შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტი 2025 -16 ივნისს ფუნიკულიორზე ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ოქროს სპონსორია Teamboat. ღონისძიების  ვერცხლის სპონსორია apeople/adjarabet.com. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2025 -16 ივნისს ფუნიკულიორზე ჩატარდება”

21 მაისს ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება

HR hubის ორგანიზებით, 21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118  მე-3 პავილიონი ), 17:00-19:30 სთ-ზე “EXPO JOB – დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “21 მაისს ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება”

ტრენინგი HR მენეჯერებისთვის ხელოვნური ინტელექტის ასოციაციისგან

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით ახალი პროფესიული და ბიზნეს კურსები იწყება. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად შრომის ბაზარზე რელევანტურობის შენარჩუნება მუდმივ განვითარებას მოითხოვს.

მუდმივი განვითარებისთვის კი სწავლა და სიახლეების ათვისებაა საჭირო. სწავლა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც იციან და კარგად ესმით, როგორ ცვლის AI სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის ადამიანური კაპიტალის მართვას.

GAIA-ს ინიციატივით სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად შექმნილ AI x HR კურსზე მიღება დაიწყო. კურსი ფარგლებში 4 სალექციო შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც 13 მაისს დაიწყება და 21 მაისს დასრულდება.

კურსზე ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები ისწავლიან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში და AI-ით გამოწვეული ცვლილებების მართვას კომპანიაში და შრომის ბაზარზე.

“ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება შრომითი ბაზარი ხელოვნური ინტელექტის გამო. ამ ცვლილებებს კი ყველაზე მეტად სწორედ HR პროფესიონალები გრძნობენ, რომლებიც ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარებაზე არიან პასუხისმგებელი.

კურსის იდეა ბაზარზე არსებულმა საჭიროებებმა გააჩინა. საქართველოში არსებული კომპანიების უმეტესობას ჯერ არ დაუნერგავს და გამოუცდია AI-ის ხელსაწყოები, მაშინ როცა მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციები სწორედ AI-ის სხვადასხვა HR პროცესში ინტეგრაციით ახერხებენ დროის დაზოგვას, რუტინული პროცესების გაუმჯობესებას და, შედეგად, თანამშრომლების კმაყოფილებასა და პროდუქტიულობაზე უფრო მეტად ზრუნვას.” – გიგი გიორგაძე, ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი

კურსს უძღვებიან პროფესიონალები – მედეა ტაბატაძე, ნათია ქუხილავა და სულხან სახვაძე, რომლებსაც უკვე აქვთ AI ინსტრუმენტების შექმნის ან დანერგვის გამოცდილება და კარგად იცნობენ HR პროცესების სპეციფიკას.

“კურსის მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას AI-ის გამოყენების შესახებ HR-ის სფეროში. ისინი ისწავლიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ყოველდღიური დავალებების ავტომატიზაციისთვის, რაც საშუალებას მისცემს მათ მეტი დრო დაუთმონ სტრატეგიულ ამოცანებს.

კურსი შეეხება სხვადასხვა AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას ტალანტების მოზიდვის, შეფასების და თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით.” – მედეა ტაბატაძე, HR/OD კონსულტანტი და კურსის ლექტორი

“კურსი HR-ებისთვის, მათ პრობლემებზე და ყოველდღიურობაზე ფიქრის საფუძველზე შეიქმნა. ამიტომ, კურსი არ მოითხოვს მონაწილეებისგან რაიმე წინასწარ ტექნიკურ ცოდნას. პროგრამა სპეციალურად შეიქმნა იმგვარად, რომ ტექნიკური ცოდნა ეტაპობრივად და გასაგებად მიეწოდოს მსმენელს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად აითვისოს საჭირო უნარები”- ნათია ქუხილავა, Helio AI-ის CTO და კურსის ლექტორი.

“კვლევები აჩვენებს, რომ AI-ის საშუალებით HR პროფესიონალებს შეუძლიათ 40%-მდე ადმინისტრაციული სამუშაოს ავტომატიზაცია, რაც უზარმაზარი დროისა და რესურსების დაზოგვაა. გარდა ამისა, AI-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება, რაც ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია – სულხან სახვაძე, TBC-ის HR ბიზნეს პარტნიორი და კურსის ლექტორი.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაცია 11 მაისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.aiassociation.ge/ai-hr-course

დამსაქმებლის ბრენდის მართვა Give & Get მეთოდოლოგიით – კურსზე მიღება დაიწყო

მეხუთე წელია HR hub – მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა. ინოვაციური სასწავლო ცენტრი უნიკალურ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ და მოქმედ HR მენეჯერებს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და ახალ-ახალი ცოდნის მიღებით, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.

ახლა კი, გვინდა მოგიყვეთ ჩვენი პრაქტიკული, განვითარებაზე ორიენტირებული კურსის “დამსაქმებლის ბრენდის მართვა 2025” შესახებ.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

დარეგისტრირდით ამ ბმულზე და დაგიკავშირდებით: forms.gle/XEhvyoR9sfaqdExi7

დღევანდელ კონკურენტულ გარემოში სულ უფრო და უფრო რთული და მნიშვნელოვანი ხდება ტალანტების მოზიდვა, ჩართულობა და შენარჩუნება.

Continue reading “დამსაქმებლის ბრენდის მართვა Give & Get მეთოდოლოგიით – კურსზე მიღება დაიწყო”

5 მარტს HR hub – ის ღონისძიება “HR Story” გაიმართება

HR hub–ის ორგანიზებით, 5 მარტს, 17:00 საათზე, ბაზარი ორბელიანის დახურულ ტერასაზე (ვეკუას ქუჩა 3ა) ღონისძიება HR Story გაიმართება. Continue reading “5 მარტს HR hub – ის ღონისძიება “HR Story” გაიმართება”

“საახალწლო HR კორპორატიულ მარკეტში” მონაწილეობისთვის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით, 25 ნოემბერს, 17:00სთ-ზე,  წისქვილის “თეატრში” (ბელიაშილის 99) პირველად საქართველოში, მასშტაბური ყოველწლიური “HR კორპორატიული მარკეტი” გაიმართება. Continue reading ““საახალწლო HR კორპორატიულ მარკეტში” მონაწილეობისთვის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

მალდივებიდან ოფისში: ანუ როგორ დავუბრუნდეთ საქმეს ზაფხულის დასვენების შემდეგ

HR hub წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას HR ქოუჩინგი, რომლის პარტნიორია Erickson Coaching International-ის წარმომადგენლობა საქართველოში. Continue reading “მალდივებიდან ოფისში: ანუ როგორ დავუბრუნდეთ საქმეს ზაფხულის დასვენების შემდეგ”

HR hub Next-ის ოცდამეერთე ნაკადის მიღება გამოცხადდა, დარეგისტრირდით!

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

პროექტი 2018 წლიდან უამრავ ადამიანს აძლევს გზა და ხედვას დაიწყონ კარიერა, განვითარდნენ ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით და გააფართოვონ კონტაქტები. Continue reading “HR hub Next-ის ოცდამეერთე ნაკადის მიღება გამოცხადდა, დარეგისტრირდით!”

VELI.store და HR hub – ის პარტნიორები გახდნენ

VELI.store HR hub – ის პარტნიორი გახდა.

ამ თემასა და სამომავლო გეგმებზე, ანიტა ყიფიანს – კორპორატიული პარტნიორობის მენეჯერს ვესაუბრეთ. Continue reading “VELI.store და HR hub – ის პარტნიორები გახდნენ”

Radisson RED Tbilisi – კრეატიული სამუშაო გარემო ტურიზმის სექტორში

HR hubის ორგანიზებით,  14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading “Radisson RED Tbilisi – კრეატიული სამუშაო გარემო ტურიზმის სექტორში”