შემოგვიერთდით

ქალი მეწარმე ტექნოლოგიების სფეროში – პანდემია და ახალი გამოწვევები

შპს “ლინტონ გრუფი” 2019 წლის ივლისში დაარსდა. თუმცა, ბაზარზე პოსტ-პანდემიური პერიოდიდან გამოჩნდა აქტიურად და აღსანიშნავია, რომ კომპანიამ პროდუქტის გაშვებიდან ძალიან მცირე დროში მოიპოვა სანდოობა და შესაბამის სფეროში ძალიან კომპეტენტური ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა.

ჩვენ ვესაუბრეთ კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნანი კობახიძეს და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივიღეთ.

HR hub: მოგვიყევით ,,ლინტონ გრუფის“ საქმიანობის შესახებ.

Linton Group-ის მიზანია შევქმნათ და ორგანიზაციებს მივაწოდოთ სხვადასხვა სერვისის სახით პრემიუმ კლასის თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული ადამიანური კაპიტალის მართვის სისტემები.
ჩვენი პროდუქტები რეალურ შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციებს უფრო ეფექტური გახადონ შიდა ბიზნეს პროცესების მართვა, მყისიერად მიიღონ დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია და ანგარიშები, აკონტროლონ შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები, გააუმჯობესონ შიდა კომუნიკაციის პროცესი და აქციონ ის სტრატეგიულ პრიორიტეტად, გამოიყენონ მრავალი არხი ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გასაზიარებლად, მოქნილად და ეფექტურად მართონ თანამშრომელთა შერჩევის პროცესი და შესაბამისი ეტაპები, დაამყარონ კანდიდატებთან უკუკავშირი, აწარმოონ შიდა ორგანიზაციული კვლევები და გამოკითხვები, შეაფასონ და წაახალისონ თანამშრომლები, ეფექტურად წარმართონ თანამშრომელთა განვითარების და ტრენინგების პოლიტიკა.

HR hub: რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?

ამ ეტაპზე კომპანიებს და მათ HR-ებს ვთავაზობთ ტალანტების შერჩევის პროგრამას (LRS), რომელიც არის უნიკალური გადაწყვეტა კომპანიის თანამშრომელთა შერჩევის ბიზნეს პროცესების სამართავად ნებისმიერ ეტაპზე (დაწყებული ვაკანსიის გამოცხადებიდან – დამთავრებული თანამშრომლის დაქირავებამდე) და უზრუნველყოფს ზუსტ ანალიტიკას. ორგანიზაციებისთვის ტალანტების შერჩევის პროცესი ძვირადღირებული, დროში გაწელილი და შრომატევადი პროცედურაა. რეზიუმეების ერთიანი ბაზის წარმოება, ავტომატური დახარისხება, შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმებით, ფილტრაცია ნებისმიერი მონაცემით, პროფესიული კითხვარები – ყველა ეს შესაძლებლობა თავიდან აგარიდებთ ყოველდღიურ რუტინულ ფურცლომანიას და შეუფასებელ დახმარებას გაგიწევთ სწორი კანდიდატის შერჩევის პროცესში. თქვენ გექნებათ სრული ინფორმაცია, რომელი აპლიკანტი შერჩევის პროცესის რა ეტაპზე იმყოფება. მოხდა თუ არა მათთან
კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში თუ გაიარეს გასაუბრება / ტესტირება. შერჩევის ეტაპები ავტომატიზირებულია პროგრამის მიერ.

HR hub: რამდენად უზრუნველყოფს პროგრამა ინფორმაციის კონფიდენციალურობას?

პროგრამა დაფუძნებულია Cloud პრინციპზე, კერძოდ SaaS (Software as a Service) მიდგომით. ნებისმიერი ინფორმაცია ინახება დღესდღეობით ყველაზე პოპულალურ “Amazon”-ის დაცულ სერვერებზე და ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავის მხრივ ისიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ასევე ყველა კომპანიისთვის არის გამოყოფილი ცალკე მონაცემთა ბაზები და ერთმანეთის ინფორმაციასთან წვდომა ფიზიკურად არ აქვთ. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქტის მომხმარებლებთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.

HR hub: რა არის საჭირო თქვენი პროდუქტით სარგებლობისთვის?
პირველ ეტაპზე კომპანიისთვის ვატარებთ გაცნობითი ხასიათის ინდივიდუალურ პრეზენტაციას, როგორც დისტანციურად, ასევე, კომპანიებისთვის ხელსაყრელ ადგილზე ვიზიტით (მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით ) სადაც, დეტალურად გავივლით პროგრამის შესაძლებლობებს, განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს რესურსი თავიანთ საქმიანობაში. შემდგომ ვაძლევთ 2 კვირიან უფასო წვდომას პროგრამაზე, რა დროსაც მათ აქვთ შესაძლებლობა განიხილონ ყველა ის მოდიფიკაცია (ცვლილებები, ახალი ფუნქციონალი და ა.შ.), რაც შესაძლოა დაჭირდეთ თავიანთი კომპანიის ბიზნეს პროცესების სპეციფიურობიდან გამომდინარე. აღნიშნულ პერიოდში გამოთქმულ ცვლილებებსა თუ მორგებას ჩვენი გუნდი გაუწევს სრულიად უსასყიდლოდ. 2 კვირიანი დემოს შემდგომ უკვე შესაძლებლობა აქვთ დაიწყონ პროგრამის სრულყოფილად გამოყენება.

HR hub: თუ შეგიძლიათ სერვისის ღირებულებაზეც რომ გვესაუბროთ.

Linton Group-ის პროდუქტის ყოველთვიური გადასახადის სიდიდე განპირობებულია მთელი რიგი უპირატესობებით სხვა მსგავსი ტიპის პროგრამებისგან. პროგრამა შექმნილია მოდულარული სისტემით და დაყოფილია პაკეტებად, რომელთა ღირებულება დამოკიდებულია პროდუქტის მომხმარებლის მიერ ამორჩეულ ფუნქციონალზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამას არ სჭირდება ჩვენი მომხმარებლის მხრიდან არანაირი ინსტალაცია ან სერვერული ინფრასტრუქტურა. ამ ნაწილს ჩვენი გუნდი იღებს თავის თავზე და ეს ყველაფერი კომპანიებს ეძლევათ უსასყიდლოდ. პროგრამით სარგებლობისთვის მომხმარებელი იხდის მხოლოდ ყოველ თვიურ გადასახადს.

HR hub: რას გვეტყვით თქვენი გუნდის შესახებ?
კომპანიას ჰყავს ორი დამფუძნებელი: უჩა ოთინაშვილი და ნანი კობახიძე. ორივეს გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადამიანური კაპიტალის, ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების პროცესების მართვის კუთხით. უჩას გამოცდილება ძირითადად არის IT მიმართულებით, ბოლო წლებში მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების წამყვან ამერიკულ კომპანიაში და სწორედ ამ კომპანიაში მიღებული ცოდნა და მათი მოდელი გადმოვიტანეთ ჩვენი პროდუქტების შემუშავებაში. გარდა ამისა მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის.
ხოლო ჩემი გამოცდილება დაკავშირებულია უფრო მეტად ადამიანური კაპიტალის მართვასა და ადმინისტრირებასთან. ამ მიმართულებით ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციებში, მათ შორის წამყვან პოზიციებზე. პარალელურად უკვე რამდენიმე წელია ვეწევი საგანმანათლებლო საქმიანობას, ვარ ლექტორი სხვადასხვა სოციალური დარგის მიმართულებით.
უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ კორპორაციულ კულტურას, მთავარ ფასეულობად მაღალი პროფესიონალიზმი მიგვაჩნია, მიზნის მისაღწევად ჩვენს გუნდს ვაკომპლექტებთ კვალიფიციური ადამიანური კაპიტალით, რომლის მიზანია შექმნას ეფექტური და საიმედო მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტი და სერვისები. ჩვენ გუნდს, რომელზედაც ცალსახად არის დამოკიდებული კომპანიის განვითარება და წარმატებები ახასიათებს სწრაფვა ეფექტური მუშაობისკენ და კორპორაციული ფასეულობებისადმი ერთგულება.
პერიოდულად ვთანამშრომლობთ დარგის ექსპერტებთან, როგორიცაა მაგალითად თამარ შუკაკიძე, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა პროდუქტის შექმნაში. ასევე, გვყავს სოლიდური ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც გამოირჩევნიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობით, ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო დონეზე აღიარებული და დანერგილი სტანდარტებით.

Linton Group – ქართული Recruiting პროგრამა HR პროფესიონალებისთვის

Linton Group-ის ტალანტების შერჩევის პროგრამა (LRS) არის უნიკალური გადაწყვეტა კომპანიის თანამშრომელთა შერჩევის ბიზნეს პროცესების სამართავად ნებისმიერ ეტაპზე (დაწყებული ვაკანსიის გამოცხადებიდან – დამთავრებული თანამშრომლის დაქირავებამდე) და უზრუნველყოფს ზუსტ ანალიტიკას. Continue reading “Linton Group – ქართული Recruiting პროგრამა HR პროფესიონალებისთვის”