შემოგვიერთდით

„ისწავლე და დასაქმდი“ – თბილისის მერია ახალგაზრდების გადამზადების პროგრამას იწყებს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, მასშტაბურ პროფესიული გადამზადების პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს.

პროგრამის მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სექტორში.

სასწავლო კურსებს სრულად აფინანსებს ქ. თბილისის მერია და ხანგრძლივობა შეადგენს სამ თვეს.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
  • საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა ორი თვეა. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს.

დეტალებისთვის ეწვიეთ: თბილისი მერიის ვებ-გვერდს

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც კოლეჯებში, ასევე ელექტრონულად.

რეგისტრაციის ვადები: 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

ყველა ადამიანი იმსახურებს აკეთოს საქმე, რომელიც უყვარს – ,,პროფესიიდან პროფესიამდე” ახალი რუბრიკა hrhub.ge-ზე

,,პროფესიიდან პროფესიამდე” – ასე ჰქვია ჩვენს ახალ რუბრიკას, რომელიც მოგიყვებათ იმ ადამიანების შესახებ, ვინც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პროფესია შეიცვალა. Continue reading “ყველა ადამიანი იმსახურებს აკეთოს საქმე, რომელიც უყვარს – ,,პროფესიიდან პროფესიამდე” ახალი რუბრიკა hrhub.ge-ზე” →

კავკასიის უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლებს, მრავალწლიანი ერთგულებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მადლიერების სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

დაჯილდოვდნენ თანამშრომლები, რომლებიც CU გუნდს 2011 წლამდე შემოუერთდნენ.

19 აპრილს შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს,  სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. Continue reading “19 აპრილს შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართება” →

ნინო ფეიქრიშვილი: “6 წლის წინ ჩემთვს საინტერესო ეტაპი დაიწყო პალიტრასთან ერთად”

დღეს პალიტრა მედია ჰოლდინგი 24 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით ნინო ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“6 წლის წინ ჩემთვს ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო პალიტრასთან ერთად, მიყვარს ეს ადგილი იმიტომ რომ აქ განსაკუთრებული ადამიანები მუშაობენ და განსაკუთრებულ საქმეებს აკეთებენ.

როცა მეკითხებიან ამდენს როგორ ვასწრებთ სულ მიკვირს, ჩვენ ამას მარტივად ვაკეთებთ, რადგან ერთმანეთი გვაძლიერებს.
აქ ცოტა “გიჟები” მუშაობენ, თავის საქმის პროფესიონალები,თავის საქმეზე შეყვარებული “გიჟები”.
მხოლოდ აქ თუ ხდება ღამით რემონტში მყოფი ბიბლუსის ახალი მიღაზიის დილით, უნაკლოდ, დიდი პრეზენტაციით გახსნა... ერთ წელიწადში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გაახსნა და საუკეთესო სტუდენტების მიღება, წელიწადში 400-ზე მეტი დასახელების წიგნის გამოცემა… “

მიყვარს ეს ადგილი იმიტომ რომ: 

  • ჩვენთან ერთმანეთი გვიყვარს;
  • გვიყვარს საქმე რომელსაც ვაკეთებთ;
  • ვამაყობთ საქმით რომელსაც ვაკეთებთ;
    ჩვენთან საუკეთესოები ხვდებიან და აქ ერთხელ თუ მაინც გიმუშავია მთელი ცხოვრება ამ ოჯახის ნაწილი ხარ.

დღეს პალიტრა 24 წლის გახდა, 6 ინდუსტრია და 23 შვილობილი კომპანია, წინ კიდევ დიდი გეგმებია …. ” – ნინო ფეიქრიშვილი, პალიტრა მედია ჰოლდინგის დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით.

„პალიტრამედია ჰოლდინგი“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა – ჰოლდინგში 2000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.

HR hub-ის 19 აპრილის ღონისძიება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თემებს დაეთმობა

19 აპრილს, 19:00 სთ-ზე, Terminal • ტერმინალი-ში (აბაშიძის 34) ჩატარდება  HR hub-ის ღონისძიება, რომელიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თემებს დაეთმობა.  Continue reading “HR hub-ის 19 აპრილის ღონისძიება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თემებს დაეთმობა” →

“HR hub-ის რუბრიკა” 8 აპრილის გადაცემა სრულად: სიუჟეტი “პეპსიკოს” შესახებ და ჩართვა “ენერგო – პროდან”

ორშაბათობით, ორ კვირაში ერთხელ ტელეკომპანია პირველის ბიზნეს გადაცემაში “საქმიანი დილა” HR hub – ის რუბრიკის დროა, რომელსაც უძღვებიან ანა ნავდარაშვილი და ანა გზირიშვილი. Continue reading ““HR hub-ის რუბრიკა” 8 აპრილის გადაცემა სრულად: სიუჟეტი “პეპსიკოს” შესახებ და ჩართვა “ენერგო – პროდან”” →

გრანთ თორნთონ საქართველოს ახალი პარტნიორი ჰყავს

გრანთ თორნთონ საქართველოს პარტნიორთა რიცხვი გაიზარდა – გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ხელმძღვანელი – პაატა შურღაია 2019 წლის მარტიდან კომპანიის პარტნიორი გახდა. 

Continue reading “გრანთ თორნთონ საქართველოს ახალი პარტნიორი ჰყავს” →

,,დღეს ყველა ჩვენმა თანამშრომელმა იცის, რომ მათი შვილი ყოველთვის სასურველი სტუმარია ეისითიში” – თინათინ რუხაძე

,,ერთ მშვენიერ დღეს ოფისში თანამშრომელს რომ მივესალმე, დავინახე, რომ უხერხულად მალავდა ბავშვს ზურგს უკან. Continue reading “,,დღეს ყველა ჩვენმა თანამშრომელმა იცის, რომ მათი შვილი ყოველთვის სასურველი სტუმარია ეისითიში” – თინათინ რუხაძე” →

საკონდიტრო ,,სანდომი” სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

25 მარტს, სოციალურ ქსელში საკონდიტრო ,,სანდომის” ყოფილი თანამშომლის განცხადება გავრცელდა, სადაც ის კომპანიას დასაქმებულთა არაადამიანური შრომისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. Continue reading “საკონდიტრო ,,სანდომი” სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება” →