შემოგვიერთდით

შესვნების დროა – რამდენი დრო მივცეთ თანამშრომლებს განსატვირთად?

90-იანი წლების დასაწყისიდან, ეკოლოგიასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ტრენდებთან ერთად, თამბაქოს  პოპულარობამ საგრძნობლად იკლო. მეტიც, დღევანდელ ეპოქაში, მინიმუმ განვითარებულ ქვეყნებში მაინც, მოწევა დასაგმობი და მიუღებელი საქციელია.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 1 მილიარდი ადამიანი ეწევა, ხოლო თუ პროცენტულად შევხედავთ, განვითარებად ქვეყნებში მწეველების წილი ბევრად მაღალია, ვიდრე დასავლურ სამყაროში. საქართველოში, სადაც განვითარების შესახებ ჯერ კიდევ წიგნებიდან ვკითხულობთ, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ეწევა, ესეც ოფიციალურად. შესაბამისად, სიგარეტი სამსახურის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილს შეადგენს და როგორც აღმოჩნდა, გარკვეულ უთანხმოებებსაც ქმნის.

Flavour Boss-ის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, დასაქმებულთა 80% უსამართლობად მიიჩნევს მწეველებისათვის მოსაწევად გასვლის უფლების მინიჭებას, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღის განმავლობაში ამგვარი „შესვენება“ რამდენიმე შეიძლება იყოს და საბოლოო ჯამში თითქმის ნახევარი საათიც კი შეადგინოს. ცხადია, არამწეველები იჩაგრებიან და მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ისინი საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული 80%-ის უმრავლესობა აქტიურად მოითხოვს სუფთა ჰაერზე გასვლის უფლებას იმდენივე ხნით, რამდენსაც მწეველები სიგარეტის მოწევას ანდომებენ. სანამ HR გუნდის წარმომადგენლები და მენეჯერები ამ თემას აწონ-დაწონიან, განვიხილოთ აღნიშნული მოსაზრების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

რა პლუსები შეიძლება ჰქონდეს შესვნებას, სუფთა ჰაერზე გასვლას?

  1. შესვენებები დადებითად მოქმედებს კრეატიულობაზე

ალბათ ყველას გამოგვიცდია ის შეგრძნება, რომელიც რამდენიმე საათის განუწყვეტელი მუშაობის შემდეგ გვეუფლება: გონება იყინება, საკუთარ ფიქრებს ვეღარ ვაკონტროლებთ და გაშტერებული მზერით შევცქერით კომპიუტერის ეკრანს. ასეთ შემთხვევებში ეფექტიანობის აღსადგენად იდეალურია თუნდაც რამდენიმე წუთიანი შესვენება და სუფთა ჰაერზე გასვლა, რასაც მწეველები წარმატებით იყენებენ.

  1. უკეთესია ჩვენი ჯანმრთელობისათვის

დღევანდელი საოფისე ტიპის ცხოვრება შეიძლება გარკვეული აზრით საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ ჩვენი სხეულისთვის უამრავ პრობლემას ქმნის. მუდმივი ჯდომის შედეგად გვექმნება სისხლძარღვების, წონის, ხერხემლისა და სხვა ტიპის პრობლემები. მეორე მხრივ, დამღლელი დღის შემდეგ სარბენად ან სასიარულოდ გასვლა არცთუ მაცდურად ჟღერს. შესაბამისად ფიზიკური აქტივობა მინიმალურ დონემდეა დაყვანილი. სუფთა ჰაერზე რამდენიმე წუთით რეგულარულად გასვლა, სხეულის გაჭიმვა ან უბრალოდ ფეხზე დგომა შესამჩნევად გამოასწორებდა აღნიშნულ პრობლემებს.

  1. თანასწორობა მნიშვნელოვანია!

სხვა ყველა დადებითი მხარე რომ გვერდზე გადავდოთ, სუფთა ჰაერზე გასვლა უფლებების თანასწორობისთვისაცაა მნიშვნელოვანი. თუ მწეველები დღეში რამდენჯერმე, დაუკითხავად გადიან მოსაწევად, მაშინ რატომ არ უნდა ჰქონდეთ არამწეველებს ამ დროის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების უფლება?

რა მინუსები შეიძლება ჰქონდეს „სუფთა ჰაერის შესვენებებს“?

  1. არ არის პრაქტიკული

იმ შემთხვევაში, თუ ყველა თავისუფლად ივლის შესვენებაზე იმ დროს, როცა მოესურვება, შეიძლება ორგანიზაციაში ქაოტური სიტუაცია შეიქმნას. შესაძლოა, ადამიანები არ იყვნენ საკუთარ მაგიდასთან მაშინ, როცა საჭიროა ან უბრალოდ უფრო დიდი ხნით გაისეირნონ, ვიდრე საქმისათვისაა დასაშვები. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად დამატებითი ზედამხედველობის დაწესება იქნებოდა საჭირო, რაც ცხადია, ზედმეტი თავის ტკივილია.

  1. ყველგან და ყოველთვის ვერ იმუშავებს

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სამსახურში იპოვით სპეციალურ მოსაწევ ზონას, დასასვენებელი, ან გასასეირნებელი ზონები ძალიან იშვიათია. მეტიც, ზოგჯერ, შესაძლოა, ერთადერთი ადგილი „სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად“ სწორედაც მოსაწევი ზონა იყოს, რაც თავისთავად აბსურდია და ყველანაირ პოზიტიურ ეფექტს აქარწყლებს. დღესდღეობით ბევრი კომპანია ცდილობს დასასვენებელი ადგილების მოწყობას თავიანთი თანამშრომლებისთვის, მაგრამ სანამ ეს სივრცეები უნივერსალური არ გახდება, მანამდე სუფთა ჰაერზე გასვლა ყველგან ვერ მოხერხდება.

  1. დამსაქმებლის ხარჯი

მოსაწევი ზონების მოწყობა არ არის ერთადერთი ხარჯი, რომელიც დამსაქმებლებს ეკისრებათ. ბევრად უფრო ძვირადღირებული რესურსი ის დროა, რომელსაც მწეველი ადამიანი ოფისის გარეთ ატარებს. თუ დავუშვებთ, რომ საშუალო სტატისტიკური ადამიანი ოფისში ყოფნის ფარგლებში დღეში 4 ღერს ეწევა, ხოლო თითოეულის მოწევას 5 წუთს ანდომებს, დღეში 20 დაკარგულ წუთს მივიღებთ, რაც თავის მხრივ 100 წუთი კვირაში, წელიწადში კი 86 საათია. შესაბამისად, უმჯობესი იქნება კომპანიებმა მოსაწევი დროის შემცირებაზე იზრუნონ, ვიდრე არამწეველთათვის დამატებითი 86 საათის ჩუქებაზე, რაც რეალურად იგივეა, რაც 10 უქმე დღე წელიწადში.

რატი წიკლაური

წყარო: www.hrnews.co.uk

თქვენ ლიდერი ხართ – რა თვისებები ახასიათებთ ლიდერებს?

რას ნიშნავს იყო ნამდვილი ლიდერი? ან რატომ ვაფასებთ ადამიანში ლიდერულ თვისებებს? ალბათ, ამ სიტყვის ზუსტი განმარტება არ არსებობს, მაგრამ ერთზე ყველა ვთანხმდებით, ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანები უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას. Continue reading “თქვენ ლიდერი ხართ – რა თვისებები ახასიათებთ ლიდერებს?”

რა ბენეფიტები აბედნიერებთ ახალგაზრდებს სამსახურში?

ბოლო დროინდელი კვლევების მიხედვით, ყველაზე მეტად დემოტივირებული 20 წლის ადამიანები არიან. Continue reading “რა ბენეფიტები აბედნიერებთ ახალგაზრდებს სამსახურში?”

თანამშრომელი კომპანიის ამბასადორია ანუ რას ვსაუბრობთ ჩვენი სამსახურის შესახებ სხვებთან

როგორ ვიპოვოთ ჩვენი კომპანიის კულტურისათვის შესაბამისი ტალანტები და რაც მთავარია, როგორ შევინარჩუნოთ ისინი? Continue reading “თანამშრომელი კომპანიის ამბასადორია ანუ რას ვსაუბრობთ ჩვენი სამსახურის შესახებ სხვებთან”

თანამშრომლების შეფასების სისტემა

კომპანიების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, დღესდღეობით, HR პროცესების ოპტიმიზაცია და თანამშრომელთა კეთილგანწყობა და მათი შენარჩუნებაა. Continue reading “თანამშრომლების შეფასების სისტემა”

რამდენად კომფორტულია ჩვენი სამუშაო გარემო და რა გავლენას ახდენს ის თანამშრომლებზე?

ბოლო დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაქირავებულთა 43% არ გრძნობს თავს კომფორტულად საკუთარ სამუშაო ადგილზე, აცხადებს თანამშრომელთა კმაყოფილების შეფასების ცენტრი Leesman. Continue reading “რამდენად კომფორტულია ჩვენი სამუშაო გარემო და რა გავლენას ახდენს ის თანამშრომლებზე?”

რატომ უნდა იზრუნოს HR-მა გენდერული დისბალანსისა და სტერეოტიპების აღმოფხვრაზე

ბოლო დროს მამაკაცებისა და ქალბატონების სახელფასო ანაზღაურებებს შორის სხვაობა დიდი განხილვის საგანია. Continue reading “რატომ უნდა იზრუნოს HR-მა გენდერული დისბალანსისა და სტერეოტიპების აღმოფხვრაზე”

თეკლა ბუაძე – ქართველი HR ამსტერდამში

HR სფეროში საქართველოში მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალის www.hrhub.ge – ის რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია თეკლა ბუაძე Jacobs Douwe Egberts– ის HR ბიზნეს პარტნიორი. Continue reading “თეკლა ბუაძე – ქართველი HR ამსტერდამში”

5 ოქტომბერს HR hub-ის ღონისძიება გაიმართა – ახალი სეზონი დაიწყო

5 ოქტომბერს HR hub-ის ამ სეზონის პირველი ღონისძიება სასტუმრო “იოტაში” გაიმართა. Continue reading “5 ოქტომბერს HR hub-ის ღონისძიება გაიმართა – ახალი სეზონი დაიწყო”

როგორ გავარჩიოთ გაყალბებული რეზიუმე ნამდვილისგან

ალბათ სამსახურის ძებნისას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც,  ყველას შეგვილამაზებია საკუთარი რეზიუმე. HR მენეჯერები აღნიშნულ, თითქმის შაბლონად ქცეულ ტყუილებს უკვე კარგა ხანია მიეჩვივნენ და სიმართლის გარჩევა ლამაზი ისტორიისგან სულაც არ უჭირთ. Continue reading “როგორ გავარჩიოთ გაყალბებული რეზიუმე ნამდვილისგან”