შემოგვიერთდით

გაიცანით ,,Network-ის” წევრი თენგო ყაზიშვილი

HR hub – ის სამუშაო სივრცე არის  Network-ში. ჩვენ ამ საერთო სამუშაო სივრცის დიდი ოჯახის წევრი ვართ და სწორედ აქ ვგეგმავთ ღონისძიებებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს. Continue reading “გაიცანით ,,Network-ის” წევრი თენგო ყაზიშვილი”

გაიცანით ,,Network-ის” წევრი ლაშა ნასარაია

HR hub – ის სამუშაო სივრცე არის  Network-ში. ჩვენ ამ საერთო სამუშაო სივრცის დიდი ოჯახის წევრი ვართ და სწორედ აქ ვგეგმავთ ღონისძიებებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს.

რა თქმა უნდა გვყავს უამრავი მეზობელი, რომლებიც გვინდა თქვენც გაგაცნოთ.

სწორედ ამიტომ, ყოველთვე შემოგთავაზებთ რუბრიკას ,,გაიცანი Network-ის წევრები”. მაშ ასე, ჩვენი რუბრიკის სტუმარია ლაშა ნასარაია.

HR hub: მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ

ორ კომპანიაში ვარ, რომლებიც ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნავენ.

HR hub: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ერთი კომპანია წონის კლებასა და ჯანსაღ ცხოვრებას თავაზობს, მეორე თვითგანვითარებას და ბიზნეს კონსულტაციას.

HR hub: როგორ ფიქრობთ წარმატებისთვის გამართლებაც საჭიროა თუ მხოლოდ შრომის შედეგია?

ბევერლი ჰილსის ქუჩაზე მილიონერი ფინანსისტის შვილი თუ ხარ რათქმაუნდა შანსები მეტი გაქვს უფრო მალე მიაღწიო შედეგს ვიდრე ჩოხატაურში.

HR hub: როდის მიხვდით, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით?

ნეთვორქში მოსვლიდან ორ თვეში.

HR hub: რამდენი ხანია რაც ,,ნეთვორქის“ წევრი ხართ? სექტემბრიდან.

HR hub: ,,ნეთვორქი“ რომ ადამიანი იყოს, როგორ დაახასიათებდით?

მეუღლე – მოგწონს, გიყვარს, გაგაცინა თუ ცოტახანი შესვენება გინდა მისგან, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც ერთად ხართ.

Network – ის შესახებ:

ნეთვორქი არის საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც გთავაზობთ შეხვედრების, კონფერენციის ოთახებს, ბოქს ოფისებსა და საერთო სამუშაო სივრცეს. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მომხმარებლებმა არა მხოლოდ სამუშაო სივრცით ისარგებლონ, არამედ გაიცნონ ერთმანეთი და მომავალში საინტერესო კოლაბორაციები შექმნან. მსგავსი გარემოს შესაქმნელად ხშირად გვაქვს ივენთები და ვორქშოფები, რათა დავეხმაროთ ჩვენს წევრებს ერთმანეთი უკეთ გაიცნონ.

მის: ჭავჭავაძის 33ე
☎️+995 505 555 885
📧info@networkspace.ge

“ევროპაბეთში მუშაობა ნიშნავს უწყვეტ განვითარებას, გამოწვევებსა და საინტერესო თავგადასავალს” – თამარა ქლიბაძე

HRhub.ge – მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ონლაინ HR ჟურნალი აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. ამჯერად ვესაუბრეთ თამარა ქლიბაძეს, ევროპაბეთის HR დირექტორს, რომლის სამუშაო გამოცდილება ამ კომპანიაში უკვე 10 წელს ითვლის.

HR hub: როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ევროპაბეთში?

ეს იყო 10 წლის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, დღემდე ყველა დეტალი მახსოვს, რადგან ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯი.

მაშინდელ მიმდინარე სამსახურსა და ჩემს ხედვებს/ღირებულებებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავება იყო და გადაწყვეტილი მქონდა სამსახურის ძიება, როცა შემოთავაზება მივიღე, უფრო სწორედ კითხვა, ვიმუშავებდი თუ არა გემბლინგ ინდუსტრიაში.

სიმართლე გითხრათ, მაშინ ამ ინდუსტრიის შესახებ არც მე და ზოგადად საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა, თუმცა გარკვეული შაბლონები/სტერეოტიპები არსებობდა, რომ მაინცდამაინც სასურველი ინდუსტრია დასაქმებისთვის არ უნდა ყოფილიყო.

პირადად მე ყოველთვის ვცდილობ მსგავსი სტერეოტიპული ხედვებისგან ვიყო თავისუფალი, ამიტომ ეგ ჩემთვის ბარიერი არ გამხდარა და ინტერესით შევხვდი კომპანიის მაშინდელ დამფუძნებელს. ყველაზე დიდი ინტერესი და მოტივაცია ჩემთვის, რის გამოც ამ კომპანიაში მუშაობას დავთანხმდი და ვფიქრობ თავადაც რის გამოც ამირჩიეს იყო ორმხრივი სრული გახსნილობა მიზნებსა და მოლოდინებში.

10 წლის წინ, საქართველოში ბევრ კომპანიას ვერ ნახავდით, რომელსაც დამსაქმებლის ბრენდი აინტერესებდა ან კომპანიის კორპორატიული კულტურის განვითარება პრიორიტეტი იყო. ამან ძალიან მამოტივირა და ამანთო, რომ აქ შეიძლებოდა რაღაც ძალიან კარგი გამეკეთებინა.

ზოგადად ვარ ამბიციური ადამიანი და ყოველთვის მივისწრაფვი მაღალი მიღწევებისკენ და ზუსტად ის გამოწვევა, რომ უცნობი და საკმაოდ სტერეოტიპულად აღქმულ ინდუსტრიაში არსებული კომპანია კარგ/მიმზიდველ დამსაქმებლად უნდა მექცია, ძალიან საინტერესო მისიად მესახებოდა.

მუშაობის დაწყებიდანვე საქმეს ძალიან მიადვილებდა დამფუძნებლის ნდობა, რომელიც როგორც უკვე დასაწყისშივე აღვნიშნე, გასაუბრებიდანვე შედგა ჩვენს შორის. ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი დასაქმების ინტერვიუ იყო სადაც აქტიურ სამუშაოს ძებნაში არ ვიყავი და დიდად არ ვიღელვებდი თუ არ შემარჩევდნენ, ამიტომ სრულიად გახსნილად ვუთხარი რა განსავითარებელ მხარეებს ვხედავდი უკვე მათ ლიდერულ თუ HR-ულ მიდგომებში და ამან ჩვენი შემდგომი, წელიწადნახევრიანი თანამშრომლობა ძალიან გააადვილა და შესაძლებელი გახადა ის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები რაც დასაქმების დღიდანვე დავიწყე.

HR hub: რას ნიშნავს მუშაობდე 10 წელი ამ კომპანიაში?

ზოგადად ევროპაბეთში მუშაობა ნიშნავს უწყვეტ განვითარებას, გამოწვევებს, სასარგებლო გაკვეთილებს და ძალიან საინტერესო და პოზიტიურ თავგადასავალს.

მეც, როგორც ადამიანების უმრავლესობა, ვფიქრობდი, რომ 10 წელი ერთ კომპანიაში დარჩენა ნიშნავს პენსიაზე ყოფნას, განვითარებაზე უარის თქმას და აუცილებელია 2 წელიწადში იცვალო სამსახური, რათა პროფესიულად გაიზარდო. აქ მუშაობამ მაჩვენა, რომ ეს ძალიან მცდარი წარმოდგენაა და დამოკიდებულია ორგანიზაციაზე სადაც მუშაობ. ვთვლი, რომ ამ 10 წლის მანძილზე 5 სხვა კომპანიაში დასაქმება ისე ვერ გამზრდიდა, როგორც 10 წელი აქ მუშაობამ გამზარდა, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.

ხანგრძლივად ერთ კომპანიაში მუშაობას თავისი გამოწვევები და ბენეფიტები აქვს. გამოწვევებიდან გამოვყოფ იმ მთავარ დილემას, რომ თუ თავად არ იზრდები უფრო სწრაფად, ვიდრე კომპანია იზრდება, შეიძლება დამსაქმებლისთვის გახდე უინტერესო და ვეღარ შესთავაზო ვერაფერი ახალი. განსაკუთრებით, როცა ლიდერულ პოზიციაზე მუშაობ. უპირატესობას რაც შეეხება, ზუსტად იმის გამო, რომ ბევრი წელი მუშაობ ერთ ორგანიზაციაში, იცი ისტორია და გაქვს გამოცდილება, წარსულიდან მიღებულ გაკვეთილებს საუკეთესო კუთხით იყენებ. ყველამ ვიცით, რომ ერთ ადგილას მიღებულ გამოცდილებას პირდაპირ ვერ გადააკოპირებ სხვაგან და ამ გამოცდილებისგან მხოლოდ ნაწილი შეიძლება გამოგადგეს, რათა მოახდინო ცვლილება. ერთი ორგანიზაციის შიგნით მიღებული გამოცდილებები კი ყოველთვის გამოსადეგია და გეხმარება ცვლილებების მართვაში, რომელთა გარეშეც განვითარება წარმოუდგენელია.

HR hub: მოგვიყევით, თქვენს მიერ განხორციელებულ ყველაზე გამორჩეულ პროექტებზე ევროპაბეთში

გამიჭირდება უშუალოდ ჩემი განხორციელებული დავარქვა იმ წარმატებულ ნაბიჯებს, რომელიც ევროპაბეთმა ამ ათი წლის მანძილზე მოიპოვა. არა თავმდაბლობის გამო, არამედ, რეალურად ერთი ადამიანის მიერ ვერასოდეს ვერაფერი ვერ მიიღწევა და ყოველთვის გუნდი და ერთობლივად მუშაობაა საჭირო. ამიტომ უფრო სწორი იქნება ასე ვაფორმულირო, ამ ათი წლის განმავლობაში, ევროპაბეთის HR გუნდმა, კომპანიის მმართველ გუნდთან და უკლებლივ ყველა დასაქმებულთან ერთად შეძლო:

  • ევროპაბეთი გამხდარიყო ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი დამსაქმებელი ლოკალურ ბაზარზე, რომლის შედეგადაც წელს ვართ Top Employer-ის სტატუსის მფლობელი, მსოფლიო ტექ ინდუსტრიის ჭრილში;
  • შეცვალა სტერეოტიპული წარმოდგენა ინდუსტრიაზე და აჩვენა იგი სხვა კუთხით დასაქმების მაძიებლებლებს;
  • შეცვალა კომპანიების წარმოდგენა დამსაქმებლის ბრენდირებაზე და განავითარა ეს მიმართულება მეტად ტალანტების და პიროვნებების ჭრილში ვიდრე ბიზნესისა და ორგანიზაციის;
  • აქცია ცვლილება განვითარების ხელსაწყოდ და იქცა მაგალითად იმის, რომ ზრდა და განვითარება შესაძლებელია ყველანაირ გარემოებაში.
  • პირადად ჩემი მიღწევა საკუთარი თავის განვითარება, პიროვნული და პროფესიული ზრდაა, რადგან ესეც შეგვიძლია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად დავასახელოთ.

HR hub: უნარები, რომლებიც ძალიან დაგეხმარათ HR სფეროში წარმატების მისაღწევად

მოქნილობა და დაუსრულებელი სურვილი განვითარების, ჩემი აზრით არის ყველა პროფესიაში წარმატების ყველაზე მთავარი გასაღები. სიხისტე და ცვლილებების მიუღებლობა, ჩემი აზრით ძალიან დაკავშირებულია შიშებთან, პირველ რიგში მარცხის შიშთან. ამიტო, თუ ხარ მოქნილი, აუცილებლად ხარ გაბედულიც. ბოლო ათწლეულებში, სამყაროს რითმმა და განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ სტატიკური მდგომარეობა არ არსებობს, გადაწყვეტილებები მოქმედებს მხოლოდ მოკლე ვადიანად და ცვლილება აუცილებლად დადგება იმის მიუხედავად გვინდა ეს თუ არა და ვართ ამისთვის მზად თუ არა. ამიტომ, ვემუშავოთ საკუთარ თავს ცვლილებების მიმღებლობაზე და ცვლილებებში ზრდის პოტენციალის დანახვაზე არის ის, რითაც უნდა დავიწყოთ.

სპეციფიურად ტალანტებთან დაკავშირებული საკითხების მართვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ვფიქრობ გახსნილობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომლის გარეშეც ეფექტური კომუნიკაცია უბრალოდ არ არსებობს.

და ბოლოს, ლიდერისთვის ვიტყოდი საკუთარი ეგოს მართვის უნარს, მუდმივ თვითდაკვირვებას და ანალიზს, რომელიც გეხმარება იმაში, რომ ლიდერობა ემსახუროს მიზანს და არა მიზანი ლიდერობას.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

სწავლა და მეტი განვითარება, რაც მეტად იზრდება და ვითარდება კომპანია, ადგილობრივი ბაზარი, ჩემი გუნდი, ჩემი კოლეგები ლოკალური თუ გლობალური, მით მეტია გამოწვევა ჩემთვის, ვიყო პროფესიულ “ფორმაში” და არ ვწყვეტდე განვითარებას. უახლოესი 2 წლის მიზნად მაქვს CIPD საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და მერე ვინ იცის, დრო და მომავალი გვაჩვენებს.

უშუალოდ კომპანიის და გუნდის ნაწილში, ცხადია წელსაც და ყოველვის, მთავარ მიზნად რჩება შევინარჩუნოთ და კიდევ მეტად გავაძლიეროთ კორპორატიული კულტურა, გავხდეთ კიდევ მეტად ეფექტურები, რადგან ყოველთვის არსებობს სივრცე  „from good to great and from great to excellent!”

გაიცანი ,,Network-ის” წევრი ნინო დავითაშვილი

HR hub – ის სამუშაო სივრცე არის  Network-ში. ჩვენ ამ საერთო სამუშაო სივრცის დიდი ოჯახის წევრი ვართ და სწორედ აქ ვგეგმავთ ღონისძიებებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს.

რა თქმა უნდა გვყავს უამრავი მეზობელი, რომლებიც გვინდა თქვენც გაგაცნოთ. Continue reading “გაიცანი ,,Network-ის” წევრი ნინო დავითაშვილი”

Fitpass-ის მეშვეობით კომპანიებს საშუალება აქვთ იზრუნონ თანამშრობლების ჯანსაღ ცხოვრებაზე

HR hub-ის 2024 წლის სეზონის პირველი ღონისძიების წარმდგენი იყო Fitpass, რომელიც  კომპანიებს ხელს უწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის განვითარებაში. Continue reading “Fitpass-ის მეშვეობით კომპანიებს საშუალება აქვთ იზრუნონ თანამშრობლების ჯანსაღ ცხოვრებაზე”

,,Inn Hospitality” – სასტუმროების ქსელი, სადაც სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაა შესაძლებელი

,,HR TEAM” 2024 წლის სეზონის გახსნის მასშტაბური ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია  “Inn Hospitality” . Continue reading “,,Inn Hospitality” – სასტუმროების ქსელი, სადაც სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაა შესაძლებელი”

გაიცანი ,,Network-ის” წევრი თორნიკე ენუქიძე

უკვე რამდენიმე თვეა რაც HR hub საერთო სამუშაო სივრცე Networkის დიდი ოჯახის წევრი გახდა და სწორედ აქ ვგეგმავთ ღონისძიებებს და აქტივობებს. რა თქმა უნდა უამრავი მეზობელი გვყავს და გვინდა თქვენც გაგაცნოთ. Continue reading “გაიცანი ,,Network-ის” წევრი თორნიკე ენუქიძე”

რა ვაჩუქოთ თანამშრომლებს მარტის დღესასწაულებზე?

მარტის დღესასწაულები ახლოვდება. კომპანიები კი წინასწარ იწყებენ მზადებას, თუ რა აჩუქონ თანამშრომლებს. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე სასაჩუქრე იდეას, რომელიც ფიქრის პროცესს გაგიმარტივებთ. Continue reading “რა ვაჩუქოთ თანამშრომლებს მარტის დღესასწაულებზე?”

გამორჩეული სივრცეები კორპორატიული ღონისძიებისთვის

საახალწლო პერიოდში ყველა HR პროფესიონალი ეძებს სივრცეს კორპორატიული ღონისძიების ჩასატარებლად. მოგიმზადეთ სტატია, სადაც გაგაცნობთ რამდენიმე გამორჩეულ ადგილს.

შუაგულის ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. ბუნებრივი გარემო და ხედები საუკეთესო ერთობლიობას ქმნის ნებისმიერი ტიპის დღესასწაულისთვის. რაც მთავარია „შუაგულის” გუნდი ყველა ღონისძიებასა და სტუმარს ინდივიდუალურად უდგება.

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

„შუაგული“ იდეალური ადგილია კორპორატიული წვეულებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რა მასშტაბის ღონისძიების დაგეგმვა გსურთ. 7 განსხვავებული სივრცე – გარდენი, მთავარი და პანორამული დარბაზები, ბიბლიოთეკა, ქართული ოთახი, ლაუნჯი და სეზონზე აუზი – სრულიად აკმაყოფილებს წვეულებებისთვის საჭირო მოთხოვნებს. შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ერთდროულად რამდენიმე ღონისძიებას, როგორც მცირე ჯგუფების, ასევე 250-300 ადამიანზე გათვლილ სივრცეებში.

თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ.

„შუაგულის“ გუნდი მზად არის მომსახურების მაღალი ხარისხით და განსაკუთრებული შეთავაზებებით ვუმასპინძლოთ ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც ჩვენთან მოსულ სტუმარს გაუჩნდება. შეგვიძლია მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზება, რაც გულისხმობს თემატურ დეკორაციებს, მუსიკას, ფოტო-ვიდეო გადაღებას, წამყვანისა და გასართობი, წამახალისებელი თამაშების შეთავაზებას. ასევე, რადგანაც ქალაქგარეთ ვართ, სტუმრებს ვთავაზობთ ტრანსპორტირებას გამოცდილი მძღოლითა და  კომფორტული მიკროავტობუსებით.

მცირე ჯგუფებს,  რომლებსაც სადღესასწაულო სივრცეების დაჯავშნა არ სჭირდებათ, შეუძლიათ გვესტუმრონ ნებისმიერ საღამოს. ყოველდღე გვაქვს ცოცხალი მუსიკა და სადღესასწაულო განწყობა, რომლითაც შევძლებთ განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე შევქმნათ.

როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?

„შუაგულს“ განსაკუთრებულად გემრიელი სავიზიტო ბარათი აქვს. მენიუს ინდივიდუალურად ვადგენთ სტუმრების მოთხოვნებიდან გამომდინარე და ვცდილობთ გამორჩეული, განახლებული კერძებით თავი მოვაწონოთ. რაც შეეხება ბარს, რა თქმა უნდა გვაქვს ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნება. თავს ვიწონებთ გამორჩეული კოქტეილებით, რომლის დაგემოვნებასაც აუცილებლად ვურჩევთ ჩვენთან მოსულ სტუმარს.  თუმცა, ასევე გვაქვს გამონაკლისებიც, რაც გულისხმობს ღვინის შემოტანას დიდ წვეულებაზე, რომელსაც ინდივიდუალურად განვიხილავთ.

საკონტაქტო პირი

„შუაგულის“ გუნდი მზად ვართ ჩავინიშნოთ თქვენი ღონისძიებისთვის სასურველი თარიღი და ეს დღე გამორჩეული, დასამახსოვრებელი გავხადოთ:  +995 596 97 49 49; info@shuaguli.ge

Bachata Community

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

ჩვენი სივრცე გამოირჩევა ესპანური და მექსიკური კულტურის დამახასიათებელი ინტერიერით. ბაჩატა ქომუნითი მასპინძლობს ფურშეტის შემთხვევაში მაქსიმუმ 80 სტუმარს, ვახშამზე 60 სტუმარს

თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ

გვაქვს მომსახურების სრული პაკეტი და განსხვავებული, საინტერესო იდეები თემატური კორპორატიული წვეულებისთვის. ესპანურ, ლათინო ამერიკულ, პორტუგალიურ და მექსიკურ სტილში. ასევე თემატური დეკორაციები.

როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?

ესპანური და მექსიკური კერძებით სავახშმო და ფურშეტის კანაპე მენიუ იგივე კონცეფციით. სასმელის შემოტანა არ შეიძლება, თუმცა სანაცვლოდ დახურვის საკომისიოს არ იხდის სტუმარი და არც მომსახურების პროცენტი გვაქვს, ფასებში შესულია დღგც.

საკონტაქტო პირი

მარიამ გოგოჭური 591995005

The Hilton Garden Inn Tbilisi River view

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

სასტუმროში მოქმედი რესტორანი Together & Co საერთაშორისო ბრენდია. აქ სტუმრებს საუზმით, სადილითა და ვახშმით გაუმასპინძლდებიან. ბარში კი – გემრიელი სასმელებისა და კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებენ. Together & Co-ს თბილი, მყუდრო სივრცე Hilton Garden Inn-ის სტილშია დაპროექტებული. ეს არის საუკეთესო ადგილი კორპორატიული ღონისძიებების ჩასატარებლად.
თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ

ღონისძიების დაგეგმვის შემთხვევაში, შეგვიძლია ყველა ტიპის მომსახურების გაწევა:  მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ
როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?

მენიუ გვაქვს: ყავის შესვენების, ლანჩის და ვახშმის ვარიანტები როგორც ქართული ასევე ევროპული.
საკონტაქტო პირი მარიამ ზირაქაშვილი, mariam.zirakashvili@hilton.com – 598 69 19 15

Ramada by Wyndham Tbilisi old City

რა სახის სივრცეები გაქვთ კორპორატიული ღონისძიებებისთვის და რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

რამადა ეს არის სასტუმრო. გვაქვს ტერასის შემოთავაზება, რომელიც სხვადახვა წყობის მიხედვით იტევს დამჯდარ (აქაც სხვაობაა გაშლაში) 450 პერსონას, ხოლო ფურშეტის შემთხვევაში შესაძლებელია 700 ადამიანიც. ტერასა განთავსებულია მე-8 სართულზე და იშლება ულამაზესი ხედი მთაწმინდასა და ძველ თბილისზე. აქ შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი ტიპის ღონისძიება. ფოტოსესიისთვის გამოიყენება შიდა და გარე აუზი, ასევე ღია ტერასა, სადაც ყველანაირი დეკორაციის განთავსებაა შესაძლებელი.

რაც შეეხება მომდევნო სივრცეებს: სასტუმროს ეზოში დგას წითელ წიგნში შეტანილი 4 სართულიანი შენობა,  სადაც მდებარეობს უნიკალური მარანი და აქ კეთდება განსაკუთრებული ტურები ქვევრის ღვინის მოყვარულთათვის და ასევე დახურული ვახშამი მისტიურ ოთახში სანთლის განათებაზე 12 ადამიანზე, ფურშეტზე კი – 100.

მეორე სართულზე, დიდი აივნიანი სივრცეა, რომელიც სრულად გამოხატავს ქართულ სულს და არქიტექტურას. თვითონ დარბაზიც წითელი აგურით არის მოპირკეთებული. აქ შესაძლებელია 110 კაციანი (მჯდომარე) მდგომარეობაში ღონოსძიება და ასევე ტარდება ტრენინგები.

ამავე შენობაში გვაქვს ერთი სართული, სადაც 60 კაცამდე მყუდრო ღონისძიება ტარდება, ბარის-კლუბის განწყობით და ასევე კეთდება სუპერ კლასიკური გარემოც. ამ შენობის მე-4 სართულზე გვაქვს მანსარდა, სადაც ეწყობა მყუდრო სალონური საღამოები, თიმ ბილდინგები და ძალიან ახალგაზრდული გარემოა. პუფებში რომ უნდა ჩაჯდე და ისიამოვნო ისეთი. აქაც თავისუფლად ეტევა 100 ადამიანი.

თუ გაქვთ მომსახურების სრული პაკეტი: მუსიკა, გაფორმება, ფოტო გადაღება და ა.შ

ყველა სივრცეში, დიზაინის შექმნის გარდა, ვწერთ სცენარს და სრულ მომსახურებას ვუწევთ მომხმარებელს.

როგორი ტიპის მენიუები გაქვთ და სასმელის შემოტანა შეიძლება თუ არა?

მენიუ გვაქვს შერეული, მაგრამ ვასრულებთ ნებისმიერ მოთხოვნას. რაც შეეხება სასმელს, გააჩია სუფრას. ყველაფერი მოლაპარაკებაზეა.

საკონტაქტო პირი: სალომე ქადარია ივენთ მენეჯერი 591511912

“SPAR Georgia-მ” თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის პროექტი “SPAR აკადემია” შექმნა

SPAR Georgia-ში სიახლეა. კომპანიამ თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის სტრატეგიული პროექტი “SPAR აკადემია” შექმნა. Continue reading ““SPAR Georgia-მ” თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის პროექტი “SPAR აკადემია” შექმნა”