რადგან თქვენ ამას კითხულობთ, ესე იგი სამსახურის ძიებაში ხართ და ამავე დროს ტექნიკის სფეროც გაინტერესებთ. დასაქმების შესაძლებლობა აქვეა …
“ტოშიბას” ბრენდ ამბასადორი ვაკნსია აქვს.

რადგან თქვენ ამას კითხულობთ, ესე იგი სამსახურის ძიებაში ხართ და ამავე დროს ტექნიკის სფეროც გაინტერესებთ. დასაქმების შესაძლებლობა აქვეა …
“ტოშიბას” ბრენდ ამბასადორი ვაკნსია აქვს.

HR hub – მა შექმნა კორპორატიული ღონისძიებების ჩასატარებელი სივრცეების, საუკეთესო შეთავაზებების სწრაფად და მარტივად მოძიების ახალი პლატფორმა, ონლაინ კატალოგი HRVanue.ge, რომელიც HR მენეჯერების დროს მნიშვნელოვნად დაზოგავს და მათ საუკეთესო ადგილების მოძიებაში დაეხმარება.
HRVenue.ge – ზე შეგხვდებათ სივრცეების შეთავაზებები:
HR hub საქართველოში HR მენეჯერების უმსხვილესი გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს 3000-მდე HR პროფესიონალს.
HR მენეჯერები ხშირად მოგვმართავენ რეკომენდაციით თუ რომელ სივრცეს ვურჩევდით ტრენინგების, ვორქშოპების, კორპორატიულების, თიმბილდინგების, სამუშაო შეხვედრების ჩასატარებლად. ასევე, უცხოელი თანამშრომლების, პარტნიორების ვიზიტების დროს, რომელ სასტუმროს გავუწევდით რეკომენდაციას. სწორედ აქედან გაგვიჩნდა ამ ონლაინ კატალოგის შექმნის იდეა.
სოციალურ ქსელებშიც ხშირად ვხვდებოდით HR მენეჯერებისა და დირექტორების შემდეგ კითხვებს:
ამ პროექტის შექმნისკენ ჩვენმა გამოცდილებამაც გვიბიძგა. HR hub – ში მუდმივად ვეძებთ ღონისძიებებისთვის ახალ სივრცეებს. მიღებული შეთავაზებები კი ხშირად მეილებში გვეკარგება, მოსაძებნად იხარჯება დრო და ამასობაში შეიძლება ძალიან კარგი შეთავაზება უბრალოდ არ გვახსოვდეს და მხედველობიდან გამოგვრჩეს.
ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ერთ პლატფორმაზე ყველა შეთავაზების ნახვა, ყველასთვის ძალიან კომფორტული იქნება.
HRVenue.ge – ზე თავს მოიყრის ყველა საუკეთესო შეთავაზება და HR მენეჯერებს, რომლებიც ამ მომსახურების ნაწილში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, დავეხმარებით მოკლე დროში საუკეთესო შეთავაზებების მიღებაში, ხოლო სივრცეების პროვაიდერ ორგანიზაციებს მივცემთ შესაძლებლობას უკეთესად გააცნონ HR პროფესიონალებს მუდმივად განახლებადი სპეციალური შეთავაზებები, რადგან არჩევანი გააკეთონ მათზე.
მაშ ასე, თქვენ წინაშეა HR hub – ის ახალი პროდუქტი HRvenue.ge – კორპორატიულად გასაქირავებელი ღონისძიებების სივრცეების ყველა შეთავაზება ერთ პლატფორმაზე. ონლაინ კატალოგი.
მარტივად მოიძიეთ და შეარჩიეთ თქვენი ღონისძიების შესაბამისი სივრცე!
ტელ: 591990107
ელ.ფოსტა: info@hrhub.ge

რა კატეგორიებს მოიცავს კორმანიის პროფილი?
ვწერთ თქვენთვის სასურველ აღწერას, რაც კარგად წარმოაჩენს სივრცეს, მაგალითად:
“Venue” მდებარეობს თბილისის ცენტრში. აქვს შესანიშნავი ხედი. სივრცე აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით.
ვწერთ რატომ უნდა აირჩიონ თქვენი სივრცე.
გაქვთ თუ არაპარკინგი.
აქ კი დავწრთ თქვენი სპეციალური შეთავზების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ განაახლოთ პერიოდულად.
აქ განვათავსებთ თქვენი სივრცეების ფოტოებს.
HRvenue.ge – კორპორატიული ღონისძიებების ჩასატარებელი სივრცეების, საუკეთესო შეთავაზებების სწრაფად და მარტივად მოძიების ახალი პლატფორმა, ონლაინ კატალოგი, რომელიც HR მენეჯერების დროს მნიშვნელოვნად დაზოგავს და მათ საუკეთესო ადგილების მოძიებაში დაეხმარება.
HRVenue.ge – ზე შეგხვდებათ შეთავაზებები:
მოგვწერე info@hrhub.ge და მოითხოვე განთავსდეს თქვენი სასტუმროს, ღონისძიების სივრცეებისს შეთავაზება HRvenue.ge – ზე!

HRBP – HR როგორც ბიზნეს პარტნიორი – HR სკოლის პოპულარული კურსია. ამჟამად მეოთხე ნაკადის მიღება გამოცხადდა.
გაეცანით დეტალებს, დარეგისტრირდით კურსზე და გადადგით ახალი ნაბიჯი თქვენს კარიერაში! Continue reading “HR სკოლის “HR ბიზნეს პარტნიორის” ექსკლუზიურ კურსზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო”

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ოქროს სპონსორია Teamboat. ღონისძიების ვერცხლის სპონსორია apeople/adjarabet.com. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2025 -16 ივნისს ფუნიკულიორზე ჩატარდება”

HR hub–ის ორგანიზებით, 21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118 მე-3 პავილიონი ), 17:00-19:30 სთ-ზე “EXPO JOB – დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “მოდით და იპოვეთ ახალი სამსახური – 21 მაისს 17:00 ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი” ტარდება”

HR hub–ის ორგანიზებით, 21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთელი 118 მე-3 პავილიონი ), 17:00-19:30 სთ-ზე “EXPO JOB – დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “21 მაისს ექსპო ჯორჯიაში “დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა” გაიმართება”

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით ახალი პროფესიული და ბიზნეს კურსები იწყება. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად შრომის ბაზარზე რელევანტურობის შენარჩუნება მუდმივ განვითარებას მოითხოვს.
მუდმივი განვითარებისთვის კი სწავლა და სიახლეების ათვისებაა საჭირო. სწავლა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც იციან და კარგად ესმით, როგორ ცვლის AI სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის ადამიანური კაპიტალის მართვას.
GAIA-ს ინიციატივით სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად შექმნილ AI x HR კურსზე მიღება დაიწყო. კურსი ფარგლებში 4 სალექციო შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც 13 მაისს დაიწყება და 21 მაისს დასრულდება.
კურსზე ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები ისწავლიან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში და AI-ით გამოწვეული ცვლილებების მართვას კომპანიაში და შრომის ბაზარზე.
“ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება შრომითი ბაზარი ხელოვნური ინტელექტის გამო. ამ ცვლილებებს კი ყველაზე მეტად სწორედ HR პროფესიონალები გრძნობენ, რომლებიც ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარებაზე არიან პასუხისმგებელი.
კურსის იდეა ბაზარზე არსებულმა საჭიროებებმა გააჩინა. საქართველოში არსებული კომპანიების უმეტესობას ჯერ არ დაუნერგავს და გამოუცდია AI-ის ხელსაწყოები, მაშინ როცა მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციები სწორედ AI-ის სხვადასხვა HR პროცესში ინტეგრაციით ახერხებენ დროის დაზოგვას, რუტინული პროცესების გაუმჯობესებას და, შედეგად, თანამშრომლების კმაყოფილებასა და პროდუქტიულობაზე უფრო მეტად ზრუნვას.” – გიგი გიორგაძე, ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი
კურსს უძღვებიან პროფესიონალები – მედეა ტაბატაძე, ნათია ქუხილავა და სულხან სახვაძე, რომლებსაც უკვე აქვთ AI ინსტრუმენტების შექმნის ან დანერგვის გამოცდილება და კარგად იცნობენ HR პროცესების სპეციფიკას.
“კურსის მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას AI-ის გამოყენების შესახებ HR-ის სფეროში. ისინი ისწავლიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ყოველდღიური დავალებების ავტომატიზაციისთვის, რაც საშუალებას მისცემს მათ მეტი დრო დაუთმონ სტრატეგიულ ამოცანებს.
კურსი შეეხება სხვადასხვა AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას ტალანტების მოზიდვის, შეფასების და თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით.” – მედეა ტაბატაძე, HR/OD კონსულტანტი და კურსის ლექტორი
“კურსი HR-ებისთვის, მათ პრობლემებზე და ყოველდღიურობაზე ფიქრის საფუძველზე შეიქმნა. ამიტომ, კურსი არ მოითხოვს მონაწილეებისგან რაიმე წინასწარ ტექნიკურ ცოდნას. პროგრამა სპეციალურად შეიქმნა იმგვარად, რომ ტექნიკური ცოდნა ეტაპობრივად და გასაგებად მიეწოდოს მსმენელს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად აითვისოს საჭირო უნარები”- ნათია ქუხილავა, Helio AI-ის CTO და კურსის ლექტორი.
“კვლევები აჩვენებს, რომ AI-ის საშუალებით HR პროფესიონალებს შეუძლიათ 40%-მდე ადმინისტრაციული სამუშაოს ავტომატიზაცია, რაც უზარმაზარი დროისა და რესურსების დაზოგვაა. გარდა ამისა, AI-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება, რაც ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია – სულხან სახვაძე, TBC-ის HR ბიზნეს პარტნიორი და კურსის ლექტორი.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაცია 11 მაისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.aiassociation.ge/ai-hr-course

HR hub–ისა და რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯის ორგანიზებით, 5 სექტემბერს, 15:00 საათიდან – 20:00 საათამდე, Fashion Job Fest ჩატარდება. თბილისი აუთლეტ ვილიჯის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.
მსოფლიოს წამყვანი ბრენდების წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.
მაღაზიის მენეჯერი, ვიზუალური მერჩენდაიზერი, გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე ოპერატორი, Shuttle Attendant, Information Desk Receptionist, მაღაზიის დიასახლისი, ბარისტა, მზარეული და სხვა.
ფესტივალი იწყება 15:00სთ-ზე.
26 სექტემბრიდან, თბილისი აუთლეტ ვილიჯი გახდება ადგილი, სადაც პრემიუმ ბრენდები, განსაკუთრებული ფასდაკლებები და ახალი შოპინგ კულტურა ერთმანეთს შეერწყმება. ესტუმრეთ დასაქმების ფეტსივალს და გამოიყენეთ შესაძლებლობა, გახდეთ ამ დიდი პროექტის ნაწილი.
თბილისი აუთლეტ ვილიჯი შოპინგის ახალი განზომილებაა, რომელიც თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. მასშტაბური პროექტი წარმოადგენს პირველ აუთლეტს რეგიონში – სტილის, კულტურისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის საოცარი ნაზავით.
აუთლეტ ვილიჯის მისიაა შოპინგის გამოცდილების ტრანსფორმაცია და ახალი ცხოვრების წესის დამკვიდრება ქალაქში, ქვეყანასა და რეგიონში.
თბილისი აუთლეტ ვილიჯის განსაკუთრებული დიზაინი თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებთან ერთად, ძველი თბილისის დეტალებით არის გამდიდრებული.
შემოგვიერთდით Fashion Job Fest – ზე და დასაქმდით მოდის ინდუსტრიაში!

HR hub–ის ორგანიზებით, 21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”