შემოგვიერთდით

EXPO Job – ში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით,  10 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118, პავილიონი 3) ), 17:00-20:00 სთ-ზე Expo Job – კარიერისა და დასაქმების საახალწლო ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით, ტრენინგ ცენტრები და განათლების სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციები. Continue reading “EXPO Job – ში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით,  6 და 7 ოქტომბერს, ექსპოჯორჯიაში  13:00სთ-დან 15:00სთ-მდე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 000-მდე კანდიდატი.

4 ოქტომბრამდე დაარეგისტრირეთ კომპანია ამ ბმულზე: docs.google.com/forms 

დასაქმების ფესტივალი, ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. აქ პირისპირ შეხვდებით უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღებთ პროფესიონალურ რჩევებსა და ამომწურავ ინფორმაციას გრანტებსა და დაფინანსებაზე და ადგილზე აღმოაჩენთ თქვენთვის საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამებს, კურსებსა და ტრენინგებს.

კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი,  შედგება რამდენიმე ნაწილისგან:

  1. დამსაქმებლების ბრენდების გამოფენა;
  2. კანდიდატების შეხვედრა დამსაქმებლებთან და გასაუბრებები, მათთვის კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობა და დასაქმება;
  3. სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების გამოსვლები მთავარ სცენაზე და გამოცდილების გაზიარება და მასტერკლასები. ფესტივალზე მოსულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ  სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნონ, რაც დაეხმარებათ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, დასაქმებასა და კარიერის დაგეგმვაში.

მიზანი:

კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.

გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:

ასაკობრივი ჯგუფი:

  • 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
  • 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:

  1. კომპანიების წარმომადგენლების სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
  2. დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა.
  3. გაიგოთ მოხვდებით თუ არა სამუშაოს მაძიებელთა სასურველი კომპანიების სიაში.

რა არის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:

  • შიდა სივრცე – ყველა ადგილი დაკავებულია
  • გარე სივრცე/ Outside 1000 ლარი + VAT (ორივე დღე) – მდაბარეობს პავილიონის შესასვლელთან

თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: hrhubgeorgia@gmail.com

საორგანიზაციო დეტალები:

  • თქვენი სივრცე: 4 კვ.მ
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

პროექტის თაიმლაინი:

1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. კარიერის ფესტივალი.

HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.

გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები: 

  1. კარიერისა და დასაქმების ფესტივალიები;
  2. საყოველთაო გასაუბრება;
  3. Tbilisi Jobs;
  4. Expo Job;
  5. ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
  6. ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
  7. Job Fest.
დასაქმების ფესტივალს წარმდგენია ტელეპრმერფორმანს ჯორჯია და სააქციო საზოგადოება გეფა, რომელიც ჯპს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელების გაერთიანებაა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ლაქტალის ჯორჯია და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.

 

ტელეპერფორმანსი არის გლობალური ციფრული ბიზნეს სერვისების კომპანია.

410,000-ზე მეტი შთაგონებული და მოტივირებული ადამიანით, რომლებიც საუბრობენ 300-ზე მეტ ენაზე, ჩვენი გლობალური მასშტაბი და ადგილობრივი ოპერირება, საშუალებას გვაძლევს დადებითი როლი ვითამაშოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი კლიენტებისა და გარემოს მხარდაჭერის კუთხით.

ჩვენ ვთავაზობთ ყველაზე მოწინავე, ციფრულ ბიზნეს სერვისებს, რითიც მნიშვნელოვნად ვეხმარებით მსოფლიოში საუკეთესო ბრენდებს თავიანთი ბიზნესის ოპტიმიზაციაში და მდგრადობის შენარჩუნებაში.

HR hub – ის ორგანიზებით 28 და 29 თებერვალს მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდა

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს,  ექსპოჯორჯიაში 10:00სთდან – 19:00სთმდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართა.  Continue reading “HR hub – ის ორგანიზებით 28 და 29 თებერვალს მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდა”

28-29 თებერვალს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და დამსაქმებლის ბრენდები.

Continue reading “28-29 თებერვალს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება”

28-29 თებერვალს HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი – EXPO JOB ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე გაიმართება კომპანიებისა და სამუშაო ადგილების მასშტაბური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და დამსაქმებლის ბრენდები.

Continue reading “28-29 თებერვალს HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი – EXPO JOB ჩატარდება”