შემოგვიერთდით

7 მარტს რუმს ჰოტელში ინკლუზიური კარიერული ფორუმი ჩატარდება

7 მარტს თბილისი რუმს ჰოტელში, ახალგაზრდული ასოციაცია დრონი სტუდენტურ ინიციატივა „ამოიცანი შესაძლებლობასთან“ ერთად ატარებს ინკლუზიურ კარიერულ ფორუმს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ინკლუზიასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.

ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმობა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას გერმანული და ფრანგული ორგანიზაციების მხრიდან (GEB – Gesellschaft für Europabildung და l’Union Nationale des Missions Locales/CAP Emploi).

გაიმართება პანელური სესია შშმ პირების დასაქმების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც არასამთავრობო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ შშმ პირების საკითხებზე. აგრეთვე, მოვისმენთ შშმ პირების ისტორიებს სამუშაოს ძიების პროცესში. ფორუმის მეორე ნაწილი კი ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელი შშმ პირების შეხვედრას პოტენციურ დამსაქმებლებთან. როექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტთან. ასევე ფრანგულ ინსტიტუტთან და განათლების საერთაშორისო ცენტრთან, რომლებიც ღონისძიების ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

კომპანიებს, ვინც დაინტერესებულია შშმ პირების დასაქმებით და აქვთ სურვილი მხარი დაუჭირონ შშმ პირთა სოციალურ ინკლუზიასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, შეუძლიათ ჩაერთონ პროექტში როგორც დამსაქმებლები, დარეგისტრირდნენ ფორუმზე და გვეწვიონ 7 მარტს თბილისი რუმს ჰოტელში.

ღონისძიების ბმული.

სარეგისტრაციო ბმული.

HR hub – სა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

HR hub – სა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. Continue reading “HR hub – სა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა”

რა მოხდება დასაქმების ფესტივალის წარმატების კუთხეში?!

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს,  ექსპოჯორჯიას მე-5 პავილიონში 10:00სთდან – 19:00სთმდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job გაიმართება.  Continue reading “რა მოხდება დასაქმების ფესტივალის წარმატების კუთხეში?!”

JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია

JTI (Japan Tobacco International) საქართველოში 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებელი გახდა. Continue reading “JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია”

700-მდე ვაკანსია და 70 კომპანია 28-29 თებერვალს დასაქმების ფესტივალზე გელოდებათ

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს,  ექსპოჯორჯიაში 10:00სთდან – 19:00სთმდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება.  Continue reading “700-მდე ვაკანსია და 70 კომპანია 28-29 თებერვალს დასაქმების ფესტივალზე გელოდებათ”

ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგები განისაზღვრა

ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრა სპეციალური მეთოდის – რისკის დონის განსაზღვრის ინდიკატორის საფუძველზე განხორციელდება.  Continue reading “ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგები განისაზღვრა”

28-29 თებერვალს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და დამსაქმებლის ბრენდები.

Continue reading “28-29 თებერვალს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება”

26-27 თებერვალს GOOGLE Digital-ის 2 წამყვანი ტრენერი ტექნოპარკში ტრენინგს ჩაატარებს

26-27 თებერვალს თბილისში, ტექნოპარკში, Ogieurope-ის ორგანიზებით, ორ დღიანი ტრენინგი ,,მომხმარებელი და ბიზნეს სტრატეგია საქართველოში” გაიმართება. Continue reading “26-27 თებერვალს GOOGLE Digital-ის 2 წამყვანი ტრენერი ტექნოპარკში ტრენინგს ჩაატარებს”

HR Partners 8 წლის გახდა

საკონსულტაციო-რეკრუტინგ კომპანია HR partners 2012 წელს დაარსდა ამ დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერთა გუნდის მიერ.   Continue reading “HR Partners 8 წლის გახდა”

28-29 თებერვალს HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი – EXPO JOB ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე გაიმართება კომპანიებისა და სამუშაო ადგილების მასშტაბური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და დამსაქმებლის ბრენდები.

Continue reading “28-29 თებერვალს HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი – EXPO JOB ჩატარდება”