შემოგვიერთდით

3 დეკემბერს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში (26 მაისის მოედანი N1), 17:00-19:00 სთ-ზე წინა საახალწლოდ, ყოველწლიური დასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების”  შეკრებაზე.

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს და კარიერის კონსულტანტებს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.

ადგილზე დაგხვდებათ ბარბარე ხასია — რეკრუტინგისა და კარიერული განვითარების ექსპერტი საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც მოგცემთ კარიერულ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ წარმატებით გაიაროთ გასაუბრება.

კერძოდ კი, მიიღებთ:

  • კარიერულ კონსულტაციას
  • რეზიუმეს და LinkedIn პროფილის შეფასებას
  • პირადი ბრენდის გაძლიერების რეკომენდაციებს
  • რჩევებს გასაუბრებისთვის
  • კონსულტაციას დასაქმების საერთაშორისო და დისტანციური შესაძლებლობების შესახებ.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!

მონაწილე კომპანიები:

  • Girteka Group
  • შპს ,,თბილისი ენერჯი”
  • შპს კონცენტრიქს სერვისის (საქართველო)
  • სს “რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია”
  • Grant Thornton
  • შპს აუტო ჰოუმი 2019
  • Adjara Group
  • Midea Caucasus
  • Evolution Georgia
  • შპს მეიჯერელ საქართველო
  • Six Values
  • სს გეფა
  • შპს რითეილ ჯგუფი – ბრენდი კალათა
  • ss Hualing International Special Economic Zone კუთვნილი სასტუმრო ჰოტელს&პრეფერენსს ჰუალინგ თბილისი”
  • პსპ ფარმა
  • შპს დიეს პრო
  • wendys
  • dunkin
  • subway
  • ბიომარკეტი
  • ამბერ სტუდიოს
  • 020-EPOS EUROPEAN POINT OF SERVICE GEORGIA LLC
  • smgroup.ge
  • სს ნიკორა ტრეიდი
  • შპს “ორი ნაბიჯი”
  • OK! Magazine Georgia
  • კარფური
  • HR School – პირველი HR სკოლა საქართველოში.

ფესტივალის მხარდამჭერები  არიან: Geosoft სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK

გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!

“საახალწლო HR კორპორატიულ მარკეტში” მონაწილეობისთვის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით, 18 ნოემბერს, 16:00სთ-დან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers – ში,  ყოველწლიური “HR კორპორატიული მარკეტი” გაიმართება.

თუ თქვენს კომპანიას HR მენეჯერებისთვის საინტერესო კორპორატიული შეთავაზებები აქვს, მაშინ ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.

შემოგვიერთდით, პირისპირ შეხვდით მიზნობრივ აუდიტორიას, გაუკეთეთ პროდუქტის/სერვისის კორპორატიული შეთავაზებები და გაზარდეთ გაყიდვები!

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად?

დაარეგისტრირეთ კომპანია ამ ბმულზე 15 ნოემბრამდე და დაგიკავშირდებით: forms.gle 

  • გამოფენაში კომპანიის მონაწილეობის ღირებულებაა 745 ლარი + დღგ
  • სტარტაპისთვის – 495 + დღგ.
შეთავაზებები მოიცავს:
  • სასტუმრო “პულმანში” გამოფნისთვის განკუთვნილ სივრცეში თქვენი სტენდისთვის ადგილის გამოყოფას. სტენდს მოაწყობთ თქენი სურვილისამებრ და წარმოადგენთ პროდუქტს/მომსახურებას;
  • ადგილზე დაგახვედრებთ ინვენტარს (მაგიდა და 2 სკამი);
  • ადგილზე საპრომოციო მასალის გავრცელება სურვილისამებრ;
  • ღონისძიების ძირითად ანონსში მონაწილე კომპანიებს შორის დასახელებას და დალინკვას თქვენს გვერდზე.
  • თქვენი 2 წარმომადგენლის უფასოდ დასწრება.

ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირდნენ და მონაწილეობას იღებენ შემდეგი კომპანიები:

  • პიელ ნატურალსი – წარმოდგენილი გვექნება ჩვენი ბესტსელერი პროდუქტებისგან შემდგარი  სტენდი. ასევე, ადგილზე დაგხვდებათ ტესტერები და დატესტავთ თქვენთვის საინტერესო ყველა პროდუქტს. ჩვენს სტენდთან დაგახვედრებთ სპეციალურ კორპორატიულ შეთავაზებებს.
  • Tibaaneli – ჩვენს სტენდთან დაგახვედრებთ ჩვენს ღვინოებს, რომლების დაგემოვნების შესაძლებლობაც გექნებათ.
  • Aromaco და Laline გაერთიანდნენ, რათა შემოგთავაზონ განსაკუთრებული და მრავალფეროვანი საახალწლო და კორპორატიული საჩუქრები თქვენი თანამშრომლებისთვის და ბიზნეს პარტნიორენისთვის, რომლებიც საუკეთესოს იმსახურებენ.
  • შპს კალდი კოფი – Varanini  ყავის იტალიური გემო და არომატი. ჩვენს სტენდთან დაგხვდებათ პრემიუმ ხარისხის მარცვლების ყავა.
  • შპს აფფროფერთი – ჩვენ ვართ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სარეკლამო კომპანია “არტე”, რომელიც გთავაზობთ ბრენდირებულ პროდუქციას თქვენი კომპანიისთვის.”არტე”-ს საკმაოდ ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებით და მაღალი პასუხისმგებლობით. ‘’არტე’’-ს პროდუქცია იწარმოება საქართველოში და მთლიანი მომსახურება ერთ სივრცეშია გაერთიანებული, რაც მოიცავს სამკერვალოს და ბრენდირებისთვის განკუთვნილ დანადგარებს. ”არტე” გამოირჩევა ხარისხისით და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, რომელიც აღნიშნულ საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.რაც შეეხება შეთავაზებას, ჩვენ კომპანიიებისთვის გვექნება საახალწლო ბოქსების, საჩუქრების და ბრენდირებული უნიფრომების შეთავაზება სპეციალური ფასით. ბრენდირებულ პროდუქციას წარმოვადგენთ გამოფენაზე და სპეციალურ შეთავაზებას კომპანიებისთვის.
  • Kass Land – ეკო ტურიზმი: დაცული ტერიტორია – წალკის კანიონი, პროექტის სიმბოლო -კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრის სიგრძის ბრილიანტის ხიდი,  სასტუმრო კომპლექსი – 55 ნომრით, 62 ვილჰაუსი, ექსტრემალური ატრაქციები( ზიპ ველოსიპედი, გიგანტური საქანელა). ატრაქციონების პარკი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
  • Snacky – საქართველოში ვაწარმოებთ მიწისთხილის კარაქს, დანამატების გარეშე. არის ჯანსაღი და გემრიელი, დამზადებულია მხოლოდ 100% არაგენმოდიფიცირებული მიწისთხილის მარცვლებისგან, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. გვაქვს როგორც კრემისებრი, ისე ხრაშუნა ტექსტურით 1 კილოგრამიანი და 400 გრამიანი ქილებით. წელს დავამატეთ 50 გრამიანი შეფუთვა, რომელიც სატარებლად და გამოსაყენებლად ძალიან პრაქტიკულია.
  • CN Group – შენი სანდო პარტნიორი ჩინეთში! ჩვენ გთავაზობთ პროდუქციის მოძიებას/დამზადბას ჩინეთში სანდო მწარმოებლისგან და ხარისხის კონტროლს.
  • Funwell AI – Funwell AI — არის ინტერაქტიული ფოტოაპარატი, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს გადაიღონ სუპერ-მხიარული ფოტოები სხვადასხვა სტილში, მაგრამ ერთი თემატიკით — იქნება ეს კორპორატიული, ქორწილი , დაბადებისდღე, ნათლობა თუ ნებისმიერი ტიპის ივენთი.
  • Day Maker – ეს არის გემოვნებით ორგანზებული და შერჩეული კორპორატიული ღონისძიება/საჩუქრები, ქორწილი, დაბადების დღე, საბავშვო გასართობი ღონისძიება და ნებისმიერი სახის ღონისძიების გაფორმება / დეკორაცია.
  • შენი ბარი – ბარის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს: გახსნის ცერემონიებს, კერძო წვეულებებს, ბიზნეს შეხვედრებს, თიმბილდინგებსა და კორპორატიულ წვეულებებს პროფესიონალური ბარის მომსახურებით.
  • შპს ვუდთინსი – ვუდთინსი არის ბრენდი ემოციებზე. ჩვენი მიზანია, ადამიანების ემოციები და განწყობა მატერიალიზდეს აქსესუარების სახით, რომელიც მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. გვჯერა, რომ ვუდთინსი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საყვარელი სასაჩუქრე იდეაა ადამიანებისთვის, რადგან ისინი ჩვენი პროდუქტებით ერთმანეთს, ყველაზე ღირებულს, ემოციებს უზიარებენ. სტენდზე წარმოდგენილი გვექნება საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებები და სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები კომპანიებისთვის. თემატური შინაარსის აქსესუარები.
  • მირაბალდები – „მირაბალდები“ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და ჩვენს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ნივთები — ჩანთები, სანიშნეები, მაისურები და სხვა ატარებს როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალურ მისიას: გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება ძალადობის მსხვერპლი ქალების განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების დაფინანსებას.
  • თრიდიზაინი – შეარჩიეთ ჩვენთან ახალი წლის განწყობით შთაგონებული კორპორატიული სასაჩუქრე ყუთები!
  • Geosoft
  • Kadaria Events
  • DGN Consulting – ბიზნეს კონსალტინგი და ფინანსური სერვისები.
  • Flowmaster – ფლომასტერი არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც თქვენს პირად და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს.
  • Gaamos – ორცხობილები, მასტერკლასები, შემოქმედებითი ბოქსები.
  • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
  • HR სკოლა – HR hub-ის დამოუკიდებელი პროდუქტია, რომელიც უნიკალურ პროგრამებს სთავზობს HR მენეჯერებს და ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.
  • ჩაროზი • charozi – ჩვენ წარმოვადგენთ ბრენდს ჩაროზი — თანამედროვე ქართულ ტკბილეულს, რომელიც ტრადიციულ რეცეპტებზეა დაფუძნებული.
    წელს გელოდებათ საახალწლო ტკბილეულის ბუკეტები, ტკბილი ნაძვის ხე, სიურპრიზით სავსე ხელთათმანები, სხვა და სხვა სასაჩუქრე ნაკრებები და მრავალი სხვა სიახლე.
  • გასტრონომი – საუკეთესო სასაჩუქრე პროდუქტები და სეტები ახალი წლისთვის!

თუ თქვენც დაინტერესებული ხართ HR Expo – ში მონაწილეობით ან ღონისძიების სრული სასპონსორო შემოთავაზებით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge

როგორ დავრეგისტრირდეთ, როგორც ვიზიტორი? 

ამისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: hrhub.ge/hr-teams

მიზანი და ფორმატი

ღონისძიება გამოფენის ფორმატში ჩატარდება და მისი მიზანია HR სერვის პროვაიდერებისთვის გაყიდვების ხელშეწყობა და  HR მენეჯერებისთვის კი წლის განმავლობაში და საახალწლოდ საუკეთესო HR სერვისების (ნებისმიერი სერვისი თუ პროდუქტი, რომლის შესყიდვასაც კორპორატიულად აწარმოებენ) შესახებ შეთავაზებებზე ინფორმაციის მიწოდება.

ერთ სივრცეში სხვადასხვა კომპანიას შესაძლებლობა ექნება ექსპოს/გამოფენის ფორმატში წარმოადგინოს სასურველი პროდუქტი, სერვისი.

წინა საახალწლოდ HR პროფესიონალები ყოველთვის ეძებენ სივრცეებს კორპორატიული ღონისძიებისთვის, ივენთ კომპანიებს, საჩუქრებს და ა.შ. ჩვენ გაგიმარტივებთ კომუნიკაციას. ღონისძიებას დაესწრება სხვადასხვა კომპანიის 100-მდე HR მენეჯერი. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომელ კორპორატიულ შეთავაზებაზე გააკეთონ არჩევანი.

თქვენი მთავარი საზრუნავი იქნება, საუკეთესოდ წარმოადგინოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი და აწარმოოთ მოლაპარაკებები, გამართოთ ბიზნეს შეხვედრები და ამ გზით გაზარდოთ გაყიდვები.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კორპორატიულ მარკეტში:

  • გაყიდვების ხელშეწყობა;
  • წარმოადგინოთ თქვენი პროდუქტი, სერვისი, სპეციალური შეთავაზებები, რომელიც გსურთ, რომ HR პროფესიონალებს შესთავაზოთ;
  • წინასწარ გვწერთ სასურველი კომპანიების ჩამონათვალს, რომლებთან შეხვედრაც გსურთ;
  • გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია და B2B შეხვედრებუ სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერთან.

გარდა გამოფენისა, HR მენეჯრებისთვის და დირექტორებისთვის გაიმართება ღონისძიება და სხვადასხვა საინტრესო თემით მთავარ სცენაზე სპიკერები გამოვლენ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მონაწილეობა შეუძლია ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კორპორატიული შეთავაზება.

ვინ მოვა:

ღონისძიებას დაესწრებიან კორპორატიულ შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირები 100-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი:

  • HR დირექტორები/HR მენეჯერები
  • კომპანიების დამფუძნებლები და დირექტორები
  • C-Suite – TOP მენეჯერები.

საორგანიზაციო დეტალები:

  • გექნებათ თქვენი სივრცე სტენდის მოსაწყობად: 4 კვ.მ
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი გაცნობისა და B2B მოლაპარაკებებისთვის.

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ კომპანია და თქვენი შეთავაზებები.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Grant Thornton Georgia, Episode, Geosoft და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.

გადახედეთ წინა წლის კორპორატიული მარკეტის გალერეას, სტენდების განლაგებას, დიზაინს: https://www.facebook.com/media/set/?set=a.901671025449648&type=3 და შემოგვიერთდით თქვენც!

არქივი: HR კორპორატიული მარკეტი 2024
არქივი: HR კორპორატიული მარკეტი 2024
არქივი: HR კორპორატიული მარკეტი 2024
არქივი: HR კორპორატიული მარკეტი 2024
არქივი: HR კორპორატიული მარკეტი 2024
არქივი: HR კორპორატიული მარკეტი 2024

18 ნოემბერს “პულმანში” ღონისძიება HR Team და HR კორპორატიული მარკეტი გაიმართება

HR hub-ის ორგანიზებით 18 ნოემბერს, 16:00სთ-დან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers – ში (ილია ჭავჭავაძის 37მ), ღონისძიება ,,HR TEAMS” და საახალწლო HR მარკეტი ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ნეთვორქინგი და HR მენეჯერებისთვის საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებების (საახალწლოდ და წლის განმავლობაში საჭირო კორპორატიული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ) გაზიარება. ერთ სივრცეში, თქვენთვის და თქვენი გუნდებისთვის, საინტერესო, სპეციალურიშეთავაზებები დაგხვდებათ.

მთავარი სცენა დაეთმობა HR გუნდების გამოსვლებს წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ. გვეყოლება ინდივიდუალური სპიკერებიც. ღონისძიება იქნება ინტერაქციული და გექნებათ კითხვა-პასუხის შესაძლებლობა.

დრო რა თქმა უნდა ნეთვორქინგისთვისაც დაგრჩებათ. შეხვდებით ძველ კოლეგებს და იპოვით ახალ პარტნიორებს.

შემოგვიერთდით გუნდებთან ერთად!

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms

დასწრების ღირებულებაა: 150 ლარი.

HR გუნდებისთვის სპეციალური ფასები კი შემდეგია:

  1. თუ გუნდიდან ესწრება 3 – 5-მდე  მონაწილე – 10% ფასდაკლება;
  2. თუ გუნდიდან ესწრება 5  და მეტი მონაწილე მონაწილე – 15% ფასდაკლება.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 ნოემბერი.

ვინ იქნებიან სპიკერები და რა აქტივობებია დაგეგმილი ღონისძიებაზე?

განრიგი:

16:00-16:30 ღონისძიების გახსნა და HR კორპორატიული მარკეტი – HR-ებისთვის საინტერესო კომპანიების გამოფენა სპეციალური კორპორატიული შეთავაზებებით (გამოფენა მთელი ღონისძიების განმავლობაში გაგრძელდება).

16:0 – 17:00 – ქეთი მახარაშვილი – თიმბოუთის ფასილიტატორი.

თემა: ნდობა გუნდში – რატომ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს უკეთესად?

17:05 – 17:30 “არქის” HR გუნდის გამოსვლა

თემა: Inside Out – ჩვენი ისტორიაა იმაზე, თუ როგორ ვითარდება ბრენდი შიგნიდან — ადამიანებით, მათი ჩართულობითა და ღირებულებებით. როგორ გარდაიქმნება ეს ენერგია ნდობად და ძლიერ HR იდენტობად.

  • ეთუნა ჟვანია – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
  • ლიზა ქოიავა – ადამიანური რესურსების განვითარების მენეჯერი;
  • სალომე ზირაქაძე – ადამიანური რესურსების მართვის უფროსი მენეჯერი;
  • ქეთო მოდებაძე – ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი;
  • მარიამ კირვალიძე – ადამიანური რესურსების ადმინისტრაციული მენეჯერი.

17:30 – 17:55  Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი – ის HR გუნდი

  • მარიამ თათხაშვილი – ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი;
  • სალომე კუპრეიშვილი – პერსონალის ადმინისტრირების განყოფილების ხელმძღვანელი;
  • ანი ქობულაძე – პერსონალის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი;
  • მარიამ ტეხაშვილი – პერსონალის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი;
  • ანანო მუშკუდიანი – თანამშრომელთა გამოცდილების კოორდინატორი;
  • ქეთი მჟავანაძე – თანამშრომელთა გამოცდილების სპეციალისტი;
  • ლიკა მელქაძე – თანამშრომელთა გამოცდილების სპეციალისტი.

თემა: Me in We – Talent wins games, but teamwork wins championships.

როგორ ვინარჩუნებთ გუნდში ანუ “We-ში” ინდივიდუალიზმს ანუ “Me-ს”.

17:55 -18:35 შესვენება

18:35 – 19:00 ნინო ქვარიანი – საქართველოს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის დამფუძნებელი

თემა: გუნდურობის ფსიქოლოგია: როგორ შევქმნათ ნდობა და უსაფრთხო სივრცე გუნდში?

19:00 – 19:25 თინათინ ბონი –  SPHRi. კომპანია Behavency-ის პარტნიორი; საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი ადამინური კაპიტალის მართვის სფეროში

თემა:  Why team developnent fails – რატომ ვერ ვითარდება გუნდი?

19:25 – 19:50 თეა ხოშტარია – Lunar Consulting (ლუნარ ქონსალთინგი) დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი 

თემა: გუნდში უკუკავშირის მნიშვნელობა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე კი გთავაზობთ ვორქშოპს თემაზე “სასურველი სამუშაო გარემო”, რომელიც 11:00სთ-ზე დაიწყება სასტუმრო პულმანში. მხოლოდ ამ ვორქშოპზე დასწრების ღირებულებაა 89 ლარი.

პულსი შეასრულებს გიდის როლს და დაგეხმარებათ საინტერესო მოგზაურობაში. ვორქშოპს გაუძღვებიან: ეკა ნოზაძე –  HR და ბიზნესის ტოპ მენეჯერი, ICF-ის სერტიფიცირებულით ქოუჩი, კონსულტანტი, მენტორი. კახი სამხარაძე პულსის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ნანო ქარდავა – მაგისტრი, ორგანიზაციული განვითარებისა და კონსულტაციების მიმართულებით.

ალბათ ყველა HR პროფესიონალი ისწრაფვის შექმნას ისეთი ‘სასურველი გარემო’ მის ორგანიზაციაში, სადაც ურთიერთობები იქნება პირველ რიგში გულწრფელი, დაბალანსებული, იქნება ერთობის იდეის შეგრძნება და საერთო მამოძრავებელი ენერგია — მოტივაცია.

ვორქშოფის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ წინა ხაზზე წამოწეულია ‘მინდა’(პირადი სურვილები), განსხვავებით ტრენინგებისა და კონსულტაციებისაგან, სადაც ‘უნდას’ უჭირავს წამყვანი პოზიცია. თქვენ არ მოერგებით Mircosoft-ის, Google-ის benchmarkებს, არამედ თქვენნაირი მოტივებითა და იდეებით შთაგონებულ HR-ებთან ერთად იმუშავებთ, შექმნით სასურველ გარემოს ‘პირობით კომპანიაში’,

  • გექნებათ საინტერესო მოგზაურობა თქვენ შინაგან სამყაროსთან და დაფარულ გულწრფელ ემოციებთან, მედიტაციის დახმარებით
  • ამ ემოციებს — სიტყვებზე გულწრფელად — გამოხატავთ ნახატში, არტ-ტექნიკის დახმარებით
  • ააშენებთ “ქალაქს’
  • პროცესი მიმდინარეობს სახალისო ფორმატში, თქვენში იღვიძებს ‘შინაგანი ბავშვი და აქვს სარელაქსაციო ხასიათი.

ვორქშოფის მეორე მთავარი გამოწვევა იქნება, რომ თქვენი შექმნილი ‘სასურველი სამუშაო გარემო’ კომპანიაში უნდა შეადაროთ AI-ის ხედვით შექმნილ კომპანიის ვერსიას და მოძებნოთ გაერთიანების გზები ამ ორ ვერსიას შორის.

წინ დიდი თავგადასავალი გელით!

ვორქშოფის ერთ-ერთი ხიბლი ის გახლავთ, რომ მონაწილეები თავადვე არიან დამკვირვებლები, შემქმნელები და სტრატეგიის ავტორები — თუ რა გზებით შეიძლება ახალი აღმოჩენებით შეიქმნას უკეთესი სამუშაო გარემო, შეიქმნას სივრცე და ენერგია, რომლის პირობებშიც, ერთი მხრივ, მიღწეული იქნება კომპანიის მიზნები, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იქნება თანამშრომელთა კმაყოფილების (well-being) ხარისხი.

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანები;
  • დამფუძნებლები, დირექტორები,
  • მენეჯერული რგოლისთვის, C-Suite – TOP მენეჯერებისთვის;

ღონისძიების პარტნიორები არიან: სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia და Geosoft.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება HR კორპორატიული მარკეტი, სადაც გელოდებათ საინტერესო სპეციალური შემოთავაზებები, შემდეგი კომპანიებსგან:

  • პიელ ნატურალსი – წარმოდგენილი გვექნება ჩვენი ბესტსელერი პროდუქტებისგან შემდგარი  სტენდი. ასევე, ადგილზე დაგხვდებათ ტესტერები და დატესტავთ თქვენთვის საინტერესო ყველა პროდუქტს. ჩვენს სტენდთან დაგახვედრებთ სპეციალურ კორპორატიულ შეთავაზებებს.
  • Tibaaneli – ჩვენს სტენდთან დაგახვედრებთ ჩვენს ღვინოებს, რომლების დაგემოვნების შესაძლებლობაც გექნებათ.
  • Aromaco და Laline გაერთიანდნენ, რათა შემოგთავაზონ განსაკუთრებული და მრავალფეროვანი საახალწლო და კორპორატიული საჩუქრები თქვენი თანამშრომლებისთვის და ბიზნეს პარტნიორენისთვის, რომლებიც საუკეთესოს იმსახურებენ.
  • შპს კალდი კოფი – Varanini  ყავის იტალიური გემო და არომატი. ჩვენს სტენდთან დაგხვდებათ პრემიუმ ხარისხის მარცვლების ყავა.
  • ბიჰეივენსი კომპანია ბიჰეივენსი – გუნდური მუშაობის გაუმჯობესების სრული გზა. მარტივი 4-ეტაპიანი პროცესი, რომელიც ადგენს გუნდის საჭიროებებს, აერთიანებს ყველას, ავითარებს მნიშვნელოვან უნარებს და აჩვენებს, რა პროგრესს აღწევს გუნდი.
  • შპს აფფროფერთი – ჩვენ ვართ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სარეკლამო კომპანია “არტე”, რომელიც გთავაზობთ ბრენდირებულ პროდუქციას თქვენი კომპანიისთვის.”არტე”-ს საკმაოდ ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებით და მაღალი პასუხისმგებლობით. ‘’არტე’’-ს პროდუქცია იწარმოება საქართველოში და მთლიანი მომსახურება ერთ სივრცეშია გაერთიანებული, რაც მოიცავს სამკერვალოს და ბრენდირებისთვის განკუთვნილ დანადგარებს. ”არტე” გამოირჩევა ხარისხისით და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, რომელიც აღნიშნულ საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.რაც შეეხება შეთავაზებას, ჩვენ კომპანიიებისთვის გვექნება საახალწლო ბოქსების, საჩუქრების და ბრენდირებული უნიფრომების შეთავაზება სპეციალური ფასით. ბრენდირებულ პროდუქციას წარმოვადგენთ გამოფენაზე და სპეციალურ შეთავაზებას კომპანიებისთვის.
  • Kass Land – ეკო ტურიზმი: დაცული ტერიტორია – წალკის კანიონი, პროექტის სიმბოლო -კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრის სიგრძის ბრილიანტის ხიდი,  სასტუმრო კომპლექსი – 55 ნომრით, 62 ვილჰაუსი, ექსტრემალური ატრაქციები( ზიპ ველოსიპედი, გიგანტური საქანელა). ატრაქციონების პარკი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
  • Snacky – საქართველოში ვაწარმოებთ მიწისთხილის კარაქს, დანამატების გარეშე. არის ჯანსაღი და გემრიელი, დამზადებულია მხოლოდ 100% არაგენმოდიფიცირებული მიწისთხილის მარცვლებისგან, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. გვაქვს როგორც კრემისებრი, ისე ხრაშუნა ტექსტურით 1 კილოგრამიანი და 400 გრამიანი ქილებით. წელს დავამატეთ 50 გრამიანი შეფუთვა, რომელიც სატარებლად და გამოსაყენებლად ძალიან პრაქტიკულია.
  • CN Group – შენი სანდო პარტნიორი ჩინეთში! ჩვენ გთავაზობთ პროდუქციის მოძიებას/დამზადბას ჩინეთში სანდო მწარმოებლისგან და ხარისხის კონტროლს.
  • Funwell AI – Funwell AI — არის ინტერაქტიული ფოტოაპარატი, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს გადაიღონ სუპერ-მხიარული ფოტოები სხვადასხვა სტილში, მაგრამ ერთი თემატიკით — იქნება ეს კორპორატიული, ქორწილი , დაბადებისდღე, ნათლობა თუ ნებისმიერი ტიპის ივენთი.
  • Day Maker – ეს არის გემოვნებით ორგანზებული და შერჩეული კორპორატიული ღონისძიება/საჩუქრები, ქორწილი, დაბადების დღე, საბავშვო გასართობი ღონისძიება და ნებისმიერი სახის ღონისძიების გაფორმება / დეკორაცია.
  • შენი ბარი – ბარის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს: გახსნის ცერემონიებს, კერძო წვეულებებს, ბიზნეს შეხვედრებს, თიმბილდინგებსა და კორპორატიულ წვეულებებს პროფესიონალური ბარის მომსახურებით.
  • შპს ვუდთინსი – ვუდთინსი არის ბრენდი ემოციებზე. ჩვენი მიზანია, ადამიანების ემოციები და განწყობა მატერიალიზდეს აქსესუარების სახით, რომელიც მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. გვჯერა, რომ ვუდთინსი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საყვარელი სასაჩუქრე იდეაა ადამიანებისთვის, რადგან ისინი ჩვენი პროდუქტებით ერთმანეთს, ყველაზე ღირებულს, ემოციებს უზიარებენ. სტენდზე წარმოდგენილი გვექნება საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებები და სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები კომპანიებისთვის. თემატური შინაარსის აქსესუარები.
  • მირაბალდები – „მირაბალდები“ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და ჩვენს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ნივთები — ჩანთები, სანიშნეები, მაისურები და სხვა ატარებს როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალურ მისიას: გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება ძალადობის მსხვერპლი ქალების განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების დაფინანსებას.
  • თრიდიზაინი – შეარჩიეთ ჩვენთან ახალი წლის განწყობით შთაგონებული კორპორატიული სასაჩუქრე ყუთები!
  • Geosoft – კორპორატიული Gmail, Docs, Drive, Calendar, Meet, თქვენს დომენზე
  • DGN Consulting – ბიზნეს კონსალტინგი და ფინანსური სერვისები.
  • Flowmaster – ფლომასტერი არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც თქვენს პირად და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს.
  • Gaamos – ორცხობილები, მასტერკლასები, შემოქმედებითი ბოქსები.
  • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
  • HR სკოლა – HR hub-ის დამოუკიდებელი პროდუქტია, რომელიც უნიკალურ პროგრამებს სთავზობს HR მენეჯერებს და ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.
  • ძველი სუფრა – ძველი სუფრა არის ქართულ კულტურით შათაგონებული კომპანია, რომელიც ქმნის სახლის დეკორსა და პირად აქსესუარებს ქართული ორნამენტებით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პრემიუმ ხარისხის საახალწლო სასაჩუქრე ყუთები სხვადასხვა თემატიკით, ხოლო სტუმრებს საშუალება ექნებათ თავადაც ააწყონ ნაკრები ჩვენი კოლექციიდან.
    ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს სამ მიმართულებას — ტექსტილს, მინას და ფაიფურს.
  • ჩაროზი • charozi – ჩვენ წარმოვადგენთ ბრენდს ჩაროზი — თანამედროვე ქართულ ტკბილეულს, რომელიც ტრადიციულ რეცეპტებზეა დაფუძნებული.
    წელს გელოდებათ საახალწლო ტკბილეულის ბუკეტები, ტკბილი ნაძვის ხე, სიურპრიზით სავსე ხელთათმანები, სხვა და სხვა სასაჩუქრე ნაკრებები და მრავალი სხვა სიახლე.
  • გასტრონომი – საუკეთესო სასაჩუქრე პროდუქტები და სეტები ახალი წლისთვის!
    თუ თქვენც დაინტერესებული ხართ HR Expo – ში მონაწილეობით ან ღონისძიების სრული სასპონსორო შემოთავაზებით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge

დეტალები აქ: hrhub.ge/hrmarket2025/

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით, 3 დეკემბერს 17:00 – 19:00 თბილისში, ჰოლიდეი ინნში (26 მაისის ოედანი N1) დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

20 აგვისტოს HR მენეჯრები “HR შატალოზე” მიდიან!

HR hub-ის ორგანიზებით, 20 აგვისტოს, 17:00 სთ-ზე ,,თამაშობანაში “HR შატალო”  ჩატარდება.

HR hub და “თამაშობანა” დამეგობრდნენ და თქვენთვის დაუვიწყარი, სახალისო ღონისძიება დავგეგმეთ, რაც ბავშვობაშიც დაგვაბრუნებს და თან საქმიან თემებზეც ვისაუბრებთ.

განრიგი:

  • 17:00-17:05 ღონისძიების გახსნა
  • 17:05-17:10 ნინი ჩიქოვანი – თამაშობანას დამფუძნებელი
  • 17:10 – 17:40 თამარ კელენჯერიძე –  თემა: გეიმიფიკაციის გავლენა მოტივაციაზე და როგორ შევამციროთ გადინება თამაშის ელემენტების გამოყენებით.
  • 17:40- 18:10 ხათუნა მდინარაძე – თემა: „ნეირო-რესტარტი: როცა ტვინი ისვენებს, გუნდი ძლიერდება“ – შვებულება/დასვენება როგორც მენეჯმენტის სტრატეგიულ ნაწილი.
  • 18:10- 19:30 კულინარიული ვორქშოპი.

მისამართი:

მზიურის პარკი, “თამაშობანას” სივრცე https://maps.app.goo.gl/GGnFom4xQXuafKSz5
დასწრების ღორებულებაა 70 ლარი.
ადგილები შეზღუდულია — არ გამოტოვო HR-ების ყველაზე სახალისო შეხვედრა!
ბილეთების შესაძენად, დარეგისტრირდით ბმულზე: HRforms.gle

Continue reading “20 აგვისტოს HR მენეჯრები “HR შატალოზე” მიდიან!”

HR ბიზნეს სამიტი 2025 -16 ივნისს ფუნიკულიორზე ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ოქროს სპონსორია Teamboat. ღონისძიების  ვერცხლის სპონსორია apeople/adjarabet.com. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2025 -16 ივნისს ფუნიკულიორზე ჩატარდება”

მოდით და იპოვეთ ახალი სამსახური – 21 მაისს 17:00 ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი” ტარდება

HR hubის ორგანიზებით, 21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118  მე-3 პავილიონი ), 17:00-19:30 სთ-ზე “EXPO JOB – დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “მოდით და იპოვეთ ახალი სამსახური – 21 მაისს 17:00 ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი” ტარდება”

21 მაისს ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება

HR hubის ორგანიზებით, 21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118  მე-3 პავილიონი ), 17:00-19:30 სთ-ზე “EXPO JOB – დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “21 მაისს ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება”

5 სექტემბერს პირველად საქართველოში “თბილისი აუთლეტ ვილიჯში” Fashion Job Fest ჩატარდება

HR hubისა და რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯის ორგანიზებით, 5  სექტემბერს, 15:00 საათიდან – 20:00 საათამდე, Fashion Job Fest ჩატარდება. თბილისი აუთლეტ ვილიჯის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს და გახდეთ მათი გუნდის წევრები.

დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: forms.ge

მსოფლიოს წამყვანი ბრენდების წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

რა ვაკანსიები დაგხვდებათ:

მაღაზიის მენეჯერი, ვიზუალური მერჩენდაიზერი, გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე ოპერატორი, Shuttle Attendant,  Information Desk Receptionist, მაღაზიის დიასახლისი, ბარისტა, მზარეული და სხვა.

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ პრემიუმ ბრენდები და მათი სამუშაო პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებლებს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • დასაქმდეთ მოდის ინდუსტრიაში.

სად და როდის უნდა მოხვიდეთ?

ფესტივალი იწყება 15:00სთ-ზე.

  • თუ თქვენით მოხვალთ იხილეთ ლოკაცია: maps.app.goo.gl/in8UQYJEj78hRdATA
  • თუ გსურთ ჩვენი ტრანსპორტით სარგებლობა? ავტობუსი გავა სამგორის მეტროდან და რუსთავიდან აუთლეტ ვილიჯის მიმართულებით სხვადასხვა დროს. თქვენთვის სასურველი დროის მითითებას კი რეგისტრაციისას შეძლებთ.

26 სექტემბრიდან, თბილისი აუთლეტ ვილიჯი გახდება ადგილი, სადაც პრემიუმ ბრენდები, განსაკუთრებული ფასდაკლებები და ახალი შოპინგ კულტურა ერთმანეთს შეერწყმება. ესტუმრეთ დასაქმების ფეტსივალს და გამოიყენეთ შესაძლებლობა, გახდეთ ამ დიდი პროექტის ნაწილი.

რა არის Tbilisi Outlet Village?

თბილისი აუთლეტ ვილიჯი შოპინგის ახალი განზომილებაა, რომელიც თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე  მდებარეობს. მასშტაბური პროექტი წარმოადგენს პირველ აუთლეტს რეგიონში – სტილის, კულტურისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის საოცარი ნაზავით.

აუთლეტ ვილიჯის მისიაა შოპინგის გამოცდილების ტრანსფორმაცია და ახალი ცხოვრების წესის დამკვიდრება ქალაქში, ქვეყანასა და რეგიონში.

თბილისი აუთლეტ ვილიჯის განსაკუთრებული დიზაინი თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებთან ერთად, ძველი თბილისის დეტალებით არის გამდიდრებული.

შემოგვიერთდით Fashion Job Fest – ზე და დასაქმდით მოდის ინდუსტრიაში!

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით,  21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”