შემოგვიერთდით

17 სექტემბერს კახეთში HR რთველი გაიმართება

HR hub – ის ორგანიზებით 17 სექტემბერს, ნაფარეულში, ტყუპების საღვინე სახლში HR რთველი გაიმართება.

ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება:

  • სპიკერების გამოსვლა;
  • რთველი;
  • სხვა აქტივობები.

დარეგისტრირდით 15 სექტემბრამდე: forms.ge

სპიკერი I: თორნიკე ენუქიძე – ბისიეი ჰელსის ნუტრიციოლოგი, ამერიკის ნაციონალური აკადემიის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი, სამედიცინო განათლებით.

თემა: კვება და პროდუქტიულობა

  • რა გავლენა აქვს კვებას თქვენს პროდუქტიულობაზე
  • როგორ შეუძლია სხვადასხვა საკვებს და საკვებ ელემენტს გავლენა მოახდინოს თქვენს: ენერგიის დონეზე, კონცენტრაციაზე, გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებეზე.

პირველი სემინარის ბოლოს ჩატარდება ვოქრშოფი-აქტივობა: როგორ გავამდიდროთ საკვები რაციონი დაბალანსებული, ნუტრიენტებით და მდიდარი კერძებით. დამსწრეები თავად ააწყობენ ერთი დღის ლანჩს, რომელიც ჯანსაღთან ერთად გემრიელი და ნოყიერი იქნება.

სპიკერი II:  ნათია გულისაშვილი ფიტნეს-ტრენერი, Vortex Fitness-ის პერსონალური ტრენერი

თემა: ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია (ვარჯიშები პროდუქტიულობისა და შრომისუნარიანობის გასაზრდელად)

  • როგორ უნდა დარჩეთ აქტიურები და ენერგიულები სამუშაო დღის განმავლობაში სპეციფიკური ვარჯიშებით, რათა გააუმჯობესოთ პროდუქტიულობა და შრომისუნარიანობა.
  • გაეცნობით სამუშაო ადგილზე რეგულარული ფიზიკური აქტივობის სარგებელს. როგორიცაა გაუმჯობესებული კონცეტრაციის უნარი, განწყობის გაუმჯობესება და სტრესის დონის შემცირება.

არსებული თემა გაიმართება ასევე “ვორქშოფის” სტილით, ინტერაქციული აქტივობებით.

ღონისძიების არაფორმალურ ნაწილში თქვენ გელოდებათ:

  • რთველი;
  • ქვევრის ღვინის მუზეუმის ტური;
  • პურის ცხობის და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი;
  • საინტერესო სპიკერები;
  • წახემსება – ღვინის დაგემოვნება;

თუ სასტუმროში დარჩენას გადაწყვეტთ, თქვენთვის სპეციალური შეთავაზება გვაქვს და მოგვწერეთ.

განრიგი

  • 08:30 შეკრება; 
  • 09:00 თბილისიდან გამგზავრება (ზუსტად ამ დროს გავალთ)
  • 12:00 ქვევრის ღვინის მუზეუმის ტური
  • 12:15 რთველი, ყურძნის დაწურვა, პურის ცხობის და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი ტყუპების საღვინე სახლში
  • 13:30 სპიკერები
  • 15:30 წახემსება და ღვინის დაგემოვნება
  • 18:30 თბილისში გამომგზავრება

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Network  ტყუპების საღვინე სახლი  Grant Thornton Georgia.

HR hub ახალ სამუშაო სივრცეში Network გადავიდა

ინოვაციური ჰაბი HR სფეროში, სამუშაო ადგილს იცვლის. 1 სექტემბრიდან,  HR hub-ის ოფისი Network-ში განთავსდა.

ეს არის ახალი, მრავალფუნქციური სამუშაო სივრცე თბილისის ცენტრში (ვაკე, ჭავჭავაძის 33ე), სადაც მოსახერხებელი სამუშაო გარემოა ბიზნესებისთვის, ანტერპრენერებისა და ფრილანსერებისთვის. აქ შეხვდებით ტრენინგ სივრცეებსაც 50 – 60 ადამიანისთვის.

Network კვირის ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში ღიაა. შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ღია სამუშაო ადგილებით, ასევე ინდივიდუალური ,,ბოქს ოფისებით.

“ვფიქრობთ, რომ ოფისი კომპანიის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი თანამშრომლები აქ თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ეს არის სამუშაო სივრცე, სადაც დაღლილობის გარეშე შესაძლებელია “დიდ იდეებზე” ფიქრი.

ძალიან თბილად დაგვხვდა ახალი ოფისის მეგობრული და საოცრად ყურადღებიანი მენეჯმენტი.
HR hub – ში ახალი ეტაპი იწყება.
ახალი სამუშაო სივრციდან Network • ნეთვორქი და ისევ ისეთი უსაზღვრო მოტივაციით HR სფეროს კვლავ გავანებივრებთ საინტერესი ამბებითა და სიურპრიზებით.” – ანა ნავდარაშვილი.

HR hub – ის ისტორია 2015 წელს დაიწყო. HR hub საქართველოში HR მენეჯერების უმსხვილესი ჰაბია და ვაერთიანებთ 3000-მდე HR მენეჯერს.

ჩვენი პროექტებია:

  • HR ბიზნეს სამიტი – წლის მთავარი HR ღონისძიება, ტარდება წეიწადში ერთხელ, გაზაფხულზე, მაისი-ივნისი. ესწრება 700-ზე მეტი HR დირექტორი, HR მენეჯრი, CEO;
  • HR hub – ის ყოველთიური ღონისძიებები;
  • HR Reborn – HR ღონისძიება, საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლების (მაგ. გუგლი) მიერ ქართველი HR მენეჯერებისთვის გამოცდილების გაზიარების პალტფორმა;
  • HR სკოლა;
  • HR hub Next;
  • დასაქმების ფესტივალები;
  • რეკრუტინგული კამპანიების დაგეგმვა – განხორციელება;
  • HR hub Media www.HRhub.ge მთავარი საინფორმაციო – ანალიტიკური ონლაინ HR ჟურნალი და ა.შ ყველაფერი, რაც ადმაიანური კაპიტალის მართვისა და HR პროფესინალის განვითარებასა და წარმატებას უკავშირდება.

მაშ ასე, HR მენეჯერების უმსხვილესი ნეთვორქი Network – ის სივრციდან აგრძელებს თქვენთვის მუშაობას.

Network

505 55 58 85 info@networkspace.ge

თუ ფარმაცევტი ხართ, თქვენთვის შემოთავაზება გვაქვს – ახალი სამუშაო ადგილები “გეფაში”

გეფაში სიახლეა, კომპანია იზრდება და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ამჯერად კომპანიაა თბილისში, ფარმაცევტის ვაკანსია აქვს გამოცხადებული.

Continue reading “თუ ფარმაცევტი ხართ, თქვენთვის შემოთავაზება გვაქვს – ახალი სამუშაო ადგილები “გეფაში””

,,გეფა” ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის – როგორი გარემო დახვდებათ თანამშრომლებს?!

კომპანია ,,გეფა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ფარმაცევტებს შანსი აქვთ ჯპს-ის და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში დაიწყონ მუშაობა და ამავე დროს სასტუმრო ლოპოტას 2 კაციანი საგზური მოიგონ. Continue reading “,,გეფა” ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის – როგორი გარემო დახვდებათ თანამშრომლებს?!”

ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვისა და HR ანალიტიკის კურსზე მიღება გამოცხადდა

HR სკოლა წარმოგიდგენთ LEADERSHIP SCANNER -ის სასერტიფიკატო კურსს ,,ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და HR ანალიტიკა” HR პროფესიონალებისთვის, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნების მიღებაზე. Continue reading “ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვისა და HR ანალიტიკის კურსზე მიღება გამოცხადდა”

Diomas Group თბილისში მოტივაციისა და ლიდერობის თემაზე 2 დღიან ვორქშოფს ჩაატარებს

Diomas Group-მა მოტივაციისა და ლიდერობის თემაზე ვორქშოფების სერია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩაატარა.  Continue reading “Diomas Group თბილისში მოტივაციისა და ლიდერობის თემაზე 2 დღიან ვორქშოფს ჩაატარებს”

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით,  6 და 7 ოქტომბერს, ექსპოჯორჯიაში  13:00სთ-დან 15:00სთ-მდე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 000-მდე კანდიდატი.

4 ოქტომბრამდე დაარეგისტრირეთ კომპანია ამ ბმულზე: docs.google.com/forms 

დასაქმების ფესტივალი, ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. აქ პირისპირ შეხვდებით უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღებთ პროფესიონალურ რჩევებსა და ამომწურავ ინფორმაციას გრანტებსა და დაფინანსებაზე და ადგილზე აღმოაჩენთ თქვენთვის საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამებს, კურსებსა და ტრენინგებს.

კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი,  შედგება რამდენიმე ნაწილისგან:

  1. დამსაქმებლების ბრენდების გამოფენა;
  2. კანდიდატების შეხვედრა დამსაქმებლებთან და გასაუბრებები, მათთვის კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობა და დასაქმება;
  3. სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების გამოსვლები მთავარ სცენაზე და გამოცდილების გაზიარება და მასტერკლასები. ფესტივალზე მოსულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ  სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნონ, რაც დაეხმარებათ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, დასაქმებასა და კარიერის დაგეგმვაში.

მიზანი:

კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.

გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:

ასაკობრივი ჯგუფი:

  • 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
  • 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:

  1. კომპანიების წარმომადგენლების სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
  2. დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა.
  3. გაიგოთ მოხვდებით თუ არა სამუშაოს მაძიებელთა სასურველი კომპანიების სიაში.

რა არის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:

  • შიდა სივრცე – ყველა ადგილი დაკავებულია
  • გარე სივრცე/ Outside 1000 ლარი + VAT (ორივე დღე) – მდაბარეობს პავილიონის შესასვლელთან

თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: hrhubgeorgia@gmail.com

საორგანიზაციო დეტალები:

  • თქვენი სივრცე: 4 კვ.მ
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

პროექტის თაიმლაინი:

1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. კარიერის ფესტივალი.

HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.

გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები: 

  1. კარიერისა და დასაქმების ფესტივალიები;
  2. საყოველთაო გასაუბრება;
  3. Tbilisi Jobs;
  4. Expo Job;
  5. ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
  6. ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
  7. Job Fest.
დასაქმების ფესტივალს წარმდგენია ტელეპრმერფორმანს ჯორჯია და სააქციო საზოგადოება გეფა, რომელიც ჯპს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელების გაერთიანებაა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ლაქტალის ჯორჯია და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.

 

ტელეპერფორმანსი არის გლობალური ციფრული ბიზნეს სერვისების კომპანია.

410,000-ზე მეტი შთაგონებული და მოტივირებული ადამიანით, რომლებიც საუბრობენ 300-ზე მეტ ენაზე, ჩვენი გლობალური მასშტაბი და ადგილობრივი ოპერირება, საშუალებას გვაძლევს დადებითი როლი ვითამაშოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი კლიენტებისა და გარემოს მხარდაჭერის კუთხით.

ჩვენ ვთავაზობთ ყველაზე მოწინავე, ციფრულ ბიზნეს სერვისებს, რითიც მნიშვნელოვნად ვეხმარებით მსოფლიოში საუკეთესო ბრენდებს თავიანთი ბიზნესის ოპტიმიზაციაში და მდგრადობის შენარჩუნებაში.

რას სთავაზობს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს?!

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი HR ბიზნეს სამიტზე იქნება წარმოდგენილი. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ეწვიოთ მათ სტენდს საგამოფენო სივრცეში. დეტალებზე ვესაუბრეთ სკოლის დამფუძნებელს  ნინო ჩიკვაშვილს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. Continue reading “რას სთავაზობს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს?!”

HR ბიზნეს სამიტი 2023-ის ვორქშოპები ცნობილია

HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისსბიოლში15:30სთ-ზე წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  თიბისი დაზღვევა. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2023-ის ვორქშოპები ცნობილია”

HR ბიზნეს სამიტი 2023 14 ივლისს “ბიოლში” ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისს, ბიოლში, 15:00სთ-ზე წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  თიბისი დაზღვევა. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2023 14 ივლისს “ბიოლში” ჩატარდება”