შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეშვიდე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ –  ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ.  1 თვის განმავლობაში თქვენ გაივლით 10 ონლაინ შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. თვეში რამდენჯერმე უშუალოდ შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. იმუშავებთ პრაქტიკულ დავალებებზე. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ვინ იქნებიან მენტორები?

მენტორების სანახავად გადადით ლინკზე: HR hub Next – ის მენტორები

სად ჩატარდება?

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ნექსთის შეხვედრები გაიმართება ონლაინ.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 3 ივლისამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration

რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?

წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და ონლაინ გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.

როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?

პროექტი დაიწყება 6 ივლისს  და დასრულდება  31 ივლისს.

HR hub Next ფასიანია?

პროექტის ღირებულებაა 295 ლარი.

ადგილები შეზღუდულია.

გაინტერესებს რა ხდებოდა HR hub Next-ის წინა სეზონებზე?

  • პირველი ნაკადის დახურვისა და მეორე ნაკადის მიღების ღონისძიება: http://bit.do/eRfJ5
  • შეგირდებისა და მენტორების სამუშაო შეხვედრები:

HR hub Next-ის მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი

HR hub Next-ის მეშვიდე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მეშვიდე ნაკადის მენტორები ცნობილია” →

ტყუპების მიერ წამოწყებული ბიზნესი

სულ რამდენიმე თვეა რაც Medellin Bar-მა ძველ თბილისში დაიდო ბინა. მისი დამფუძნებლები ტყუპები თორნიკე და გიორგი ჭიჭინაძეები არიან. ბარში ამ ეტაპზე 4 ადამიანია დასაქმებული. სამწუხაროდ ბარის გახსნიდან რამდენიმე ხანში კარანტინი გამოცხადდა. გთავაზობთ ინტერვიუს ბარის ახალგაზრდა მფლობელებთან.

HR hub: თონრიკე მოგვიყევით ,,მედელინამდე“ რას საქმიანობდით?

2017 წელს დავამთავრეთ კავკასიის უნივერსიტეტი, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყეთ – მე, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და დღემდე ვმუშაობ, ხოლო ჩემმა ძმამ გიორგიმ Hard Rock Café Tbilisi – ის შესყიდვების მენეჯერად, რომელიც ამავე დროს არის ფინანსური მომსახურების კომპანია „დილიჯენსის„ თანადამფუძვნებელი..

HR hub: საიდან გაჩნდა ,,მედელინ ბარის“ გახსნის იდეა?

ზოგადად ბარის გახსნის იდეა ადრეული, სტუდენტური ასაკიდან გაჩნდა და ამის შემდეგ მუდმივად გვქონდა სურვილი ამ კუთხით რაიმეს გაკეთების, თუმცა იყო სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც ამას ვერ ვახერხებდით. უშუალოდ მედელინს რაც შეეხება, ეს იდეა გიორგის ეკუთვნის. იმდენად ბევრი გვქონდა ამ საკითხზე ნაფიქრი, რომ იდეის გაჩენიდან ძალიან სწრაფადვე მე, ჩემმა ძმამ და ჩვენმა მეგობარმა, მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები და სულ რამოდენიმე კვირაში გავხსენით ბარი.

HR hub: ძმებს როგორ გაქვთ ფუნქციები გადანაწილებული?

ბარის მენეჯმენტში ორივე აქტიურად ვართ ჩართული. თუმცა გვაქვს განსხვავებული ფუნქციები და პასუხისმგებლობები. გიორგი ბარის ფინანსურ ნაწილს და შესყიდვებს კურირებს, ხოლო მე მარკეტინგული საკითხებით ვარ დაკავებული..

HR hub: რამდენად ეთანხმებით ერთამანეთის იდეებს?

ვფიქრობთ, არ არსებობს ორი ადამიანი, თუნდაც ტყუპები, რომლებსაც ერთ კონკრეტულ საკითხზე აბსოლუტურად იდენტური შეხედულება და აზრი გააჩნიათ, რა თქმა უნდა ჩვენც გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ბარის ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ ერთმანეთის საუკეთესო იდეების შეჯერებასა და მათ განხორციელებას.

HR hub: რით არის გამორჩეული ეს ადგილი?

ბარი მედელინი მდებარეობს ძველი თბილისის პირდაპირ ცენტრში (სოლოლაკი, ბეთლემის აღმართი #2), სადაც უამრავი კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობების და ულამაზესი ხედების ფონზე, ჩვენი ბარის გემოვნებიანი მუსიკის ჰანგები ჟღერს, რაც ამ ადგილს ერთიორად მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. რაც შეეხება თვითონ ბარის კონცეფციას, ვცდილობთ, რომ საინტერესო ინტერიერის, უგემრიელესი კერძებისა და სასმელების, უამრავი გასართობი საშუალების (სამაგიდო თამაშების, კარგი მუსიკის და სხვა ბევრი საინტერესო აქტივობის), მისაღები ფასებისა და პოზიტიური პერსონალის მეშვეობით, ტიპიური კარგი ბარის ფუნდამენტიც არ დავკარგოთ და რაღაც განსხვავებული – ახალიც შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს. ერთი სიტყვით ეს არის იდეალური ადგილი განტვირთვის, ურთიერთობებისა და გართობისთვის.

HR hub: ბიზნესის კუთხით რა გასწავლათ კორონავირუსმა?

ბიზნესში არსებობს სიტუაციები, როდესაც შეიძლება არაპროგნოზირებადი გარემო ფაქტორების გამო, რადიკალურად განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდე, სადაც ბაზარზე პოზიციონირებისთვის არასტანდარტული მეთოდების განსაზღვრაა აუცილებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია გვქონდეს მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანი, რაც საშუალებას მოგვცემს არსებულ სიტუაციაზე მოსარგებად შევიმუშაოთ გეგმა -B და გეგმა C-ც თუ საჭირო გახდა, რომელიც თავის მხრივ საწყის ეტაპზე დაგეგმილი უკუგების მიღებას უზრუნველყოფს.

,,ჩვენი მიზანი პროდუქტის შექმნისას იყო ყველა იმ რისკის გაერთიანება, რომელიც დღეს აქტუალურია” – ქეთევან მაღალაშვილი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბიზნესკომპანიებს დასაქმებულთა დაზღვევას სთავაზობს, რომლითაც COVID-19-იც იფარება. ეს პროდუქტი კორპორატიული ბაზრისთვის შეიქმნა და გულისხმობს დასაქმებულთათვის ისეთი დაზღვევის შეთავაზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფინანსური დაცულობის განცდას.

პროდუქტის შესახებ ვესაუბრეთ ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ქეთევან მაღალაშვილს.

HR hub: ქეთი რატომ გადაწყვიტეთ ახალი პროდუქტის ,,დასაქმებულთა დაზღვევის“ შექმნა?

 ჩვენი მიზანი ამ პროდუქტის შექმნისას იყო ყველა იმ რისკის გაერთიანება, რომელიც დღეს აქტუალურია.

დასაქმებულთა დაზღვევა აერთიანებს როგორც სიცოცხლის დაზღვევას, ისე კრიტიკული დაავადებების დაზღვევას და, ამასთან ერთად, შრომისუნარიანობის შეზღუდვის დაზღვევას. პროდუქტში ყველა ის მოულოდნელი ვითარებაა გათვალისწინებული, რომლის დადგომაც გარდა არამატერიალურისა, მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული. 

HR hub: რას მოიცავს ახალი სადაზღვევო პაკეტი?

დასაქმებულთა დაზღვევა რამდენიმე პროდუქტის ერთგვარი ნაკრებია და სწორედ ამით არის ეს პროდუქტი უნიკალური, ანუ ერთი მხრივ, რამდენიმე რისკის დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა და მეორე მხრივ, საკმაოდ ხელმისაწვდომია:

  • სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც დასაქმებულის ოჯახის მხარდასაჭერად შექმნილი პროდუქტია – დაზღვევის ეს ნაწილი მოიცავს 15,000-დან 45,000 ლარამდე თანხის ერთჯერადად ანაზღაურებას ოჯახისთვის იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი COVID19-ით, ან რომელიმე სხვა მოულოდნელი მიზეზით გარდაიცვლება;
  • კრიტიკული დაავადებები – 20 სხვადასხვა მძიმე დაავადებით დასნებოვნება – აქ შედის სიმსივნური დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. ეს არის ყველაზე ფართო ჩამონათვალი კრიტიკული დაავადებებისა, რომელსაც ბაზარზე მხოლოდ „ალდაგი“ აზღვევს;
  • შრომისუუნარობა – სიტუაცია, როდესაც უბედური შემთხვევის გამო, შეიძლება ადამიანმა მუშაობა ვეღარ შეძლოს და რომელიც ერთჯერადი თანხით ანაზღაურდება.

HR hub: ვის შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროდუქტით?

ნებისმიერი ზომის და პროფილის ბიზნესკომპანიას შეუძლია დააზღვიოს თანამშრომლები ამ დაზღვევით. შესაძლებელია კომპანიამ მთლიანად თავის თავზე აიღოს ამ დაზღვევის შეძნენა თანამშრომლებისთვის ან დააფინანსოს ნაწილობრივ.

HR hub: რა არის საჭირო, ,,დასაქმებულთა დაზღვევაში“ ჩასართველად?

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მზადაა, ნებისმიერ კომპანიას, სურვილის შემთხვევაში შესთავაზოს დასაქმებულთა დაზღვევის ის პაკეტი, რომელიც მისთვის ხელსაყრელი იქნება.

HR hub: პროდუქტის ღირებულებაზეც რომ გვითხრათ…

საფასო პოლიტიკას რაც შეეხება, საკმაოდ იაფი პროდუქტია. მისი ფასი, ერთეული თანამშრომლის შემთხვევაში, 11 ლარიდან იწყება. ანუ, რეალურად, თუ კომპანიას 20 თანამშრომელი ჰყავს, დასაქმებულთა დაზღვევის ფასი, თვეში, 220 ლარი იქნება.

HR hub: რატომ უნდა ვისარგებლოთ ალდაგის ამ შეთავაზებით?

დასაქმებულთა დაზღვევა რისკების ამ კონკრეტული კომპლექტაციით ბაზრისთვის სიახლეა. რა თქმა უნდა, სადაზღვევო ბაზარი კომპანიებს სთავაზობდა და სთავაზობს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევებს, პასუხისმგებლობის დაზღვევებს და ცალკეულ შემთხვევებში, შრომისუუნარობის დაზღვევასაც, მაგრამ ამ პროდუქტთან მიმართებაში, სიახლე არის იმ რელევანტური რისკების გაერთიანება და დაზღვევა, რომელიც ახლა თანამშრომლებისთვის აქტუალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

27 ივნისს “HR პიკნიკი” გაიმართება

27 ივნისს, 14:00 – 17:00 სთ-ზე, “ნავდარაანთკარში” (საგურამოსთან ახლოს) ღია ცის ქვეშ, HR პიკნიკი გაიმართება.

HR hub – ის ღონისძიების თემაა: “როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლების მოტივაცია კრიზისულ პერიოდში”.

ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა კომუნიკაციისთვის,  დისკუსიისთვის, გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლისთვისა და განტვირთვისთვის.
HR პიკნიკი ჰაბის შეხვედრების განახლებული ფორმატია, რომელიც ოფიციალურ ნაწილთან ერთად, გასართობი ელემენტებით გამოირჩევა და ჩატარდება ულამაზეს მწვანე ბუნებაში.
ასევე, შესაძლებლობა გექნებათ მოილოცოთ წმ.გიორგის ეკლესია და ღვთისმშობლის ნიში, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვთ.
პიკნიკის პირველი სპიკერია: თათია არაბიძე  “ბლაუენშტაინ საქართველოს” დირექტორი.
მეორე სპიკერია: თინათინ მამუჩაძე “გეფას” HR ბიზნეს პარტნიორი.
“ნიკორა სუპერმარკეტის” წარმომადგენლები კი გაგვიზიარებენ გამოცდილებას თემაზე: “2000 გასაუბრება სახლიდან”.
მესამე სპიკერია: ნინო ფეიქრიშვილი “ნიკორა სუპერმარკეტის“: HR დირექტორი.
მეოთხე სპიკერია: ნათია გეწაძე “ნიკორა სუპერმარკეტის” ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი.
www.Hotsale.ge-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ელექტრონული კომერცია. კომპანიის მისიაა მომხმარებელმა მიიღოს რეალური დანაზოგი რაც შეიძლება მარტივად. Hotsale“ HR პიკნიკის“ მონაწილეებს გათამაშებას ჰპირდება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ დასვენება სხვადასხვა სასტუმროში და ასევე თავის მოვლისა და სილამაზის ვაუჩერები.
ღვინის ონლაინ მაღაზია და მედია პორტალი Allwine.ge, “HR პიკნიკის“ ყველა მონაწილეს პერსონალურად და ასევე კომპანიებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, განსაკუთრებულ შეთავაზებებს გადასცემს. შეთავაზებების საშუალებით ონლაინ პლატფორმიდან რჩეული ქართული ღვინოების შეძენას როგორც პირადი სარგებლობის, ასევე კორპორაციული ღონისძიებებისთვის, განსაკუთრებული ფასდაკლებით შეძლებენ.
Translate.ge – ღონისძიებაზე შეკრებილი კომპანიების წარმომადგენლებს გადასცემს სრულიად ინოვაციური სერვისით სარგებლობის კორპორატიულ ვაუჩერებს, რომლის საშუალებითაც, ისინი შეძლებენ, მიიღონ კვალიფიციური თარჯიმნების ონლაინ მომსახურება და თარგმანის ნოტარიულად დამოწმების სერვისი ადგილზე მიტანის კომფორტით. ეს არა მხოლოდ გაუმარტივებს მათ სამუშაო პროცესს, არამედ თანხასთან ერთად დაუზოგავს რესურსებსაც.
დრეს კოდი: მოსახერხებელი და თავისუფალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

თან იქონიეთ საპიკნიკე პლედი, გიტარა ან ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელზე დაკვრაც შეგიძლიათ. რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ კარგი განწყობის “წამოღება”.

თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ეს არის ღონისძიება, რომელსაც უნდა დაესწროთ, მაშინ გელოდებით. დარეგისტრირდით 25 ივნისამდე: . ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია HR მენეჯერებისთვის. ადგილები შეზღუდულია.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პსპ დაზღვევა პალიტრა მედია ჰოლდინგი ნიკორა სუპერმარკეტი და Grant Thornton Georgia.

ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოში • Extreme Rafting In Georgia

ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოში • Extreme Rafting In Georgia – გთავაზობთ ორგანიზებულ და თავგადასავლებით სავსე საჯომარდო ტურების ორგანიზებას ბორჯომის მიმართულებით. Continue reading “ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოში • Extreme Rafting In Georgia” →

ეფექტური HR მენეჯერის 7 დამახასიათებელი თვისება

არნახული სისწრაფით განვითარებად ბიზნეს სამყაროში, HR სფეროს როლი და ფუნქცია კომპანიის საქმიანობაში მუდმივად იცვლება. Continue reading “ეფექტური HR მენეჯერის 7 დამახასიათებელი თვისება” →

PMC ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი

ადამიანური მენეჯმენტის ცენტრი – PMC-ი ორგანიზაციებს ადამიანური და სოციალური კაპიტალის შექმნისა და ეფექტიანი მართვის გზით წარმატების მიღწევაში ეხმარება.

PMC-ის სერვისები დააინტერესებთ იმ კომპანიებსს, რომლებიც კარგად აცნობიერებენ ადამიანური რესურსის მართვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ბიზნესის წარმატებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობისათვის; ასევე, მათ ვინც ინოვაციებსა და განვითარებაზე, ორგანიზაციულ სამრთლიანობაზე, თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების, ჩართულობისა და ერთგულების მაღალ ხარისხზე არიან ორიენტირებულნი.

PMC-ის სისტემურ მიდგომებზე დაფუძნებული HRM სერვისები ორიენტირებულია სამი ძირითადი ამოცანის გადაჭრაზე:

  • სამუშაო მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამისი უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრების შერჩევა;
  • HRM პროცესების ისე წარმართვა, რომ ამაღლდეს თანამშრომელთა მოტივაცია და ორგანიზაციისადმი ერთგულება;
  • ისეთი გარემო პირობების შექმნა, სადაც პერსონალი თავისუფლად შეძლებს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზებას, ამავდროულად, ექნება საკუთარ საქმესთან და ორგანიზაციასთან მიკუთვნებულობის მაღალი ხარისხი.

ამ ამოცანების გადასაწყვეტად PMC-ი ორგანიზაციებს სთავაზობს მრავალფეროვან და კომპლექსურ სერვისებს:

  • HRM აუდიტი, რეკომენდაციების შემუშავება და HRM პროცესების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა
  • ორგანიზაციის სტრუქტურის რედიზაინი, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება
  • პერსონალის შერჩევის პროცესის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა
  • შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავება
  • სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავება
  • ტრენინგი და განვითარება
  • კარიერის დაგეგმვა: კარიერული შეფასება და კონსულტირება
  • საკომპენსაციო სისტემების ანალიზი და სრულყოფა
  • და სხვა

PMC-ის განსაკუთრებული სერვისებია:

  • მრავალდონიანი ორგანიზაციული კვლევები და კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციები;
  • შეფასების ინსტრუმენტების შექმნა / ადაპტაცია დამკვეთისთვის ექსკლუზიური გამოყენების უფლებით.

PMC-ი თავის საქმიანობაში იყენებს თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიას – სანდო, ვალიდურ და საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებულ მეთოდებს.

ახალ, არსებულ რეალობას მორგებული სერვისები:

პოსტპანდემიურ პერიოდში არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი და სისტემური რეაგირებისთვის PMC-ი ორგანიზაციებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას – HRM სისტემის რედიზაინს ანტიკრიზისული მართვისთვის, მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზს;

PMC დაეხმარება კომპანიებს უფრო მომზადებული, ნაკლები დანაკარგით და ახალი შესაძლებლობებით შეხვდნენ პოსტპანდემიურ პერიოდს.

PMC-ი ორგანიზაციებს ასევე სთავაზობს online სერვისებს, მათ შორის, ორგანიზაციულ კვლევებსა და მომხმარებელთა განწყობების თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევებს online რეჟიმში.

ჩვენ შესახებ:

PMC-ი არის პირველი HRM საკონსულტაციო ორგანიზაციაა საქართველოში. ის 2000 წელს დაფუძნდა ფონდ „ევრაზიის“ ხელშეწყობით. PMC-ი პროფესიონალ ფსიქოლოგთა გუნდია, რომელთაც შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში, მათ შორის, HRM-ში, დიდი პრაქტიკული გამოცდილების გარდა, აქვთ სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება.

PMC-ის დამფუძნებელია ია კუტალაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ პროფესორი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

გაიგე მეტი მათ შესახებ: ვებ-გვერდი FB LinkedIn

შეუკვეთე მომსახურება: ტელ: 599936703 info@pmc-consulting.ge

HR shop – ს მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

ვიშოპინგოთ HR-ულად!

დაარეგისტრირეთ კომპანია თქვენც, ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!

ფილიპ მორის საქართველოს ორგანიზაციული ტრანსფორმაცია COVID-19-ის საპასუხოდ

კორონავირუსის პანდემიამ კომპანიებში დააჩქარა ორგანიზაციული ტრანსფორმაციის პროცესი, გამოიწვია თანამშრომლებთან ონლაინ ინტერაქცია და ახალ საოპერაციო მოდელებზე გადასვლა. Continue reading “ფილიპ მორის საქართველოს ორგანიზაციული ტრანსფორმაცია COVID-19-ის საპასუხოდ” →

Bene Exclusive თანამშრომლების უსაფრთხო და დეზინფექცირებული ტრანსპორტით მომსახურება

Bene Exclusive – გადაადგილების სერვისი პროფესიონალი მძღოლის მომსახურებით.
Bene Exclusive მომხმარებლებს სთავაზობს Mercedes-Benz-ის, Toyota- ს და Lexus -ის ფირმის უახლესი ავტომობილებით მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით.
Bene Exclusive თუ გჭირდებათ თანამშრომლების უსაფრთხო და დეზინფექცირებული ტრანსპორტით მომსახურება.

გაიგე მეტი მათ შესახებ: FB

შეუკვეთე მომსახურება:  032 224 15 15 info@bene-exclusive.com

HR shop – ს მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

იშოპინგეთ HR-ულად!

დაარეგისტრირეთ კომპანია თქვენც, ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!