შემოგვიერთდით

“GROW – საუკეთესო შესაძლებლობაა ახალგაზრდებს შევასწავლოთ და შევაყვაროთ საბანკო საქმე” – დიანა ბურდული

მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი – www.HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან.  Continue reading ““GROW – საუკეთესო შესაძლებლობაა ახალგაზრდებს შევასწავლოთ და შევაყვაროთ საბანკო საქმე” – დიანა ბურდული”

ჰიბრიდული კომუნიკაცია – თავსატეხი თუ შესაძლებლობა

Talent Flow-ს დამფუძნებელმა ლიკა ნოზაძემ და  Art Inception Georgia-ს დამფუძნებელმა გვანცა კიკალიშვილმა ახალი საავტორო კურსი – ჰიბრიდული კომუნიკაცია დაანონსეს.

Continue reading “ჰიბრიდული კომუნიკაცია – თავსატეხი თუ შესაძლებლობა”

webhr.ge – HR მენეჯერების საჭიროებებზე მორგებული სერვისი

ზაქარია ხითარიშვილი კომპანია Webhr.ge-ის დამფუძნებელია.  Continue reading “webhr.ge – HR მენეჯერების საჭიროებებზე მორგებული სერვისი”

Gasaubreba.ge – HR hub რეკრუტინგული კამპანიების პლატფორმას ქმნის

დღეს დასაქმების ბაზარზე სერიოზული გამოწვევებია. განსაკუთრებით დაბალია ვაკანსიებზე გამოხმაურება და გართულებულია კანდიდატების დაინტერესება, მოზიდვა და ვაკანტური პოზიციების შევსება. Continue reading “Gasaubreba.ge – HR hub რეკრუტინგული კამპანიების პლატფორმას ქმნის”

კომპანია „სოკარის“ ინიციატივა პანდემიის დასამარცხებლად

კომპანია „სოკარს“ პანდემიის დამარცხებაში საკუთარი წვლილი შეაქვს და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის თანამშრომლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს. #ვაქცინაგვიცავს – ამ ჰეშთეგის ფარგლებში უკვე არაერთი კამპანია მიმდინარეობს, რომელთაც დღეიდან „სოკარის“ ინიციატივაც დაემატება. Continue reading “კომპანია „სოკარის“ ინიციატივა პანდემიის დასამარცხებლად”

ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია “შარმელებისთვის”

სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგ“-მა  COVID 19-ის გამოვლენის პირველივე ეტაპიდან მიიღო ყველა ის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ზომა, რაც გასცა სახელმწიფომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. Continue reading “ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია “შარმელებისთვის””

,,ვაფასებთ ჩვენს გუნდს, ვაღიარებთ მათ დამსახურებას და კიდევ უამრავ სიახლეს ვპირდებით” – სალომე ჟორჟოლიანი

2 ნაბიჯი დინამიური, მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული  კომპანიაა. არც მიმდინარე წელი ყოფილა გამონაკლისი და კომპანიამ ბევრი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს. Continue reading “,,ვაფასებთ ჩვენს გუნდს, ვაღიარებთ მათ დამსახურებას და კიდევ უამრავ სიახლეს ვპირდებით” – სალომე ჟორჟოლიანი”

RE/Think HR წინა-საზაფხულო საერთაშორისო HR ვებინარი დეველორისგან

გვინდა მოგიწვიოთ RE/Think HR წინა-საზაფხულო საერთაშორისო HR ვებინარზე. Continue reading “RE/Think HR წინა-საზაფხულო საერთაშორისო HR ვებინარი დეველორისგან”

მუსიკალური მაუწყებლობის ორგანიზატორი კომპანია ,,როზუმი” HR ბიზნეს სამიტის მხარდამჭერია

მუსიკალური მაუწყებლობის ორგანიზატორი (მმო) Rozum ბიზნესის წარმომადგენლებს გემოვნებიან ლიცენზირებულ მუსიკალურ სერვისს სთავაზობს. Continue reading “მუსიკალური მაუწყებლობის ორგანიზატორი კომპანია ,,როზუმი” HR ბიზნეს სამიტის მხარდამჭერია”

“HR ბიზნეს სამიტი” პარტნიორებთან ახალი ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობაა – ქრისტინე ლორთქიფანიძე

კვლევითი კომპანია “ანოვა მომხმარებელს მის მოთხოვნებზე მორგებულ კვლევებს სთავაზობს და მარკეტინგული / ბიზნეს სტრატეგიის განვითარებაში ბაზრის ანალიზის, ბრენდის ცნობადობის, გაყიდვის არხების ანალიზის, პროდუქტის განვითარების, მომხმარებელთა კმაყოფილების, მარკეტინგული მაჩვენებლების და კიდევ სხვა კვლევების საშუალებით ეხმარება.

HR hub ანოვას დამფუძნებელს ქრისტინე ლორთქიფანიძეს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. წელს ,,ანოვა” HR ბიზნეს სამიტის  მხარდამჭერია.

HR hub: ქრისტინე, მოგვიყევით „ანოვას“ შესახებ და ასევე რა სიახლეები გაქვთ კომპანიაში?

ანოვა ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანების გუნდია,  რომელიც იკვლევს და სწავლობს მომხმარებელს – მის ქცევას, საჭიროებებს, ინტერესებს. შესაბამისად, გუნდი მონაცემებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს უწევს ისეთ ბიზნესებს, რომელთა საქმიანობის მთავარი ფილოსოფია  სწორედ მომხმარებელზე ორიენტაცია და მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნაა.

მეორე მხრივ, ანოვას გუნდი საზოგადოებრივ აზრს სწავლობს ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა  მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენასთან დაკავშირებით. ასევე, ვმუშაობთ ორგანიზაციეულ კვლევებზე, კერძოდ კი თანამშრომლების კმაყოფილების მიმართულებით.

HR hub: ორგანიზაციებისთვის თანამშრომლების კმაყოფილების კვლევა ნამდვილად გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რას სთავაზობთ ამ კუთხით კომპანიებს?

პანდემიის პერიოდში ბევრი კომპანია დადგა ახალი გამოწვევების წინაშე თანამშრომლებთან მიმართებაში. ბოლო 1-1,5 წელია ჩვენ ვხედავთ რომ კომპანიებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ რესურსების დაგეგმვა და ცხადია ეს ადამიანურ კაპიტალსაც ეხება. ამასთან, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ დისტანციური მუშაობის პირობებში გართულდა მართვა და შეიცვალა თანამშრომელთა განწყობები.

სწორედ ამიტომ გახდა თანამშრომლების აზრის მოსმენა კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი. ზოგადად, ორგანიზაციული კვლევები, მათ შორის კმაყოფილება და დამსაქმებლის მიმართ ლოიალობა, ღირებულ ინფორმაციას აძლევს გადაწვეტილების მიმღებ პირებს, რათა სწორად ესმოდეთ თანამშრომლების საჭიროებები და მართონ მოლოდინები.

ანოვას გუნდს რამდენიმე კომპანიასთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან გვითანაშრომლია სწორედ თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის მიმართულებით და რასაც ვხედავთ ისაა, რომ მიღებული შედეგებით მენეჯმენტი გაცილებით უკეთ გეგმავს სტრატეგიებს და იღებს დროულ, საჭირო გადაწყვეტილებებს.

ანოვა დასაქმებულზე ორიენტირებულ კომპანიებს სთავაზობს მათი კმაყოფილებისა და ლოიალობის კვლევას, რაც დაეხმარება ადამიანური რესურსის სტრატეგიულ დაგეგმვაში, იქნება ეს სამოტივაციო პოლიტიკა, ტრენინგები და განვითარება,  თუ დამსაქმებლის ბრენდინგი.

HR hub: „ანოვა“ HR ბიზნეს სამიტის მხარდამჭერია, რატომ გადაწყვიტეთ აღნიშნული ღონისძიების პარტნიორი ყოფილიყავით და როგორ იქნება კომპანია სამიტზე წარმოდგენილი?

წლევანდელი სამიტის თემა HR გამოწვევები და ინოვაციებია, რომელიც ზუსტად პასუხობს დღევანდელ ბიზნესის საჭიროებებს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პანდემიური კონტექსტის გათვალისწინებით, დღეს HR ყველაზე მეტად დგას გამოწვევების წინაშე – სტრესულ გარემო პირობებში შეინარჩუნოს თანამშრომელთა მაღალი მოტივაცია, გუნდურობა და პერფორმანსი.

როგორც წესი, ანოვა სიხარულით ხვდება მსგავსი ტიპის სამიტებს, რომელიც დარგის პოპულარიზაციას ეხება და რეალურად ქმნის სამსჯელო-სადისკუსიო სივრცეს სხვადასხვა ბიზნეს საკითხზე. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ სამიტის პარტნიორობა – საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სურვილი, არამარტო ეიჩარზე, არამედ ზოგადად, შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ სხვა მიმართულებებზეც, რაც დაეხმარება ბიზნესს იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე დღესაა.

2021 წლის HR ბიზნეს სამიტის მხარდაჭერა ჩვენთვის ნიშნავს არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლის ახალ შესაძლებლობებს. ხოლო სამიტზე რას წარმოვადგენთ, ეს ნაწილი დავტოვოთ სიურპრიზად.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

კომპანია სწრაფად იზრდება და იმატებს გამოცდილება, რაც ძალიან სასიხარულოა. მომხმარებელზე ორიენტაცია ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად სამომავლო გეგმებიც მათ უკავშირდება –  შევქმნათ მათზე მორგებული და საჭირო თანამედროვე კვლევითი პროდუქტები, უფრო გავუმარტივოთ მონაცემთა შეგროვების პროცესი და კვლევებზე დაფუძნებული კონსალტინგი გახდეს ფართოდ ხელმისაწვდომი.