შემოგვიერთდით

თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სები ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა, თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს. დღეს თიბისი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, ბიზნეს სამყაროში მსოფლიო დონისა და სტანდარტების მქონე კომპანიაა, ინსტიტუტი, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.

კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის!” – ნათქვამია განცხადებაში.

HR hub-ის ორგანიზებით და BAT-ის მხარდაჭერით საქართველოში Asoka Jinadasa ჩამოდის

18  თებერვალს, 19:00სთ-ზე, Holiday Inn-ში, Dr. Asoka Jinadasa HR hub-ის ორგანიზებით და British American Tobacco-ს მხარდაჭერით HR მენეჯერებისთვის 2 საათიან ტრენინგს ჩაატარებს.

Continue reading “HR hub-ის ორგანიზებით და BAT-ის მხარდაჭერით საქართველოში Asoka Jinadasa ჩამოდის” →

17 და 18 თებერვალს ტექნოპარკში It დასაქმების ფორუმი გაიმართება

17 და 18 თებერვალს ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა 7)  It დასაქმების ფორუმი გაიმართება. Continue reading “17 და 18 თებერვალს ტექნოპარკში It დასაქმების ფორუმი გაიმართება” →

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური დასაქმების ფორუმი 22 -23 თებერვალს გაიმართება

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კიდევ ერთი მასშტაბური დასაქმების პროგრამა – 300 სამუშაო ადგილი – შანსი ყველა მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანისთვის, დასაქმდეს ჯიპიაიში! Continue reading “„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური დასაქმების ფორუმი 22 -23 თებერვალს გაიმართება” →

HR hub Next-ის მენტორის – ირმა ოქროპირიძისა და მისი გუნდის თავგადასავალი

HRM კონსულტანტი, ქოუჩი და ბიზნეს ტრენერი ირმა ოქროპირიძე HR hub Next-ის პირველი ნაკადის მენტორი იყო. Continue reading “HR hub Next-ის მენტორის – ირმა ოქროპირიძისა და მისი გუნდის თავგადასავალი” →

HR hub King David-ის სამუშაო სივრცეში KD4US გადავიდა

ინოვაციური ჰაბი HR სფეროში, სამუშაო ადგილს იცვლის.  დღეიდან HR hub-ის ოფისი KD4US-ში განთავსდება.  Continue reading “HR hub King David-ის სამუშაო სივრცეში KD4US გადავიდა” →

ლიკა ნოზაძე “ნიკორა ტრეიდის” HR დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

ლიკა ნოზაძე “ნიკორა ტრეიდის”, “ნიკორა სუპერმარკეტების” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. Continue reading “ლიკა ნოზაძე “ნიკორა ტრეიდის” HR დეპარტამენტს უხელმძღვანელებს” →

რა პროფესიების შესაბამისი პროგრამების მომზადება მოუწევთ პროფესიულ სასწავლებლებს?

პროფესიულ სასწავლებლებლებს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად მოიწევთ. Continue reading “რა პროფესიების შესაბამისი პროგრამების მომზადება მოუწევთ პროფესიულ სასწავლებლებს?” →

HR hub Next-ის მეორე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მეორე ნაკადის მენტორები ცნობილია” →

BDO აკადემიაში საერთაშორისოდ აღიარებული PHRi-ს მოსამზადებელი კურსი იწყება!

18 მარტიდან, BDO აკადემიაში იწყება მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის  HRCI-ს მიერ შექმნილი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სერტიფიცირების მოსამზადებელი კურსი PHRi-ში (Professional in Human Resources International). Continue reading “BDO აკადემიაში საერთაშორისოდ აღიარებული PHRi-ს მოსამზადებელი კურსი იწყება!” →