პანდემიის მიუხედავად არ გავჩერდით და უკვე მეექვსე ნაკადია HR hub Next ონლაინ გრძელდება, რადგან გვჯერა, რომ მომავალში ადამიანურ კაპიტალზე ზრუნვა უფრო და უფრო პრიორიტეტული გახდება და ასეთ ორგანიზაციებს კი ნამდვილი, სწორი ფასეულობების მქონე HR მენეჯერები ქმნიან.
HR სკოლა HR hub-ის ახალი პროექტია, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ადამიანური კაპიტალისა თუ სხვა პროფესიის მენეჯერებისთვის (ჯგუფები გამოცდილების მიხედვით დაკომპლექტდება და თითოეული მსმენელი მასზე მორგებულ პროგრამას გაივლის), ამიტომ HR სკოლაში მისაღებად დარეგისტრირებული მსურველები გაივლიან გასაუბრებას.
ჩვენ არ ვგეგმავდით ონლაინ სწავლებას, თუმცა ვითვალისწინებთ რეგიონებიდან შემოსულ უამრავ თხოვნას და მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის HR სკოლა ონლაინ, ზუმის გამოყენებით იწყებს ფუნქციონირებას.
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.
გთავაზობთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომლებზეც მიღება გამოცხადდა:
ერთი – გრეიდინგის/რანგირების სისტემები, გრეიდინგის შემუშავების მეთოდების ნაირსახეობა;
სამუშაოს ღირებულების (Job evaluation). დადგენის/შეფასების მეთოდები;
საერთაშირისო, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სახელფასო სიატემები და ა.შ.
ღირებულება: 627 ლარი.
HR სკოლა ასევე გთავაზობთ თეონა ბაღათურიას ინოვაციურ საავტორო კურსს – ,,ყველა ფიქრობდა, მე ვთქვი!”(Everyone was thinking it, I just said it…) (20 საათი) – სილაბუსი
ღირებულება: 850 ლარი.
HR სკოლას დროთა განმავლობაში დაემატება ახალი მიმართულებები. რეგისტრაცია შეგიძლიათ როგორც ყველა, ასევე ერთეულ ან რამდენიმე პროგრამაზე.
თუ რამდენიმე ან ყველა მოდულის გავლას გადაწყვეტთ, ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით. HR hub Next-ის წევრები ყველა მოდულზე ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით. თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად. კურსის დასაწყისში და ბოლოში.
ტრენინგებზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 31 ოქტომბრამდე:
HR სკოლაში სწავლა დაიწყება ნოემბერში. ტრენინგები ჩატარდება სამუშაო დღეებში კვირაში ერთხელ, საღამოს 19:00სთ-ზე. თითოეულ ტრენინგზე დაიშვება მხოლოდ 10 ადამიანი. ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, საჩუქარს სკოლისგან და უდიდეს გამოცდილებას.
რატომ HR სკოლა?
ჩვენს დროში ტრანსფორმაცია და ცვლილებები ორგანიზაციების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უპირველესად HR მენეჯერებს უქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. მათი დაძლევა კი პროფესიული ცოდნის მუდმივად განახლებით და მეტი განვითარებით არის შესაძლებელი. სწორედ ამან გვიკარნახა შეგვექმნა ახალი, განსხვავებული კონცეფციის პირველი HR სკოლა საქართველოში.
HR school – ის უნიკალური, თანამედროვე პროგრამები HR მენეჯერებს, მუდმივად ცვალებად გარემოში, ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
უზრუნველვყოთ თანამედროვე, ხარისხიანი HR განათლების მიწოდება საქართველოში და ხელი შევუწყოთ HR მენეჯერების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ადამიანური კაპიტალის სწორი, თანამედროვე მენეჯმენტით ქმნიან უკეთეს ორგანიზაციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი გარანტია.