“ფუნიკულიორის კომპლექსი” თბილისის ისტორიული ადგილია. Continue reading “რესტორანი “ფუნიკულიორის” გუნდი იზრდება და 20 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის”
რესტორანი “ფუნიკულიორის” გუნდი იზრდება და 20 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის

“ფუნიკულიორის კომპლექსი” თბილისის ისტორიული ადგილია. Continue reading “რესტორანი “ფუნიკულიორის” გუნდი იზრდება და 20 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის”
ჩაერთე ჩვენს კამპანიაში „რას ნიშნავს ტალანტები შენს კომპანიაში“! Continue reading “დასაქმების მაძიებელთათვის ახალი პლატფორმა talantebi.ge შეიქმნა”
2 აგვისტოს, 19:00სთ-ზე, Meta Business Hotel-ში HR hub – ის მორიგი ღონისძიება ყველაზე ,,ცხელ” თემას დაეთმობა. Continue reading ““ტალანტების დეფიციტი – ბიზნესის N1 გამოწვევა” – 2 აგვისტოს Meta Business Hotel-ში HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება”
HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. რა დაგხვდებათ სამიტზე? გამორჩეული სპიკერები ინსპირაციული ქეისებით, მასტერკლასები, ვორქშოპები, ნეთვორქინგი “HR კაფეში” და ბევრი სიურპრიზი.
წელს ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებს ESCape. ჩვენ მარიამ იობიძეს ვესაუბრეთ და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
HR hub: ESCape HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის მხარდამჭერია, რატომ გადაწყვიტეთ წლის მთავარი HR ღონისძიების მხარდაჭერა?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რომ ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი საინტერესო და თავისი შინაარსით მრავალფეროვანი ღონისძიების მხარდაჭერა. გვჯერა რომ ეს ჩვენთვის სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო გამოცდილება იქნება. ჩვენი მოტივაცია, ვყოფილიყავით სამიტის მხარდამჭერები განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. მათ შორის, უმთავრესი იყო სამიტის და მისი ორგანიზატორის – HR hub – ის წარმატებული და საქმიანი იმიჯი ქართულ ბიზნეს-სივრცეში. სამიტი აერთიანებს ქართულ ბაზარზე ოპერირებად აქტიურ ბიზნესებსა და დამსაქმებლებს. შესაბამისად, ეს პლატფორმა, პროექტისთვის კარგი შესაძლებლობაა გაავრცელოს ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიაში იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სთავაზობს პოტენციურ დამსაქმებლებსა და ბიზნეს-პარტნიორებს.
HR hub: მოგვიყევით პროექტის შესახებ
„ESCape – დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ არის ევროკავშირის ერთ-ერთი მსხვილი პროგრამის – “უნარები დასაქმებისთვის” ქოლგის ქვეშ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ხორციელდება კონსორციუმის მიერ. კონსორციუმში წამყვანი ორგანიზაცია არის ფრიდრიხ ებერტის ფონდი და მთავარი პარტნიორია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. პროექტის მთავარი მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში. აღნიშული მიზნის მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს, ქვეყანაში არსებული დასაქმების ხელშეწყობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი სტრუქტურების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. პროექტის ფარგლებში დავნერგეთ ინდივიდზე ორიენტირებული კონსულტირება-ქოუჩინგის და მენტორობის სრულიად ახალი მოდელი, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლების შესაბამისი კომპეტენციების, უნარ-ჩვევების განვითარებას და მათთვის რეალური დასაქმების პერსპექტივების გაჩენას. პროექტი სთავაზობს ბიზნესს მხარდაჭერას და დახმარებას გაუმკლავდეს ქართულ შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, როგორიც არის, მაგალითად, შეუსაბამობა დამსაქმებლის საჭიროებებსა და სამუშაოს მაძიებლის შესაძლებლობებს და კომპეტენციებს შორის ან სამუშაო ძალის ხშირი გადინება.
ამ მიზნის მისაღწევად პროექტის მთავარ ინსტრუმენტს „დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები“ წარმოადგენს. დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. ცენტრებში, მაღალკვალიფიციური კონსულტანტები ახდენენ შრომის ბაზარზე არსებული დასაქმების შესაძლებლობების ანალიზს, ბიზნესის საჭიროებების კვლევას და დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის ინტერესების თანხვედრას.
ამასთან, პროექტი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან ინკლუზიური ბიზნეს-გარემოს გასავითარებლად, რომ ის გახდეს მეტად მოქნილი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და შესთავაზოს თანაბარი პირობები და გარემო სამუშაოს მაძიებელს. ამ მიზნით, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვთავაზობთ გადამზადებას ინკლუზიურობის გაძლიერების მიმართულებით.
HR hub: როგორ იქნებით წარმოდგენილი სამიტზე და ბიზნეს სექტორთან სამომავლო თანამშრომლობისთვის რა შეთავაზება გექნებათ ღონისძიების მონაწილეებისთვის?
ჩვენი სამიტში მონაწილეობით გვსურს გავაკეთოთ განახცადი, რომ ვართ ღია ბიზნეს-სექტორთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მზად ვართ გავუწიოთ მათ მხარდაჭერა და შევთავაზოთ მაქსიმალურად მათ ინტერესებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სერვისები შესაბამისი ადამიანური რესურსის მოზიდვის და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. ჩვენი სერვისი მოიაზრებს დამსაქმებლის მოლოდინების, მოთხოვნებისა და შესაძლებლობების დეტალურ შესწავლას და ანალიზს. ამის გათვალისწინებით, ვთავაზობთ მას ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას.
აქვე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო რომ სერვისი სრულად არაკომერციულია!
სამიტის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლები უფრო დეტალურად გაეცნობიან პროექტს და მის სერვისებს, პირადად შეხვდებიან პროექტის კონსულტანტებს და განიხილავენ უშუალოდ მათთვის საჭირო და სასარგებლო სერვისების მიღების შესაძლებლობას.
HR hub: როგორია პროექტის სამომავლო გეგმები?
გვსურს, რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე დავასაქმოთ და ბიზნესთან პარტნიორობით, შევქმნათ კერძო-საჯარო თანამშრომლობის ისეთი ეფექტური და წარმატებული მოდელი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძობს არსებობას.
აღნიშნულის გარდა, გვსურს, უზრუნველვყოთ პროექტის შედეგების მდგრადობა დასაქმების ან მომიჯნავე სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებით. ამისთვის, მათ გავუზიარებთ ჩვენ მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.
დარწმუნებული ვარ რომ ამ სამიტში მონაწილეობა დასახული გეგმის შესრულებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
რიგი გასტროდუქანის შესახებ გეცოდინებათ. უკვე რა ხანია, ზედ მტკვრის პირას, ნაღდი თბილისური რიგი გამართეს. ძველი ყაიდა ახალთან შეაზავეს, ქართული სამზარეულოს მარგალიტები სულ კუთხე-კუთხე აგროვეს და გულთბილი მასპინძლობა აქაურობის მთავარ წესად აქციეს.
მთელი ეს ამბავი კიდევ, მათი კეთილი ამფსონების გარეშე, არაფრის დიდებით არ გამოვიდოდა. ესენი არიან, ვინც არიან — მათი მარჯვენაცა და მარცხენაც. რიგის გონიცა და განგებაც. გაიცანი, ეამხანაგე და კარგადაც მოუსმინე — თუ ამათ რიგებში ყოფნა მოინდომო, მათი კარი შენთვისაც ღიაა! ხმა გააგონე, კარგ ალაგას უნდა მოგაწყონ!
როგორც ხედავთ, ჩვენც მათ ყაიდაზე აგვამეტყველეს და სიახლეც გაგვიზიარეს, რომ თურმე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ ახალი წევრების შემოსამატებლად ემზადება და ყველა, ვინც ამ გამორჩეულ ადგილას დასაქმებას მოინდომებს, მათ გუნდში ელიან. თუ უკვე დაინტერესდი აქ მუშაობით, გადადი ბმულზე მინდა მუშაობა.
მანამდე კი, ამ სტატიაში საინტერესო ადამიანს ნიკა ბორაშვილს, გასტრონომიული დუქანი „რიგის“ შეფ-მზარეულს, გაგაცნობთ.
HR hub: ნიკა საიდან დაიწყო კულინარიის მიმართ თქვენი დაინტერესება? როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ კულინარიაა ის სფერო, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ?
კულინარიით დაინტერესების მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახის წევრები და მათ მიერ გემრიელად მომზადებული კერძები აღმოჩნდა. როდესაც სახლში უგემრიელესი კერძების სურნელი ტრიალებდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი ადგილიც შეიძლებოდა სამზარეულოში მეპოვნა. 16 წლიდან უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სამზარეულო ჩემი საყვარელი ადგილი გახდებოდა.
HR hub: თქვენთვის, როგორც შეფ-მზარეულისთვის რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც თვლით, რომ თავი წარმატებულად გაართვით?
ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რიგის კონცეფციის იდეის ჩამოყალიბება იყო; პირველი ნაბიჯებიდან ჩართული ვიყავი მენიუს შედგენაში; თითოეული კერძი, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ, დიდი შრომისა და ფიქრის შედეგად შეიქმნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. თუმცა, დავამატებ, რომ ჩვენი კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ვფიქრობ, მთავარი გამოწვევები წინ გვაქვს.
HR hub: ბოლო დროს საქართველოში მზარეულის პროფესიის პოპულარობა იზრდება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ პროფესიით ასეთი დაინტერესება?
ჩვენი ქვეყანა მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა, რომლის მთავარ კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება ქართული ძირძველი კულინარია თავისი კუთხური გამორჩეული გემოებით; ვფიქრობ, ამიტომ გადაწყვიტა ახალმა თაობამ, რომ სტუმრებს ეს დიდი კულტურული მემკვიდრეობა დაახვედროს შესაბამის დონეზე განვითარებული და თანამედროვე ეპოქას მორგებული.
HR hub: რამდენად რთულია კულინარიულ სფეროში თავის დამკვიდრება და რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც კულინარიისადმი ინტერესით გამოირჩევიან, თუმცა წარუმატებლობის ეშინიათ?
კულინარიის სფეროში თავის დამკვიდრება არც თუ ისე ადვილია. პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ნებისმიერ მზარეულს სჭირდება სამზარეულოში ყველა იმ ეტაპისა და ბარიერის გავლა და გადალახვა, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს მის წინსვლასა და განვითარებას. რას ვეტყოდი? ალბათ, იმას რომ არ უნდა შეეშინდეთ ამ საფეხურების ავლა და წარმატება აუცილებლად ექნებათ.
HR hub: „რიგის“ სამზარეულოს განსაკუთრებულობაზე ბევრს საუბრობენ. რა არის თქვენი საიდუმლო, რაც მას სხვა სამზარეულოსგან გამოარჩევს და ასე განსაკუთრებულს ხდის?
ჩვენი მთავარი საიდუმლო დანერგილი კონცეფციის ზედმიწევნით სწორად შესრულებაშია. ამ პროცესში გუნდის თითოეული წევრი ჩართულია და დაუღალავად შრომობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „რიგში“ მოსულ სტუმარს იმედი არ გაუცრუვდეს და ყველა კერძით მოიხიბლოს ისე, როგორც აქამდე არასდროს;
HR hub: თქვენს სამსახურზეც მოგვიყევით, რას ნიშნავს იყო „რიგის“ გუნდის წევრი?
იყო „რიგის“ გუნდის წევრი ნიშნავს იმას, რომ ახლო მომავალში დაიმკვიდრო ქართულ კულინარიაში წარმატებული მზარეულის სახელი. „რიგის“ სამზარეულო იძლევა უსაზღვრო გამოწვევებს ძველი და ახალი კულინარიის შერწყმის შესასწავლად.
HR hub: გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე
დაუღალავი შრომით ვაგრძელებთ წინსვლას, სტუმრების მოზიდვას ჩვენი ხარისხითა და გემოებით. ასევე, „რიგში“ ახალი წევრების შემომატებისთვის ვემზადებით და მზად ვარ რიგიანად დავხვდეთ.
HR hub: ნიკა ახლა რა ვაკანსიებია „რიგში“?
მზარეულებისა და მეხინკლის აქტიური ვაკანსიები გვაქვს. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სამზარეულო და მზადაა ჩვენი დიდი გუნდისა და ოჯახის წევრი გახდეს.
თუ მზად ხართ, თქვენს თავზე სტუმრების რიგიანი გამასპინძლება აიღოთ, მაშინ დარეგისტრირდით ამ ბმულზე და შევხვდებით გასაუბრებაზე: https://forms.gle/GdeTcqPR5qNjn3bu7
დარეგისტრირება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.
HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილე კომპანიები ცნობილია”
პაშა ბანკი ტალანტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება! Continue reading “GROW – პაშა ბანკში ფრონტ ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება”
HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. კომპანიები იხილეთ აქ:dasakmebis-festivalis-kompaniebi/.
ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge -ზე.
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.
დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
კიდევ რა გელოდებათ?
ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც გლობალურ ბაზარზე 150-მდე საერთაშორისო კომპანიას უმაღლესი ხარისხის ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს აწვდის. ის ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა. როგორ? ამას ადგილზე გაიგებთ.
რომელი სპიკერები იქნებიან წარმატების კუთხეში?
17:30სთ. – ალტერბრიჯის გზა: 7 ნაბიჯი იდეიდან შედეგამდე.
სპიკერი: ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი
18:00სთ გაიმართება ვორქშოპი თემაზე: სურვილების ფორმირება მიზნებად!
ვორქშოფზე გაიგებთ:
ხანგრძლივობა: 1 სთ
ტრენერი: თამარ შოშიაშვილი – ტრანსფორმაციული ქოუჩი. განათლებისა და ცნობიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით ვაკის პარკში.
დაგვიჯერეთ, პარასკევი საღამოს აქ გატარება ნამდვილად ღირს. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.
თუ გინდათ, რომ დასაქმების ფესტივალის შესახებ მიიღოთ სიახლეები, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და შეტყობინებებს გამოგიგზავნით: https://forms.gle/2PXzuQPYpYJ36K499
დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:
დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, Grant Thornton Georgia, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.
მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.
HR hub – ის ორგანიზებით, 3 ივნისს ვაკის პარკში, დასაქმებისა და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. Continue reading ““დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”