შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – “ეფეს საქართველოს” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l 

შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ეფეს საქართველოს პერსონალის მართვის უფროსის ნინო თვალთვაძის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ეფეს საქართველო – ANADOLU EFES-ის შვილობილი კომპანია – უკვე 10 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს და ქართული ლუდის ბაზარზე ლიდერი პოზიცია უკავია. ჩვენი კომპანიის საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტი თანამშრომლებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა. ეფეს საქართველოს კორპორაციული კულტურა ეფუძნება ღირებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებლის მოტანას როგორც კომპანიის, ისე საზოგადოებისათვის.

  • გვიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებთ
  • მოქნილები ვართ ცვლილებების მიმართ
  • ერთობლივად ვმუშაობთ და ერთად ვიზრდებით
  • ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს საქმიანობაზე
  • სამართლიანები ვართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებისა თუ ქმედებისას

აღსანიშნავია, რომ ბინზეს გადაწყვეტილებების მიღებისას, ჩვენი თითოეული ნაბიჯი დამყარებულია ჩვენი კომპანიის ღირებულებებზე. ჩვენი კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მზრუნველობაა. კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. თითოეული თანამშრომელი ითავისებს ორგანიზაციის კორპორაციულ კულტურას და გარემოზე ზრუნვის მაღალ პასუხისმგებლობას.

ვამაყობთ, რომ ჩვენი შრომით ბედნიერებას ვუზიარებთ სხვებს. ჩვენი მისიაც ხომ ეს არის – „ერთად ვაწარმოოთ სიხარული!“

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….

ჩემთვის, იყო HR პროფესიონალი ნიშნავს, რომ იყო კომპეტენტური, განვითარებაზე ორიენტირებული, თანამშროლებზე ორიენტირებული, ემპათიით და მაღალი ჩართულობით დაეხმარო თანამშრომლებს, რომ შეუქმნა ისეთი გარემო, სადაც მაქსიმალურად გამოავლენენ შესაძლებლობებსა და პოტენციალს. უზრუნველყო სამართლიანობა და ხშირი, კონსტრუქციული უკუკავშირი.

რაც შეეხება რეკრუტერს, მან უნდა შეძლოს, რომ გასაუბრების პროცესში შექმნას მეგობრული გარემო, დასვას სწორი სიტუაციური კითხვები, რათა დაეხმაროს პოტენციურ კანდიდატს გახსნაში და მისი შესაძლებლობებისა და უნარების მაქსიმალურად წარმოჩენაში.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ

კანდიდატის მოტივაციას, შემართებას, განვითარებაზე ორიენტირებულობას, გულახდილობას, პიროვნულ უნარებსა და ღირებულებებს, რადგან ის თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის კორპორაციულ კულტურასთან.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც

პირველ ეტაპზე განვიხილავთ ყველა შემოსულ რეზიუმეს, საიდანაც ვარჩევთ შესაბამის კანდიდატებს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

ჩვენ კანდიდატებს ვთავაზობთ განვითარების შესაძლებლობას, ძლიერ კორპორაციულ კულტურას, კონსტრუქციულ და დროულ უკუკავშირს, აღიარებას, იდეებისა და ინოვაციების მხარდაჭერას, რასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სპეციალური პროექტი – An-Idea; ასევე, სხვადასხვა მონეტარულ და არამონეტარულ წახალისებას.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს

პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ სწორად აირჩიონ პროფესია და განსაზღვრონ ინტერესის სფერო, იმისათვის, რომ მათი სამუშაო არ გახდეს მოსაწყენი და უინტერესო მათთვის. იყვნენ მიზანდასახულები, თავდაჯერებულები და განვითარებაზე ორიენტირებულები. გასაუბრებაზე იყვნენ გულწრფელები, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ გამოავლინონ მათი უნარები, დაარწმუნონ პოტენციური დამსაქმებელი საკუთარ შესაძლებლობებში. ინტერვიუმდე წინასწარ მოემზადონ, გაეცნონ დამსაქმებლის მოლოდინებს და მოიძიონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის შესახებ.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.