შემოგვიერთდით

მთავრობა 200 000 “საზოგადოებრივ სამუშაო ადგილს” შექმნის

მთავრობა “საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებს” შექმნის, ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. გზა სიღარიბის შემცირებისკენ სამუშაო ადგილების შექნაზე გადის. წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა.

600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან  200 000-მდე შრომისუნარიანია. 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ეკონომიკაში, არიან დემოტივირებული დასაქმდნენ ლეგალურად. შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთრი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითრებისთვის, აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველას, ვისაც შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში. ამიტომ ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ 1 მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების მაშტაბურ პროგრამას.

საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფესბისთვის შეიქმნება და გულისხმობს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქლაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად და პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ.

აქ ჩვენ მივიღებთ ორმაგ შედეგს. ერთის მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად, შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.

ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000-ზე მეტი ადამიანი.

პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტები და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, ყველანი მოახდენენ 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას.

ჩვენ შეილება წელს 100 000-ზეც კი გავიდეთ. ლიმიტი არ გვაქვს. 50 000-ით დავიწყებთ და ვნახოთ პროცესი როგორ გავითარდება, ამის მიხედვით, გადავაწყობთ სისტემას.

პროგრამას განახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარჩვევების, გამოცდილების, პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში დასაქმების ფორმალილზება რომ მოახდინოს ანუ ლეგალიზება ან მომზადება მომზადება-გადამზადების ქვე პროგრამებში ჩერთოს.

საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ამ პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც შეიძლება იყოს  400, 500, 700, 800 ლარიც და ზემოდან კიდევ დამატებით სახელმწიფოსგან 300 ლარი ექნება. მოქალაქეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც თუ არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას. მაგრამ 1 წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონმიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება.

საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა სიღარიბის დაძლევის გზაზე უნიშვნელოვანეს ნაბიჯად. 200000-ზე მეტ მოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებსა და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორე მხრივ, უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩერთებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.” – ირაკლი ღარიბაშვილი.

 

Disrupt Camp – საუკეთესო ინოვაციური კონკურსი საუკეთესო დამსაქმებლისგან

წელს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” საუკეთესო დამსაქმებლის წოდების მფლობელი ზედიზედ მეექვსედ გახდა.  Continue reading “Disrupt Camp – საუკეთესო ინოვაციური კონკურსი საუკეთესო დამსაქმებლისგან”

გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორის მოადგილის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა

გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორის მოადგილის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა 2022 წლის იანვრიდან და ზედამხედველობას გაუწევს კომპანიას ბიზნესის განვითარების, მარკეტინგის და კომუნიკაციის კუთხით. Continue reading “გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორის მოადგილის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა”

Connections – კომპანია, რომლის მიზანია გუნდს და გუნდის მომავალ წევრს ერთმანეთი აპოვნინოს/More than Recruiting – “Connections” offers its partners customized selection process

Connections – სულ ახლახანს შეიქმნა და 3 ძირითადი მიმართულებით მუშაობს:  რეკრუტინგი, ჰანთინგი და ბიზნეს კონსალტინგი. Continue reading “Connections – კომპანია, რომლის მიზანია გუნდს და გუნდის მომავალ წევრს ერთმანეთი აპოვნინოს/More than Recruiting – “Connections” offers its partners customized selection process”

,,ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი იყოს ბედნიერი და უხაროდეს სამსახურში მოსვლა” – გენო ძიძიგური

ჰილტონ ბათუმი საქართველოში პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც საუკეთესო სამუშაო ადგილის – „Great Place to Work®“ სერტიფიკატი მოიპოვა. Continue reading “,,ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი იყოს ბედნიერი და უხაროდეს სამსახურში მოსვლა” – გენო ძიძიგური”

“ნიკორამ” თანაგუნდელებს მორიგი დაუვიწყარი და სიურპრიზებით სავსე საღამო აჩუქა

ამასობაში “ნიკორამ” თანაგუნდელებს მორიგი დაუვიწყარი და სიურპრიზებით სავსე საღამო აჩუქა. მართლაც რომ ერთი დიდი საშობაო ზღაპარი იყო, ის რაც 28 დეკემბერს “ნიკორა ჰოლდინგის” ტერიტორიაზე ხდებოდა.

  • ბევრი საინტერესო და ლამაზი, თანამშრომლების მიერ შექმნილი ნივთის გამოფენა-გაყიდვა;
  • ბევრი ფულადი პრიზი;
  • ორ კაციანი საგზური ევროპაში;
  • დრამერების შოუ;
  • ცნობილი მომღერლების კონცერტი;
  • დასასრულს გლინტვეინი და DJ-ის ენერგიული მუსიკა.

ესე მიულოცა ნიკორამ დამდეგი შობა-ახალი წელი თავის მრავალრიცხოვან გუნდს და მადლობა გადაუხადა გასული 2021 წლისთვის ❤️

გუდვილი „წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის“ ჯილდოს მფლობელი გახდა

ჩვენ ვაგრძელებთ HR მენეჯერებისთვის საინტერესო ამბებზე წერას. ამჯერად გუდვილზე გიამბობთ, რომელსაც ძალიან კარგი სიახლე აქვს. Continue reading “გუდვილი „წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის“ ჯილდოს მფლობელი გახდა”

,,კომპანიის წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლებზე” – მიშა აბაიაძე მოორ ეიბისის დირექტორი

მოორ ეიბისი 2008 წლიდან ეწევა  საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების მომსახურებას, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საქმიანობის შესახებ ვესაუბრეთ მის დირექტორს მიშა აბაიაძეს.

HR hub: რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ მიდგომაზე, რაც გამოარჩევს კომპანიას, როგორც დამსაქმებელს და როგორ აისახება ამ მიდგომის ეფექტიანობა შედეგებზე?

„მოორ“-ში ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანებს, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობები და ინდივიდუალურობა. ვაცნობიერებთ, რომ კომპანიის წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლებზე და ვაფასებთ თითოეული მათგანის ძალისხმევას.

ჩვენი სამუშაო გარემო დაფუძნებულია გუნდურობაზე, თანამშრომლობაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. ჩვენ გვსურს მივცეთ თანამშრომლებს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება. ამისთვის, ვცდილობთ ხშირად დავგეგმოთ არაფორმალური აქტივობები, რათა ახალმა თანამშრომლებმა მალე გაიარონ ადაპტაციის პერიოდი და შეძლონ  საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა გუნდური მუშაობის პროცესშიც.

გვჯერა, რომ პროფესიული განვითარების მუდმივი ხელშეწყობა კომპანიის მხიდან, ზრდის თანამშრომლების მოტივაციას დამოუკიდებლადაც გაეცნონ სიახლეებს თავიანთ სფეროში და იყვნენ მუდმივად არსებული ტენდენციების თანადროულები რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს და აისახება კომპანიის დამკვეთების კმაყოფილებაზე.

HR hub: რა კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის კომპანია ახალგაზრდა ტალანტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას?

ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს კარიერაში, ჩვენთან აქვთ უსაზღვრო შესაძლებლობები მიაღწიონ წარმატებას კარიერაში. სტაჟირების ეტაპიდანვე ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ „მოორ“-ის კომპანიის შიდა და საერთაშორისო გუნდის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგებით, პროფესიული ზრდის მუდმივი შესაძლებლობით და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობით.

კარიერის საწყისი ეტაპიდანვე ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ ახლო საქმიანი ურთიერთობების გამოცდილება დირექტორებთან და მენეჯერებთან და ჰქონდეთ უფრო მეტი პირდაპირი კონტაქტი კლიენტებთან მრავალფეროვან სამუშაო გარემოში.

ჩვენი კომპანიის კარი ღიაა ჩვენი სფეროთი დაინტერესებული ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ჩვენი კლიენტებისათვის დამატებითი ღირებულების შეთავაზება. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვეძებთ  მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე და აქვთ სურვილი იყვნენ ჩვენი ზრდისა და წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ ასეთი თანამშრომლები ჩვენს გუნდში და შევუქმნათ ყველა პირობა განვითარებისთვის, მათი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად.

HR hub: რა შედეგებით დასრულდა HR hub – ის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფესტივალი „საყოველთაო გასაუბრება“ თქვენი კომპანიისთვის? რა იყო ფესტივალზე მოსული კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები?

„საყოველთაო გასაუბრება“ ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. შევეცადეთ მაქსიმალურად ბევრი  კანდიდატისთვის მიგვეცა საშუალება. კომპანიის აუდიტის, აუთსორსინგის და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შედეგად, წლევანდელმა დასაქმების ფორუმმა წარმატებულად ჩაიარა და რამდენიმე კანდიდატი ჩვენს კომპანიას შემოუერთდა.

როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი მიზანი ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა, შესაბამისად დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიებისთვის სამუშაო გამოცდილება ნამდვილად არ ყოფილა გადამწყვეტი. ჩვენი ინტერესის საგანი აქტიური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატები იყვნენ, რომელთაც ვაკანტური პოზიციის შესაბამისი, მინიმალური აუცილებელი თეორიული ცოდნა და განვითარების შინაგანად დიდი მოტივაცია გააჩნდათ.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

„მოორი“ როგორც კომპანია მუდმივად იზრდება და ვითარდება. ჩვენი მიზანია ვიყოთ ხარისხიანი მომსახურების მომწოდებელი საქართველოში. მომავალ თანამშრომლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი იმუშავებენ მაღალი რეპუტაციის ბრენდის საერთაშორისო ქსელში, რომელიც დაეხმარებათ მათ კარიერული წარმატების მიღწევაში. ჩვენ გვჯერა უწყვეტი განათლების და მივისწრაფით ჩვენი თანამშრომლების უნარების განვითარებისათვის რათა ისინი გახდნენ პროფესიონალები.

გვჯერა, რომ ამ პროცესს დასასრული არ აქვს და ყოველთვის ვზრუნავთ როგორც ჩვენი მომსახურების სრულყოფაზე, ისე თანამშრომელთა კმაყოფილებაზე. კლიენტთა პორტფელის ზრდას შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გაზრდაც მოსდევს, შესაბამისად, ვცდილობთ მუდმივად ვიზრუნოთ ახალი ძალების დროულად მოზიდვაზე, რომ შევინარჩუნოთ დამკვეთების და თანამშრომლების კმაყოფილება. ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმაც და ძირითადი ორიენტირიც.

USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი “კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის”. Continue reading “USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა”

ტეგები:

დაიფინანსე სწავლა და დასაქმდი აგროჰაბში!

აგროჰაბის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პირველი ნატურალური პროდუქტების  ჰიპერმარკეტ აგროჰაბის ქსელში დასაქმებული სტუდენტი თანამშრომლების სწავლის დაფინანსებას.

2021 წლის ნოემბრიდან სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოიყენონ უნიკალური შანსი, დასაქმდნენ აგროჰაბში და მიიღონ სასწავლო გრანტი 600 ლარამდე, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის დარჩენილი ნაწილის 90%-მდე შეადგენს.

გარდა ამისა, სტუდენტი-დასაქმებულები ისარგებლებენ კომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითაც.

ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მოქნილი გრაფიკები, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, ბონუსების და ლოიალობის სისტემები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები. ამ პროექტის წარმოწყებით კი, გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი ასევე არის განათლება და განვითარება.

უნდა ავღნიშნო, რომ  ამ ინიციატივის დაფინანსებით აგროჰაბს თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების საქმეში“- განმარტავს აგროჰაბის დირექტორი ლაშა გოცირიძე პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული სტუდენტი-დასაქმებულის წახალისება.