო”

„პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი

გთავაზობთ, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელსაც პრესსამსახური აქვეყნებს:

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე  მოდელების გათვალისწინებით, ეს გახლავთ ძირითადად გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები და გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას. კერძოდ:

  • პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის  ინტეგრაცია, ანუ, ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა;
  • ასევე იქმნება პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას;
  • მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული – ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია;
  • ასევე გაჩნდება ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;
  • ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში – ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და ა.შ.
  • დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები;
  • სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია;
  • ჩამოყალიბდება მასწავლებლების მომზადების,კარიერული წინსვლის სისტემა;
  • იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების  აღიარების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია;
  • კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.

მე მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს და არა მხოლოდ მას, რომ დღეს მედია ოთახში გააკეთოს კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ.

ლევან ლეფსვერიძე: მაღლა ფრენა შეუძლია ყველას, თუ მოინდომებს და ბოლომდე დაიხარჯება

ლევან ლეფსვერიძე ლივინგსტონის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და ჟიურის წევრია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: როგორ დაიწყო თქვენი და  ლივინგსტონის ისტორია ?

ლივინგსტონის ისტორია დაიწყო ერთი Facebook გვერდის მართვით ოთხმა მეგობარმა. ეს იყო თიბისი სმარტ კლუბის გვერდი, პირველი ბრენდირებული facebook გვერდი საქართველოში.

HR hub: რას იტყოდით თანამშრომლების თვალით დანახულ ლევან ლეფსვერიძეზე, როგორი უფროსია ის ?

ალბათ მათი თვალით ვარ ყოველთვის მოუცლელი და მოჩქარე. მეტი ყურადღება რომ ჭირდებათ ჩემგან, ვიდრე ვახერხებ რომ დავუთმო.


HR hub: გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი გასაუბრება, როდესაც თქვენ გამსაუბრებლის როლში იყავით?

ეს იყო გასაუბრება ბატონ გიორგი ავალიანთან. ახლა ის ლივინგსტონის მთავარი ცეცხლის დამნთები და კრეატიული დირექტორია. მახსოვს ბანქოს კარტი ჰქონდა მოტანილი, წინასწარ თანმიმდევრობით დაწყობილი, ისე რომ ყოველ მომდევნო კარტის ამოღებაზე თითო ისტორიას ყვებოდა. საბოლოოდ მთელი დასტა ჩაამთავრა ისე, რომ მორალი ბოლოს გაცხადდა.

HR hub: შემცდარხართ კანდიდატის შერჩევაში ?
შეცდომები ბიზნესში ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა ძალიან რთულია ერთი გასაუბრებით ბოლომდე გაიცნო ადამიანი.

 HR hub: ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ გასაუბრების დროს ?

გასაუბრების დროს, ყველაზე დიდი რისკია სწორად შეაფასო: საიდან მოდის კანდიდატის მოტივაცია. ხშირად მოტივაცია, არა საქმის სიყვარულიდან, არამედ ეგოიზმიდან იღებს საკვებ ენერგიას. ასეთ შემთხვევებში, კანდიდატის საქმიანობამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს გუნდურობის განცდას ორგანიზაციაში.

HR hub: შერჩევის დროს, ვის მიანიჭებდით უპირატესობას გამოცდილ კანდიდატს, ნაკლები მოტივაციით თუ გამოუცდელს და მოტივაციით სავსეს ?

თუ ასეთი არჩევანია, აუცილებლად გამოუცდელს დიდი მოტივაციით.

 HR hub: თქვენს სფეროში დასაქმების მიმართულებით, რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ პრობლემად ?

პროფესიული სასწავლებლების ნაკლებობას.

HR hub: თქვენ იყავით 2013 წლის Spotlight-ის სპიკერი და თემას ერქვა ,,მაღლა ფრენის ტრაექტორია“. როგორ ფიქრობთ მაღლა ფრენა ყველას შეუძლია ?

მაღლა ფრენა შეუძლია ყველას, თუ მოინდომებს და ბოლომდე დაიხარჯება.

ვიდეო რგოლი: “გაიცანი პროფესია დიპლომატი”

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეო რგოლს, რომლის მიზანიც დიპლომატის პროფესიისადმი ცნობიერების ამაღლებაა.

“პალიტრა მედია ჰოლდინგი” – 23 წლისაა

1995 წლის 18 აპრილს ქართულ მედიასივრცეში ახალი გაზეთი „კვირის პალიტრა“ გამოჩნდა – გაზეთი, რომელმაც უშიშრად დაიწყო მიუკერძოებელი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება. Continue reading ““პალიტრა მედია ჰოლდინგი” – 23 წლისაა”

“დასაქმდი აქ” – Menu.ge-ის კამპანია თანამშრომლების მონაწილეობით

Menu.ge-ის კამპანია –  “დასაქმდი აქ” თანამშრომლების მონაწილეობით მიმდინარეობს. Continue reading ““დასაქმდი აქ” – Menu.ge-ის კამპანია თანამშრომლების მონაწილეობით”

ჯეოსელი ოფისში სასარგებლო ყუთი წარწერით “მწვანე საჩუქარი” დაბინავდა

ბუნების მოვლა თითოეული ჩვენგანის გარეშე რომ შეუძლებელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. Continue reading “ჯეოსელი ოფისში სასარგებლო ყუთი წარწერით “მწვანე საჩუქარი” დაბინავდა”

კავკასიის უნივერსიტეტს ახალი კამპუსი აქვს

კავკასიის უნივერსიტეტის 2017-2018 აკადემიური წელი ახალ კამპუსში დაიწყო. კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა, როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიაში.
Continue reading “კავკასიის უნივერსიტეტს ახალი კამპუსი აქვს”

თბილისელების პირველი სამსახური – როგორია ACT -ის კვლევის შედეგები?

“ეისითი” დაინტერესდა, თბილისის მაცხოვრებლებს შორის საშუალოდ რა ასაკში ხდება დასაქმება  და რამდენს შეადგენდა მათი პირველი ანაზღაურება. Continue reading “თბილისელების პირველი სამსახური – როგორია ACT -ის კვლევის შედეგები?”

პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ მიმდინარეობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ მიმდინარეობს;
პროექტის დანერგვა 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს რეგიონებში – სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და აჭარა;
სწავლის პროცესში სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან სახელმწიფო დაფინანსებით, ანაზღაურებით, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომით და მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა დაეუფლოს პროფესიას მეხილეობის მიმართულებით, ისწავლოს და იმუშაოს თანამედროვე დუალური პროგრამის ფარგლებში, მოიპოვოს სახელმწიფოს სრული დაფინანსება და კერძო სექტორის მხრიდან ანაზღაურება;
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და ზემოაღნიშნულ სასწავლებლებში.

ასევე შესაძლებელია რეგისტრაცია ელექტრონულად (ონლაინ) – www.vet.emis.ge ვებ გვერდის საშუალებით“, – განმარტავენ ფერმერთა ასოციაციაში.