შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტი 2022-ის ვორქშოფები და მასტერკლასები ცნობილია

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  eteam

Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2022-ის ვორქშოფები და მასტერკლასები ცნობილია”

“Retail Group Georgia – Great Place to Work სერტიფიკატის მფლობელი გახდა” – ნატო კვაჭანტირაძე

Alhokair Retail Group Georgia Great Place to Work სერტიფიკატის მფლობელი გახდა.

მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება ძალიან დიდი წარმატებაა. მიმდინარე სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე  ნატო კვაჭანტირაძეს, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

HR hub: როგორ იღებს კომპანია Great Place to Work სერტიფიკატს/სტატუსს? რას ნიშნავს იყო გამორჩეული დამსაქმებელი?

საერთაშორისო კომპანია Great Place to Work®, წარმოადგენს სამუშაო ადგილზე კულტურის შემსწავლელ ორგანიზაციას, რომლის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმებულთათვის მიმზიდველი სამუშაო გარემო.

სერტიფიცირების პროცესი მოიცავს როგორც სამუშაო პოლიტიკებისა და პროცესების შესწავლას ისე ჩაღრმავებულ და რაც მთავარია ანონიმურ კვლევას თანამშრომელთა ჩართულობის, ნდობის ინდექსისა და კმაყოფილების კუთხით. დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია ხდება სერთიფიცირებული 1 წლის ვადით და ენიჭება სხვადასხვა საკომუნიკაციო მერჩენდაიზინგის გამოყენების უფლება რათა ბაზარზე პოზიციონირება დაიწყოს როგორც საუკეთესო დამსაქმებელმა.

საუდის არაბეთში, ჩვენი დედა კომპანია ასევე სერთიფიცირებულია და მე-12ე ადგილს იკავებს საუკეთესო 30 კომპანიას შორის.

HR hub: რა არის Retail Group Georgia – ს, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა?

უდავოა, რომ თითოეული თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულება პასუხობს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებს, კომპანიის საცალო სექტორში ადმინისტრაციული სექტორის იდენტურად 5 დღიანი სამუშაო კვირა გვაქვს, საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილს ანაზღაურებს კომპანია, ჩვენი თანამშრომლებისთვის დღესასწაულების საჩუქრებით გალამაზება ჩვენი ჩვეული რიტუალია, ასევე წელს დაინერგა ახალი საკომისიოების სისტემა, რომელიც თითოეული გაყიდული ნივთიდან აგენერირებს დამატებით შემოსავალს, ოფიციალურ დასვენების დღეებზე მუშაობა ზეგანაკვეთურად ანაზღაურება, ვთანამშრომლობთ სუპერ თანამედროვე ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიასთან, რის მეშვეობითაც უზრუნველვყავით თანამშრომელთა სისტემური პატრონაჟი და ეფექტურად ვმართეთ კოვიდ პანდემიის 2 წლიანი ხანა.

HR hub: რა პროგრამები გაქვთ დანერგილი თქვენი თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით? კარიერული ზრდის რა შესაძლებლობებს სთავაზობთ მათ?

კომპანიაში 2 წლის წინ დაიწყო სისტემური გადამზადება საქმიანობისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების მიზნით. ხოლო წელს კარიერის დაგეგმვისა და განვითარების ახალი მოდული გაეშვა რომელიც თავის თავში მოიცავს დასწავლის მოდულსაც და კრავს ერთ სრულ ციკლს თანამშრომლის აყვანიდან, მის ბოლო სამუშაო დღემდე. ეს უკანასკნელი ეფექტური საშუალებაა თანამშრომლის მიერ კარიერული წინსვლის დაგეგმვისა და ნებისმიერი მიმართულებით გაჩენილი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. თანამშრომლებმა იციან თუ რა პროგრამებია დასაძლევი კარიერის მომდევნო საფეხურზე ასასვლელად, ხელი მიუწვდებათ მასალაზე თუ რა, როგორ, რისთვის და როდის უნდა ისწავლონ რათა დააკმაყოფილონ დაწინაურებისთვის საჭირო მოთხოვნები.

HR hub: მოგვიყევით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

კომპანია ეყრდნობა 4 ძირითად ღირებულებას, ესენია: მომხმარებელზე ორიენტირებულობა,  გუნდურობა, გაძლიერება, და გულწრფელობა. ჩამოთვლილი ღირებულებები ერთიანდება ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის – ნდობის ირგვლივ, რომელიც სოციალურ ცხოვრებაში ფუნდამენტია ჩვენი ქცევის თუ გადაწყვეტილების.
ჩვენი მთავარი ამოცანაა გვყავდეს ნდობით აღჭურვილი თანამშრომლები, და შევქმნათ გარემო სადაც თანამშრომლები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, სადაც შეეძლებათ დაუშვან შეცდომები და აღიარონ ეს, სადაც მოითხოვენ დახმარებას და არავინ განსჯით მათ ამის გამო. მუდმივად ვცდილობთ წავახალისოთ ინდივიდუალიზმი და ვუბიძგოთ დაგვანახონ თავისი თავის საუკეთესო ვერსიები. უდავოა, რომ ნდობაზე დაყრდნობილი ურთიერთობებით აუცილებლად მივაღწევთ უფრო დიდ წარმატებას.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ჩვენ არ ვჩერდებით, პანდემიის პერიოდშიც კი 4 მაღაზია გავხსენით და ბრენდი Kiko Milano შემოვიყვანეთ საქართველოს ბაზარზე. ბუნებრივია წელს გაფართოვების კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს, რაც გულისხმობს როგორც არსებული ბრენდებით ჩვენს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში შესვლას, ასევე ახალი საერთაშორისო დონის ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოყვანას, რათა ჩვენს ძვირფას მომხმარებელს ყოველთვის საუკეთესო და უკონკურენტო არჩევანის საშუალება მივცეთ.

“HR ბიზნეს სამიტი – HR მენეჯერებს საშუალებას გვაძლევს გავიზიაროთ გამოცდილება და მივიღოთ ინსპირაცია” – თამარ ქლიბაძე

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  e team Continue reading ““HR ბიზნეს სამიტი – HR მენეჯერებს საშუალებას გვაძლევს გავიზიაროთ გამოცდილება და მივიღოთ ინსპირაცია” – თამარ ქლიბაძე”

7 ივლისს შატო მუხრანში საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  eteam Continue reading “7 ივლისს შატო მუხრანში საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება”

HR hub Next-ის მეთვრამეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთვრამეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

“ფუნიკულიორი ჯადოსნური ადგილია და აქ მუშაობა ჩემთვის და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაკუთრებულად საამაყოა. ” – სალომე ფანცალაშვილი

ფუნიკულიორის კომპლექსი” თბილისის ისტორიული შენობა და სავიზიტო ბარათია, ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა.
აქ დასაქმებული ადამ Continue reading ““ფუნიკულიორი ჯადოსნური ადგილია და აქ მუშაობა ჩემთვის და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაკუთრებულად საამაყოა. ” – სალომე ფანცალაშვილი”

26 მარტს HR hub – ის ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები” ჩატარდა

HR hub – ის ორგანიზებით, 26 მარტს ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები” ჩატარდა. ღონისძიებას 65-ზე მეტი HR მენეჯერი დაესწრო. Continue reading “26 მარტს HR hub – ის ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები” ჩატარდა”

“დრიმლენდ ოაზისის წარმატების მთავარი საწინდარი თითოეული თანამშრომელია” – თამარ ჩხაიძე

HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია, დრიმლენდ ოაზისის HR მენეჯერი თამარ ჩხაიძე

HR hub: თამარ რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ მიდგომაზე, რაც გამოარჩევს თქვენს კომპანიას, როგორც დამსაქმებელს და როგორ აისახება ამ მიდგომის ეფექტიანობა შედეგებზე?

კომპანია დრიმლენდ ოაზისის ადამიანური რესურსების მართვის მიდგომები გამომდინარეობს კომპანიიის სტრატეგიული მიზნებიდან და ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ კომპანიის წარმატების მთავარ საწინდარს თითოეული თანამშრომელი წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანიის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანებისთვის ბედნიერების და დადებითი ემოციების მინიჭებასთან, გვჯერა რომ ამ ყველაფერში თითოეულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს შეაქვს უდიდესი წვლილი და სწორედ მათი ჩართულობა, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი სიყვარული განაპირობებს კომპანიის მუდმივ განვითარებასა და წარმატებას.

დრიმლენდ ოაზისის HR გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკრუტინგული პროცესის სათანადოდ წარმართვა და თითოეული ვაკანტური პოზიციისთვის შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა, რომელიც წვლილს შეიტანს კომპანიის განვითარებაში, ასევე აქ მუშაობის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობთ შევუქმნათ გარემო, სადაც ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები.

ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი შერჩევის პროცესში გახლავთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაქსიმალური ხელშეწყობა. ნებისმიერ პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადებიდან, ჩვენი ამოცანაა პირველ რიგში რეგიონში მოვიძიოთ შესაბამისი კანდიდატურები.  გვყავს თანამშრომლები აჭარიდან, რომლებიც კომპანიის დაარსებიდან  არიან ჩვენი გუნდის წევრები და თითოეულ მათგანს გამოარჩევს მუდმივი განვითარების სურვილი და კომპანიის სიყვარული.

სწორედ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი სტუმრებისთვის ასოცირდებიან დრიმლენდ ოაზისთან, ჩვენს სახეს წარმოადგენენ და მათ გარეშე სასტუმროს წარმოდგენა შეუძლებელია.

ასევე, კომპანიაში დასაქმებულები არიან სხვადასხვა ქალაქიდან. მათ შორის თბილისიდან, რომელთა  წარმატებასა და სასურველი სამუშაო სივრცის შექმნაში ჰრ დეპარტამენტი ყველაზე დიდ როლს თამაშობს. ორიენტირებულები ვართ გრძელვადიან თანამშრომლობაზე და  თითოეული თანამშრომლის კარიერულ განვითარებაზე.

HR hub: პანდემიაზე კითხვას გვერდს ვერ ავუვლით, რა მთვარი გამოწვვები გამოიკვეთა პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

ჩემი აზრით სწორედ პანდემიის  დაწყების პერიოდი იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც კომპანიას უნდა დაემტკიცებინა,  რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო თითოეული თანამშრომელი და მათი შენარჩუნება. იმ დროს, როდესაც ჰორეკა ბიზნესი მნიშვნელოვანად დაზარალდა, ჩვენც არ ვყოფილვართ გამონაკლისები და სასტუმრო ფაქტიურად მომხმარებლის და შესაბამისად შემოსავლის გარეშე დარჩა. ჩვენთვის თითოეული თანამრომელი არის მნიშვნელოვანი ამიტომ, მაქსიმალურად მოვერგეთ არსებულ მდგომარეობას. გარკვეული თანამშრომლების ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და შედგა სპეციალური გრაფიკი. ამ ყველაფრის საფუძველზე შევინარჩუნეთ გუნდი და არცერთი მათგანი არ დავტოვეთ შემოსავლის გარეშე.

HR hub: როგორ ვითარდება კომპანია და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

კომპანიას ამ ეტაპზე მუდმივად დასაქმებული ჰყავს  200 თანამშრომელი. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სეზონურ პერიოდში თანამშრომლების რაოდენობა გაიზრდება 600-მდე. ამავდროულად კომპლექსს ემატება ახალი სასმელებისა და კვების ობიექტი, საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მოიცავს როგორც სასტუმროს ნომრებს ისე აპარტამენტებს,  რაც მუდმივ დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის 250 თანამშრომლამდე.

გარდა ამისა,  HR დეპარტამენტი მუდმივად მუშაობს პროცესების დახვეწაზე, თანამშრომელთა სამუშაო უნარების განვითარებაზე.

როგორც აღვნიშნე, თანამშრომლების გარკვეული ნაწილი, შერჩეულია სხვადასხვა ქალაქიდან რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს სასტუმროში, მათ შორის მეც. ასეთ დროს, ჩვენი მთავარი ამოცანაა და ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახური გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომელი თავს იგრძნობს კომფორტულად, ბედნიერად, იქნება მოტივირებული შეასრულოს მისი საყვარელი საქმე, რაც რა თქმა უნდა საწინდარია კომპანიის წარმატების.

“ნიკორამ” თანაგუნდელებს მორიგი დაუვიწყარი და სიურპრიზებით სავსე საღამო აჩუქა

ამასობაში “ნიკორამ” თანაგუნდელებს მორიგი დაუვიწყარი და სიურპრიზებით სავსე საღამო აჩუქა. მართლაც რომ ერთი დიდი საშობაო ზღაპარი იყო, ის რაც 28 დეკემბერს “ნიკორა ჰოლდინგის” ტერიტორიაზე ხდებოდა.

  • ბევრი საინტერესო და ლამაზი, თანამშრომლების მიერ შექმნილი ნივთის გამოფენა-გაყიდვა;
  • ბევრი ფულადი პრიზი;
  • ორ კაციანი საგზური ევროპაში;
  • დრამერების შოუ;
  • ცნობილი მომღერლების კონცერტი;
  • დასასრულს გლინტვეინი და DJ-ის ენერგიული მუსიკა.

ესე მიულოცა ნიკორამ დამდეგი შობა-ახალი წელი თავის მრავალრიცხოვან გუნდს და მადლობა გადაუხადა გასული 2021 წლისთვის ❤️

28 დეკემბერს HR გალაზე წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება

28 დეკემბერს 20:00 საათზე კინოთეატრ ამირანში HR Gala ღონისძიება გაიმართება, სადაც 2021 წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება.

გადავწყვიტეთ HR hub-ის 2021 წლის ბოლო ღონისძიება განსაკუთრებული და წლის ინოვაციური HR პროექტებით დახუნძლული ყოფილიყო. შესაბამისად ღონისძიების კონცეფციაც ამ იდეის მიხედვით შევქმენით.

Continue reading “28 დეკემბერს HR გალაზე წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება”