შემოგვიერთდით

SafCo – ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია 15+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილების და სფეროს უმაღლესი სერტიფიცირების მქონე პერსონალით.

ჩვენი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH (Institution of Occupational Safety & Health) ლიცენზირებულ პროვაიდერს. ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ შრომის უსაფრთხოების მრავალფეროვან მომსახურებას, რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

ჩვენი მიზანი – ჩვენი მიზანია წარმოვადგინოთ, დავნერგოთ და განვავითაროთ სახელმწიფო კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების დებულებები, დავეხმაროთ ადგილობრივ ბიზნესებს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვაში და განვითარებაში, მაღალი სტანდარტების მიღწევაში და მათ შენარჩუნებაში.
გამოცდილება – საფკოს აქვს ლოკალურ ბაზარზე ოპერირების 5+ წლიანი გამოცდილება.
ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ შრომის უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა სეგმენტში: ტრენინგები, კონსულტაცია, აუდიტი, ექსპერტული დასკვნები.
ჩვენ სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საფკოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარებაში, როგორც მარეგულირებელი ორგანოების კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის შემუშავების მხრივ.
ჩვენი გუნდი – საფკოს გუნდი შედგება შესაბამისი გამოცდილებისა და საერთაშორისო სერტიფიცირების მქონე პირებისგან. ჩვენი კომპანიის ყველა კონსულტანტი, ტრენერი და აუდიტორი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით. საფკოს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორგანიზაციული იერარქია, სადაც ყველა თანამშრომელს აქვს განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა.
ჩვენი პარტნიორები – ჩვენ ვემსახურებით სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მათ შორის: მშენებლობები, საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები, საწყობები, ოფისები, სასტუმროები, რესტორნები, სასწავლო დაწესებულებები და ასე შემდეგ. ჩვენი პარტნიორების ეგიდით, ჩვენ განხორციელებული გვაქვს უამრავი მსხვილი პროექტი. საფკო ყოველთვის ცდილობს, რომ მოერგოს კლიენტის სპეციფიკას, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს.
დიპლომები და სერტიფიკატები – ჩვენ ვფლობთ უმაღლესი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისოდ ავტორიზებულ სერტიფიკატებს, როგორებიც არიან:
National Examination Board in Occupational Safety and Health (NEBOSH), IOSH (institution of Safety and Health), OHSAS 18001; ISO 19011 Lead Auditor; NFPA (National Fire Protection Administration) BOHS (British Occupational Hygiene Society); Control of Work Systems.

გაიგე მეტი მათ შესახებ: FB

შეუკვეთე მომსახურება: 032 283 02 21  info@safco.ge

HR shop – ს მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

29 აგვისტოს, ბათუმში, HR hub-ის ღონისძიება ,,ცხელი თემები HR-ში” გაიმართება

HR hub – ის ორგანიზებით და PSP დაზღვევის მხარდაჭერით, 29 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო გრანდ გლორიაში, ღია სივრცეში, ღონისძიება  ,,ცხელი თემები HR-ში” გაიმართება.   Continue reading “29 აგვისტოს, ბათუმში, HR hub-ის ღონისძიება ,,ცხელი თემები HR-ში” გაიმართება” →

რატომ და როგორ გავხდეთ ფრილანსერი? რჩევები ნებისმიერი პროფესიის ადამიანს

დღევანდელმა რეალობამ გვაჩვენა, რომ პროფესიების უმრავლესობა არც ისეთი სტაბილურია როგორიც გვეგონა და სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეიძლება დავკარგოთ შემოსავლის წყარო.  Continue reading “რატომ და როგორ გავხდეთ ფრილანსერი? რჩევები ნებისმიერი პროფესიის ადამიანს” →

HR ბიზნეს სამიტი 2020-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით და პსპ დაზღვევის მხარდაჭერით, 31 ივლისს, შატო მუხრანში, ღია ცის ქვეშ,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2020 გაიმართება. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2020-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო” →

ნიკორა სუპერმარკეტის “ჩვენი ეზოს” ამბები დაიწყო

HR hub www.HRhub.ge – ზე ახალ რუბრიკას “HR პროექტი” იწყებს, რომლის ფარგლებშიც მთავარ საინფორმაციაო-ანალიტიკურ HR ჟურნალში საინტერესო HR პროექტების შესახებ დაწერს. მიზანი საზოგადოებისთვის საუკეთესო HR პრაქტიკების გაცნობა და გაზიარებაა.

პირველი პროექტი, რომელზეც გვინდა გესაუბროთ ნიკორა სუპერმარკეტის „ჩვენი ეზოა“. პრეზენტაციას ჩვენი გუნდიც დაესწრო და დეტალებს მოგიყვებით.

„ჩვენი ეზო“ ქოშიგორაზე მდებარე  ულამაზესი  საზაფხულო  აგარაკია.  მწვანე  ეზო და  თბილისის გასაოცარი ხედები მას  კიდევ  უფრო მომხიბვლელს  ხდის.  სწორედ ასეთი გარემო დახვდებათ   ზაფხულის განმავლობაში კომპანიის გუნდის  წევრებს.

როგორც  გაგვიმხილეს  იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც 2 თვიანი  დისტანციური მუშაობის შემდეგ  ერთად ყოფნა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ  დაიწყეს  პროექტზე  მუშაობა, რომელიც  ერთ სივრცეში   საინტერესო  აქტივობებს შესთავაზებდა   თანამშრომლებს.

„ჩვენი ეზო“ 1500-ზე მეტ თანამშრომელს მხიარულ, შემეცნებით, სპორტულ, მეგობრებით დატვირთულ ზაფხულს  ჰპირდება.

„ჩვენ ეზოში“ დაიგეგმება:

  • Teambulding- აქტივობები
  • ვორქშოფები
  • სალონური შეხვედრები
  • მასტერკლასები
  • კინო ჩვენებები
  • სპორტული აქტივობები

საზაფხულო აგარაკზე სხვადასხვა აქტივობას  ისეთი  პროფესიონალები გაუძღვებიან  როგორებიც  არიან: ქეთი ჟვანია-ტაისონი, კოტე იანტბელიძე და სხვა…

პროექტის პრეზენტაციაზე შესვლისთანავე ჩვენი მასპინძელი “ნიკორა სუპერმარკეტის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ფეიქრიშვილი დაგვხვდა, რომელმაც დაგვათვალიერებინა ულამაზესი სივრცეები, მოგვიანებით პრეზენტაცია გამართა და თანამშრომლებს დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

პრეზენტაცია ტორტის გაჭრით დასრულდა და „ჩვენი ეზოს“ საზაფხულო თავგადასავლებიც  დაიწყო.

HR ბიზნეს სამიტი 2020-ის სპიკერები და თემები ცნობილია

გახდი წლის მთავარი HR მოვლენის, HR ბიზნეს სამიტი 2020-ის მონაწილე, რომელიც 31 ივლისს, HR hub-ის ორგანიზებით შატო მუხრანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2020-ის სპიკერები და თემები ცნობილია” →

31 ივლისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით და პსპ დაზღვევის მხარდაჭერით, 31 ივლისს, შატო მუხრანში, ღია ცის ქვეშ,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2020 გაიმართება.  Continue reading “31 ივლისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება” →

,,სწორად შერჩეული ადამიანური რესურსი წარმატების გასაღებია” – ნიკოლოზ კვარაცხელია Feedc-ის დამფუძნებელი

Feedc არის ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხალხს მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ გაგაცნობთ მის დამფუძნებელს ნიკოლოზ კვარაცხელიას. ის Skema Business School-ში გლობალ მენეჯმენტის განხრით სწავლობს. ამბობს, რომ ზუსტად სწავლის დროს გაუჩნდა Feedc-ის შექმნის იდეა და გადაწყვიტა აქტიურად დაეწყო ამაზე მუშაობა.

HR hub: ნიკოლოზ საიდან გაგიჩნდა Feedc-ის შექმნის იდეა?

პლატფორმის შექმნის იდეა დამებადა უცხოეთში ცხოვრების დროს, როდესაც საფრანგეთში სასწავლებლად ჩავედი. მივხვდი, რომ არ მქონდა წვდომა იქაურ ინფორმაციაზე. ჩემი სოციალური ქსელების ფიდები სავსე იყო უკვე არსებული მეგობრების პოსტებით, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ და შესაბამისად, საქართველოზე წერდნენ. მე კი მჭირდებოდა მცოდნოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა ჩემს გარშემო – საფრანგეთში.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი ტიპის სოციალური ქსელი და პლატფორმა, ძალიან რთულია გაიგო რა ხდება კონკრეტულად იქ, სადაც იმყოფები იმიტომ, რომ ყველა ამ პლატფორმის ფიდი დაფუძნებულია მეგობრებისა და გამომწერების პოსტებზე. შესაბამისად, იქმნება რაღაც წრე, რომელშიც მუდამ ვტრიალებთ და რომელიც მოგვყვება სადაც არ უნდა წავიდეთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს წრე გარკვეულწილად ზღუდავს ინფორმაციის მიმოსვლას და ქმნის სოციალურ ვაკუუმს.

ზუსტად ამ პრობლემაში დავინახე გამოსავალი, რომ შემექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც ხალხს მიაწვდიდა რეალურ დროსა და ლოკაციაზე დაფუძნებულ ინფორმაციას – და ასე გაჩნდა Feedc-ი.

HR hub: ერთია იდეის მოფიქრება და მეორე განხორციელება. როგორ შეძელით თქვენი იდეისთვის ფრთების შესხმა?

როდესაც Feedc-ის შექმნის იდეა პირველად გამიჩნდა, ბევრს ვფიქრობდი რა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო იმისთვის, რომ ხარისხიანი და საინტერესო პროდუქტი შემექმნა. საბედნიეროდ, ჩემმა უნივერსიტეტმა მომცა იმის საშუალება, რომ ხშირი და ახლო კონტაქტი მქონოდა პროფესორებთან ბიზნესის ყველა სფეროში. მათი რჩევებითა და დაკვალიანებით მომეცა საშუალება, აბსტრაქტული იდეა სრულყოფილ სტრატეგიად მექცია. როდესაც მივაღწიე იმ ეტაპს, რომ ჩემი გეგმით კმაყოფილი ვიყავი, დავიწყე გუნდის შეკრება, რათა იდეა სისრულეში მომეყვანა. მიზნად დავისახე შემეკრიბა მოტივირებული ინოვატორების გუნდი, რომლებსაც ამ იდეის ჩემსავით სწამდათ. მივიჩნევ, რომ სწორად შერჩეული ადამიანური რესურსი წარმატების გასაღებია.

HR hub: გუნდის შესახებ რას გვეტყვით, რამდენი ადამიანი მუშაობს დღეს Feedc-ის განვითარებაზე?

დღეს Feedc-ს უკვე 50-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი გუნდი შედგება უმაღლესი კვალიფიკაციების მქონე პროფესიონალებისგან, რომლებიც Feedc-ში მოსვლამდე მუშაობდნენ დიდ კორპორაციებში, როგორებიც არის Microsoft, Apple, TBC Bank და Bank of Georgia.

ჩვენი სათავო ოფისი დაფუძნებულია თბილისში, სადაც მუშაობს ჩვენი დიზაინის გუნდი და დეველოპმენტის გუნდის დიდი ნაწილი. გარდა ამისა, ოფისი გვაქვს უკრაინაშიც, საიდანაც ჩვენი თანამშრომლების მეორე ნაწილი მართავს ოპერაციებს.

HR hub: ვისთვის არის განკუთვნილი ეს სოციალური ქსელი?

პირველ რიგში Feedc არის ლოკაციაზე დაფუძნებული მედია პლატფორმა. მინდა ამას განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რადგან ბევრი სოციალურ ქსელად მიიჩნევს. განკუთვნილი კი არის ყველასთვის ვინც დაინტერესებულია რა ხდება იქ, სადაც იმყოფება. მაგალითად, მე თუ ვიმყოფები თბილისში და მაინტერესებს რა ხდება ჩემ გარშემო თუნდაც კონკრეტულ ქუჩაზე, Feedc-ი მაძლევს საშუალებას ყველაზე სწრაფად და მარტივად მოვიძიო საჭირო ინფორმაცია. ანალოგიურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, Feedc-ის მეშვეობით შემიძლია პასუხი გავცე კითხვას: „რა ხდება ჩემ გარშემო?“

HR hub: რა განაპირობებს პოსტის ნახვების რაოდენობას?

პოსტზე ნახვები თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია პოსტის ხარისხსა და შინაარსზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოსტი იყოს კონცეპტუალურად საინტერესო გარშემო მყოფი ხალხისთვის. პლატფორმის მთავარი არსი და მიზანი არის ის, რომ ხალხს მისცეს აზრის თანაბრად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა და არ იყოს გამომწერების რაოდენობაზე დაფუძნებული.

HR hub: რამდენად საინტერესოა ბიზნეს კომპანიებისთვის ფიდსის გამოყენება და ზოგადად, კორპორატიულ სეგმენტზე თუ მუშაობთ?

კორპორატიულ სეგმენტზე ცალკე გუნდის ჩამოყალიბება ახლა დავიწყეთ. ეს გუნდი მუშაობს ბიზნესებისთვის სხვადასხვა საინტერესო პროდუქტის შექმნაზე. სარეკლამო ბიზნესები მისცემს ხალხს საშუალებას Feedc-ზე განათავსონ სხვადასხვა ტიპის რეკლამა.

ყველაზე უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც Feedc-ი ბიზნესებს თავაზობს არის ლოკალური თარგეთინგი. თუ კონკრეტულ კომპანიას სურს რომ კონკრეტულ ადგილზე მცხოვრებ ხალხს ხმა მიაწვდინოს, Feedc-ი არის იდეალური პლატფორმა ამისთვის.

HR hub: მომავალში რა გეგმები გაქვთ?

ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა თანდათან იზრდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ და ზუსტად იმ ქვეყნების ბაზარზე ვაპირებთ გასვლას, საიდანაც ძალიან დიდი ინტერესია ჩვენი პროდუქტის მიმართ.

იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი რესურსი არ დაგვიხარჯავს სხვა ქვეყნებიდან მომხმარებლის მოზიდვაზე, ამის ფონზე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ ამაში უფრო მეტი რესურსი ჩავდოთ და განვვითარდეთ ამ მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი სამომავლო გეგმა.

რა უნდა ვიცოდეთ მამების დეკრეტული შვებულების შესახებ?!

ალბათ ერთხელ მაინც მოგიკრავთ ყური მამების დეკრეტული შვებულების შესახებ. Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ მამების დეკრეტული შვებულების შესახებ?!” →

არ არსებობენ ჩვეულებრივი თანამშრომლები, ჩვენ ყველა გმირები ვართ!

14 ივნისს ვარკეთილში მომხდარი ხანძრის შესახებ ინფორმაცია ყველა თქვენგანს გაქვთ, თუმცა არ იცით ,,ლუკოილის” თანამშრომლის გმირობის ამბავი, რომელზეც ახლა მოგიყვებით. Continue reading “არ არსებობენ ჩვეულებრივი თანამშრომლები, ჩვენ ყველა გმირები ვართ!” →