შემოგვიერთდით

Coca Cola Talents 2025 – სტაჟირების, განვითარებისა და დასაქმების საინტერესო პროექტი იწყება

კოკა–კოლა პოზიტივის, გამარჯვების, წარმატების სიმბოლოა.

,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას,, უმაღლესი სტანდარტების ქარხანში, რომელიც მუხრანის ველზე მდებარეობს 1000 საუკეთესო პროფესიონალია დასაქმებული და საერთაშორისო ბრენდი კარს თქვენთვისაც აღებს.

კოკა-კოლა ყველასთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ბევრ დადებით ემოციასთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გატარებულ მხიარულ მომენტებთან ასოცირდება. კოკა-კოლა სასმელზე მეტია. ეს არის სიამოვნების მინიჭების ემოცია, რომელმაც წლებს გაუძლო და არ შეცვლილა.

კოკა-კოლაში მუშაობაზე ალბათ ბევრ თქვენგანს უოცნებია. ვის არ ენდომება ისეთ კომპანიაში მუშაობა, რომელიც ყოველთვის ახერხებს მომხმარებლის გაოცებას, სადაც თანამშრომლებს აფასებენ და განვითარების შესაძლებლობას აძლევენ?!

ჰოდა სწორედ ახლა, გაქვთ შანსი, ჩაერთოთ ყველაზე ინოვაციურ პროექტში Coca cola Talents.

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და ერთად დავიწყოთ თქვენი წარმატების ისტორია: forms.gle

Coca cola Talents – ეს არის მენტორინგის, სტაჟირების და განვითარების, დასაქმების უპრეცენდენტო პროგრამა კოკა კოლაში 3 მთავარი მიმართულებით:

  1. გაყიდვები
  2. მარკეტინგი
  3. ფინანსები/ანალიტიკა

პროექტი სრულად აგებულია მენტორინგის პრინციპზე და მოიცავს შეხვედრებს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლებთან, მენტორინგს, რჩევებს, გამოცდილების გაზიარებას, სტაჟირებასა და დასაქმებას.

კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან კომპანიაში დასაქმდებიან.

სად არის სტაჟირების/სამუშაო ლოკაცია?

ლოკაციაა კოკა კოლას მთავარი ქარხანა, რომელიც  მუხრანის ველზე მდებარეობს (მის: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი, 28-ე კმ).

წელს პირველად დაემატება Coca Cola Talents – რეგიონი

Coca Cola Talents – სტაჟირებისა და განვითარების პროექტი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსსაც მისცემს შანსს სტაჟირება გაიარონ და გამოცდილება დააგროვონ რეგიონებში მდებარე კოკა-კოლას სხვადასხვა ფილიალში.

მონაწილე რეგიონები:

  • აჭარა
  • იმერეთი
  • სამეგრელო
  • კახეთი

როგორ მივალთ დასაქმებამდე:

  • აპლიკაციების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგად სამივე მიმართულებაში პროგრამის მონაწილეები შეირჩევა;
  • თითოეული მიმართულების მენტორები კანდიდატებს მისცემენ დავალებას;
  • შერჩეული კანდიდატები ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში,, 3-6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებისა და მენტორინგის პროგრამას გაივლიან.
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კომპანიაში დასაქმდებიან.

ვისთვის არის განკუთვნილი Coca-Cola Talents?

Coca-Cola Talents – ში მონაწილეობა შეუძლიათ კურსამთავრებულებს ან მეოთხე კურსის სტუდენტებს. მათ ვინც კარიერას ამ სამი მიმართულებიდან ერთ-ერთში გეგმავს, ვისაც სწავლა-განვითარება და დასაქმება სურს.

მნიშვნელოვანია:

  1. უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე;
  2. Excel-ის კარგი ცოდნა;
  3. სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა;
  4. დამუშავებული მონაცემების მარტივად და ლოგიკურად ახსნის უნარი მენეჯმენტისთვის.

პიროვნული თვისებები:

  1. დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებული;
  2. ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  3. ყურადღებიანი;
  4. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  5. დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
  6. ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
  7. შედეგებზე ორიენტირებული;
  8. სწრაფად მუშაობის უნარი.

რა ბენეფიტებს მივიღებ პროექტში მონაწილეობით:

  1. საერთაშორისო ბრენდში გამოცდილების მიღება.
  2. ანაზღაურებადი სტაჟირება;
  3. დასაქმების შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  1. საინტერესო დავალებებს და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
  2. წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარებას;
  3. სიღრმისეული ფუნქციონალურ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.

არ გაუშვათ შანსი, გაიაროთ სტაჟირება და დასაქმდეთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში.  შეგიძლია ისწავლო, განვითარდე გაიგო როგორ იმართება ბიზნესი განვითარებულ კომაპნიაში!

მაშ ასე, შექმენი შენი განვითარების გზა კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში “!

აირჩიე შენთვის სასურველი ლოკაცია, დარეგისტრირდი და გახდი ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას,, სტაჟირების პროგრამის მონაწილე სხვადასხვა მიმართულებით და საერთაშორისო გუნდთან ერთად ჩამოყალიბდი პროფესიონალად!

კოკა-კოლა ნდობას და ხარისხს წლებია არ კარგავს და გამარჯვების სიმბოლოა. გაიმარჯვეთ თქვენც!

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებებს!

სამსახურს ეძებთ გამოცდილების გარეშე?! არ იდარდოთ თქვენთვის ვაკანსიები გვაქვს

თუ სამსახურს ეძებთ და გამოცდილება ან უმაღლესი განათლება არ გაქვთ, არ იდარდოთ, თქვენთვის კომპანია “გეფა საწყობში რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

საჭიროა მხოლოდ მუშაობის სურვილი, პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია.

სამუშაო ადგილი თბილისი.

გამოცდილება არ მოგეთხოვებათ.

გაეცანით ვაკანსიებს და დარეგისტრირდით 30 სექტემბრამდე: forms.vakansiebi

გაუზიარეთ ინფორმაცია ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს.

პოზიციები, გრაფიკი და სამუშაო აღწერა:

  • მძღოლი

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 1100-1200₾

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:

კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით და სპეც პირობების დაცვით პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება აფთიაქებისათვის. მანქანის ტექნიკური მდგომარეობის/გამართულობის უზრუნველყოფა.  გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

  • დიასახლისი

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 650 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები: 

პასუხისმგებლობაში არსებული ტერიტორიის დაგვა/დასუფთავება და სველი წესით დასუფთავება. ჰიგიენის ნორმების დაცვა.

  • პროდუქციის შემგროვებელი

გრაფიკი: 08:00-17:00 ან 09:00-18:00 ან 10:00-19:00

ხელფასი: ქვედა ზღვარი 600 ლარი – ზედა ზღვარი 3 000 ლარი; თვიური შემოსავლის ცვალებადი ნაწილი დამოკიდებულია შესრულებაზე – საშუალო მაჩვენებელი 1600 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:

აფთიაქიდან მოსული შეკვეთის მიხედვით, პროდუქციის შეგროვება და გზავნილის გამზადება. პროდუქციის შეგროვება ხდება ხელის პლანშეტის მეშვეობით. გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

  • საწყობის დამხმარე/მუშა

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 700 – 860 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:

საწყობში მიღებული პროდუქციის ჩამოცლა და შესაბამის სექტორებში გადანაწილება არსებული წესის მიხედვით.  გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

  • მაკულატურის შემგროვებელი

გრაფიკი: 09:00-18:00

ხელფასი: 700 – 860 ლარი

ვაკანსიის აღწერა, მოვალეობები, მოთხოვნები, უნარ-ჩვევები:
მუყაოს ყუთების შეგროვება საწყობის პერიმეტრზე და სპეციალური აპარატის მეშვეობით დაპრესვა. გასათვალისწინებალია, რომ მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას.

რა ბენეფიტებით ისარგებლებთ:

  • კვების დაფინანსება;
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
  • დანამატი არასრულწლოვან შვილებზე.

კომპანია და გუნდის ღირებულებები:

გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით. მათი უნარი გადალახონ გამოწვევები, დანერგონ ინოვაციები და დაასტიმულირონ ზრდა, გეფას წარმატების მამოძრავებელი ძალაა.

გეფა ბაზარზე წარმოდგენილია ორი სააფთიაქო ქსელით. თითოეული განსხვავებული პოზიციონირებით:

  • ჯპს-ის ქსელში შეგხვდებათ საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქცია;
  • ფარმადეპოში – მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ბრენდები.

გეფა ორივე სააფთიაქო ქსელით ფარავს საქართველოს სრულ ტერიტორიას.

როგორი სამუშაო გარემოა კომპანიაში?

“გთავაზობთ გარემოს სადაც ბევრ საქმეს იწვევს ბევრი სიახლე და არა ბიუროკრატია, გარემოს სადაც კარიერული განვითარება ჩადებული წვლილის პირდაპირპროპორციულია, სადაც გისმენენ რადგან აინტერესებთ, სადაც შეგიძლია იყო ის ვინც ხარ, სადაც ერთ მაგიდასთან, არავინაა დირექტორი და დაქვემდებარებული, ყველა უბრალოდ გეფელია და გადაწყვეტილებაც ასე იჩარხება. ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რადგან გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ამ კომპანიით, მისი თანამედროვე, მაღალი მიმღებლობის მქონე და ზრდაზე ორიენტირებული მენეჯმენტით და უერთგულესი თანამშრომლებით. გელოდებით ჩვენს გუნდში”. – ,,გეფას” ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი დიანა ბურდული. ინტერვიუ ვრცლად.

თუ ფარმაცევტი ხართ, თქვენთვის შემოთავაზება გვაქვს – ახალი სამუშაო ადგილები “გეფაში”

გეფაში სიახლეა, კომპანია იზრდება და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ამჯერად კომპანიაა თბილისში, ფარმაცევტის ვაკანსია აქვს გამოცხადებული.

Continue reading “თუ ფარმაცევტი ხართ, თქვენთვის შემოთავაზება გვაქვს – ახალი სამუშაო ადგილები “გეფაში””

,,გეფა” ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის – როგორი გარემო დახვდებათ თანამშრომლებს?!

კომპანია ,,გეფა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ფარმაცევტებს შანსი აქვთ ჯპს-ის და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში დაიწყონ მუშაობა და ამავე დროს სასტუმრო ლოპოტას 2 კაციანი საგზური მოიგონ. Continue reading “,,გეფა” ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის – როგორი გარემო დახვდებათ თანამშრომლებს?!”

HR კურსი “მომავალი ტალანტები HR-ში” – HR კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. დარეგისტრირდით!

მესამე წელია HR hub-მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა. Continue reading “HR კურსი “მომავალი ტალანტები HR-ში” – HR კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. დარეგისტრირდით!”

GROW – პაშა ბანკში ფრონტ ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება

პაშა ბანკი ტალანტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება! Continue reading “GROW – პაშა ბანკში ფრონტ ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება”

,,ვფიქრობ, შევძელით და შევქმენით სისტემა ყველა HR მენეჯერისთვის” – ნინო ფეიქრიშვილი

Self.ge – პირველი ქართული სრულად ციფრული HRMS პლატფორმა რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გააციფრულონ HR ბიზნეს პროცესები და შეამცირონ ამ პროცესებზე დახარჯული დრო და ადამიანური რესურსი. ჩვენ მის დამფუძენებელს ნინო ფეიქრიშვილს ვესაუბრეთ და საინტერესო ინტერვიუ მოგიმზადეთ.

HR hub: როგორი იყო ნინო ფეიქრიშვილის კარიერული გზა Self.ge – ის დაფუძნებამდე?

ჩემი HR კარიერა 10 წელზე მეტს ითვლის, ხშირად ეს სტაჟი ჩემი ასაკის გამო უკვირთ ხოლმე. 19 წლიდან ვმუშაობ და ვფიქრობ, თითოეული ჩემი წარმატებული ნაბიჯი სწორედ ადრეულ ასაკში დაწყებულ კარიერას უკავშირდება. 17 წლის ვიყავი როცა ამერიკაში წავედი სასწავლებლად და იქიდან დაბრუნებულმა მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. პირველი სამუშა გამოცდილება ბანკს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობით არ ვმუშაობდი, ვფიქრობ, ბანკში გატარებულმა პერიოდმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ამის შემდეგ, ძალიან მოულოდნელად მივიღე შეთავაზება ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიიდან, აი აქედან იწყება ჩემი პირველი პრაქტიკული გამოცდილება HR-ში. 2011 წელს დავიწყე გარკვევა ტექნოლოგიებში, მაშინ ეს ძალიან უცხო მიმართულება იყო და ძალიან რთული მეჩვენებოდა, ახლა ბევრია უკვე tech სფეროს hr პროფესიონალი და ერთმანეთის გამოცდილებიდან ბევრს სწავლობენ, მაშინ მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილებიდან ვსწავლობდით. შესაბამისად, ბევრს ვკითხულობდი, პროგრამული მიმართულებით ტრენინგებიც კი გავიარე, რომ ამ სფეროში უკეთ გავრკვეულიყავი.

ვფიქრობ სწორედ აქედან იწყება ჩემი სიყვარული ტექნოლოგიების და HR-ის ერთად. ამის შემდეგ უკვე იყო მენეჯერული პოზიციები ევექსის კლინიკებში, შემდეგ უკვე პალიტრა ჰოლდინგში და ნიკორას სუპერმარკეტებში, სადაც ვხელმძღვანელობდი HR დეპარტამენტებს. ვფიქრობ, სწორედ ამ წლებში მიღებულმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ მიმიყვანა სელფამდე.

HR hub: საიდან გაჩნდა იდეა? როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება დაგეტოვებინათ წარმატებული HR მენეჯერის კარიერა და სრულიად ნულიდან დაგეწყოთ თქვენი საქმე?

სელფის იდეა 3 წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ ალბათ ყოველდღე ვწერდი და ვშლიდი იმ საფრთხეებს და ბენეფიტებს რაც შეიძლება მოყოლოდა ჩემს სამსახურიდან წამოსვლას და ახალი საქმის ნულიდან დაწყებას. თითოეული ასეთი დაფიქრების დროს საფრთხეების ჩამონათვალი იმდენად დიდი იყო, რომ ვერ ვბედავდი ამ ნაბიჯის გადადგმას. არ ვიცი, პანდემიის პერიოდმა ვისზე როგორ იმოქმედა, მე კი ამ პერიოდში ბევრი რამ გადავაფასე და მივხდი, რომ დღეს თუ არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს მერე კიდევ უფრო რთული იქნებოდა. ხოდა, ალბათ, ეკონომიკურად ყველაზე არასტაბილურ პერიოდში დავტოვე სტაბილური სამსახური და 2021 წლის მარტში დავიწყეთ Self.ge. ვფიქრობ, ამაზე სწორი გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია.

დღეს ძალიან ვამაყობ ხოლმე ამ გადაწყვეტილებით, მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ და რაც მთავარია მჯერა, რომ ამ საქმეს დადებითი ცვილელების მოტანა შეუძლია ციფრული ეკოსისისტემის განვითარებისთვის საქართველოში.

HR hub: როგორი ემოციაა, როცა საკუთარ ბიზნესს მართავთ. გეხმარებათ HR სფეროში დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები?

ვფიქრობ, სელფის ძლიერი მხარე გარდა მისი ტექნიკური შესაძლებლობებისა და გუნდისა, სწორედ ეს გამოცდილება და კონტაქტები აღმოჩნდა. მთელი ჩემი 10 წლიანი გამოცდილება ჩავდე ამ პროექტში. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი კოლეგა იყო ჩართული სელფის შექმნის პროცესში და ბევრი განსხვავებული გამოცდილება გავითვალისწინეთ თავიდანვე. სწორედ ამ გამოცდილებამ აქცია სელფი უნიკალურ პროდუქტად hr მენეჯერებისთვის.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო ამ სფეროს პროფესიონალების მიერ გაწეული რეკომენდაციები სისტემის შესახებ. პროდუქტის ბაზარზე გამოჩენისთანავე, სწორედ წამყვანი HR პროფესიონალები იყვნენ პირველები, ვინც სელფის დანერგვა დაიწყეს თავის კომპანიებში და შემდეგ ბევრ კოლეგასთანაც გაგვიწიეს რეკომენდაცია, ეს იყო ყველაზე დიდი აღიარება და დაფასება იმ შრომის, რაც სელფის გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო ამ სისტემაში.

HR hub: რას ურჩევდით კოლეგებს, რომლებსაც საკუთარი საქმის დაწყება სურთ?

არ ვიცი, რამდენად შეიძლება მრჩევლად გამოვდგე, რადგან ამ ამპლუაში ჯერ ძალიან დამწყებად ვგრძნობ თავს, შემიძლია უბრალოდ გაგიზიაროთ რა გაკვეთილი მომცა ამ ერთმა წელიწადმა.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან გჯეროდეს შენი პროდუქტის, ეს დაგეხმარება ბევრ იმედგაცრუებას გაუძლო და მაინც მაქსიმუმი ჩადო იმ გამარჯვების მოლოდინში, რომლისაც მთელი გულით გჯერა. უნდა მოემზადო დაუსრულებელი უძილო ღამეების, დასვენების დღეებზე და შაბათ კვირას მუშაობისთვის. მაგრამ მერწმუნე ამას ისეთი ენთუზიაზმით აკეთებ და იმხელა ადრენალინს იღებ ყველანაირი დაღლა გავიწყდება. და ბოლოს, უნდა მოემზადო უსაზღვრო პასუხისმგებლობისთვის თითოეული იმ ადამიანის მიმართ ვინც გენდო სტარტაპს და საკმაოდ მსხვილი კომპანიებიდან შენთან გადმოვიდა სამუშაოდ. თქვენ უკვე თითოეულ მათგანზე აგებთ პასუხს, მათ კმაყოფილებაზე, სტაბილურობაზე, განვითარებაზე და სხვა.

სწორედ ამის გამო მჯერა, რომ ძალიან უნდა გიყვარს შენი საქმე, ძალიან გჯეროდეს იდეის იმისთვის რომ ეს სირთულეები დაძლიო და საბოლოო წარმატებამდე მიხვიდე.

HR hub: Self.ge უკვე ერთი წლისაა. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს? რა გამოწვევების გადალახვა მოუწია კომპანიას დაარსებიდან დღემდე?

ჩვენთვის საამაყოა, რომ „სელფის“ სისტემით 200-მდე კომპანიის 38 000-ზე მეტი დასაქმებულის პორტფელი იმართება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთმა წელმა ყველა დასახულ გეგმას და მოლოდინს გადააჭარბა. „სელფმა“ შეძლო და გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორისთვის და არა მარტო. მიხარია, რომ დღეს „სელფი“ აერთიანებს 200-მდე როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს. მიუხედავად იმისა რომ პირველ ბიზნესგეგმაში ძირითადი გათვლა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესზე გვქონდა, დღეის მდგომარეობით, ჩვენი სამომხმარებლო პორტფელის 25% მსხვილ ორგანიზაციებს უჭირავს. თუმცა განსაკუთრებით გვიხარია, რომ შევძელით ისეთი ბიზნესმოდელი შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მცირე ზომის კომპანიებს (რომელთა გუნდის რაოდენობა 10-15 კაცს არ აღემატება) პროცესების გაციფრულების კუთხით პირველი ნაბიჯები გადაედგათ. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად იქცა ის, რომ მცირე ზომის კომპანიებს ვაძლევთ წვდომას ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო მათთვის.

HR hub: კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

განვლილმა ერთმა წელმა უზომოდ ბევრი რამ გვასწავლა. ძალიან დიდი სისწრაფით განვითარდა როგორც პროდუქტი, ისე გუნდი. გაიზარდა ჩვენი პარტნიორი კომპანიების რიცხვი, დღეს უკვე 200-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. შესაბამისად, შემიძლია უკვე თამამად ვთქვა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რამდენიმე ქვეყანაში გავიდეთ, თუმცა უცხო ბაზრებზე გასვლას ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო უძღვის, რომელიც კანონმდებლობის შესწავლას, მის პლატფორმასთან ადაპტირებას და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის სპეციფიკასთან გაცნობას უკავშირდება, თუმცა ეს პროცესი დაწყებულია და იმედი მაქვს, „სელფს“ წლის ბოლომდე უკვე სხვა ქვეყნებშიც გაიცნობენ და შეიყვარებენ.

Continue reading “,,ვფიქრობ, შევძელით და შევქმენით სისტემა ყველა HR მენეჯერისთვის” – ნინო ფეიქრიშვილი”

ქართველი რეკრუტერი Microsoft-ში

ძალიან გვახარებს ქართველების წარმატება საზღვრებს მიღმა და განსაკუთრებით ჩვენს სფეროში.  Continue reading “ქართველი რეკრუტერი Microsoft-ში”

სალომე გოგაშვილი კომპანია ,,ამაზონის” არეა მენეჯერია

ამ ბოლო დროს ხშირად ვიგებთ ინფორმაციას ქართველების კომპანია ,,ამაზონში” დასაქმების შესახებ, რაც ფრიად სასიხარულოა.  Continue reading “სალომე გოგაშვილი კომპანია ,,ამაზონის” არეა მენეჯერია”

სამოტივაციო წერილი შაბლონი თუ კანდიდატების გადარჩევის რეალური საშუალება?!

სამსახურის ძიების პროცეში ხშირად ვაწყდებით ვაკანსიებს სადაც სამოტივაციო წერილს ითხოვენ.  Continue reading “სამოტივაციო წერილი შაბლონი თუ კანდიდატების გადარჩევის რეალური საშუალება?!”