შემოგვიერთდით

HRjobs.ge – ვაკანსიების განთავსების ახალი პლატფორმა HR hub-სგან

HR hub – ში სიახლეა. ჩვენს ვებ სერვისებს დაემატა www.HRJobs.ge. ეს არის HR მენეჯერებისთვის განკუთვნილი ვაკანსიებისთვის შექმნილი გვერდი. ამიერიდან ისინი მხოლოდ მათთვის საინტერესო განცხადებების ნახვას HR ვაკანსიების მთავარ პლატფორმაზე შეძლებენ. Continue reading “HRjobs.ge – ვაკანსიების განთავსების ახალი პლატფორმა HR hub-სგან” →

,,მხოლოდ საუკეთესო ადამიანები შემოვიკრიბეთ გარშემო, დანარჩენი თავისთავად ხდება”, – გურანდა ხოხობაშვილი

მაშინ როცა, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და კომპანიებიდან თანამშრომლების გაშვება და ხელფასების შემცირება დაიწყო, ,,ბლაუენშტაინ საქართველომ” თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეამცირა. Continue reading “,,მხოლოდ საუკეთესო ადამიანები შემოვიკრიბეთ გარშემო, დანარჩენი თავისთავად ხდება”, – გურანდა ხოხობაშვილი” →

,,ეს არის პროფესია, რომელიც საშუალებას მაძლევს ადამიანებს ვაპოვნინო ის ფარული რესურსები, რაც თითოეულ მათგანშია”, – მაკა მჟავანაძე

HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია HR, ტრენერი, ქოუჩი. სატრენინგო საკონსულტაციო კომპანია QBQ სერვის აკადემია-ს დირექტორი და დამფუძნებელი მაკა მჟავანაძე.

თქვენი პროფესია

HR

რატომ HR?

ეს არის პროფესია, რომელიც საშუალებას მაძლევს ადამიანებს ვაპოვნინო ის ფარული რესურსები, რაც თითოეულ მათგანშია.

პირველი სამსახური და ანაზღაურება

პირველი სამსახური HR-ში არ იყო და ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალი მქონდა 200 ლარი.

პირველი  სამსახური, როგორც HR მენეჯერი,  იყო Privatbank.

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კარიერის განმავლობაში იყო

როდესაც გონივრულად გავრისკე. ვიცოდი რომ მივდიოდი დაბალ ხელფასზე, ნაკლებად ცნობილ კომპანიაში ბრენდიდან (მონსტრიდან), მაგრამ ჩემი კარიერული განვითარებისთვის ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო.

ის, რაც ,,ქართულ“ HR-ში არ მოგწონს

არ მომწონს ასე ვერ ვიტყვი. ჩემი მეგობრები, ასევე ჩემი კოლეგები, არიან საუკეთესოები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორი აქცენტების დასასმელად. თუმცა ხანდახან გვიწევს რომ დავნებდეთ და ეს არ მომწონს.

კითხვა, რომელსაც გასაუბრებაზე არასდროს დასვამ

ალბათ ერთადერთი – რომელია თქვენი საყვარელი კერძი.  დანარჩენი ყველაფერი მიკითხავს სხვადასხვა  კომპანიაში მუშაობისას.

რჩევა სამუშაოს მაძიებელს

დაიწყონ. რაღაცით დაიწყონ. ეს ალბათ საკვანძო რჩევაა.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, იმუშაონ საკუთარი უნარების გაძლიერებაზე. მიზანი იქონიონ მყარი.

ქართველი წარმატებული ადამიანი, რომელსაც ყავაზე დაპატიჟებდი და სიამოვნებით გაიცნობდი

უცებ რატომღაც სპორტი გამახსენდა. ბავშვობაში ძალიან მინდოდა ჩოგბურთის თამაში და ახლაც ვთვლი რომ ერთ-ერთი ლამაზი სპორტია. ამიტომ ლეილა მესხი უდავოდ და მეორე ზაზა ფაჩულია.  აი ეს ორი ადამიანი.

წარმატების ფორმულა არსებობს?

არსებობს.  უდავოდ არსებობს)   ოღონდ ყველამ უნდა იპოვოს თავისი.

მე ვმოქმედებ ერთი პრინციპით – „გადადი“ .   ძალიან კარგად ხსნის ამ სიტყვის შინაარსს რაიან მერფი ცნობილ ფილმში „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“    “attraversiamo”. გადადი და გადაკვეთე.

რისთვის ღირს ცხოვრება?

ყველაფრისთვის, აი ყველაფრისთვის. ეს მარტივად.

 ისე, გაცემისთვის, ზრუნვისთვის, სიკეთისთვის …

19 სექტემბერს HR hub Coaching Party გაიმართება

HR hub– ის ორგანიზებით და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 19 სექტემბერს, 17:00-21:00, Sevsamora Resort & Spa-ში (მის: საგურამო, სევსამორას ქუჩა N1), ღია სივრცეში, ახალი სეზონის პირველი ღონისძიება გაიმართება.

თუ გაინტერესებთ როგორ დანერგოთ და გამოიყენოთ ქოუჩინგი კომპანიაში (რა გამოწვევებს შეხვდებით და როგორ დაძლიოთ ისინი), რა სარგებელს მოგიტანთ ეს პროცესი, როგორ შეიძლება HR-ის ტრანსფორმაცია ქოუჩად და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ გუნდურ ქოუჩინგში, გელოდებით HR-Ceo Coaching Party-ზე.

სპეციალურად ამ დღისთვის საინტერესო სპიკერებსა და თემებს შემოგთავაზებთ:

  • ეკატერინე ბაბუნაშვილი – ICF (ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობა) პრეზიდენტი;

თემა: ICF ქოუჩინგის ოქროს სტანდარტი – მეცნიერება და პრაქტიკა

  • რუსუდან სანიკიძე – ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტი – ქოუჩი;

თემა: ქოუჩინგი, როგორც ტრანსფორმაციის ინსტრუმენტი

  • დეა ჩხაიძე – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის CHRO, ლიდერობის განვითარების ქოუჩი;

თემა: ლიდერობის განვითარება და ქოუჩინგის პრაქტიკა ორგანიზაციაში

  • ნინო ბერუაშვილი – ICF საქართველოს ბორდის წევრი, ეროვნული ბანკის HR სამსახურის უფროსი.

თემა: ქოუჩინგი: კარიერული ცისარტყელა HR-ებისთვის

სპიკერების გამოსვლების შემდეგ გაიმართება გუნდური ქოუჩინგ სესიები.

ეს ყველაფერი კი Sevsamora Resort & Spa – ს მრავალფეროვან სივრცეებში ჩატარდება.

ღონისძების ჩატარების მიზანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, მსჯელობა საინტერესო მიდგომებსა და გამოწვევებზე HR სფეროში.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

თუ მაგ. კვირას დასვენებას გადაწყვეტთ, ამაზეც ვიზრუნეთ და Sevsamora Resort & Spa ღონისძიების მონაწილეებს სპეციალურ ფასებს გთავაზობთ ოთახებში განთავსებაზე (ფასდაკლებებით ისარგებლებთ მაშინ, როცა ისურვებთ):

  • ორადგილიანი განთავსება სასტუმროს ოთახში – 195 ლარი. ფასი მოიცავს საუზმეს და დღგ-ს 2 პერსონაზე, ასევე ღია აუზით სარგებლობას.
  • ვილა – 1,800 ლარი. ფასი მოიცავს 12 სტუმრის განთავსებას ორადგილიან ოთახებში საუზმის და დღგ-ს ჩათვლით. ვილას გააჩნია საკუთარი აუზი და ტერასები.
  • სპა პროცედურებზე გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას.

დასაჯავშნად დაუკავშირდით: 032 280 15 15

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 700-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  პსპ დაზღვევა – PSP Insurance Grant Thornton Georgia  Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი BIA • ბია  Hotsale.ge 

ანდრო დგებუაძე “ორიენტ ლოჯიკის” დირექტორთა საბჭოს მრჩეველი გახდა

დღეიდან ანდრო დგებუაძე “ორიენტ ლოჯიკის” დირექტორთა საბჭოს მრჩეველი იქნება.

Continue reading “ანდრო დგებუაძე “ორიენტ ლოჯიკის” დირექტორთა საბჭოს მრჩეველი გახდა” →

HR hub Next და STREAM თანამშრომლობას იწყებენ

STREAM და HR hub ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია კვლევითი პროექტების საშუალებით, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ კომპანიებს ადამიანური კაპიტალზე ზრუნვისა და განვითარების სისტემების ეფექტიანობის გაზრდაში.  Continue reading “HR hub Next და STREAM თანამშრომლობას იწყებენ” →

რას გულისხმობს პროგრამა “იმუშავე საქართველოდან”?

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” წინადადებას, “იმუშავე საქართველოდან” დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. Continue reading “რას გულისხმობს პროგრამა “იმუშავე საქართველოდან”?” →

5 ნიშანი, რომ სამსახურის შეცვლა არ ღირს

დღევანდელ შრომის ბაზარზე მუდამ მზად უნდა იყოთ კარირერული ცვლიბებებისთვის. რიგ შემთხვევებში ცვლილება მოიცავს რადიკალურ ნაბიჯებს ოცნებების ასასრულებლად, ან პატარ-პატარა ქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კარიერულ განვითარებაში.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა ცვლილება ამართლებს. საშუალოდ, ადამიანი თავისი კარიერის განმავლობაში 12-ჯერ იცვლის სამსახურს – მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას არ მოჰყვება პროფესიული წარმატება.

რა თქმა უნდა, ცვლილებების უმეტესობა პოზიტიურია და ვიღებთ იმ შედეგებს, რა მიზნითაც გადავედით სხვა სამსახურში – იქნება ეს უკეთესი ხელფასი, საინტერესო პროექტები, კარიერული განვითარების შესაძლებლობა თუ ასე შემდეგ, მაგრამ მთავარია ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება იყოს გააზრებული ნაბიჯი და არ ვიმოქმედოთ იმპულსურად.

გთავაზობთ ხუთ ფაქტორს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არ უნდა შეიცვალოთ სამსახური:

  1. პირად ცხოვრებაში გაქვთ ბევრი ცვლილება და თავს გრძნობთ გადატვირთულად

გარდა სამსახურისა, შეიძლება ბევრი ცვლილება გქონდეთ პირად ცხოვრებაში, რაც გავლენას ახდენს თქვენს სამუშაოზეც და ფიქრობთ რომ ზედმეტად იტვირთებით და დროა ახალი სამსახური მოძებნოთ. ამ დროს მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გამიჯნოთ სტრესის გამომწვევი მიზეზები – პირადი ცხოვრება და კარიერა. გაანალაზიოთ რა ფაქტორები მოქმედებენ თქვენს გადატვირთულობაზე.

1960 წელს, ფსიქიატრებმა ტომას ჰოლმსმა და რიჩარდ რეიჰმა შეადგინეს სტრესის გამომწვევი შკალა, რომ გაეზომათ თუ რა ცხოვრებისეული ფაქტორები იწვევდა სტრესს. შკალაზე გარდა პირადი ფაქტორებისა, დასახელებული იყო ბევრი გარემოება, მათ შორის კარიერული სტრესის ფაქტორები, თუმცა, მონაცემებმა ცხადჰყო რომ, ყველაზე ხშირად სტრესის გამომწვევი მიზეზები იყო პირადი ცხოვრებიდან გამოწვეული, რაც ზეგავლენას ახდენდა და ვრცელდებოდა სამსახურეობრივ საქმიანობაზეც და შესაბამისად კარიერაზე. ეს კვლევა რამდენად რელევანტურია დღევანდელ სამყაროში, სადავოა, თუმცა ფაქტია – სტრესის გამომწვები მიზეზები იგივე შეიძლება იყოს, ხოლო სამსახურში არსებული სირთულეების სიმძაფრე, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მთავარია გამიჯნოთ მათი გამოწვევის მიზეზები და იმოქმედოთ რაციონალურად.

„გახსოვდეთ, რომ პირად ცხოვრებაში არსებული სირთულეების დროს, უკეთესია კარიერაში სტაბილურობა შეინარჩუნოთ!“

  1. თქვენს გადაწყვეტილებას განაპირობებს მხოლოდ ერთი მიზეზი

მაგალითად, შეიძლება სამსახურში გქონდეს ისეთი პრობლემა, რომელიც ყოველდღიურად გიქმნით დისკომფორტს და ბევრი სხვა დადებითი ფაქტორის მიუხედავად, დისკომფორტი იმხელა გქონდეთ რომ სამსახურის შეცვლაზე ფიქრობდეთ. ამ დროს კარგი იქნება ჩამოწეროთ თქვენი საქმის დადებითი და უარყოფითი მხარეები და კარგად გაანალიზოთ ისინი. უმნიშვნელო, პრობლემის შემთხვევაში, უმჯობესი იქნება მის გამოსწორებაზე იფიქროთ, ვიდრე სამსახურის შეცვლაზე.

„მხოლოდ ერთი პრობლემის გამო, რადიკალური ცვლილებების მიღება გამართლებული არ არის!“

  1. სამსახურში ცუდი დღე ან ცუდი კვირა გაქვთ

მაშინაც კი, თუ თქვენი სამსახური ძალიან გიყვართ, შეუძლებელია ყოველდღე მოგწონდეთ თქვენი საქმე. ყველას აქვს რთული და სტრესული დღეები, თუმცა სანამ ახალი სამსახურის მოძებნას გადაწყვეტთ, დაფიქრდით თქვენი პრობლემები დროებითია თუ მუდმივი.

მაგალითად, შეიძლება თქვენი მიმდინარე პროექტი არ მოგწონდეთ, თუმცა ამ უკანასკნელის დასრულების შემდეგ უკეთესი პროექტი გქონდეთ შესასრულებელი. ან, თქვენს თანამშრომლეთან გაქვთ კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც ძალიან მარტივი შეიძლება იყოს და არ საჭიროებდეს სამსახურის ცვლილებას, არამედ უბრალოდ გუნდში იყოს ცვლილებები განსახორციელებელი.

„ცუდი უფროსის შემთხვევაშიც კი არ არის განაჩენი საბოლოო. თუ ორგანიზაციაში არსებობს მენეჯმენტის ცვლილებების კულტურა, უბრალოდ დაელოდეთ მას, ან მოითხოვეთ როტაცია!“

  1. სამსახურის ცვლილების მიზეზი მხოლოდ ანაზღაურებაა

უმეტეს კომპანიებში სახელფასო ზრდის ცვლილება 3%-ია, შესაბამისად გასაკვირი არ არის რომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბევრი დასაქმებული ფიქრობს უკეთეს ანაზღაურებაზე მუშაობას. მაგრამ, თუ სამსახურს მხოლოდ ხელფასის გამო იცვლით, შეიძლება ბევრად უარეს პირობებში აღმოჩნდეთ ვიდრე ახლა ხართ.

როგორ შეიძლება აღმოჩნდეს უკეთესი ხელფასი უარესი? კარგად შეისწავლეთ გარდა ფინანსური პირობებისა, სხვა რა ბენეფიტებს გთავაზობენ ახალ პოზიციაზე. შესაძლებელია თქვენი ხარჯები ისე გაიზარდოს რომ აღარ გიღირდეთ ხელფასებს შორის სხვაობა. გაარკვიეთ დაზღვევისა და ბონუსების სისტემა, დამატებითი პირობები – როგორიცაა კვება, მგზავრობა, ფიტნესი და ასე შემდეგ.

„ანაზღაურება კარგი მიზეზია ცვლილებისთვის, მაგრამ ის არ უნდა იყოს ერთადერთი!“

  1. სხვების წარმატებით გამოწვეული ცვლილების სურვილი

ჩვენ ვცხოვრობთ ინსტაგრამის ხანაში, რაც იმას გულისხმობს რომ ადვილად ვექცევით სხვების ზეგავლენის ქვეშ, სოციალურ ქსელებში ვიღებთ უამრავ ინფორმაციას სხვების წარმატების შესახებ და მუდამ მათთან შედარების რეჟიმში ვართ, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაბნეულობასა და თვითშეფასების დაქვეითებას. თუმცა მათი წარმატებებისა თუ მიღწევების უკან, რამდენი მარცხი და წარუმატებლობა შეიძლება იყოს, ამას არავინ არ გვაჩვენებს.

„გახსოვდეთ, რომ თქვენი კარიერა მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. არ უნდა შეადაროთ ის სხვებისას, დასახეთ თქვენი პროფესიული განვითარების გეგმა და მიჰყევით მას!“

და ბოლოს, მუდამ გახსოვდეთ „როდესაც თანხმდები იმაზე ნაკლებს რასაც იმსახურებ, ღებულობ იმაზე ნაკლებს, რასაც დათანხმდი.“

ავტორი: ომო ტერტერაშვილი

HR hub Next-ის მერვე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მერვე ნაკადის მიღება გამოცხადდა” →

HR hub Next-ის მერვე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მერვე ნაკადის მენტორები ცნობილია” →