შემოგვიერთდით

Coca-Cola Talents 2025 – სტაჟირების, განვითარებისა და დასაქმების საინტერესო პროექტი იწყება

კოკა–კოლა პოზიტივის, გამარჯვების, წარმატების სიმბოლოა.

,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას,, უმაღლესი სტანდარტების ქარხანში, რომელიც მუხრანის ველზე მდებარეობს 1000 საუკეთესო პროფესიონალია დასაქმებული და საერთაშორისო ბრენდი კარს თქვენთვისაც აღებს.

კოკა-კოლა ყველასთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ბევრ დადებით ემოციასთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გატარებულ მხიარულ მომენტებთან ასოცირდება. კოკა-კოლა სასმელზე მეტია. ეს არის სიამოვნების მინიჭების ემოცია, რომელმაც წლებს გაუძლო და არ შეცვლილა.

კოკა-კოლაში მუშაობაზე ალბათ ბევრ თქვენგანს უოცნებია. ვის არ ენდომება ისეთ კომპანიაში მუშაობა, რომელიც ყოველთვის ახერხებს მომხმარებლის გაოცებას, სადაც თანამშრომლებს აფასებენ და განვითარების შესაძლებლობას აძლევენ?!

ჰოდა სწორედ ახლა, გაქვთ შანსი, ჩაერთოთ ყველაზე ინოვაციურ პროექტში Coca-Cola Talents.

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და ერთად დავიწყოთ თქვენი წარმატების ისტორია.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

Coca-Cola Talents – ეს არის მენტორინგის, სტაჟირების და განვითარების, დასაქმების უპრეცენდენტო პროგრამა კოკა კოლაში 3 მთავარი მიმართულებით:

  1. გაყიდვები
  2. მარკეტინგი
  3. ფინანსები/ანალიტიკა

პროექტი სრულად აგებულია მენტორინგის პრინციპზე და მოიცავს შეხვედრებს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლებთან, მენტორინგს, რჩევებს, გამოცდილების გაზიარებას, სტაჟირებასა და დასაქმებას.

კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან კომპანიაში დასაქმდებიან.

სად არის სტაჟირების/სამუშაო ლოკაცია?

ლოკაციაა კოკა კოლას მთავარი ქარხანა, რომელიც  მუხრანის ველზე მდებარეობს (მის: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი, 28-ე კმ).

წელს პირველად დაემატება Coca-Cola Talents – რეგიონი

Coca-Cola Talents – სტაჟირებისა და განვითარების პროექტი, თბილისის მაცხოვრებლებთან ერთად, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც მისცემს შანსს სტაჟირება გაიარონ და გამოცდილება დააგროვონ რეგიონებში მდებარე კოკა-კოლას სხვადასხვა ფილიალში.

მონაწილე რეგიონები:

  • აჭარა
  • იმერეთი
  • სამეგრელო
  • კახეთი

როგორ მივალთ დასაქმებამდე:

  • აპლიკაციების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგად სამივე მიმართულებაში პროგრამის მონაწილეები შეირჩევა;
  • თითოეული მიმართულების მენტორები კანდიდატებს მისცემენ დავალებას;
  • შერჩეული კანდიდატები ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში,, 3-6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებისა და მენტორინგის პროგრამას გაივლიან.
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კომპანიაში დასაქმდებიან.

ვისთვის არის განკუთვნილი Coca-Cola Talents?

Coca-Cola Talents – ში მონაწილეობა შეუძლიათ კურსამთავრებულებს ან მეოთხე კურსის სტუდენტებს. მათ ვინც კარიერას ამ სამი მიმართულებიდან ერთ-ერთში გეგმავს, ვისაც სწავლა-განვითარება და დასაქმება სურს.

მნიშვნელოვანია:

  1. უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე;
  2. Excel-ის კარგი ცოდნა;
  3. სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა;
  4. დამუშავებული მონაცემების მარტივად და ლოგიკურად ახსნის უნარი მენეჯმენტისთვის.

პიროვნული თვისებები:

  1. დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებული;
  2. ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  3. ყურადღებიანი;
  4. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  5. დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
  6. ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
  7. შედეგებზე ორიენტირებული;
  8. სწრაფად მუშაობის უნარი.

რა ბენეფიტებს მივიღებ პროექტში მონაწილეობით:

  1. საერთაშორისო ბრენდში გამოცდილების მიღება.
  2. ანაზღაურებადი სტაჟირება;
  3. დასაქმების შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  1. საინტერესო დავალებებს და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
  2. წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარებას;
  3. სიღრმისეული ფუნქციონალურ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.

არ გაუშვათ შანსი, გაიაროთ სტაჟირება და დასაქმდეთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში.  შეგიძლია ისწავლო, განვითარდე გაიგო როგორ იმართება ბიზნესი განვითარებულ კომაპნიაში!

მაშ ასე, შექმენი შენი განვითარების გზა კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში “!

აირჩიე შენთვის სასურველი ლოკაცია, დარეგისტრირდი და გახდი ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას,, სტაჟირების პროგრამის მონაწილე სხვადასხვა მიმართულებით და საერთაშორისო გუნდთან ერთად ჩამოყალიბდი პროფესიონალად!

კოკა-კოლა ნდობას და ხარისხს წლებია არ კარგავს და გამარჯვების სიმბოლოა. გაიმარჯვეთ თქვენც!

გისურვებთ წარმატებებს!

ევოლუშენ საქართველო სტუდენტ თანამშრომლებს 1000-ლარიანი სტიპენდიის აღების შანსს სთავაზობს

ევოლუშენ საქართველომ თანამშრომლებისათვის სტიპენდიის პროექტი დააანონსა, რომლის მიზანი სტუდენტების წახალისება და მათი მოტივაციის ზრდაა. Continue reading “ევოლუშენ საქართველო სტუდენტ თანამშრომლებს 1000-ლარიანი სტიპენდიის აღების შანსს სთავაზობს”

Disrupt Camp – საუკეთესო ინოვაციური კონკურსი საუკეთესო დამსაქმებლისგან

წელს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” საუკეთესო დამსაქმებლის წოდების მფლობელი ზედიზედ მეექვსედ გახდა.  Continue reading “Disrupt Camp – საუკეთესო ინოვაციური კონკურსი საუკეთესო დამსაქმებლისგან”

დაიფინანსე სწავლა და დასაქმდი აგროჰაბში!

აგროჰაბის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პირველი ნატურალური პროდუქტების  ჰიპერმარკეტ აგროჰაბის ქსელში დასაქმებული სტუდენტი თანამშრომლების სწავლის დაფინანსებას.

2021 წლის ნოემბრიდან სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოიყენონ უნიკალური შანსი, დასაქმდნენ აგროჰაბში და მიიღონ სასწავლო გრანტი 600 ლარამდე, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის დარჩენილი ნაწილის 90%-მდე შეადგენს.

გარდა ამისა, სტუდენტი-დასაქმებულები ისარგებლებენ კომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითაც.

ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მოქნილი გრაფიკები, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, ბონუსების და ლოიალობის სისტემები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები. ამ პროექტის წარმოწყებით კი, გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი ასევე არის განათლება და განვითარება.

უნდა ავღნიშნო, რომ  ამ ინიციატივის დაფინანსებით აგროჰაბს თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების საქმეში“- განმარტავს აგროჰაბის დირექტორი ლაშა გოცირიძე პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული სტუდენტი-დასაქმებულის წახალისება.

28-29 თებერვალს HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი – EXPO JOB ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე გაიმართება კომპანიებისა და სამუშაო ადგილების მასშტაბური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და დამსაქმებლის ბრენდები.

Continue reading “28-29 თებერვალს HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი – EXPO JOB ჩატარდება”