შემოგვიერთდით

“მხარს ვუჭერთ ბიზნესს ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით.” – მარიამ იობიძე

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. რა დაგხვდებათ სამიტზე? გამორჩეული სპიკერები ინსპირაციული ქეისებით, მასტერკლასები, ვორქშოპები, ნეთვორქინგი “HR კაფეში” და ბევრი სიურპრიზი.

წელს ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებს ESCape. ჩვენ მარიამ იობიძეს ვესაუბრეთ და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: ESCape HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის მხარდამჭერია, რატომ გადაწყვიტეთ წლის მთავარი HR ღონისძიების მხარდაჭერა?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რომ ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი საინტერესო და თავისი შინაარსით მრავალფეროვანი ღონისძიების მხარდაჭერა. გვჯერა რომ ეს ჩვენთვის სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო გამოცდილება იქნება. ჩვენი მოტივაცია, ვყოფილიყავით სამიტის მხარდამჭერები განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. მათ შორის, უმთავრესი იყო სამიტის და მისი ორგანიზატორის – HR hub – ის წარმატებული და საქმიანი იმიჯი ქართულ ბიზნეს-სივრცეში. სამიტი აერთიანებს  ქართულ ბაზარზე ოპერირებად აქტიურ ბიზნესებსა და დამსაქმებლებს. შესაბამისად,  ეს პლატფორმა, პროექტისთვის  კარგი შესაძლებლობაა გაავრცელოს ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიაში იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სთავაზობს პოტენციურ დამსაქმებლებსა და ბიზნეს-პარტნიორებს.

HR hub: მოგვიყევით პროექტის შესახებ

„ESCape – დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ არის ევროკავშირის ერთ-ერთი მსხვილი პროგრამის – “უნარები დასაქმებისთვის” ქოლგის ქვეშ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ხორციელდება კონსორციუმის მიერ. კონსორციუმში წამყვანი ორგანიზაცია არის ფრიდრიხ ებერტის ფონდი და მთავარი პარტნიორია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. პროექტის მთავარი მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში. აღნიშული მიზნის მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს, ქვეყანაში არსებული დასაქმების ხელშეწყობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი სტრუქტურების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. პროექტის ფარგლებში დავნერგეთ ინდივიდზე ორიენტირებული კონსულტირება-ქოუჩინგის და მენტორობის სრულიად ახალი მოდელი, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლების შესაბამისი კომპეტენციების,  უნარ-ჩვევების განვითარებას და მათთვის რეალური დასაქმების პერსპექტივების  გაჩენას. პროექტი სთავაზობს ბიზნესს მხარდაჭერას და დახმარებას გაუმკლავდეს ქართულ შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, როგორიც არის, მაგალითად, შეუსაბამობა დამსაქმებლის საჭიროებებსა და სამუშაოს მაძიებლის შესაძლებლობებს და კომპეტენციებს შორის ან სამუშაო ძალის ხშირი გადინება.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტის მთავარ ინსტრუმენტს „დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები“ წარმოადგენს. დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. ცენტრებში, მაღალკვალიფიციური კონსულტანტები ახდენენ  შრომის ბაზარზე არსებული დასაქმების შესაძლებლობების ანალიზს, ბიზნესის საჭიროებების კვლევას და დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის ინტერესების თანხვედრას.

ამასთან, პროექტი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან ინკლუზიური ბიზნეს-გარემოს გასავითარებლად, რომ ის გახდეს მეტად მოქნილი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და შესთავაზოს თანაბარი პირობები და გარემო სამუშაოს მაძიებელს. ამ მიზნით, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვთავაზობთ გადამზადებას ინკლუზიურობის გაძლიერების მიმართულებით.

HR hub: როგორ იქნებით წარმოდგენილი სამიტზე და ბიზნეს სექტორთან სამომავლო თანამშრომლობისთვის რა შეთავაზება გექნებათ ღონისძიების მონაწილეებისთვის?

ჩვენი სამიტში მონაწილეობით გვსურს გავაკეთოთ განახცადი, რომ ვართ ღია ბიზნეს-სექტორთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მზად ვართ გავუწიოთ მათ მხარდაჭერა და შევთავაზოთ მაქსიმალურად მათ ინტერესებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სერვისები შესაბამისი ადამიანური რესურსის მოზიდვის და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. ჩვენი სერვისი მოიაზრებს დამსაქმებლის მოლოდინების, მოთხოვნებისა და შესაძლებლობების დეტალურ შესწავლას და ანალიზს. ამის გათვალისწინებით,  ვთავაზობთ მას ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას.

აქვე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო რომ სერვისი სრულად არაკომერციულია!

სამიტის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლები უფრო დეტალურად გაეცნობიან პროექტს და მის სერვისებს, პირადად შეხვდებიან პროექტის კონსულტანტებს და განიხილავენ უშუალოდ მათთვის საჭირო და სასარგებლო სერვისების მიღების შესაძლებლობას.

HR hub: როგორია პროექტის სამომავლო გეგმები?

გვსურს, რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე დავასაქმოთ და ბიზნესთან პარტნიორობით, შევქმნათ კერძო-საჯარო თანამშრომლობის ისეთი ეფექტური და წარმატებული მოდელი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძობს არსებობას.

აღნიშნულის გარდა, გვსურს, უზრუნველვყოთ პროექტის შედეგების მდგრადობა დასაქმების ან მომიჯნავე სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებით. ამისთვის, მათ გავუზიარებთ ჩვენ მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.

დარწმუნებული ვარ რომ ამ სამიტში მონაწილეობა დასახული გეგმის შესრულებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

“ენთები” HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის HR Expo – ში იღებენ მონაწილეობას

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. რა დაგხვდებათ სამიტზე? გამორჩეული სპიკერები ინსპირაციული ქეისებით, მასტერკლასები, ვორქშოპები, ნეთვორქინგი “HR კაფეში” და ბევრი სიურპრიზი.

ასევე, მოეწყობა HR EXPO – HR მენეჯერებისთვის საინტერესო პროდუქტების/სერვისების გამფენა, სადაც ენთები სასიამოვნო და საინტერესო გარემოს დაგახვედრებენ.

დეტალებზე ნინო დავითაშვილს – ენთების თანამშრომელთა და მომხმარებელთა გამოცდილების მიმართულების ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

HR hub: ენთები HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის HR Expo – ში იღებთ მონაწილეობას, პირველ რიგში თქვენი კომპანიისა და სერვისების შესახებ რომ მოგვიყვეთ …

ენთები ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, 60-ზე მეტი თანამშრომლითა და 350-ზე მეტი პარტნიორი (მომხმარებელი) კომპანიით. კომპანია დაფუძნდა 2015 წლის ბოლოს და ამ დროიდან კომპანიის მთავარი მიზანია გახადოს პრემიუმ ხარისხის ბუღალტერია ხელმისაწვდომი, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ვემსახურებით ისეთ ცნობილ ქართულ ბრენდებს, როგორებიცაა: „8000 მოსავალი“, „მადამ კოკო“, „საქართველოს რაგბის კავშირი“, „ჩიკორი“, „ქარდილი“, “Wyndham“-ი, „გიფერი“ და მრავალი სხვა.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ წლის მთავარი HR ღონისძიებაში მონაწილეობა?

მომსახურების სფეროში მოღვაწე ნებისმიერი კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამშრომლების როლი. სწორედ თანამშრომელი ქმნის სერვისს და განსაზღვრავს მიწოდებული მომსახურების ხარისხს.  ამიტომ, ჩვენი მიზანია რომ მოვიძიოთ, პროფესიულად განვავითაროთ და  შევინარჩუნოთ მოტივირებული თანამშრომლები, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ კლიენტი კომპანიების კმაყოფილების მაღალ ხარისხს. ამავე მიზნიდან გამომდინარე,  2022 წელს, კომპანიამ გააძლიერა HR დეპარტამენტი.

HR სამიტზე მონაწილეობაც სწორედ ამ მიზანთანაა თანხვედრაში, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიური ვიყოთ ამ მიმართულებით, რათა გავხდეთ კიდევ უფრო მიმზიდველი დამსაქმებელი ქართულ ბაზარზე და დავასაქმოთ განვითარებაზე ორიენტირებული მოტივირებული ადამიანები. ამისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავი გავაცნოთ ღონისძიებაზე წარმოდგენილ სტუმრებსაც.

ამავდროულად ჩვენი მიზანია, სწრაფად მზარდ კომპანიაში შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული ნდობა, გუნდური სულისკვეთება, ვიზრუნოთ თანამშრომელთა განვითარებასა თუ ბრენდის რეპუტაციაზე. ამ კუთხითაც, ეს ღონისძიება ჩვენი გუნდისთვის უკეთესი გარემოს შექმნაზე ორიენტირებული ახალი იდეების, სიახლეების გაცნობისა და საინტერესო პარტნიორების მოძიების წყაროა.

ჩვენ გვექნება ჩვენი სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს მივაწვდით ინფორმაციას ჩვენი კომპანიის შესახებ და თავისუფალ დროს გვექნება სახალისო ტურნირი, სადაც მონაწილეებისთვის შესაძლებელი იქნება საჩუქრების მოგება.

HR hub:როგორ იქნებით წარმოდგენილი სამიტზე და რა შეთავაზება გექნებათ ღონისძიების მონაწილეებისთვის?

ორი სპეციალური შეთავაზება მოვამზადეთ ღონისძიების მონაწილეებისთვის.

კერძოდ კი:

  1. კომპანიების დამფუძნებლებისთვისა და დირექტორებისთვის, რომლებიც ამჟამად არ არიან ჩვენი მომხმარებლები, მაგრამ ეძებენ ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების პროვაიდერს საკუთარი ბიზნესისთვის, ვთავაზობთ ჩვენს მომსახურებებზე 15%-იან ფასდაკლებას. ივლისის ბოლომდე, პრომო კოდით: “HR Business Summit 2022_Ants”, რომელსაც დაკონტაქტებისას მიაწვდით ჩვენს წარმომადგენელს, ავტომატურად მიიღებთ ყველა ჩვენ სერვისზე 15%-იან ფასდაკლებას, ჩვენს ელექტრონულ გვერდზე (ants.ge) მითითებულ ფასებთან შედარებით.
  2. ამავდროულად, გვინდა ხალისიანი განწყობა შევუქმნათ სამიტის სტუმრებს და მარტივი, დართსის თამაშის პრინციპით, მოვუყვეთ ჩვენს კომპანიაზე. ერთგვარი სპორტულ- ინტელექტუალური მარათონი იქნება, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ დართსის ტურნირში, უპასუხონ სახალისო შეკითხვებს და მოიგონ სიმბოლური და დასამახსოვრებელი საჩუქრები ჩვენი კომპანიისგან. ტურნირში გამარჯვებულს კი ჩვენგან საჩუქრად გადაეცემა, ბორჯომში, მაღალი კლასის სასტუმროში, პარტნიორთან ერთად 2 დღიანი ვიზიტი.

იმედს ვიქონიებთ, რომ საინტერესო და სახალისო თავგადასავალი იქნება ყველასთვის, ჩვენს სივრცეში სტუმრობა.

HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები 

HR ბიზნეს სამიტის განრიგი ცნობილია

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  eteam

Continue reading “HR ბიზნეს სამიტის განრიგი ცნობილია”

HR ბიზნეს სამიტი 2022-ის ვორქშოფები და მასტერკლასები ცნობილია

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  eteam

Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2022-ის ვორქშოფები და მასტერკლასები ცნობილია”

“Retail Group Georgia – Great Place to Work სერტიფიკატის მფლობელი გახდა” – ნატო კვაჭანტირაძე

Alhokair Retail Group Georgia Great Place to Work სერტიფიკატის მფლობელი გახდა.

მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება ძალიან დიდი წარმატებაა. მიმდინარე სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე  ნატო კვაჭანტირაძეს, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

HR hub: როგორ იღებს კომპანია Great Place to Work სერტიფიკატს/სტატუსს? რას ნიშნავს იყო გამორჩეული დამსაქმებელი?

საერთაშორისო კომპანია Great Place to Work®, წარმოადგენს სამუშაო ადგილზე კულტურის შემსწავლელ ორგანიზაციას, რომლის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმებულთათვის მიმზიდველი სამუშაო გარემო.

სერტიფიცირების პროცესი მოიცავს როგორც სამუშაო პოლიტიკებისა და პროცესების შესწავლას ისე ჩაღრმავებულ და რაც მთავარია ანონიმურ კვლევას თანამშრომელთა ჩართულობის, ნდობის ინდექსისა და კმაყოფილების კუთხით. დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია ხდება სერთიფიცირებული 1 წლის ვადით და ენიჭება სხვადასხვა საკომუნიკაციო მერჩენდაიზინგის გამოყენების უფლება რათა ბაზარზე პოზიციონირება დაიწყოს როგორც საუკეთესო დამსაქმებელმა.

საუდის არაბეთში, ჩვენი დედა კომპანია ასევე სერთიფიცირებულია და მე-12ე ადგილს იკავებს საუკეთესო 30 კომპანიას შორის.

HR hub: რა არის Retail Group Georgia – ს, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა?

უდავოა, რომ თითოეული თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულება პასუხობს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებს, კომპანიის საცალო სექტორში ადმინისტრაციული სექტორის იდენტურად 5 დღიანი სამუშაო კვირა გვაქვს, საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილს ანაზღაურებს კომპანია, ჩვენი თანამშრომლებისთვის დღესასწაულების საჩუქრებით გალამაზება ჩვენი ჩვეული რიტუალია, ასევე წელს დაინერგა ახალი საკომისიოების სისტემა, რომელიც თითოეული გაყიდული ნივთიდან აგენერირებს დამატებით შემოსავალს, ოფიციალურ დასვენების დღეებზე მუშაობა ზეგანაკვეთურად ანაზღაურება, ვთანამშრომლობთ სუპერ თანამედროვე ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიასთან, რის მეშვეობითაც უზრუნველვყავით თანამშრომელთა სისტემური პატრონაჟი და ეფექტურად ვმართეთ კოვიდ პანდემიის 2 წლიანი ხანა.

HR hub: რა პროგრამები გაქვთ დანერგილი თქვენი თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით? კარიერული ზრდის რა შესაძლებლობებს სთავაზობთ მათ?

კომპანიაში 2 წლის წინ დაიწყო სისტემური გადამზადება საქმიანობისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების მიზნით. ხოლო წელს კარიერის დაგეგმვისა და განვითარების ახალი მოდული გაეშვა რომელიც თავის თავში მოიცავს დასწავლის მოდულსაც და კრავს ერთ სრულ ციკლს თანამშრომლის აყვანიდან, მის ბოლო სამუშაო დღემდე. ეს უკანასკნელი ეფექტური საშუალებაა თანამშრომლის მიერ კარიერული წინსვლის დაგეგმვისა და ნებისმიერი მიმართულებით გაჩენილი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. თანამშრომლებმა იციან თუ რა პროგრამებია დასაძლევი კარიერის მომდევნო საფეხურზე ასასვლელად, ხელი მიუწვდებათ მასალაზე თუ რა, როგორ, რისთვის და როდის უნდა ისწავლონ რათა დააკმაყოფილონ დაწინაურებისთვის საჭირო მოთხოვნები.

HR hub: მოგვიყევით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

კომპანია ეყრდნობა 4 ძირითად ღირებულებას, ესენია: მომხმარებელზე ორიენტირებულობა,  გუნდურობა, გაძლიერება, და გულწრფელობა. ჩამოთვლილი ღირებულებები ერთიანდება ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის – ნდობის ირგვლივ, რომელიც სოციალურ ცხოვრებაში ფუნდამენტია ჩვენი ქცევის თუ გადაწყვეტილების.
ჩვენი მთავარი ამოცანაა გვყავდეს ნდობით აღჭურვილი თანამშრომლები, და შევქმნათ გარემო სადაც თანამშრომლები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, სადაც შეეძლებათ დაუშვან შეცდომები და აღიარონ ეს, სადაც მოითხოვენ დახმარებას და არავინ განსჯით მათ ამის გამო. მუდმივად ვცდილობთ წავახალისოთ ინდივიდუალიზმი და ვუბიძგოთ დაგვანახონ თავისი თავის საუკეთესო ვერსიები. უდავოა, რომ ნდობაზე დაყრდნობილი ურთიერთობებით აუცილებლად მივაღწევთ უფრო დიდ წარმატებას.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ჩვენ არ ვჩერდებით, პანდემიის პერიოდშიც კი 4 მაღაზია გავხსენით და ბრენდი Kiko Milano შემოვიყვანეთ საქართველოს ბაზარზე. ბუნებრივია წელს გაფართოვების კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს, რაც გულისხმობს როგორც არსებული ბრენდებით ჩვენს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში შესვლას, ასევე ახალი საერთაშორისო დონის ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოყვანას, რათა ჩვენს ძვირფას მომხმარებელს ყოველთვის საუკეთესო და უკონკურენტო არჩევანის საშუალება მივცეთ.

“HR ბიზნეს სამიტი – HR მენეჯერებს საშუალებას გვაძლევს გავიზიაროთ გამოცდილება და მივიღოთ ინსპირაცია” – თამარ ქლიბაძე

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  e team Continue reading ““HR ბიზნეს სამიტი – HR მენეჯერებს საშუალებას გვაძლევს გავიზიაროთ გამოცდილება და მივიღოთ ინსპირაცია” – თამარ ქლიბაძე”

7 ივლისს შატო მუხრანში საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  eteam Continue reading “7 ივლისს შატო მუხრანში საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება”

HR hub Next-ის მეთვრამეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთვრამეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

“ფუნიკულიორი ჯადოსნური ადგილია და აქ მუშაობა ჩემთვის და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაკუთრებულად საამაყოა. ” – სალომე ფანცალაშვილი

ფუნიკულიორის კომპლექსი” თბილისის ისტორიული შენობა და სავიზიტო ბარათია, ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა.
აქ დასაქმებული ადამ Continue reading ““ფუნიკულიორი ჯადოსნური ადგილია და აქ მუშაობა ჩემთვის და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაკუთრებულად საამაყოა. ” – სალომე ფანცალაშვილი”

26 მარტს HR hub – ის ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები” ჩატარდა

HR hub – ის ორგანიზებით, 26 მარტს ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები” ჩატარდა. ღონისძიებას 65-ზე მეტი HR მენეჯერი დაესწრო. Continue reading “26 მარტს HR hub – ის ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები” ჩატარდა”