HR hub–ის ორგანიზებით, 5 თებერვალს, ჰოლიდეი ინნში (26 მაისის მოედანის N1), 17:00-19:00 სთ-ზე Job Fest – კარიერისა და დასაქმების ფესტივალი გაიმართება,სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით, ტრენინგ ცენტრები და განათლების სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციები. სამუშაოს მაძიებლებისთვის ფესტივალში მონაწლეობა თავისუფალია. Continue reading “Job Fest – ში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”→
უნარები რეზიუმეს განუყოფელი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა, განაცხადს ავსებთ დაწინაურებისთვის, იცვლით პოზიციას ან ახალ ინდუსტრიაში გადადიხართ სამუშაოდ, უნარები განსაზღვრავს თქვენი რეზიუმეს ვარგისიანობას. მომავალი დამსაქმებლისთვის განათლებასა და გამოცდილებაზე მნიშვნელოვანი, სწორედ თქვენი უნარები იქნება გადაწყვეტილების მისაღებად.
LinkedIn – ზე კომპანიების 40% აღიარებს, რომ კანდიდატებს ეძებენ მათი უნარების შესაბამისად. უნარების მითითება რეზიუმესა თუ LinkedIn-ის პროფილზე, უპირატესობას გაძლევთ სამსახურის ძიების პროცესში.
რომელი უნარები უნდა მივუთითოთ რეზიუმეში?!
უნარები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა – რბილი უნარები და მყარი უნარები.
უნარები ამ ორ ჯგუფად ერთიანდება იმის გათვალისწინებით, დაკავშირებულია თუ არა ისინი კონკრეტულ სამუშაოსთან, კომპეტენციასთან, პირად და ადამიანურ უნარებთან და ა.შ.
რატომ უნდა მივუთითოთ რეზიუმეში სხვებთან კომუნიკაციის უნარები?
ინტერპერსონალური უნარები, რბილი უნარების შემადგენელი ნაწილებია და გულისხმობს სხვა ადამიანებთან მუშაობის უნარს. ინტერპერსონალური უნარების განსაკუთრებულობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე და რომელ ინდუსტრიაში მუშაობთ, ისინი თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ტექნიკურ სამსახურში.
არ აქვს მნიშვნელობა რა შედის თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში – პარტნიორობის ჩამოყალიბება, გაყიდვები, შეხვედრებზე პრეზენტაციების გაკეთება, მეილების დაწერა – ინტერპერსონალური უნარები გულწრფელი, სანდო და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველია.
10 ინტერპერსონალური უნარი, რომელიც უნდა მიუთითოთ რეზიუმეში 2024 წელს;
Forbes გვიზიარებს ყველაზე გამორჩეულ ინტერპერსონალურ უნარებს, რომლებიც უნდა მიუთითოთ რეზიუმეში. გაზიარებული სია ეფუძნება სხვადასხვა კვლევებსა და ანგარიშებს, რომლებზეც LinkedIn-ის გუნდის წევრები, World Economic Forum და Coursera მუშაობდნენ.
ჩამოთვლილი უნარები თქვენს რეზიუმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანეთ, თუ ისინი ნამდვილად ასახავს და შეესაბამება თქვენს პიროვნებას:
კომუნიკაცია
ემპათია
ემოციური ინტელექტი
ლიდერობა
კონფლიქტის გადაჭრა
პრობლემების მოგვარება
აქტიური მოსმენა
მოლაპარაკებების წარმოება
ნეთვორქინგი
გუნდური მუშაობა
რეზიუმეში უნარების მითითებასთან ერთად, გასაუბრებისთვის მოამზადეთ პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ გამოიყენეთ კონკრეტული უნარი სამსახურში.
წყარო: საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია ინსორსი
HR hub–ის ორგანიზებით, 8 ივნისს 16:00სთ-ზე ვაკის პარკში (ღონისძიება ტარდება ღია ცის ქვეშ, ამიტომ თუ ამინდი შეიცვალა და გადადება მოგვიწია, მინიმუმ 1 კვირით ადრე გაცნობებთ) დამსაქმებლის ბრენდების მასშტაბური გამოფენა და დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას კერძო და საჯარო სექტორის 100-მდე ორგანიზაცია მიიღებს.
ღონისძიების მიზანია ორგანიზაციებმა კანდიდატებს და პოტენციურ თანამშრომლებს გააცნონ სამუშაო გარემო, პირობები და ის უპირატესობები, რაც მათ გამოარჩევს სხვა დამსქმებლებისგან. ასევე, დასაქმების ხელშეწყობა.
დამქირავებლის ბრენდინგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს კანდიდატების დასაინტერესებლად მეტი ძალისხმევა და კანდიდატებთან გაასმაგებული კომუნიკაციაა საჭირო. ჩვენი ღონისძიება, სწორედ დამსაქმებლის ბრენდებს დაეხმარება ცნობადობის გაზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.
გარდა გამოფენისა, სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დირექტორებს, HR მენეჯერებს, თამნამშრომლებს, შეუძლიათ 15 წუთიანი პრეზენტაციით მიმართონ აუდიტორიას და მოუყვნენ კანდიდატებს თუ რა კარიერული შეთავაზება აქვს კომპანიას.
სპიკერები ტალანტების მხრიდან კომპანიის რეპუტაციის შეფასების 4 ძირითად ფაქტორზე ისაუბრებენ:
როგორ ზრენავენ თანამშრომლებისკარიერულ განვითარებაზე;
როგორია კომპანიის კულტურა და რა ბენეფიტებია ორგანიზაციაში;
რა სარგებელს ქმნის კომპანია საზოგოადოებისთვის, რადგან დღესდღეობით ადამიანები სულ უფრო მეტად მიისწრაფვიან დასაქმდნენ ისეთ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებული CSR მიდგომებით გამოირჩევიან;
როგორია ორგანიზაციაში თანამშრომლების გამოცდილება;
როგორ პოზიციონირდება კომპანია, როგორც დამსაქმებელი.
ღონისძიების ფორმატი შემდეგნაირია:
გამოფენა Employer Brand Space – სტენდების სივრცე, სადაც კერძო და საჯარო ორგანიზაციები წარმოაჩენენ დამსაქმებლის ბრენდებს;
დასაქმების ფესტივალი – თუ ორგანიზაციებს მიმდინარედ ღია ვაკანსიებიც აქვთ, შეხვდებიან მათი ორგანიზაციით დაინტერესებულ კანდიდატებს და ადგილზევე მოხდება გასაუბრებები.
დამსაქმებლის ბრენდი არის თქვენი ორგანიზაციის იმიჯი, როგორც „საუკეთესო ადგილი დასაქმებისთვის“ არსებული თანამშრომლების და ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმოდგენით გარე ბაზრებზე (აქტიური და პასიური კანდიდატები, კლიენტები, მომხმარებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები). ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი ორგანიზაციას ეხმარება როგორც საუკეთესო ტალანტებს მოზიდვაში ასევე, არსებული თანამშრმლების ჩართულობა-შენარჩუნებაში.
როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია გამოფენაში/ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?
მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირეთ კომპანია/დამსაქმებლის ბრენდი ამ ბმულზე:docs.google.com/forms
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 მაისი.
მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას.
ვინ მოვა ღონისძიებაზე:
ღონისძიებას დაესწრება 10 000-მდე კანდიდატი.
ასაკობრივი ჯგუფი:
18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.
რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:
დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობა.
სამუშაოს მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება.
რა არის დასაქმების ბრენდების გამოფენაში/დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:
თბილისი (ვაკის პარკი): 615 ლარი + VAT
თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge
საორგანიზაციო დეტალები:
თქვენი სივრცე: 4 კვ.მ
ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;
როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:
შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.
პროექტის თაიმლაინი:
1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა და დასაქმების ფესტივალი.
HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.
გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები: