“HR მედეატური” – ვორქშოპებისა და ტურების სერია საქართველოს კუთხეებში, მედეა ტაბატაძესთან ერთად, იწყება.
Continue reading ““HR მედეატურის” პირველი ღონისძიება სვანეთში გაიმართება”
“HR მედეატური” – ვორქშოპებისა და ტურების სერია საქართველოს კუთხეებში, მედეა ტაბატაძესთან ერთად, იწყება.
Continue reading ““HR მედეატურის” პირველი ღონისძიება სვანეთში გაიმართება”
HR ბიზნეს სამიტი 2021 შედგა! ღონისძიება “წინანდლის მამულში” ჩატარდა.
სამიტი 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართება და პანდემიის მიუხედავად წელსაც სრული ანშლაგი იყო, რისთვისაც ღონისძიების დელეგატებს, მხარდამჭერებს და ყველა ადამიანს ვინც ამ დღეს ქმნის უდიდესი მადლობა ეკუთვნის.
ღონისძიება მხარდამჭერებმა და დელეგატებმა შეაფასეს. გამომსვლელებმა კი მათი სპიკერობის გამოცდილების ემოციაზე მოგვიყვნენ.
Signify – ის დირექტორი ზვიად წოწკოლაური ღონისძებას დადებითად აფასებს: “მოხარულები ვართ, რომ Signify წელს HR ბიზნეს სამიტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. სამიტის ფარგლებში საშუალება მოგვეცა 300-მდე HR მენეჯერისთვის პირადად გაგვეცნო და გვეჩვენებინა ჩვენი პროდუქტი – ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმა საქართველოში. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ღონისძიება გამოვიდა. ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.”
“თიბისი დაზღვევა წლის მთავარი HR ღონისძიების პარტნიორი გახლდათ. დიდი ხანია თვალს ვადევნებთ ამ ღონისძიებებს და ვხედავთ, როგორ იზრდება მასშტაბები, სპიკერების პროფესიული მრავალფეროვნება და თემების არეალი. სწორედ ამიტომ დიდი სიამოვნებით გამოვხატეთ მზაობა, რომ წელს ჩვენც გავმხდარიყავით ამ ყველაფრის ნაწილი და პარტნიორი.
საქართველოში, სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებული ასეთი მასშტაბური ღონისძიებებით, სადაც გარდა იმისა, რომ საინტერესო სპიკერებს მოვუსმენთ, შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ კოლეგებს და პარტნიორებს. ვფიქრობ, მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მუდმივად საქმის კურსში იყოს იმის თაობაზე, რა ხდება HR სფეროში, და არა მარტო ამ სფეროში, ნამდვილად ღირს ყოველწლიურად ამ ღონისძიებებზე დასწრება და კოლეგების აზრების და სიახლეების მოსმენა.
წარმატებებს ვუსურვებთ HR hub-ს და მის გუნდს. იმედი გვაქვს მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური, საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება თითოეული ღონისძიება, რაც საბოლოო ჯამში ძალიან გამოადგება HR საზოგადოებას და მთლიანად საქმიან სფეროს.” – აღნიშნა TBC დაზღვევის დირექტორმა ნინო გაჩეჩილაძემ.
დელეგატების ნაწილმა, ღონისძიების ორგანიზაციული მხარე დადებითად შეაფასა, თუმცა მინუსებზეც ისაუბრა.
“მიუხედავად მცირე ხარვეზისა, ძალიან კარგი იყო, ამასთან წლიდან წლამდე საგრძნობია თქვენი და თქვენი ღონისძიების პროგრესი, საქმე რომელსაც აკეთებთ დიდებულია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სწორი ორგანიზაციული კულტურის განვითარებაში.” – ნინო ეფხოშვილი.
“ტრადიცია გრძელდება, რომელიც მნიშვნელივან როლს თამაშობს ამ სფეროს განვითარებაში. ამ პანდემიის ჟამს ამდენი ნაცნობი და ახლიბელი ადამიანის ნახვა იყო ერთი სიამოვნება, ამიტომ ვფიქრობ რომ 31 მაისი შედგა.” – ნინო ფეიქრიშვილი, Self.Ge – ის დამფუძნებელი.
“ეს დღე ნამდვილად გვჭირდება. მით უმეტეს წელს – მთელი წელი ჩაკეტილი ცხოვრების მერე ამდენი ადამიანი შევხვდით სასიამოვნო გარემოში და პროფესიული სიახლეები გავაზიარეთ. მადლობა თქვენ. მე ვისიამოვნე.” – დეა ჩხაიძე.
“მეორე წელია რაც შემოგიერთდით და ერთი სიამოვნებაა ეს დღე ჩემთვის. გარდა ამისა, ძალიან საჭიროა კარიერული განვითარებისთვის.” – ია კაპანაძე.
“ეს დღე ნამდვილად გვჭირდებოდა ყველას. მადლობა თქვენ იმისათვის რომ მოგვეცით შესაძლებლობა რომ შევხვედროდით ერთმანეთს და უამრავი საინტერესო აქტივობის მონაწილე ვყოფილიყავით თუ ძალიან საინტერესო და კარგი სფიჩებისთვის მოგვესმინა. ჩემთვის სამიტზე სპიკერობის გამოცდილება განსაკუთრებულია.” – სალომე კვახაძე.
მაღალი ჩართულობით წარიმართა ვორქშოპებიც.
“პალიტრა მედია ჰოლდინგის შიდა კომუნიკაციების მენეჯერი, მარიამ ზუმბაძე: “კომპანიამ HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს წელსაც ბევრი სიურპიზს გაუკეთა. პალიტრის დასასვენებელ სივრცეში დელეგატებმა დაისვენეს, გაეცნენ და წაიკითხეს ბიზნეს ლიტერატურა, მიიღეს გათამაშებაში მონაწილეობა და გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტო. Networking ოთახში კი მონაწილეებმა მეგობრულ გარემოში გაიცნეს ერთმანეთი, შეაჯერეს გამოცდილება და მოსაზრებები, აღმოაჩინეს ახალი შესაძლებლობები და დაიმუხტნენ დადებითი ემოციებით. იყო გათამაშებები და საჩუქრები პალიტრასგან”.
“2021 წლის HR ბიზნეს სამიტზე კომპანია „ნიკორა ტრეიდი“ განსხვავებული ფორმატით წარსდგა და HR პროფესიონალებს „ნიკორა არტ-სივრცეში“ უმასპინძლა, სადაც მათ არამარტო განტვირთვის შესაძლებლობა მიეცათ, არამედ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ თერაპიული შედეგი – აღედგინათ ენერგია და შინაგანი ბალანსი. სამიტის ფარგლებში, ჩვენი მიზანი გახდა ჩვენ კოლეგებსა და HR სფეროში დასაქმებულთათვის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა. გადავწყვიტეთ, შეგვეთავაზებინა მათთვის განსხვავებული პროგრამა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა „ნიკორა არტ-სივრცე“, პროგრამით ,,არტ-თერაპია პროფესიონალებისათვის“, ამისათვის გამოყენებული იქნა მანდალა-თერაპია და მანდალები, როგორც დაკავშირებულობისა (ნეთვორქინგის) და ერთიანობის სიმბოლო.
მონაწილეთა უკუკავშირის საფუძველზე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ „ნიკორა ტრეიდის“ არტ-სივრცემ, სამიტის ფარგლებში, საკმაოდ დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, რასაც ვორქშოფზე მონაწილეთა დიდი რაოდენობაც მეტყველებს.
“ნიკორა არტ-სივრცის” სტუმრებს კომპანიისაგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო გათამაშების ფარგლებში განხორციელდა ორი იღბლიანი დელეგატის გამოვლენა. გამარჯვებულებს კომპანის „ნიკორა ტრეიდის“ მხრიდან გადაეცა საჩუქრად: წინანდლის მამულში, უქმეების გასატარებლად, სასტუმროს ვაუჩერები.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს HR ბიზნეს სამიტი 2021 – ის ორგანიზებისა და რა თქმა უნდა, მეგობრობისთვის.” – თათია ბაკაშვილი, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
“სამიტის მონაწილეებისაგან შემდგარი მიკრო-ჯგუფებში ქოუჩინგური მუშაობის შედეგად გამოვალინეთ როგორ უნდა გავზარდოთ საქმიანობის ეფექტიანობა და ვუპასუხოთ ახალ HR გამოწვევებს ახალი ქცევებით, უნარებითა და შესაძლებლობებით.” – ნინო ბერუაშვილი, ICF საქართველო .
“აჭარაბეთი ვორქშოპზე სახელწოდებით ,,როგორია შენი კორპორატიული ავატარი?“ დელეგატებს კომპანიის კულტურისა და ღირებულებების კვლევის მნიშვნელობასა და მის გუნდში გავრცელებაზე ვესაუბრეთ” – ანი გოცირიძე, HRდეპარტამენტის ხელმძღვანელი.
My Gallery – ნიკა ჯაფარიძის ხატვის მასტერკლასზე შეიქმნა ბევრი დასამახსოვრებელი და საინტერესო ნამუშევარი.
სპიკერების გამოსვლების ნახვა ჩვენს Youtube არხზე შეგიძლიათ.
HR ბიზნეს სამიტი Signify.ge – ის მხარდაჭერით და თიბისი დაზღვევის პარტნიორობით ჩატარდა.
ვერცხლის სპონსორები: Grant Thornton Georgia King David KD4US Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი ნიკორა სუპერმარკეტი BIA • ბია Hotsale.ge.
ღონისძიების მხადამჭერია ასევე კვლევითი კომპანია ანოვა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი
ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთვარა HR ღონისძიებას!
HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”
HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია”
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. Continue reading “სამსახურს ეძებ?! – “პეპსიკოს” შენთვის ვაკანსიები აქვს”
HR hub აგრძელებს ბლიც ინტერვიუების ჩაწერას სხვადასხვა HR პროფესიონალთან. Continue reading ““ადამიანებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა, უნარების გამოვლენა და ზრდა-განვითარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია” – მარიამ სირბილაძე”
HR სკოლა – ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სკოლა, იწყებს ფუნქციონირებას და აცხადებს მიღებას რამდენიმე მიმართულებაზე.
HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია HR, ტრენერი, ქოუჩი. სატრენინგო საკონსულტაციო კომპანია QBQ სერვის აკადემია-ს დირექტორი და დამფუძნებელი მაკა მჟავანაძე.
თქვენი პროფესია
HR
რატომ HR?
ეს არის პროფესია, რომელიც საშუალებას მაძლევს ადამიანებს ვაპოვნინო ის ფარული რესურსები, რაც თითოეულ მათგანშია.
პირველი სამსახური და ანაზღაურება
პირველი სამსახური HR-ში არ იყო და ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალი მქონდა 200 ლარი.
პირველი სამსახური, როგორც HR მენეჯერი, იყო Privatbank.
ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კარიერის განმავლობაში იყო
როდესაც გონივრულად გავრისკე. ვიცოდი რომ მივდიოდი დაბალ ხელფასზე, ნაკლებად ცნობილ კომპანიაში ბრენდიდან (მონსტრიდან), მაგრამ ჩემი კარიერული განვითარებისთვის ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო.
ის, რაც ,,ქართულ“ HR-ში არ მოგწონს
არ მომწონს ასე ვერ ვიტყვი. ჩემი მეგობრები, ასევე ჩემი კოლეგები, არიან საუკეთესოები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორი აქცენტების დასასმელად. თუმცა ხანდახან გვიწევს რომ დავნებდეთ და ეს არ მომწონს.
კითხვა, რომელსაც გასაუბრებაზე არასდროს დასვამ
ალბათ ერთადერთი – რომელია თქვენი საყვარელი კერძი. დანარჩენი ყველაფერი მიკითხავს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობისას.
რჩევა სამუშაოს მაძიებელს
დაიწყონ. რაღაცით დაიწყონ. ეს ალბათ საკვანძო რჩევაა.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, იმუშაონ საკუთარი უნარების გაძლიერებაზე. მიზანი იქონიონ მყარი.
ქართველი წარმატებული ადამიანი, რომელსაც ყავაზე დაპატიჟებდი და სიამოვნებით გაიცნობდი
უცებ რატომღაც სპორტი გამახსენდა. ბავშვობაში ძალიან მინდოდა ჩოგბურთის თამაში და ახლაც ვთვლი რომ ერთ-ერთი ლამაზი სპორტია. ამიტომ ლეილა მესხი უდავოდ და მეორე ზაზა ფაჩულია. აი ეს ორი ადამიანი.
წარმატების ფორმულა არსებობს?
არსებობს. უდავოდ არსებობს) ოღონდ ყველამ უნდა იპოვოს თავისი.
მე ვმოქმედებ ერთი პრინციპით – „გადადი“ . ძალიან კარგად ხსნის ამ სიტყვის შინაარსს რაიან მერფი ცნობილ ფილმში „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ “attraversiamo”. გადადი და გადაკვეთე.
რისთვის ღირს ცხოვრება?
ყველაფრისთვის, აი ყველაფრისთვის. ეს მარტივად.
ისე, გაცემისთვის, ზრუნვისთვის, სიკეთისთვის …
HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.
თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ – ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.
რას მომცემს HR hub Next?
აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ. 1 თვის განმავლობაში თქვენ გაივლით 10 ონლაინ შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. თვეში რამდენჯერმე უშუალოდ შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. იმუშავებთ პრაქტიკულ დავალებებზე. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ვინ იქნებიან მენტორები?
მენტორების სანახავად გადადით ლინკზე: HR hub Next – ის მენტორები
სად ჩატარდება?
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ნექსთის შეხვედრები გაიმართება ონლაინ.
როგორ დავრეგისტრირდე?
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 3 ივლისამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration
რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?
წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და ონლაინ გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.
როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?
პროექტი დაიწყება 6 ივლისს და დასრულდება 31 ივლისს.
HR hub Next ფასიანია?
პროექტის ღირებულებაა 295 ლარი.
ადგილები შეზღუდულია.
გაინტერესებს რა ხდებოდა HR hub Next-ის წინა სეზონებზე?
HR hub Next-ის მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი
27 ივნისს, 14:00 – 17:00 სთ-ზე, “ნავდარაანთკარში” (საგურამოსთან ახლოს) ღია ცის ქვეშ, HR პიკნიკი გაიმართება.
HR hub – ის ღონისძიების თემაა: “როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლების მოტივაცია კრიზისულ პერიოდში”.
თან იქონიეთ საპიკნიკე პლედი, გიტარა ან ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელზე დაკვრაც შეგიძლიათ. რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ კარგი განწყობის “წამოღება”.
თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ეს არის ღონისძიება, რომელსაც უნდა დაესწროთ, მაშინ გელოდებით. დარეგისტრირდით 25 ივნისამდე: . ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია HR მენეჯერებისთვის. ადგილები შეზღუდულია.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პსპ დაზღვევა პალიტრა მედია ჰოლდინგი ნიკორა სუპერმარკეტი და Grant Thornton Georgia.