შემოგვიერთდით

20 აგვისტოს HR მენეჯრები “HR შატალოზე” მიდიან!

HR hub-ის ორგანიზებით, 20 აგვისტოს, 17:00 სთ-ზე ,,თამაშობანაში “HR შატალო”  ჩატარდება.

HR hub და “თამაშობანა” დამეგობრდნენ და თქვენთვის დაუვიწყარი, სახალისო ღონისძიება დავგეგმეთ, რაც ბავშვობაშიც დაგვაბრუნებს და თან საქმიან თემებზეც ვისაუბრებთ.

განრიგი:

  • 17:00-17:05 ღონისძიების გახსნა
  • 17:05-17:10 ნინი ჩიქოვანი – თამაშობანას დამფუძნებელი
  • 17:10 – 17:40 თამარ კელენჯერიძე –  თემა: გეიმიფიკაციის გავლენა მოტივაციაზე და როგორ შევამციროთ გადინება თამაშის ელემენტების გამოყენებით.
  • 17:40- 18:10 ხათუნა მდინარაძე – თემა: „ნეირო-რესტარტი: როცა ტვინი ისვენებს, გუნდი ძლიერდება“ – შვებულება/დასვენება როგორც მენეჯმენტის სტრატეგიულ ნაწილი.
  • 18:10- 19:30 კულინარიული ვორქშოპი.

მისამართი:

მზიურის პარკი, “თამაშობანას” სივრცე https://maps.app.goo.gl/GGnFom4xQXuafKSz5
დასწრების ღორებულებაა 70 ლარი.
ადგილები შეზღუდულია — არ გამოტოვო HR-ების ყველაზე სახალისო შეხვედრა!
ბილეთების შესაძენად, დარეგისტრირდით ბმულზე: HRforms.gle

Continue reading “20 აგვისტოს HR მენეჯრები “HR შატალოზე” მიდიან!”

HR ბიზნეს სამიტი 2025 -16 ივნისს ფუნიკულიორზე ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ოქროს სპონსორია Teamboat. ღონისძიების  ვერცხლის სპონსორია apeople/adjarabet.com. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2025 -16 ივნისს ფუნიკულიორზე ჩატარდება”

მოდით და იპოვეთ ახალი სამსახური – 21 მაისს 17:00 ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი” ტარდება

HR hubის ორგანიზებით, 21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118  მე-3 პავილიონი ), 17:00-19:30 სთ-ზე “EXPO JOB – დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “მოდით და იპოვეთ ახალი სამსახური – 21 მაისს 17:00 ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი” ტარდება”

21 მაისს ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება

HR hubის ორგანიზებით, 21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118  მე-3 პავილიონი ), 17:00-19:30 სთ-ზე “EXPO JOB – დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “21 მაისს ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება”

5 სექტემბერს პირველად საქართველოში “თბილისი აუთლეტ ვილიჯში” Fashion Job Fest ჩატარდება

HR hubისა და რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯის ორგანიზებით, 5  სექტემბერს, 15:00 საათიდან – 20:00 საათამდე, Fashion Job Fest ჩატარდება. თბილისი აუთლეტ ვილიჯის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს და გახდეთ მათი გუნდის წევრები.

დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: forms.ge

მსოფლიოს წამყვანი ბრენდების წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

რა ვაკანსიები დაგხვდებათ:

მაღაზიის მენეჯერი, ვიზუალური მერჩენდაიზერი, გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე ოპერატორი, Shuttle Attendant,  Information Desk Receptionist, მაღაზიის დიასახლისი, ბარისტა, მზარეული და სხვა.

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ პრემიუმ ბრენდები და მათი სამუშაო პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებლებს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • დასაქმდეთ მოდის ინდუსტრიაში.

სად და როდის უნდა მოხვიდეთ?

ფესტივალი იწყება 15:00სთ-ზე.

  • თუ თქვენით მოხვალთ იხილეთ ლოკაცია: maps.app.goo.gl/in8UQYJEj78hRdATA
  • თუ გსურთ ჩვენი ტრანსპორტით სარგებლობა? ავტობუსი გავა სამგორის მეტროდან და რუსთავიდან აუთლეტ ვილიჯის მიმართულებით სხვადასხვა დროს. თქვენთვის სასურველი დროის მითითებას კი რეგისტრაციისას შეძლებთ.

26 სექტემბრიდან, თბილისი აუთლეტ ვილიჯი გახდება ადგილი, სადაც პრემიუმ ბრენდები, განსაკუთრებული ფასდაკლებები და ახალი შოპინგ კულტურა ერთმანეთს შეერწყმება. ესტუმრეთ დასაქმების ფეტსივალს და გამოიყენეთ შესაძლებლობა, გახდეთ ამ დიდი პროექტის ნაწილი.

რა არის Tbilisi Outlet Village?

თბილისი აუთლეტ ვილიჯი შოპინგის ახალი განზომილებაა, რომელიც თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე  მდებარეობს. მასშტაბური პროექტი წარმოადგენს პირველ აუთლეტს რეგიონში – სტილის, კულტურისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის საოცარი ნაზავით.

აუთლეტ ვილიჯის მისიაა შოპინგის გამოცდილების ტრანსფორმაცია და ახალი ცხოვრების წესის დამკვიდრება ქალაქში, ქვეყანასა და რეგიონში.

თბილისი აუთლეტ ვილიჯის განსაკუთრებული დიზაინი თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებთან ერთად, ძველი თბილისის დეტალებით არის გამდიდრებული.

შემოგვიერთდით Fashion Job Fest – ზე და დასაქმდით მოდის ინდუსტრიაში!

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით,  21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

10 აპრილს ღონისძიება “HR & Tech” ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 10 აპრილს, 17:00 სთ-ზე, IT აკადემია STEP-ის სივრცეში (მის: ალ.ყაზბეგის 34/34ბ), ღონისძიება “HR&Tech” ჩატარდება.
Continue reading “10 აპრილს ღონისძიება “HR & Tech” ჩატარდება”

ტეგები:

5 მარტს HR hub – ის ღონისძიება “HR Story” გაიმართება

HR hub–ის ორგანიზებით, 5 მარტს, 17:00 საათზე, ბაზარი ორბელიანის დახურულ ტერასაზე (ვეკუას ქუჩა 3ა) ღონისძიება HR Story გაიმართება. Continue reading “5 მარტს HR hub – ის ღონისძიება “HR Story” გაიმართება”

5 თებერვალს თბილისში “დასაქმების ფესტივალი” გაიმართება

HR hubის ორგანიზებით, 5 თებერვალს, ჰოლიდეი ინნში (26 მაისის მოედანი N1), 16:45-19:00 სთ-ზე Job Fest – დასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “5 თებერვალს თბილისში “დასაქმების ფესტივალი” გაიმართება”

29 იანვარს HR hub – ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება “TOP HR თემები” გაიმართება

HR hub–ის ორგანიზებით, 29 იანვარს, 17:00სთ-ზე სასტუმრო Ramada by Wyndham-ში (თბილისი, ალექსანდრე წურწუმიას N14) 2025 წლის პირველი ღონისძიება “TOP HR თემები” გაიმართება.  Continue reading “29 იანვარს HR hub – ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება “TOP HR თემები” გაიმართება”