შემოგვიერთდით

27 ივნისს “HR პიკნიკი” გაიმართება

27 ივნისს, 14:00 – 17:00 სთ-ზე, “ნავდარაანთკარში” (საგურამოსთან ახლოს) ღია ცის ქვეშ, HR პიკნიკი გაიმართება.

HR hub – ის ღონისძიების თემაა: “როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლების მოტივაცია კრიზისულ პერიოდში”.

ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა კომუნიკაციისთვის,  დისკუსიისთვის, გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლისთვისა და განტვირთვისთვის.
HR პიკნიკი ჰაბის შეხვედრების განახლებული ფორმატია, რომელიც ოფიციალურ ნაწილთან ერთად, გასართობი ელემენტებით გამოირჩევა და ჩატარდება ულამაზეს მწვანე ბუნებაში.
ასევე, შესაძლებლობა გექნებათ მოილოცოთ წმ.გიორგის ეკლესია და ღვთისმშობლის ნიში, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვთ.
პიკნიკის პირველი სპიკერია: თათია არაბიძე  “ბლაუენშტაინ საქართველოს” დირექტორი.
მეორე სპიკერია: თინათინ მამუჩაძე “გეფას” HR ბიზნეს პარტნიორი.
“ნიკორა სუპერმარკეტის” წარმომადგენლები კი გაგვიზიარებენ გამოცდილებას თემაზე: “2000 გასაუბრება სახლიდან”.
მესამე სპიკერია: ნინო ფეიქრიშვილინიკორა სუპერმარკეტის“: HR დირექტორი.
მეოთხე სპიკერია: ნათია გეწაძე “ნიკორა სუპერმარკეტის” ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი.
www.Hotsale.ge-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ელექტრონული კომერცია. კომპანიის მისიაა მომხმარებელმა მიიღოს რეალური დანაზოგი რაც შეიძლება მარტივად. Hotsale“ HR პიკნიკის“ მონაწილეებს გათამაშებას ჰპირდება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ დასვენება სხვადასხვა სასტუმროში და ასევე თავის მოვლისა და სილამაზის ვაუჩერები.
ღვინის ონლაინ მაღაზია და მედია პორტალი Allwine.ge, “HR პიკნიკის“ ყველა მონაწილეს პერსონალურად და ასევე კომპანიებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, განსაკუთრებულ შეთავაზებებს გადასცემს. შეთავაზებების საშუალებით ონლაინ პლატფორმიდან რჩეული ქართული ღვინოების შეძენას როგორც პირადი სარგებლობის, ასევე კორპორაციული ღონისძიებებისთვის, განსაკუთრებული ფასდაკლებით შეძლებენ.
Translate.ge – ღონისძიებაზე შეკრებილი კომპანიების წარმომადგენლებს გადასცემს სრულიად ინოვაციური სერვისით სარგებლობის კორპორატიულ ვაუჩერებს, რომლის საშუალებითაც, ისინი შეძლებენ, მიიღონ კვალიფიციური თარჯიმნების ონლაინ მომსახურება და თარგმანის ნოტარიულად დამოწმების სერვისი ადგილზე მიტანის კომფორტით. ეს არა მხოლოდ გაუმარტივებს მათ სამუშაო პროცესს, არამედ თანხასთან ერთად დაუზოგავს რესურსებსაც.
დრეს კოდი: მოსახერხებელი და თავისუფალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

თან იქონიეთ საპიკნიკე პლედი, გიტარა ან ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელზე დაკვრაც შეგიძლიათ. რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ კარგი განწყობის “წამოღება”.

თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ეს არის ღონისძიება, რომელსაც უნდა დაესწროთ, მაშინ გელოდებით. დარეგისტრირდით 25 ივნისამდე: . ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია HR მენეჯერებისთვის. ადგილები შეზღუდულია.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პსპ დაზღვევა პალიტრა მედია ჰოლდინგი ნიკორა სუპერმარკეტი და Grant Thornton Georgia.

ეფექტური HR მენეჯერის 7 დამახასიათებელი თვისება

არნახული სისწრაფით განვითარებად ბიზნეს სამყაროში, HR სფეროს როლი და ფუნქცია კომპანიის საქმიანობაში მუდმივად იცვლება. Continue reading “ეფექტური HR მენეჯერის 7 დამახასიათებელი თვისება”

,,როდესაც გყავს გუნდი რომელიც გენდობა და რომლის შრომასაც აფასებ, იქ არანაირი სირთულე აღარ არსებობს!”- თამარ კუნჭულია HR მენეჯერი

კორონავირუსის გამო საქართველოში არსებული დიდი სასტუმროების უმრავლესობა საკარანტინო სივრცეებად არის გადაქცეული. Continue reading “,,როდესაც გყავს გუნდი რომელიც გენდობა და რომლის შრომასაც აფასებ, იქ არანაირი სირთულე აღარ არსებობს!”- თამარ კუნჭულია HR მენეჯერი”

,,ჩემი პროფესია საშუალებას იძლევა, პოზიტიური ზეგავლენა მოვახდინო ადამიანების ცხოვრებასა და გარემოზე”-თამუნა ლასურაშვილი

HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია,  Global Beer Georgia-ს HR და ადმინისტრაციის დირექტორი თამარ ლასურაშვილი. Continue reading “,,ჩემი პროფესია საშუალებას იძლევა, პოზიტიური ზეგავლენა მოვახდინო ადამიანების ცხოვრებასა და გარემოზე”-თამუნა ლასურაშვილი”

HR Partners 8 წლის გახდა

საკონსულტაციო-რეკრუტინგ კომპანია HR partners 2012 წელს დაარსდა ამ დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერთა გუნდის მიერ.   Continue reading “HR Partners 8 წლის გახდა”

ნინო ჩორგოლაშვილი HR hub Next-ის შეხვედრებზე დასასწრებად ყოველკვირას ქუთაისიდან ჩამოდიოდა

ნინო ჩორგოლაშვილი პროფესიით  იურისტია, დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და წარჩინებით დაამთავრა. Continue reading “ნინო ჩორგოლაშვილი HR hub Next-ის შეხვედრებზე დასასწრებად ყოველკვირას ქუთაისიდან ჩამოდიოდა”

8 ნოემბერს HR hub-ის ღონისძება HR Nights ჩატარდება

8 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე Magti Club-ში HR hub-ის ღონისძიება განახლებული ფორმატით HR Nights გაიმართება.

Continue reading “8 ნოემბერს HR hub-ის ღონისძება HR Nights ჩატარდება”

დიანა ბურდული – HR-ზე ერთი ნახვით შეყვარებული პროფესიონალი

დიანა ბურდული სერტიფიცირებული HR პროფესიონალია, ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. Continue reading “დიანა ბურდული – HR-ზე ერთი ნახვით შეყვარებული პროფესიონალი”

,,თანამშრომლების ბედნიერებაზე ზრუნვა 21-ე საუკუნის ბიზნესის გამოწვევაა” – ლიკა ნოზაძე

ზუსტად 1 წლის წინ ბაზარზე გამოჩნდა ახალი საკონსულტაციო კომპანია Talent Flow, რომელიც HR კონსულტანტმა ლიკა ნოზაძემ დააფუძნა. Continue reading “,,თანამშრომლების ბედნიერებაზე ზრუნვა 21-ე საუკუნის ბიზნესის გამოწვევაა” – ლიკა ნოზაძე”

ყველა რეგიონს ეყოლება კვალიფიციური HR მენეჯერი შესრულებული სამუშაოს შეფასების საკითხში

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების -GIZ-ის პროგრამის “ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში” ორგანიზებით დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია თვითმმართველობებში თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობა. Continue reading “ყველა რეგიონს ეყოლება კვალიფიციური HR მენეჯერი შესრულებული სამუშაოს შეფასების საკითხში”