შემოგვიერთდით

31 მაისს წინანდლის მამულში “HR ბიზნეს სამიტი” ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, Signify.ge – ის მხარდაჭერით და თიბისი დაზღვევის პარტნიორობით, 31 მაისს 11:00 – 19:00, წინანდლის მამულში, ღია სივრცეში,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2021 გაიმართება.  Continue reading “31 მაისს წინანდლის მამულში “HR ბიზნეს სამიტი” ჩატარდება”

HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია”

HR სკოლაში რეკრუტინგის კურსზე ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR სკოლა –  ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სკოლა რეკრუტინგის კურსზე ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. Continue reading “HR სკოლაში რეკრუტინგის კურსზე ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა”

23 მარტს ღონისძიება “HR საზღვრებს მიღმა” ჩატარდება

23 მარტს, 19:00 სთ-ზე, HR hub – ის ორგანიზებით და Signify – ის მხარდაჭერით  ონლაინ ღონისძიება ,,HR საზღვრებს მიღმა” გაიმართება. Continue reading “23 მარტს ღონისძიება “HR საზღვრებს მიღმა” ჩატარდება”

სამსახურს ეძებ?! – “პეპსიკოს” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. Continue reading “სამსახურს ეძებ?! – “პეპსიკოს” შენთვის ვაკანსიები აქვს”

HR hub-ის საახალწლო საჩუქარი – ჩვენს წევრებს, მეგობრებსა და პარტნიორებს!

ახალი წელი საჩუქრებთან ასოცირდება.

ჰოდა, ჩვენც სასარგებლო და საჭირო საჩუქარი მოგიმზადეთ – ადიზესის მეთოდოლიგიის მიხედვით შექმნილი წიგნი „ეფექტური თათბირები“, რაც ძალიან გამოადგებათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, HR მენეჯერებსა და ბიზნესის სხავდასხვა მიმართულების, მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს.

HR hub – ის წევრები, მეგობრები და პარტნიორები საჩუქრად მიიღებენ ადიზესის მეთოდოლიგიის მიხედვით შექმნილ წიგნს „ეფექტური თათბირები“.

წიგნის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოქვეყნების პროექტი განხორციელდა HR hub – ისა და ადიზესის ინსტიტუტის ქართველი მეგობრების პარტნიორობით: ზურაბ კაპანაძე შპს ,,რეტკოს“ CEO, დავით ურუშაძე სს ,,ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი, თემურ ალექსანდრია სს ,,ნიკორა ტრეიდის“ ფინანსური დირექტორი.
ისინი ადიზესის მეთოდოლოგიას სხვადასხვა ტექნიკებს იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც ეფექტური, პრაქტიკული ინსტრუმენტია და გირჩევენ თქვენც, მზად არიან კონსულტაციისთვისაც.

ადიზესის მეთოდოლოგია უკვე ორმოც წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით უამრავ კომპანიას ეხმარება წარმატებით შექმნან ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული კორპორატიული კულტურა და მტკიცე ორგანიზაციული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ იყვნენ ეფექტურები და შედეგიანები როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ამ მეთოდოლოგიის გაცნობისთანავე აღვფრთოვანდით მისი საოცარი მიგნებებითა და მიდგომებით, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია მარტივად გავუმკლავდეთ კომპანიებში ერთი შეხედვით ამოუხსნელ და გადაუჭრელ პრობლემს.

მოხარული ვართ, რომ თქვენ, ქართველი მენეჯერები გაიცნობთ ამ მეთოდოლოგიას, რადგან ყველანაირი აქტივობა, ტრანსფორმაცია და ეფექტური კომუნიკაცია კომპანიაში სწორად წარმართული თათბირით იწყება.
მადლობა საკონსულტაციო კომპანია Talent Flow-ს და მის დამფუძნებელს – ლიკა ნოზაძეს წიგნის ავტორებთან პარტნიორობის ნაწილში შეტანილი წვლილისთვის!

საჩუქრის მისაღებად გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: 
HR hub გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ჰარმონიულ სამუშაო გარემოს, პოზიტიურ ცვლილებებსა და წარმატებებს!

მადლობა მეგობრობისთვის!

სიყვარულით,
HR hub-ის გუნდი

19 სექტემბერს HR hub Coaching Party გაიმართება

HR hub– ის ორგანიზებით და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 19 სექტემბერს, 17:00-21:00, Sevsamora Resort & Spa-ში (მის: საგურამო, სევსამორას ქუჩა N1), ღია სივრცეში, ახალი სეზონის პირველი ღონისძიება გაიმართება.

თუ გაინტერესებთ როგორ დანერგოთ და გამოიყენოთ ქოუჩინგი კომპანიაში (რა გამოწვევებს შეხვდებით და როგორ დაძლიოთ ისინი), რა სარგებელს მოგიტანთ ეს პროცესი, როგორ შეიძლება HR-ის ტრანსფორმაცია ქოუჩად და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ გუნდურ ქოუჩინგში, გელოდებით HR-Ceo Coaching Party-ზე.

სპეციალურად ამ დღისთვის საინტერესო სპიკერებსა და თემებს შემოგთავაზებთ:

  • ეკატერინე ბაბუნაშვილი – ICF (ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობა) პრეზიდენტი;

თემა: ICF ქოუჩინგის ოქროს სტანდარტი – მეცნიერება და პრაქტიკა

  • რუსუდან სანიკიძე – ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტი – ქოუჩი;

თემა: ქოუჩინგი, როგორც ტრანსფორმაციის ინსტრუმენტი

  • დეა ჩხაიძე – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის CHRO, ლიდერობის განვითარების ქოუჩი;

თემა: ლიდერობის განვითარება და ქოუჩინგის პრაქტიკა ორგანიზაციაში

  • ნინო ბერუაშვილი – ICF საქართველოს ბორდის წევრი, ეროვნული ბანკის HR სამსახურის უფროსი.

თემა: ქოუჩინგი: კარიერული ცისარტყელა HR-ებისთვის

სპიკერების გამოსვლების შემდეგ გაიმართება გუნდური ქოუჩინგ სესიები.

ეს ყველაფერი კი Sevsamora Resort & Spa – ს მრავალფეროვან სივრცეებში ჩატარდება.

ღონისძების ჩატარების მიზანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, მსჯელობა საინტერესო მიდგომებსა და გამოწვევებზე HR სფეროში.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

თუ მაგ. კვირას დასვენებას გადაწყვეტთ, ამაზეც ვიზრუნეთ და Sevsamora Resort & Spa ღონისძიების მონაწილეებს სპეციალურ ფასებს გთავაზობთ ოთახებში განთავსებაზე (ფასდაკლებებით ისარგებლებთ მაშინ, როცა ისურვებთ):

  • ორადგილიანი განთავსება სასტუმროს ოთახში – 195 ლარი. ფასი მოიცავს საუზმეს და დღგ-ს 2 პერსონაზე, ასევე ღია აუზით სარგებლობას.
  • ვილა – 1,800 ლარი. ფასი მოიცავს 12 სტუმრის განთავსებას ორადგილიან ოთახებში საუზმის და დღგ-ს ჩათვლით. ვილას გააჩნია საკუთარი აუზი და ტერასები.
  • სპა პროცედურებზე გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას.

დასაჯავშნად დაუკავშირდით: 032 280 15 15

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 700-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  პსპ დაზღვევა – PSP Insurance Grant Thornton Georgia  Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი BIA • ბია  Hotsale.ge 

HR hub Next-ის მერვე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მერვე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

HR hub Next-ის მერვე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მერვე ნაკადის მენტორები ცნობილია”